вторник, 21 мая 2013 г.

BoneyM

მუსიკალური ჯგუფი ბონი ემი

  თუ რას ნიშნავს ბონი ემი ჯერ კიდევ უცნობია, ერთი რამ ცხადია, რომ ჯგუფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდანაა, ამ სახელით დიდი ხანია წარმატებები მოიპოვა. ოთხი წევრისგან შედგება ეს ნეგრიტიანული თვითმყოფადი ჯგუფი, რომლებიც კარიბის ზღვის ნაპირებიდან არიან.
 ჯგუფს გააჩნია შესანიშნავი გრძნობა რიტმისა და ლამაზი ხმები, ლიზ მიჩელი, მეიზი უილიამსი, მარსია ბერეტი და ბობი ფერელი – თითეული მათგანი იყო ცნობილი შემსრულებელი, 1975 წელს შეიქმნა ჯგუფი და მისმა დამფუძნებელმა ფრენკ ფერიანმა მისცა მას ეს ფანტასტიკური სახელწოდება. ჯგუფის მთავარი ღირსება – ეს შეიძლება არის ის რომ მუშაობა მათ სიხარულს ანიჭებს. ,,ჩვენ ზუსტად იმ საქმეს ვეწევით, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდით, ყოველი გამოსვლა ჩვენთვის სიხარულის მომტანია, ჩვენ ერთად განვიხილავთ ჩვენს საქმეებს და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ როგორც ერთი ოჯახი ისე ვართ."
 ბონი ემის წევრები ისწრაფვიან იმისათვის, რომ იყონ საუკეთესონი თავიანთ ჟანრში. არ არის გასაკვირი, რომ მათ მოიპოვეს დიდი პოპულარობა და ა.შ. მსმენელები შეხვდნენ ნამდვილ ოსტატობას.
  გერმანიის ფ.რ–ს თხუთმეტ ქალაქში ტურნეს დროს 1977 წლის თებერვალში, ბონი ემი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კანონით წარმატება მას ეკუთვნის.
  ბონი ემის სიმღერები ცნობილი გახდა არა მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაში, აფრიკასა და ამერიკის კონტინენტზე.
  ყველას უნდა ბონი ემის ნახვა და მოსმენა, მაგრამ ამაში ზოგიერთს თუ უმართლებს.
 ,,თუ ჩვენ მოგვიწევს გამოსვლა დიდ დარბაზებში – ამბობს ფრენკ ფერიანი – ჩვენ ვალდებული ვიქნებით ვაჩვენოთ არამხოლოდ საუკეთესო სიმღერები, ეს უბრალოდ ჩვენ არ შეგვეფერება! ჩვენ არ გვეშინია, რომ ვერ მოვიპოვებთ წარმატებას, ჩვენ ვერ მოვითმენთ საშუალოობას."

რუსულიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ

Комментариев нет:

Отправить комментарий