მელ კოლუმსილ ჯერარდ გიბსონი
მელ გიბსონი დაიბადა 1956 წლის 3 იანვარს პიკსკილში, ნიუ იორკი. იგი მშობლების თერთმეტ შვილს შორის მეექვსე იყო, მამა ჰატონ გიბსონი რკინიგზის მემანქანედ მუშაობდა, დედა ენ გიბსონი ავსტრალიაში იყო დაბადებული და 1990 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მელი და მისი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ახალ სამხრეთ უელსში, ავსტრალია. უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მელი სწავლობდა ქ. სიდნეის უნივერსიტეტში, დრამატული მსახიობობის მიმართულებით. კოლეჯის შემდეგ მას უკვე ჰქონდა გარკვეული როლები სცენაზე და მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში, საბოლოოდ იგი დაამტკიცეს ფილმში ,,შეშლილი მაქსი" (1979), სადაც მას ტიმი ერქვა, მასთან ერთად თამაშობდა პიპერ ლაური. ამ მცირებიუჯეტიანმა ფილმმა ცნობილი გახადა მელი მთელს მსოფლიოში, ტიმის როლმა მოუტანა მას ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის, ეს ჯილდო ავსტრალიის ფილმის ინსტიტუტის მიერ იყო დაწესებული, რაც ოსკარის ექვივალენტური იყო.

ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ.
ჩარლი (სპენსერ) ჩაპლინი

ჩარლს სპენსერ ჩაპლინი დაიბადა ვოლვორთ-ში, ინგლისი. 1889 წლის 16 აპრილს, ჩარლზ და ჰანა ჩაპლინების ოჯახში. პატარა ჩარლსი ერთი წლის იყო, როცა მამამისი დედამისს გაშორდა, ჩარლის დედა სასცენო მომღერალი იყო, მას სურდა, რომ ჩარლის დაბადების შემდეგაც გაეგრძელებინა თავისი კარიერა, მაგრამ საუბედუროდ, მას ხმა ჰქონდა უკვე გაფუჭებული. სამაგიეროდ, მისი კლუბის მენეჯერმა დააყენა ჩარლი პირველ სცენაზე, სადაც ხუთი წლის ჩარლიმ დაიწყო ცნობილი მელოდიის მღერა.
ჩარლიმ და მისმა ნახევარძმა სიდნიმ გაატარეს მთელი ბავშვობა ერთ გარემოში, ჩარლიმ თავისი ოფიციალური კარიერა დაიწყო 8 წლის ასაკში. მოიარა რა რიგი ქალაქები ტურით რვა ლანკაშირელ ბიჭუნასთან ერთად. 18 წლისამ მოაწყო თავისი ტური ფრედ კარნოს ვოდევილის სამსახიობო დასთან ერთად, ამ დასმა 1910 წელს აშშ-ში იმოგზაურა, 1913 წლის დეკემბერში ის გაემგზავრა კალიფორნიისაკენ და კონტრაქტი დადო კეისტონ სტუდიის კომედიური ჟანრის რეჟისორთან მაკ სენეტთან, რომელსაც ნანახი ჰქონდა ჩაპლინის სასცენო შესრულება ნიუ იორკში, ჩარლიმ მალე თავის ძმას სიდს (სიდნის) წერილი მისწერა, სადაც თხოვდა რომ გამხდარიყო მისი მენეჯერი, მალე ჩაპლინი გამოჩნდა კეისტონში და უხელმძღვანელა 35 ფილმს, რომლებშიც თავად მონაწილეობდა, ერთ-ერთში კი შეასრულა პატარა მაწანწალის როლი. 1914 წლის ნოემბერში მან დატოვა კეისტოუნი და კონტრაქტი დადო ესანაის ფირმასთან, სადაც მან შექმნა 15 ფილმი, 1916 წელს ასევე სხვა ფირმასთან ერთად შექმნა 12 ფილმი. 1917 წლის ივნისში ჩაპლინმა კონტრაქტი გააუქმა პირველ ნაციონალურ სტუდიასთან და ამის შემდეგ მან დააარსა ჩაპლინის სტუდია. 1919 წელს მან დუგლას ფეირბანკსთან, მერი პიკფორდთან დ.ვ. გრიფიტთან ერთად ჩამოაყალიბა მსახიობთა გაერთიანება (უ.ა)
ჩაპლინის ცხოვრება და კარიერა სავსე იყო სკანდალებით. მისი პირველი სკანდალი იყო პირველ მსოფლიო ომის დროს, როდესაც მისი სიმპატიები მიპყრობილ იყო ინგლისის მიმართ, თავის სამშობლოსადმი, რამაც აშშ-ში კითხვები დაბადა. მას არასოდეს მიუღია ამერიკის მოქალაქეობა, მაგრამ აცხადებდა, რომ ის იყო ,,კეთილსინდისიერი ჩამოსული" ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბევრი ინგლისის მოქალაქე ეძახოდა ჩაპლინს მშიშარას და უსაქმურს. ამან და სხვა ექსცენტრიულმა მოქმედებებმა მის კარიერაში ეჭვები აღუძრა ფბაი-ს მეთაურს ჯ. ედგარ ჰუვერს და არაამერიკული საზოგადოების საკონსულო შტაბს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ იგი კომუნისტურ პროპაგანდას ეწეოდა თავის ფილმებში. ჩაპლინის გვიანდელი ფილმი ,,დიდი დიქტატორი" (1940) იყო მისი პირველი ხმოვანი ფილმი, რომელმაც ასევე ხმაური გამოიწვია. ამ ფილმში ჩაპლინი თამაშობს ადოლფ ჰიტლერის იუმორისტულ განსახიერებას, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ეს ფილმი სუსტი და უგემოვნო იყო, მან 5 მილ. დოლარი მოიტანა და ფილმების დაჯილდოვების 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. მომდევნო სკანდალი აგორდა მაშინ, როდესაც იგი უცერემონიოდ დაინიშნა 22 წლის ჯოან ბერიზე, მაგრამ მათი ურთიერთობა 1942 წელს, სულ მოკლე ხანში დასრულდა. 