четверг, 23 мая 2013 г.

არაბულიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ

მსოფლიოში განთქმული მომღერლის დალიდას ცხოვრების
ისტორია


 დალიდა იგივე იოლანდა ჯილიოტი დაიბადა 1933 წლის 17 იანვარს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ემიგრანტებით დასახლებულ უბან შიბრაში, მისი მშობლები იტალიიდან იყვნენ. იმ დროისათვის ბევრი ემიგრანტი იტალიიდან, საბერძნეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან თავს აფარებდა ეგვიპტეს, ისინი ომებსა და სიღარიბეს გამოექცნენ, ეგვიპტეში კი მჭედლებად, დალაქებად, მედდებად და ზოგიერთი ბარმენებადაც მუშაობდნენ, დალიდა ხელოვანთა ოჯახიდან იყო, მან ბავშვობაში შეისწავლა დაკვრა და მუსიკალურ განათლებას იღებდა, მისი ოცნება იყო გამხდარიყო კაბარეს მომღერალი, იგი გამოირჩეოდა კარგი ფიზიკურობით, 1951 წელს მან გაიმარჯვა კონკურსში ,,მის ონდინა", ხოლო 1954 წელს სილამაზის კონკურსში ,,მის ეგვიპტე" გახდა, ამ ტიტულმა გაუხსნა მას გზა მომავალი წარმატებებისკენ, რეჟისორმა ნიაზი მუსტაფამ შეურჩია მას დალილას როლი, საფრანგეთში გამგზავრებამდე იოლანდამ ითამაშა ეგვიპტურ ფილმში ,,სიგარეტი და ფინჯანი ყავა", ამის შემდეგ ის საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გააგრძელა თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა, პარიზში აირჩია მან დალიდა თავის შემოქმედებით სახელად. მას ბედმა გაუღიმა, როდესაც მიიღო კონტრაქტი გრამჩამწერი ფირმისგან ,,ბარკლაი რეკორდს" და პირველი სიმღერა, რომელმაც მას აღიარება მოუტანა იყო ,,ბამბინო" 1956 წელს, 1957 წელს იგი გამოდის მუსიკალურ დარბაზში, რომელსაც ერქვა ,,პარიზ ოლიმპია" და ასრულებს კომპოზიციას ფრანგ მომღერალ და კომპოზიტორ შარლ აზნავურთან ერთად, თავდაპირველად იგი ფრანგულად მღეროდა, შემდგომში იტალიურად, ხოლო შემდეგ მსოფლიოს მრავალ ენაზე, პარალელურად მას იღებენ ფრანგულ ფილმებში, მიუხედავად მისი სილამაზისა მისი ფილმები ნაკლებად წარმატებული გამოდგა, მის სიმღერებთან შედარებით, 1956–60 წლებში მისი სიმღერები ლიდერობდა საფრანგეთისა და იტალიის ჩარტებში, რომელიც ჰიტ–პოპის ჟანრში განიხილებოდა, იგი გახდა ნომერ პირველი მომღერალი ევროპის კონტინენტზე და დადგა ისეთი ვარსკვლავების გვერდით როგორებიც იყვნენ ჟილბერტ ბეკო, ჟორჟ ბრასინი და ედიტ პიაფი. თავის სიცოცხლეში დალიდამ ჩაწერა ხუთასი სიმღერა, მათ შორის იტალიურ, ბერძნულ თუ სხვა ენებზე, გაყიდა 80 მილიონი ფირფიტა და მათ შორის 55 ოქროს დისკი, მიიღო უამრავი ჯილდო დააგროვა დიდი პოპულარობა და სიმდიდრე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ცხოვრება გავდა თეატრალურ ტრაგედიას: პირველი მამაკაცი რომელზეც დაქორწინდა, გულრწფელად უყვარდა, რომელსაც ერქვა ლუსიენ მორისი, მაგრამ ქორწინებიდან რამოდენიმე თვეში ისინი დაშორდნენ, ამას ორივე ერთმანეთს აბრალებდა, ლუსიენმა მალე სხვა ქალი შეირთო, მისგან შეეძინა ამჟამად ცნობილი ამერიკელი მსახიობი ლილი სობიესკი, რამდენიმე წელში ლუსიენი ცოლს დაშორდა და ამის ნიადაგზე თავი მოიკლა. 1969 წელს დალიდა დაქორწინდა იტალიელ ახალგაზრდა ლუიჯი ტენგოზე, რომელიც მომღერალი იყო და დალიდა მას გულშემატკივრობდა, სურდა ვარსკვლავად გაეხადა, თუმცა სან–რემოს ფესტივალზე მან მარცხი განიცადა, რის გამოც ერთ–ერთ სასტუმროში თავი რევოლვერით მოიკლა. პირველად ვინც იგი ნახა სისხლიანი, ეს დალიდა იყო, რამაც მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა, ამის შემდეგ დალიდამ კიდევ ერთხელ იქორწინა, მაგრამ არც მაშინ გასჩენია შვილი, მისმა უკანასკნელმა მეუღლემ აგრეთვე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
  იმისათვის რომ სულიერი სიმშვიდისათვის მიეღწია და თავსგადამხდარი      უბედურებები დაევიწყებინა, სამოცდაათიანი წლების ბოლოს დალიდა ნეპალში გაემგზავრა, სადაც ინდუისტური რელიგიის სწავლით დაკავდა, 1986 წელს იგი კვლავ გადაიღეს ეგვიპტურ ფილმში, იუსუფ შაჰინის ,,მეექვსე დღეში", თუმცა ამ ფილმს არ  მოჰყოლია საზოგადოების ინტერესი. 1987 წლის 3 მაისს მსახურმა მის ოთახში საწოლზე უსულოდ მყოფი დალიდა დაინახა, მას დიდი რაოდენობით საძილე პრეპარატები ჰქონდა მიღებული, რის ნიადაგზეც იგი გარდაიცვალა, იქვე იპოვეს დალიდას წერილი, რომელშიც ეწერა: ,,ცხოვრება აუტანელი გახდა, მაპატიეთ..."
 იგი დაკრძალულია პარიზში, მონმარტზე, მის საფლავზე დაიდგა მისი ფიზიკური ზომების შესაბამისი ძეგლი.
 2001 წელს საფრანგეთის მთავრობამ მისი სახელის უკვდავსაყოფად საფოსტო მარკა გამოუშვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий