понедельник, 20 мая 2013 г.

Smokie

რუსულიდან თარგმანი შეასრულა ზაზა ბერაძემ
 მუსიკალური ჯგუფი ,,სმოუკი"

 
  პოპ–მუსიკის ისტორიაში 70–იან წლებს ყველაზე ხშირად უკავშირებენ ანსამბლ ,,სმოუკის" წარმატებას (ყოველ შემთხვევაში ასე იუწყებიან სხვადასხვა მუსიკალური გამოცემები), შეიძლება ეს ასეცაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ხმაურიან წარმატებებს, რომელსაც ამ ბრიტანულმა კოლექტივმა მიაღწია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. რაც შეეხება მთავარს – მუსიკას, ამ შემთხვევაში ანსამბლი არ იყო ნოვატორული, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო მრავალი ერთმანეთის მსგავსი კოლექტივი არსებობდა, მათ მაინც შეინარჩუნეს თავიანთი თვითმყოფადი სახე. მის მონაწილეებს გამოარჩევდა არაჩვეულებრივი შესრულების მანერა, კარგი ვოკალური მონაცემები.
  ანსამბლ ,,სმოუკის" წარმატების ერთ–ერთ მიზეზად ასახელებენ ბრიტანული პოპ–მუსიკის განვითარების ერთ ეტაპზე დაცემის ნიშნებს. ჰარდ–როკი, როგორც 70–იანი წლების ერთ–ერთი წამყვანი მიმართულება უკვე ,,სულს ღაფავდა", ხოლო ,,ბითლზების" მსგავსი ახალი ლიდერი, რომელიც მსმენელებს ორიგინალური იდეებით მიიზიდავდა, არ არსებობდა.
  ის რითაც დაიწყო 1975 წელს სმოუკის აღმასვლა, იყო გარკვეული სინთეზი გასული ათწლეულის ბით–მუსიკის საუკეთესო ტრადიციებისა. სწორედ ამან მოუტანა ანსამბლს მოულოდნელი აღიარება, თუმცაღა სმოუკის წარმატებაში მხოლოდ ეს გარემოებები არ არის ,,დამნაშავე". მათ აღმასვლას მუსიკალურ ოლიმპზე წინ უძღოდა რვაწლიანი მუხლჩაუხრელი მუშაობა და სერიოზული ძიება საკუთარი გზისა.
 ანსამბლი შეიქმნა 1967 წელს კრის ნორმანის და მისი მეგობრების ტერი ატლის და ელან სილსონის მიერ, რომლებიც იმ დროს თექვსმეტ–ჩვიდმეტი წლისა იყვნენ (მაშინ ეს იყო ჩვეულებრივი სამოყვარულო სკოლის ჯგუფი, რომლის მსგავსი ბრიტანეთში ათასობით არსებობდა), თუმცა ყმაწვილურმა გატაცებამ ისე არ ჩაიარა და მიიყვანა ისინი პროფესიონალურ სცენაზე.
  ,,ელიზაბეტენსი" თავდაპირველად ასე ერქვა ანსამბლს, იმის მომდევნო წლებში გამოდიოდა ბრეტფორდის კლუბებსა და კაფეებში. აი ამ ტერიტორიით და მისი შემოგარენით შემოიფარგლებოდა მათი პოპულარობა.
  1973 წელს ანსამბლს, რომელსაც ახალი სახელი ,,კაინდნესი" (სიკეთე)  ერქვა, შემოუერთდა ნიჭიერი დამკვრელი პიტ სპენსერი, რომელიც ასევე ნახევარპროფესიონალური ჯგუფი ,,ჩევრონზიდან" იყო, ამ დროს ,,სმოუკის" კოლექტივი ცდილობს, მიაღწიონ კონტრაქტს გრამჩამწერ ფირმებთან, მაგრამ წარუმატებლად.
  წარმატება მოვიდა მოულოდნელად, მაშინ როცა ჯგუფი კლუბ ჰეტჩეტში გამოდიოდა, იქ შემთხვევით იმყოფებოდნენ მსოფლიოს შოუ–ბიზნესში ცნობილი კომპოზიტორები მაიკ ჩეპმენი და ნიკი ჩინნი, რომლებსაც მოეწონათ მოწესრიგებული და მტკიცედშეკრული კოლექტივი, მათ ხმამაღლა აღნიშნეს გიტარისტის ნორმანის შესრულების ფართო შესაძლებლობები (რომელიც წარმატებით მოღვაწეობდა აგრეთვე, როგორც კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი), აგრეთვე დასძინეს ზუსტი მიგნება მუსიკაში ბას–გიტარისტის ტერი ატტლის და სოლო–გიტარისტის ელან სილსონის, ხოლო დამკვრელი სპენსერი ხომ თავის სიმაღლეზე იყო.