1943 წლის მაისში ჯოანი დაუბრუნდა ჩაპლინს და უთხრა რომ იგი ფეხმძიმედ იყო და მას ალიმენტს თხოვდა, 1944 წელს შედგა სასამართლო, სისხლის ანალიზის ტესტმა დაამტკიცა, რომ ბავშვი ჩაპლინს არ ეკუთვნოდა, მაგრამ იმ ეპოქაში სისხლის ტესტი სარწმუნოდ არ მიაჩნდათ და ამიტომ ჩაპლინს დაევალა 75 დოლარის გადახდა ყოველკვირეულად, მანამდე სანამ ბავშვი 21 წლის გახდებოდა. ჩაპლინი გაკრიტიკებულ იქნა აგრეთვე იმისათვის, რომ იგი მხარს უჭერდა რუსეთის ბრძოლას ნაცისტური ინტერვენციის (შემოჭრის) წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ს მთავრობამ დაკითხა იგი თავის მორალურ და პოლიტიკურ ხედვებზე, ეჭვობდნენ რა მის კავშირს კომუნისტებთან, ამ მიზეზით არაამერიკული საზოგადოებების საკონსულო შტაბმა იგი სასამართლოში გამოიძახა 1947 წელს. საბოლოოდ ამ ორგანიზაციამ ჩაპლინს გადაუწყვიტა, რომ მისთვის თვალყური ედევნებინათ და სანდო პიროვნებად არ ჩაეთვალათ. ამის ნიადაგზე იყო, ის რომ როცა 1952 წელს ჩაპლინი ოჯახით ლონდონში გაემგზავრა ფილმის პრემიერაზე, მას უთხრეს რომ აკრძალული ჰქონდა უკან აშშ-ში დაბრუნება. სინამდვილეში ამერიკის მთავრობას არ გააჩნდა არანაირი დოკუმენტი ჩაპლინის საწინააღმდეგოდ. მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, რომ სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად დასახლებულიყვნენ შვეიცარიაში.
ჩაპლინი დაოჯახებული იყო ოთხჯერ და საერთო ჯამში 11 შვილი ჰყავდა. 1918 წელს დაქორწინდა მილდრიდ ჰარისზე, მათ ერთი შვილი შეეძინათ, რომელმაც სულ სამი დღე იცოცხლა, ჩაპლინი და მილდრიდი 1920 წელს გაიყარნენ. 1924 წელს ჩარლი დაქორწინდა ლიტა გრეიზე და მისგან შეეძინა ორი შვილი: ჩარლი და სიდნი ჩაპლინები, 1927 წელს იგი ლიტას გაშორდა, 1936 წელს შეირთო პაულეტ გოდარდი, რომელსაც აგრეთვე დაშორდა. მისი საბოლოო შეუღლება მოხდა ოონა ონილთან (ოონა ჩაპლინი), რომელიც იყო ქალიშვილი პიესების ავტორ ეუჯინ (ევგენი) ო'ნილისა. ისინი 1943 წელს შეუღლდნენ, ოონამ ჩარლის რვა შვილი აჩუქა: გერალდინი, მაიკლი, ჯოზეფინა, ვიქტორია, ეუგენი, ჟანი, ანეტა-ემილია და ქრისტოფერ ჩაპლინები. მიუხედავად მის მიერ შესრულებული ბობოქარი ხასიათებისა, ჩაპლინი იყო მშვიდი ადამიანი, იგი არ იყო მილიონერი, არამედ ცხოვრობდა ღარიბულ ბინაში. 1921 წელს ჩაპლინი დაჯილდოვებულ იქნა მედლით საფრანგეთის მთავრობის მიერ, მისი ყველასგან გამიჯნული ფილმების შექმნის გამო და აყვანილ იქნა ოფიცრის რანგში საპატიო ლეგიონისა 1952 წელს. 1972 წელს მას მიენიჭა აკადემიის ჯილდო ,,განუმეორებელი შესრულების გამო", იგი დააჯილდოვა აგრეთვე ბრიტანეთის სამეფომ 1975 წელს საპატიო რაინდის წოდებით. ჩაპლინის სხვა შრომები მოიცავდა მუსიკალურ პარტიტურას, რომლებიც მან დაწერა თავისი მრავალი ფილმისათვის, მისი ავტორობითაა შესრულებული აგრეთვე ორი ავტობიოგრაფიული წიგნი: ,,ჩემი ავტობიოგრაფია" 1964 წელში და მისი შინაარსობრივი ხაზის გამგრძელებელი ,,ჩემი ცხოვრება სურათებში" 1974 წელში. ჩაპლინი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1977 წლის 25 დეკემბერს თავის საკუთარ სახლში, შვეიცარიაში. 1978 წელს ჩაპლინის ცხედარი მოპარულ იქნა მისი სამარხიდან, რაც დაბრუნებულ იქნა მხოლოდ სამი თვის შემდეგ, იგი ხელახლა იქნა დაკრძალული უკვე ცემენტით დახურულ სამარხში.
