пятница, 24 мая 2013 г.

  ომარ შარიფი


 ცნობილი მსახიობი ინგლისის, ამერიკის, საფრანგეთის და ეგვიპტის კინოსა და სცენაზე ომარ შარიფი დაიბადა 1932 წლის 10 აპრილს ეგვიპტეში, ქალაქი ალექსანდრია, მისი ნამდვილი სახელია მიშელ დიმიტრი შალჰუბი, იგი ლიბანური წარმოშობის კათოლიკურ ოჯახში დაიბადა, მამამისი ხე–ტყის გადაზიდვის საქმით იყო დაკავებული და სურდა მის ერთადერთ შვილსაც იგივე გაეგრძელებინა, მაგრამ პატარა მიშელი მსახიობობით იყო გატაცებული, მან ვიქტორიის ინგლისურ კოლეჯში დაიწყო სწავლა, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა მომავალ კინორეჟისორს იუსუფ შაჰინს, მან გადაიღო პირველად ომარი ფილმში ,,ბრძოლა ველზე", ამ ფილმში ომარს პარტნიორობას უწევდა მისი მომავალი მეუღლე ფათინ ჰამამა, 1955 წელს იგი დაქორწინდა ამ ქალზე და შეეძინათ ერთი ვაჟი, სახელად ტარიკი. მათ ერთად კიდევ ბევრი ფილმი გადაიღეს.
   1962 წელს კინორეჟისორმა დევიდ ლინმა გადაიღო ფილმი ,,არაბეთის ლოურენსი", რომელმაც დაიპყრო მთელი დასავლეთი, ამ ფილმში მთავარი როლი ომარ შარიფმა შეასრულა, რისთვისაც ოსკარი დაიმსახურა და მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ამას მოჰყვა მისი დაუვიწყარი როლები ფილმებში: ,,დოქტორი ჟივაგო", ,,ყვითელი როლს–როისი" და "მწვანე ყინული". 70–იან წლებში ომარმა ითამაშა ფილმში ,,უკანასკნელი ველი", 1974 წელს ფილმში ,,თამარინდის თესლი". მან აგრეთვე კომედიურ ჟანრშიც სცადა ბედი, რისი მაგალითიც იყო 1984 წელს გადაღებული ფილმი ,,საიდუმლო", ამის შემდეგ იგი დიდხანს ფილმებში არ მონაწილეობდა, მხოლოდ სერიალებში გამოდიოდა, 1999 წელს კი გადაიღეს ფილმში ,,მეცამეტე დამპყრობელი", რომელსაც წარმატება ხვდა.

 ომარ შარიფი უფრო ცნობილი გახდა უცხოური ფილმებით, იგი ასრულებდა მშვიდი, ქალებისთვის მიმზიდველი მამაკაცის როლებს. 90–იან წლებში ის სამშობლოში დაბრუნდა, სადაც გადაიღეს რამოდენიმე ეგვიპტურ ფილმში.

 1962 წელს მიიღო ოსკარი ფილმისთვის ,,არაბეთის ლოურენსი", 1966 წელს მიიღო ჯოლანდ გალუბის ჯილდო ფილმისთვის ,,დოქტორი ჟივაგო", 2004 წელს მიიღო არაბული საზოგადოების ჯილდო ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისათვის და ამავე წელს დაიმსახურა სეზერის პრიზი ფილმისათვის ,,ბიძა იბრაჰიმი", იგი დღესაც ფორმაშია და აგრძელებს მოღვაწეობას.  

Комментариев нет:

Отправить комментарий