კაცი რომლის
გულიც მთებში ძგერს
ავტორი: ვილიამ საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა ზ. ბერაძემ)
ათას ცხრაას თოთხმეტ წელს, როდესაც მე ექვსი წლისაც
არ ვიყავი, მოხუცმა კაცმა ჩამოიარა სან ბენიტოს გამზირი, რომელიც მხოლოდ სტვირზე უკრავდა
და იყო მიმავალი მოხუცთა თავშესაფრისაკენ, გზად იგი უცებ ჩვენი სახლის წინ შეჩერდა.
მე ეზოდან გადმოვირბინე, დავდექი ტროტუარზე და ველოდებოდი
მას, თუ როდის დაიწყებდა კვლავ დაკვრას, მაგრამ მან არ დაუკრა. მე ვთქვი: „დარწმუნებული
ვარ, მინდა მოვისმინო, როგორ უკრავთ თქვენ სხვა მელოდიას.“ მან მიპასუხა: „ახალგაზრდა
კაცო, შეგიძლია რომ მოუტანო ერთი ჭიქა წყალი მოხუც კაცს, ვისი გულიც აქ არ არის, არამედ
მთებშია?!“
„რა მთებში?“ მე ვკითხე
„შოტლანდიის მთებში,“ თქვა მოხუცმა კაცმა. „ეს შენთვის
მისაღებია?“
„რას აკეთებს შენი გული შოტლანდიის მთებში?“ ვკითხე.
„ჩემი გული გლოვობს და კვნესის იქ,“ მოხუცმა კაცმა თქვა.
„შეგიძლია მომიტანო ერთი ჭიქა ცივი წყალი?“
„სად არის დედათქვენი,“ მე ვუთხარი.
„დედაჩემი არის ტულსაში, ოკლაჰომა, მაგრამ მისი გული
იქ არ არის,“ თქვა მოხუცმა.
„სად არის მისი გული?“ ვკითხე.
„შოტლანდიის მთებში,“ მიპასუხა. „მე ძალიან მწყურია,
ახალგაზრდა კაცო!“
„როგორ ხდება ისე რომ შენი ოჯახის წევრები ყოველთვის
ტოვებენ თავიანთ გულებს მთებში?“ ვკითხე.
„ეს ჩვენ მოგვდგამს,“ მოხუცმა კაცმა მიპასუხა. „დღეს
აქა ვარ, ხვალ კი იქ მივდივარ.“
„დღეს აქ ხარ, ხვალ იქ მიდიხარ, ეს როგორ გავიგოთ?“
„ერთ წუთს ვცხოვრობთ და სიკვდილი წინა გვაქვს,“ თქვა
მოხუცმა კაცმა.
„სად არის დედაშენის დედა?“ მე ვუთხარი.
„იგი ვერმონტშია, პატარა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ვაით
რივერი, მაგრამ მისი გული იქ არ არის!“ მოხუცმა დასძინა.
„არის განა მისი საწყალი, ძველი, დამჭკნარი გული აგრეთვე
მთებში?“ ვკითხე.
„რა თქმა უნდა, ნამდვილი, ალალი სული ტრიალებს მთებში,“
თქვა მოხუცმა კაცმა, „შვილო, მე ვკვდები წყურვილისგან.“
მამაჩემი გამოვიდა ამდროს აივანზე და დაიღრიალა როგორც
ლომმა, რომელიც ეს-ესაა გამოღვიძებულიყო საშინელი სიზმრებისაგან.
„ჯონნი,“ მან დაიღრიალა, „გაეთრიე და გაშორდი ამ საწყალ
მოხუცს, წადი და მოუტანე მას დოქით წყალი, სანამ დაეცემა და მოკვდება. სად ჯანდაბაშია
შენი მანერები?“
„განა ბავშვს არა აქვს უფლება, გამოელაპარაკოს მოგზაურს
ცოტა ხნით?“ მე ვთქვი.
„წადი და მოუტანე მოხუც ჯენტლმენს ცოტა წყალი,“ თქვა
მამაჩემმა, „ღმერთმა შეგაჩვენოს, ნუ დგახარ აქ როგორც მანეკენი, გაინძერი და დაალევინე
მას წყალი, სანამ დაეცემა და მოკვდება.“
„შენ დაალევინე, ხომ არაფერს აკეთებ.“
„მე არ ვაკეთებ არაფერს?!“ თქვა მამაჩემმა, „ღმერთმა
შეგაჩვენოს, კაი, თუ ასეა, გეტყვი რომ ეს-ესაა ახალი ლექსი დავალაგე გონებაში.“
„გულში რას იგონებ მე როგორ გავიგო?“ ვუთხარი. ისევ
და ისევ დგახარ ხელებაკაპიწებული აივანზე და რას იგონებ მე ვიცი განა?!“
„კეთილი, შენ უნდა იცოდე ეს,“ მითხრა მამაჩემმა.