ჩარლი ჩაპლინი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ფილმების შემქმნელს ამერიკული კინემატოგრაფიის ისტორიაში, რომლის ფილმები იყო და დღესაც არის პოპულარული მთელს მსოფლიოში. მისი ფილმები, კერძოდ, პატარა მაწანწალა, გვიჩვენებს ცხოვრების პოზიტიურ ხედვას მსოფლიოში არსებული ქაოსის ფონზე, და ამტკიცებს იმას, რომ ადამიანის სული ყველა დროში თვითმყოფადია და მუდამ ასეთად დარჩება.
ბიოგრაფიის ავტორი: ემი სმითი
ინგლისურიდან თარგმნა : ზაზა ბერაძემ
ლუი დე ფიუნესი

ახალგაზრდობაში ლუი დე ფიუნესი ხატვითა და პიანინოზე დაკვრით იყო გატაცებული, მან მიატოვა სკოლა და მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოებზე, განსაკუთრებით, როგორც ჯაზ-პიანისტი პიგალე-ში, იგი მაყურებლებს ყოველთვის აცინებდა და სახეს მანჭავდა. იგი მსახიობობას დაეუფლა სიმონის სამსახიობო სკოლაში, სადაც ერთი წელი სწავლობდა, იქ დაამყარა მან სარფიანი კონტაქტები, ნაცნობთა შორის იყო დანიელ გელინი.
მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც საფრანგეთი ოკუპირებული იყო, ლუი განაგძობდა პიანინოს მეცადინეობებს მუსიკალურ სკოლაში, სადაც გაიმსჭვალა სიყვარულით მდივან-ქალზე, რომელსაც ერქვა ჟუან დე მოპასანი, იგი იყო ცნობილი ფრანგი მწერლის გი დე მოპასანის ძმის შვილიშვილი. ,,მას შეუყვარდა კაცი, რომელიც უკრავდა ჯაზს, როგორც ღმერთი", ისინი 1943 წელს დაქორწინდნენ და შეეძინათ ორი ვაჟი, 1944 და 1949 წლებში, ფიუნესი განაგძობდა კლუბებში პიანინოზე დაკვრას.
ლუის სამსახიობო კარიერის დაწყებისკენ მისმა მეუღლემ და დანიელ გელინმა უბიძგეს, მისი ფილმის დებიუტი შედგა 1945 წელს, როცა იგი 31 წლისა იყო და ამის შემდეგ მან ითამაშა ასამდე როლი მომდევნო ოცი წლის განმავლობაში.
ლუი დე ფიუნესს საერთაშორისო აღიარება მოუტანა 1960 წელს გადაღებულმა ფილმმა ,,ქ. სენტ-როპეს ჟანდარმები" და ფანტომასი (1964), მან ბრწყინვალედ განასახიერა მხიარული ფრანგი პოლიციელი, გამოხატა რა მისი სასაცილო მანერები და მოახდინა უმაღლესი კომედიური ეფექტი, 1968 წელს ფიუნესი დასახელდა საფრანგეთში ყველაზე ფავორიტულ მსახიობად, იგი ძალზე პოპულარული იყო 70-იანი წლების ევროპაში, ლუი განაგძობდა აგრეთვე თამაშს სცენაზე, მთელი მისი ვარსკვლავური კინო-კარიერის მანძილზე იგი თამაშობდა ფრანგულ კლასიკურ თეატრში.
ლუის მეტსახელიც კი შეარქვეს, ანუ ,,ორმოცი სხვადასხვა სახე ნახევარ წუთში", ეს იმიტომ რომ სახის უამრავ მიმიკა-ჟესტებს იყენებდა. იგი გახდა ლიდერი ფრანგი კომიკოსი, მან ითამაშა ისეთი ფრანგი მსახიობების გვერდით, როგორებიც იყვნენ ჟან მარე და მილიენ დემონჟე, ფანტომასის ტრილოგიაში, აგრეთვე ჟან გაბენთან, ენი გირარდთან და ივ მონტანთან ერთად. რეჟისორმა ჟერარ ურიმ იგი ბევრჯერ დააწყვილა ჟან გიროსთან, ამ ორმა შესანიშნავი ტანდემი შექმნეს ჟანდარმების სერიაში.