 მოკლედ რომ ვთქვათ, მომავალმა ანსამბლმა მათი გული მოიგო და რაც მთავარია, ეს სამი ახალგაზრდა არც ისე ცუდად მღეროდა და ბოლოს ყველაზე მთავარი: ანსამბლში იგრძნობოდა სხვებისგან გამიჯნული მუსიკალური სტილი.
 ამგვარად მოევლინა ქვეყანას ,,სმოუკი", ხელმოწერილ იქნა კონტრაქტი ფირმასთან ,,რეკ", სპეციალურად ანსამბლისთვის სიმღერებს წერენ ჩინნი და ჩეპმენი, 1975 წლის დასაწყისში გამოდის პირველი ალბომი, სახელწოდებით: ,,გადაეცი ირგვლივ ყველას", რომელსაც მოჰყვა ხანგძლივმომღერალი ფირფიტა: ,,მუდმივად ცვალებადობაში", რომელსაც თან სდევდა წარმატება. ჰიტ–პარადებში ჩნდებიან კომპოზიციები ანსამბლის პირველი ორი დისკიდან და აგრეთვე სიმღერა: ,,შენ თუ გგონია რომ გიყვარვარ" და სხვები.
 მაგრამ მოულოდნელ წარმატებას გამოუჩნდა მეორე მხარეც, ,,სმოუკები", რომლებიც ცდილობენ ძიებას საკუთარი გზისა, საკუთარი სახისა პოპ–მუსიკის სამყაროში, იძულებული გახდნენ ჩაეწერათ ფირფიტებშ ჩინი–ჩეპმენის სიმღერების კრებული. ამ მეთოდზე დაჟინებით იდგა ფირმა, რომელმაც შესანიშნავად იცოდა ,,ორი ჩეს" კომერციული გათვლები. სწორედ ჩინნმა და ჩეპმენმა მოუტანეს პოპულარობა სიუზი კვატროს, ანსამბლებს ,,სვითს" და ,,მადს", ,,ჩვენ რომ გვქონოდა არჩევანის შესაძლებლობა – თქვა იმ წლებში ჯგუფის ლიდერმა კრის ნორმანმა – ჩვენ ჩავწერდით კიდევაც ფირფიტებზე საკუთარ რეპერტუარს, მაგრამ ყველაფერს წყვეტს გრამჩამწერი ფირმა, ხოლო იგი უპირატესობას ანიჭებს ჩინს და ჩეპმენს, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის წერენ ბოევიკებს. ჩვენ გვინდა, რომ შევუცვალოთ ანსამბლს ჟღერადობა, ვიმღეროთ რამდენადმე სხვანაირად: არ გსურს რომ შენ შეგადარონ სიტყვაზე ,,ლედ ზეპელინთან", არამედ გსურს გაფასებდნენ, იმიტომ რომ შენ თვითონ ქმნი სიმღერებს!"
  დაწყებული 1976 წლიდან ,,სმოუკებს" თანდათან შეაქვთ თავის რეპერტუარში საკუთარი კომპოზიციები, ისინი გამოსცემენ ალბომებს ერთმანეთის მიყოლებით, ესენია: ,,შუაღამის კაფე" (1976), ,,პატარა დამნაშავეები" და ,,ლაპლაპა ცეცხლი და უკანა ხეივანი" (1977). გარკვეულწილად ისინი ინაზღაურებენ იმ უკმარისობას, რომელიც იგრძნეს ფირმაში ,,რეკ", წერენ სიმღერას ცნობილ მომღერალ დონოვანთან, ვოკალური ჯგუფის ამპლუაში ეხმარებიან ანსამბლს ,,ჰევი მეტალ კიდს". იმავე პერიოდში სმოუკები იწყებენ ფართომასშტაბიან საგასტროლო მოღვაწეობას – ისინი გამოდიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, აშშ–ში, მათ ყველგან აღტაცებით ხვდებოდნენ, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ყველაზე ნაკლებ ოვაციებს საკუთარ სამშობლოში დიდ ბრიტანეტში იმსახურებდნენ.
დიდი წარმატებით სარგებლობდნენ მათი სიმღერები: ,,ცხოვრება ალისას კარის მეზობლად", ,,ნემსები და ქინძისთავები", ,,ველური, ველური ანგელოზები".
საკონცერტო გამოსვლებისა და სტუდიური ჩაწერების გათვალისწინებით კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ სმოუკები ყველაზე მეტად იცავენ იმ სტილს, რომელიც ახლოსაა ინგლისურ ხალხურ სიმღერებთან და შოტლანდიურ ბალადებთან, რომელიც არის ფოლკ–როკის ან კიდევ ქანთრი–როკის სტილში.

