ჰაჯარი
ავტორი: მაჰმუდ ალ-ბადავი
(არაბულიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ)
დიდი ხნის თანაცხოვრების შემდეგ, რომელიც რვა წელიწადს
გრძელდებოდა მიმატოვა ჰაჯარმა, ის ადრიან დილას სახლიდან გავიდა და უკან აღარ მობრუნებულა,
ყველგან დავიწყე მისი ძებნა, სადაც შეეძლო რომ წასულიყო, მაგრამ ვერ მივაგენი მის კვალს.
ეს გოგონა ჩემს სახლში იზრდებოდა, რომელიც შვიდი წლის
იყო სოფლიდან რომ ჩამოვიყვანე, რათა ემსახურა ჩემთან, თუმცაღა არასდროს ვამუშავებდი
მას როგორც მოსამსახურეს, რადგანაც იყო ობოლი და ღარიბი, თუმცა ძაან ლამაზი და მზესავით
მომღიმარი.
ჰაჯარი თავისი ბავშვობის პირველ მონაკვეთში საერთოდ
არ იტყუებოდა, იყო სიმართლისა და ერთგულების მაგალითი, იგი ხშირად მიყვებოდა ამბებს
მთელი სიწრფელითა და გულახდილობით, ისეთ კითხვებს როცა ვუსვამდი ხოლმე, რაზეც პასუხი
არ იცოდა, მაშინვე სხარტად მპასუხობდა – „არ ვიცი!“ საერთოდ აღარ ცრუობდა..
სულ მუდამ მხიარული და გაღიმებული იყო, ასე რომ ავსებდა
მთელს სახლს სიხარულითა და ბედნიერებით.
*
* *
გადიოდა წლები, იზრდებოდა ჰაჯარი, შეიცვალა მისი სხეული,
გოგონამ ქალური ფორმები მიიღო, მკერდი შეევსო, თვალები ქალწულებრივი ბრწყინვალებითა
და ეშხით აევსო. ხმა გაუნაზდა, მშვენიერება და მიმზიდველობა მოემატა, თუმცა ამასთანავე
დაეუფლა სიჩუმე და გულჩათხრობილობა, შეიცვალა მისი ხასიათი, ხშირად ვხედავდი წარბშეკრულს
და დადარდიანებულს, რაღაც მიზეზთა და მიზეზთა გამო, ამასთან, დაიწყო ტყუილების თქმა
და სიტყვის მიკიბვ-მოკიბვა, სარკეშიც დიდხანს იყურებოდა და მზერას უსწორებდა მას.
ერთხელ როდესაც შინ დავბრუნდი, ვნახე ჰაჯარი კარებთან
იდგა და პურის გამყიდველ ბიჭს ეჩხუბებოდა, ეს ყმაწვილი იქნებოდა ასე ჩვიდმეტი წლის,
ჰაჯარმა გააგდო ეს ბიჭი სახლიდან და სრული ორი თვე მისგან პურის ყიდვაზე უარი განაცხადა,
თუმცა მალევე მოულბა გული და იყიდა მისგან პური, როცა ვკითხე რატომ მოიქცა ასე, მიპასუხა:
–აჰ, ჰასანი? ჰასანი საწყალია!..
შემდეგ კი კვლავ თავის სიჩუმეს დაუბრუნდა, მე გაოცებული
დავრჩი ჰაჯარის ასე უეცარი ცვლილებით..
*
* *
ერთხელ კიბეზე ავდიოდი და მომესმა ყვირილისა და ტირილის
ხმა, უცებ დავინახე რომ ჰაჯარი სცემდა მასზე ასაკით პატარა მსახურს, იმიტომ რომ მან
პური იყიდა ჰასანისაგან, როდესაც ვკითხე რატომ სჩადიოდა ამას, ქვითინით მიპასუხა:
–ის ძაღლის შვილია, რომელიც სახლიდან გავაგდე, როგორ
შეიძლება მისგან პურის ყიდვა, ის ყაჩაღი და ქურდია!
მე გავჩუმდი და აღარაფერი მითქვამს.
***
ერთ დღეს გავიდა ჰაჯარი სახლიდან და აღარ დაბრუნებულა,
იგი იმ პურის გამყიდველ ბიჭთან ერთად გაპარულიყო...
Комментариев нет:
Отправить комментарий