ამ როლისაგან განსხვავებულად წარმოაჩინა იგი რეჟისორმა კლოდ ზიდიმ, დაგვანახა რა მისი გულახდილობა.
ლუიმ 130 როლი ითამაშა ფილმებში და 100-მდე როლი სცენაზე, იგი ორჯერ იყო ქორწინებაში, მისი ბოლო მეუღლე ჟუან მოპასანი იყო, 1943 წლიდან 1983 წლამდე, მათი უფროსი ვაჟი ოლივიერ დე მოპასანი მოკლე სამსახიობო კარიერის შემდეგ მფრინავი გახდა ეარ-ფრანსის კომპანიაში, მისი მეორე ვაჟი პატრიკ დე ფიუნესი გახდა დოქტორი მედიცინის დარგში.
ლუი აგრეთვე ვარდების მომშენებელიც იყო, ვარდების ერთ გარკვეულ სახეობას ეწოდა ,,ლუი დე ფიუნესის ვარდი", ფიუნესი გარდაიცვალა ქ. ნანტში 1983 წლის 27 იანვარს გულის შეტევით.
ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ
აკადემიკოსი გიორგი წერეთელი
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის ერთ-ერთი დამაარსებელი, სახელმოხვეჭილი და აღიარებული პიონერი სემიტური ენებისა, გიორგი ვ. წერეთელი დაიბადა სოფელ თიანეთში, 1904 წლის 21 ოქტომბერს, ვასილ წერეთლის ოჯახში, რომელიც იყო ცნობილი ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

1933 წელს წერეთელი დაბრუნდა თბილისში და ხელი მოჰკიდა ადგილობრივი სპეციალისტების მომზადებას სემიტური მეცნიერების სხვადასხვა დარგებში, იგი სათავეში ჩაუდგა ახლადჩამოყალიბებულ აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებას, ენების, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში. 1942 წელს წერეთელმა წარმატებით დაიცვა თავისი სადოქტორო დისერტაცია და იმავე წელს მიიღო პროფესორის ხარისხი.
1944 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაუსწრებელ წევრად, ხოლო 1946 წელს სრულუფლებიან წევრად. დაახლოებით ამავე პერიოდში იგი არჩეულ იქნა როგორც რიგგარეშე წევრი სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში.
1957 წლიდან მოყოლებული 1967 წლამდე წერეთელი ხელმძღვანელობდა საქართველოს საბჭოთა აკადემიის სოციალური მეცნიერებების განყოფილებას. 1967-1970 წლებში იგი იყო ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და იყო საბჭოთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი წევრი.
1968 წელს წერეთელი არჩეულ იქნა საერთო საკავშირო აკადემიის წევრად, მეცნიერებაში მისი გამორჩეული წვლილისათვის. ეს ფაქტი მეცნიერთა და სწავლულთა საზოგადოების მიერ მიღებულ იქნა, როგორც დადებითი მოვლენა, რაც განსაზღვრა მისმა მრავალმხრივმა მოღვაწეობამ, წერეთლის ტალანტი ძალიან სრულად გამოჩნდა 1940 წლის შემდეგ, მისი ინიციატივით დაარსდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე როგორც დაარსდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. ეს ინსტიტუტი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს, გ. წერეთლის ხელმძღვანელობით გახდა აღმოსავლური ენების მსოფლიოში მთავარი ცენტრი, წერეთელმა შეადგინა ასევე კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების გამოქვეყნებას. ამ კომისიამ გამოსაცემად მოამზადა დაახლოებით ასამდე შრომა არაბულ, სპარსულ, ბერძნულ, სომხურ, რუსულ და დასავლეთევროპელი ავტორებისა, ოცდაათამდე შრომას დაერთო დეტალური კომენტარები.
შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დადგენის კომისია წერეთლის ხელმძღვანელობითა და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა. იგი იყო სარედაქციო კოლეგიის წევრი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონისა და საქართველოს საბჭოთა ენციკლობედიის.