  პირველი სამი წლის ხმაურინი წარმატების შემდეგ ,,სმოუკების" მდგომარეობა პოპ–მუსიკის სამყაროში დასტაბილიზირდა. ისინი აგრძელებენ პოპულარობის შენარჩუნებას ევროპულ ქვეყნებში, თუმცა ინგლისში იგი ძველებურად არაღიარებულია,მაგრამ აჟიოტაჟის არარსებობა მათ ქვეყანაში ცხადად დაეხმარა სმოუკებს საკუთარი გზის ძიებაში. ასე რომ, ხანგძლივი სტუდიური მუშაობის შემდეგ, 1978 წლის ბოლოს გამოუშვეს ხანგძლივმომღერალი ფირფიტა, სახელწოდებით ,,ალბომი მონტრედან", რომელმაც გამოიწვია დიდი სენსაცია კრიტიკოსებს შორის, რომელშიც კომპოზიციების უმეტესობა ეკუთვნოდათ ჯგუფის წევრებს. ხოლო ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ალბომი: ,,გზის სხვა მხარე", ამ დისკების წარმატებები გახდა იმის დასტური, რომ სმოუკები ჩამოყალიბდნენ როგორც დამოუკიდებელი შემოქმედებითი კოლექტივი, რომლებსაც გააჩნდათ მაღალი შესრულების ოსტატობა. შესაძლებლობა იმისა, რომ წარმატებით გამოეყენებინათ თავის ნაწარმოებებში ელემენტები როკის სხვადასხვა მიმართულებებიდან.
  გაწონასწორებულად შეაფასა რა ეს წარმატება და განსაზღვრა რა სმოუკების ადგილი დღევანდელ პოპ–მუსიკაში, კრის ნორმანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას და მთელი გულრწფელობით განაცხადა: ,,მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე ვიცით ვინ ვართ –ანუ ანსამბლი, რომელიც სახელდობრ ინგლისში არასოდეს იქნება მოდაში, იმიტომ რომ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ის რაღაც ,,ბიტლზებსა" და ,,ჰოლიზებს" შორისაა, ,,ბიტლზი" იყო უბრალოდ გრანდიოზული მოვლენა, ხოლო ამავე დროს ,,ჰოლიზები" ბოლომდე ,,დიადები" ვერ გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობით სარგებლობდნენ."
  ფირფიტა სახელწოდებით ,,სმოუკის საუკეთესო სიმღერები" გამოშვებულ იქნა 1977 წელს, მასში თავმოყრილია კომპოზიციები, რომლებიც ჩაწერილი  ჰქონდა ანსამბლს 1975 წლიდან 1977 წლამდე, რომლებიც გვაძლევენ საკმაოდ სრულ წარმოდგენას ,,სმოუკების" იმ წლების შემოქმედებით პორტრეტზე.

ავტორი: ვ.პერვუხინი


Комментариев нет:

Отправить комментарий