წერეთელის მეცნიერული თვალსაწიერი იყო განუზომლად დიდი, მოიცავდა არაბულ ლინგვისტიკას და ფოლკლორს, ებრაულ და არამეულ სწავლებებს, ახლო აღმოსავლეთის ძველ ენებს, დამწერლობის სისტემის ისტორიას, ქართველოლოგიას, ქართული და შედარებითი ვერსიფიკაციის პრობლემებს და თეორიულ ლინგვისტიკას, თითეულ ამ სფეროში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და მის შრომებს ღირსეული ადგილი უკავია კაცობრიობის მიღწევათა საგანძურში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს წერეთლის შრომა აქამდე უცნობი ცენტრალურ აზიაში არსებული არაბული დიალექტების შესწავლის დარგში, რომელიც მნიშვნელოვანი ფურცელია არაბული ფილოლოგიის ისტორიაში. ეს დიალექტები წარმოადგენენ ფასდაუდებელ წყაროს არაბული შედარებითი დიალექტოლოგიისათვის, იგი წყვეტს არაბული ენის ისტორიის ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას. დიდი ლინგვისტური კორპუსის ფილოლოგიური ანალიზის შედეგად გ. წერეთელმა დაადგინა ორი დამოუკიდებელი არაბული დიალექტის არსებობა, ესენია ბუხარული და კაშკადარიული, ბუხარული ახლოს არის მესოპოტამიურ დიალექტთან, ხოლო კაშკადარიული ბედუინურ მეტყველებასთან. ამ კვლევამ მოიპოვა უნივერსალური აღიარება, წერეთელის დიალექტოლოგიურმა კვლევებმა ამ მიმართულებით გახსნა ახალი პერსპექტივები თანამედროვე არაბული ფილოლოგიისათვის. ი.იუ. კრაჩკოვსკი ამ კვლევების შესახებ წერდა: ,,ამ აღმოჩენამ და კვლევებმა, რომელიც მიმდინარეობდა არაბული დიალექტების კვლევების სახით ცენტრალურ აზიაში, ჩვენს მეცნიერებას და ჩვენს ქვეყანას მოუტანა დიდება და სახელი, იგი ნათლად წარმოაჩენს გარღვევას მსოფლიო მეცნიერებაში." წერეთლის წვლილი განუზომელია აგრეთვე კავკასიური ტრადიციების კვლევაში, მან გამოაქვეყნა შამილის წერილები ჩინებული ისტორიულ-ფილოლოგიური კომენტარებით.
თავის ,,არაბულ ქრესტომათიაში" (1949), რომელიც შეადგინა ეროვნული სპეციალისტების გამოზრდის მიზნით, წერეთელმა პირველად გააცნო მკითხველს საქართველოს და კავკასიის შესახებ არსებულ ტექსტებთან ერთად მაკარი ანტიოქიელის ცნობები ( მე-17 საუკუნე ) და აგრეთვე ალ-ფარიკის ( მე-12 საუკუნე ) ისტორიული ტრაქტატები, ამ ქრესტომათიას მოჰყვა პირველი ,,არაბულ-ქართული ლექსიკონი" ( 1951) რომელიც გახდა აუცილებელი და საჭირო ნაშრომი ქართველი არაბისტებისათვის.
სიცოცხლის ბოლომდე წერეთელი მუშაობდა ,,კლასიკური არაბული გრამატიკის" კრებულზე, რომელიც მან დიდწილად დაასრულა, წერეთელი ხელმძღვანელობდა დიდი არაბულ-ქართული ლექსიკონის შემდგენელ არაბისტების ჯგუფს. ეს ლექსიკონი მიზნად ისახავდა თითქმის ყველა ძირითადი კლასიკური პერიოდის ძეგლის ასახვას, მან აგრეთვე გამოსაცემად მოამზადა ,,მაკარი ანტიოქიელის მოგზაურობა" ( არაბული ტექსტი და თარგმანი კომენტარებითურთ ), ამ ნაშრომს დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და საქართველოს ისტორიებისათვის. წერეთელს უყურადღებოდ არ დარჩენია აგრეთვე არაბული ლიტერატურის სფერო, მრავალი წლის მანძილზე იგი უძღვებოდა არაბული პოეზიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტში, ამ საგანმა სტუდენტებს განსაკუთრებული ინტერესი გაუღვივა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩაფლული იყო ინტენსიურ სამეცნიერო მუშაობაში, გ. წერეთელმა მაინც გამონახა დრო, გაეკეთებინა ბრწყინვალე თარგმანები ამინ რეიჰანის პოეზიისა და ასევე თანამედროვე არაბული ლიტერატურის გამოჩენილი წარმომადგენლების შემოქმედებისა. იგი რედაქტორობდა აგრეთვე თარგმანს, რომელიც შეასრულეს მისმა სტუდენტებმა, ანუ თარგმნეს ქართულად ,,ათას ერთი ღამე" ( ამ შრომის რვა ტომის გამოცემა მის სიცოცხლეში მოესწრო ), წერეთლის თანამშრომლობა ა.გ. შანიძესთან, რომელიც შემოიფარგლებოდა ხევსურული პოეზიის ნიმუშების შეგროვებით, გვიჩვენებს მის ლიტერატურულ-ფოლკლორულ ინტერესებს. ტექსტები, რომელიც წერეთელმა ჩაიწერა, გამოქვეყნებულ იქნა 1931 წელს ,,ქართულ ხალხურ პოეზიაში" ( ტომ. პირველი, ხევსურული ).
წერეთელის შრომა არმაზში აღმოჩენილი წარწერების გაშიფვრასა და ანალიზში განიხილება, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა სემიტურ კვლევებში, ამ პრობლემას მან მიუძღვნა ორი ბრწყინვალე ნარკვევი: ,,ორენოვანი წარწერა არმაზიდან, მცხეთის ახლოს" ( 1941 ) და ,,მითრიდატე იბერიელის ხანის არმაზის წარწერა" (1961).
არამეული წარწერები არმაზიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, არა მხოლოდ როგორც ახალი წყარო აღმოსავლეთ არამეული დამწერლობისა, არამედ ისინი ნათელს ფენენ იბერიის მთელ რიგ კულტურულ-ისტორიულ პრობლემებს, ზემოთხსენებულ ნარკვევში ახსნილია იმდროინდელი მმართველობის სისტემის პრობლემები. წერეთელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ანბანის წარმოშობის საკითხზე, ეს კვლევები დიდ მნიშვნელობას იძენს სემიტური დამწერლობის ისტორიისათვის. იკვლევდა რა არმაზის წარწერებს, წერეთელმა გამოავლინა ახალი, აქამდე უცნობი სახე არამეული დამწერლობისა, რომელიც მეცნიერთა შორის ცნობილი გახდა არმაზული არამეულის სახელით და დაიმკვიდრა ადგილი არამეული წარწერების პუბლიკაციებს შორის. არანაკლები მნიშვნელობის მქონეა ქართული კულტურის ისტორიისათვის წერეთელის მონოგრაფია: ,,უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან" (1960), ამ კვლევაში ავტორი ფილოლოგიურ ანალიზსა და ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით პალესტინურ წარწერებს მე-5 საუკუნის ძეგლად მიიჩნევს.
წერეთელის კვლევა ,,ვესპასიანეს ხანის ბერძნული წარწერა მცხეთიდან" (1958) პრობლემების ამავე სფეროს ეკუთვნის, ეს კვლევა რადიკალურად ახალ ინტერპრეტაციას აძლევს მთელს ტექსტს, ხოლო წერეთლის მიერ ბერძნული ტექსტიდან ამოკითხულ მასალებს რომანის სტილის ელფერი აქვთ. აღნიშვნის ღირსია აგრეთვე მისი კვლევები ირანულ ეპიგრაფიკაში, შაპურ პირველის და კარტირის წარწერა პერსოპოლისიდან და ამავე პერიოდის მანიქეური დოკუმენტები. ირანული მანიქეველობის წიგნში მოხსენებულია მანის მომხრეების მისიონერული საქმიანობის შესახებ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებში, რომელიც მიზნად ისახავდა მანიქეური რელიგიის გავრცელებას, მათი მოძღვრის სიცოცხლის მანძილზე, მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები არის შემორჩენილი ამ წიგნისა პართიულ ფალაურზე და სოღდიურ ენებზე.
გ.წერეთლის მიერ დამუშავებულ ირანულ ტექსტებს ახასიათებთ ორიგინალური ინტერპრეტაცია და ცალკეულ პირთა სახელების იდენტიფიკაცია, რომელსაც ეთანხმება ისეთი მეცნიერი, როგორიცაა ვ. ჰენინგი (სწორედ მან გამოსცა ეს მასალები), ამით გ. წერეთელმა შუქი მოჰფინა აქამდე უცნობ ფაქტებს საქართველოს კულტურული ცხოვრებისა მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში. მან დაადგინა აგრეთვე ის, რომ 260 წელს მანის მიმდევარი გამოჩნდა იბერიაში, რომ ექადაგა მისი მასწავლებლის დოქტრინა. იგი ,,ახდენდა სასწაულებს" და შექმნა მანიქეველთა საზოგადოება, რაც გახდა ცნობილი იბერიის მეფე ამაზასპისთვის, როგორც ეს განაცხადა პერსოპოლისის წარწერაში კარტირმა, ამავე პერიოდში კარტირი თვითონ იყო მოგვთა უფროსი (მაგუპატი) და შემქმნელი მანიქეური ეკლესიისა ირანში, შეუერთდა სადამსჯელო ჯგუფებს, რომელიც შაპურმა გააგზავნა და ებრძოდა ქრისტიანებს, მანიქეველებს, ერეტიკოსებს და წარმართებს, მან შექმნა ზოროასტრული ინსტიტუტები რიგ ქვეყნებში, მათ შორის იბერიასა და სომხეთში, რომელიც შაპურს ემორჩილებოდა. ამდენად, ამ დოკუმენტების დახმარებით შეგვიძლია წარმოდგენაში აღვადგინოთ ის რელიგიური მდგომარეობა, რაც არსებობდა იბერიაში, რომელმაც მანამდე ქრისტიანობა გამოაცხადა ოფიციალურ რელიგიად.
ამ კვლევებში, რომელშიაც ნაჩვენებია წერეთელის ისტორიული და ფილოლოგიური ერუდიცია, მას წარმოაჩენს არამხოლოდ, როგორც სემიტოლოგსა და ქართველოლოგს, არამედ აგრეთვე როგორც ბრწყინვალე ირანისტს. მას შეუძლია თანაბრად გამოიყენოს ირანული და ინდო-ევროპული დოკუნეტები, რათა გადაჭრას წმინდა ირანული პრობლემები.
სემიტური ფილოლოგიის სფეროში მის წარმატებას მიეწერება საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი და მის მიერ გამოცემული ებრაული ეპიგრაფიკული წარწერები, რომელიც აღნიშვნის ღირსია. ქართველ ებრაელთა ისტორიის კვლევაც მისი ყურადღების ფარგლებში მოექცა, მისმა დაკვირვებებმა ამ კუთხით მკითხველის მნიშვნელოვანი ინტერესი დაიმსახურა.
მისი ცხოვრების ბოლო წლებში წერეთელი დიდი ინტერესით სწავლობდა ებრაულ ხელნაწერს, რომელიც დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. ეს ხელნაწერი დიდი მნიშვნელობის მქონეა ებრაულ ტექსტებში ვოკალიზაციის დადგენისათვის, იგი აღმოჩენილ იქნა ლაილაშში (ლეჩხუმი), რომელიც პირობითად მოიხსენიება როგორც ლაილაშის ან კიდევ სვანური ბიბლიის სახელით ( ადგილობრივი გადმოცემით ის ჩამოტანილი ყოფილა სვანეთიდან). ტექსტის პალეოგრაფიული ანალიზის შედეგად წერეთელი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს იყო მეათე საუკუნის ხელნაწერი. თავისი კონსონანტიზმით თბილისის ხელნაწერი ყველაზე უფრო ხელმისაწვდომია და ზოგ ასპექტში იგი აღემატება კიდეც ალეპოს კოდექსს.
წერეთელს სჯეროდა, რომ თბილისური ხელნაწერი დაიმკვიდრებდა ღირსეულ ადგილს, როგორც ერთ-ერთი ძირითადი წყარო ებრაული ბიბლიის კრიტიკულ ტექსტთა გამოცემებს შორის. წერეთელის ღვაწლი უძველესი ახლოაღმოსავლეთის ენების კვლევაში ფასდაუდებელია. მისი კვლევა ,,საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული ურარტული წარწერების" შესახებ არის მაგალითი უძველესი წერილობითი დოკუმენტების გაშიფვრისა. ურარტული ენის სტრუქტურის დეტალურმა შესწავლამ მას საშუალება მისცა ერთმანეთისგან განეცალკევებინა სახელობითი და ზმნური აფიქსები და ურარტული ენის სხვადასხვა ფუნქციები. მისი ეს დასკვნა იყო ნივთობრივად სრულებით განსხვავებული იმ შეხედულებებისაგან, რომელიც საყოველთაოდ იყო მიღებული. მან შენიშნა სტრუქტურულ-ტიპოლოგიური მსგავსება ურარტულსა და კავკასიურ ენებს შორის, ამგვარად გაიხსნა გზა მათი შესაძლო გენეტიკური კავშირების კვლევებისათვის. წერეთელის კვლევებმა ამ მიმართულებით ხელი შეუწყო ლურსმნული დამწერლობის შესწავლას, აკადემიკოსმა მეშჩანოვმა ეს ღვაწლი ასე შეაფასა: ,,ათვლის წერტილი ყველასათვის, ვისაც აინტერესებს უძველესი ვანი."
წერეთელი როგორც მრავალმხრივი და ფართო ინტერესების მქონე მეცნიერი, იყო პირველი კლასის ენათმეცნიერი, რომლის თეორიული ხასიათის კვლევებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ლინგვისტიკაში. მისი თეორია ალოგენეტიკური ურთიერთობების შესახებ გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს. წერეთელი სემიტური და ქამიტური ენების კვლევისას იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ ორ ენას შორის არსებობდა მეორადი რელევანტურობა.
ამავე კუთხით წერეთელმა შეამოწმა აგრეთვე სტრუქტურულ-ტიპოლოგიური მიმართება ქართველურსა და ინდო-ევროპულ ენებს შორის. შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი" განსაკუთრებულ ადგილს იკავებს წერეთელის სამეცნიერო საქმიანობაში.მისი წვლილი პოემის კრიტიკული ტექსტის დადგენასა და დასაბეჭდად მომზადებაში ფასდაუდებელია. როგორც მომავალი გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, შეისწავლა ტექსტთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა, რაც მან შეასრულა მისთვის ჩვეული ენთუზიაზმითა და სიღრმით. ამ მიმართულებით მას გამოცემული აქვს მისი ბოლო მონოგრაფია ,,მეტრი და რითმი ვეფხისტყაოსანში" (1973), რომელიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. ამ შრომაში წერეთელმა არ ამოწურა საკუთარი თავი რუსთველისეული ლექსის შესწავლაში, მან შეისწავლა შოთასეული შაირი და დაამტკიცა, რომ ქართველური ვერსიფიკაცია იმეორებს ინდო-ევროპულ სტილს, ხოლო ინდო-ევროპული ლექსთწყობა აგებულია პრინციპულად აბსოლუტურ სიმეტრიაზე.
წერეთელის მიერ წამოყენებული იდეები ამ მონოგრაფიაში, უსათუოდ ხელს შეუწყობენ შედარებით-ისტორიულ კვლევებს და ქართული თუ ინდო-ევროპული მეტრის მკვლევარებს დაეხმარება ძველი არქეტიპის აღდგენაში, ეს თავის მხრივ ითამაშებს მთავარ როლს შედარებით-ისტორიული ვერსიფიკაციისა და ტიპოლოგიური ენათმეცნიერების განვითარებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერის გარდაცვალებიდან მალევე დაიწყო მუშაობა ინდო-ევროპულ ლექსში სტრუქტურის იდენტიფიკაციაზე. წერეთელის ორიგინალური თეორია, რომელიც გულისხმობს ქართველური ლექსის თანხვედრას ინდო-ევროპულთან, წამოჭრის ახალ პრობლემებს შედარებით პოეტიკასა და მის ცალკეულ სფეროებს შორის. ,,ოქროს მწკრივის" არსებობა ქართული სილაბური მეტრიკის პროპორციათა პრინციპზე, აღსანიშნავია მეთოდოლოგიური კუთხითაც, რამდენადაც მას გავლენა აქვს ხელოვნების სხვადასხვა დარგებისაგან, ,,ოქროს მწკრივი" არ გამოიყენება მხოლოდ სივრცის ხელოვნების სფეროში, როგორც ეს მიიჩნეოდა ტრადიციული თეორიებით, არამედ ხელოვნების ისეთ დარგებში, როგორებიცაა მუსიკა, პოეზია, კინემატოგრაფია და ასე შემდეგ. აღნიშვნის ღირსია ის რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა რომან იაკობსონის ლინგვისტიკისა და კულტურის ისტორიის გამოჩენილ წარმომადგენელთა ექვსტომეული. ამ წიგნის ერთი ნაწილი მიეძღვნა ამ დარგის მკვლევარს გიორგი წერეთელს და საერთოდ ქართულ ვერსიფიკაციას. მთელი თავისი ხანგძლივი საგანმანათლებლო საქმიანობის მანძილზე წერეთელმა მოამზადა მრავალი ორიენტალისტი, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუტებში.
წერეთელის მრავალმხრივი და ღრმა ერუდიციისა და გამორჩეული ორგანიზაციული ნიჭის წყალობით მან დამსახურებულად მოიხვეჭა სახელი მსოფლიო მეცნიერებაში, ამის დასტურია მისი არჩევა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების საპატიო წევრად და აგრეთვე პოლონეთის აღმოსავლეთმცოდნეთა საზოგადოების დამსახურებულ წევრად. თავის ერთ-ერთ საუბარში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილმა პრეზიდენტმა მ. კელდიშმა განაცხადა: ,,საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია გაიზარდა და გარდაიქმნა ძირითად სამეცნიერო დაწესებულებად, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მას გააჩნია მსოფლიო მნიშვნელობის და საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები, ესენია: აკადემიკოს მუსხელიშვილის მიერ დაარსებული მათემატიკური სკოლა, აკ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის სკოლა და გ. წერეთელის მიერ ჩამოყალიბებული აღმოსავლურ მეცნიერებათა სკოლა, რომელიც აკადემიის წევრია."
წერეთელის მუშაობის სტილი და მანერა იყო ძალიან გამორჩეული, სანამ იგი საბოლოო ფორმას მისცემდა ახალ იდეას, მანამ იგი, როგორც წესი, წარმოუდგენდა მას უახლოეს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს, რათა მათგან კრიტიკა მიეღო. ამ დისკუსიაში იბადებოდა სწორი თვალთახედვა, ხოლო ამ კამათში მონაწილენი იღებდნენ ბრწყინვალე გამოცდილებას სამეცნიერო პრობლემების მოგვარების კუთხით. სამეცნიერო მუშაობის ეს მეთოდი მრავალ ახალ მოწაფესა და თანამოაზრეს იზიდავდა, რომლებმაც შემდეგ განახორციელეს კვლევები მათი პედაგოგის მიერ გაკვალული მიმართულებით და ეს მიმართულებები და სფეროები მართლაც მრავალმხრივი იყო. წერეთელი არ ეკუთვნოდა მკვლევარების იმ კლასს, რომლებიც დაკავებული არიან მეცნიერების ვიწრო სფეროთი. შეიძლება ითქვას, რომ წერეთელი წარმოაჩენს თავის ინოვაციურ თვალთახედვას ფილოლოგიასა თუ ლინგვისტიკაში. მასში გაერთიანებული იყო როგორც სპეციალისტი, აგრეთვე ექსპერტი. რამდენიმე აკადემიურ სფეროში იგი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული სემიტოლოგი, თვითნასწავლი ირანისტი და ქართველოლოგი. იგი იყო ბრწყინვალე ფილოლოგი და ლინგვისტი, რომელიც ყოველთვის იდგა ფილოლოგიისა და ლინგვისტიკის უახლესი მიღწევების სფეროში და თავისი წვლილი შეჰქონდა მათში.
აკადემიკოსი წერეთელი გარდაიცვალა 69 წლის ასაკში, ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის შედეგად. ის გარდაიცვალა მაშინ, როდესაც მისი გონება ჯერ კიდევ სავსე იყო ახალი მეცნიერული იდეებითა და გეგმებით. ბევრი რამ რაზეც იგი ოცნებობდა, განუხორციელებელი დარჩა, მაგრამ ის, რაც მან სიცოცხლეში მოასწრო, ყოველთვის დაიკავებს საამაყო ადგილს ქართულ მეცნიერებაში.
ავტორი თ.ვ. გამყრელიძე

Комментариев нет:
Отправить комментарий