„შუადღე მშვიდობისა“ მიმართა მოხუცმა კაცმა მამაჩემს,
„თქვენმა შვილმა მომითხრო თუ როგორი სუფთა და გრილი ჰავა იცის ამ მხარეში.“
(„ღმერთო ჩემო, საერთოდ არაფერი მითქვამს ამ მოხუცი
კაცისთვის კლიმატის (ჰავის) შესახებ, საიდან მოიტანა ეს სისულელე? “)
„შუადღე მშვიდობისა,“ უთხრა მამაჩემმა. „ხომ არ შემოხვიდოდით
ჩვენთან და დაისვენებდით ცოტას, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩვენს მაგიდასთან
მიირთმევთ სამხარს (ლანჩს).“
„სერ“, თქვა მოხუცმა კაცმა, „მე საშინლად მშია, ახლავე
თქვენსას მოვალ.“
„შეგიძლია მეთამაშო სასმელზე მხოლოდ შენი თვალებით“
{სიტყვები ძველი რომანსიდან, რომელიც ეკუთვნის ინგლისელ პოეტსა და დრამატურგს ბენ ჯონსონს
(1573-1637); პოპულარული იყო მე-18 საუკუნეში, კომპოზიტორი უცნობია}, მე ვუთხარი ეს
მოხუცს, „დარწმუნებული ვარ მომეწონება იმის
გაგონება, თუ როგორ დაუკრავთ თქვენს სტვირზე, თქვენი ეს სიმღერა ჩემი ფავორიტია, ვგონებ,
მომეწონება ეს მელოდია ყველა სხვა ჰანგზე უფრო ამქვეყნად.“
„შვილო,“ თქვა მოხუცმა კაცმა. „როცა შენ მიხვალ ჩემს
ასაკამდე, გაიგებ რომ სიმღერები არაა ძალიან მნიშვნელოვანი, პური უფრო მთავარია.“
„ყოველ შემთხვევაში,“ მე ვთქვი, „დარწმუნებული ვარ მომეწონება
იმის მოსმენა, თუ როგორ უკრავთ თქვენ ამ სიმღერას.“
მოხუცი კაცი ავიდა აივანზე და ხელი ჩამოართვა მამაჩემს.
„ჩემი სახელია იასპერ მაკგრეგორი, მე მსახიობი ვარ.“
„ძლიერ მოხარული ვარ თქვენი გაცნობით,“ უთხრა მამაჩემმა,
„ჯონნი, მოუტანე მისტერ მაკგრეგორს ერთი დოქი წყალი.“
მე მივედი ჭასთან, ჩავასხი ცივი წყალი დოქში და მივუტანე
მოხუც კაცს, მან დალია მთელი დოქი წყალი ერთი გრძელი ყლუპით, შემდეგ მიმოიხედა ირგვლივ,
მოათვალიერა ლანდშაფტი, მერე ახედა ცას და ბოლოს სან ბენიტოს გამზირს მიაპყრო მზერა,
სადაც საღამოს მზე ნელ-ნელა ჩასვლას იწყებდა.
„ვფიქრობ, რომ ხუთი ათასი მილითა ვარ დაშორებული ჩემი
სახლიდან.“ მან თქვა, „როგორ ფიქრობთ, ხომ არ გვეჭამა ცოტა პური და ყველი, რომ ჩემი
სხეული და სული ერთმანეთს არ დაშორდნენ?“
„ჯონნი“, მითხრა მამაჩემმა, „გაიქეცი უცებ საბაყლო მაღაზიაში
და მოიტანე ერთი თავი ფრანგული პური და ერთი ფუნტის ყველი.“
„მომეცი ფული,“ მე ვუთხარი.
„უთხარი მისტერ კოსაკს რომ მოგვცეს ჩვენ ნდობით.“ თქვა
მამაჩემმა, „მე არა მაქვს ერთი პენიც კი, ჯონნი.“
„მას არ უნდა მოგვცეს ჩვენ ვალად,“ მე მივუგე, „მისტერ
კოსაკი დაღლილია ჩვენთვის პროდუქტების ნისიად მოცემით, იგი ჩვენზე უკვე გამწყრალია,
ამბობს, რომ არ ვმუშაობთ და არასოდეს ვიხდით ჩვენს ვალებს, მისი უკვე გვმართებს ორმოცი
ცენტი.“
„ჩადი იქ და შეეკამათე მას,“ მითხრა მამაჩემმა, „ხომ
იცი, რომ ეს არის შენი ხელობა.“
„იგი არ მოისმენს მიზეზებს,“ მე ვთქვი „მისტერ კოსაკი
ამბობს, რომ მან არ იცის არაფერი არაფრის თაობაზე, მხოლოდ რაც მას უნდა არის ორმოცი
ცენტი.“
„ჩადი იქ და მოაცემინე შენთვის ერთი თავი პური და ფუნტის
ყველი,“ თქვა მამამ, „შენ შეგიძლია ამის გაკეთება, ჯონნი.“
„ჩადი იქ და უთხარი მისტერ კოსაკს მოგცეს თავი პური
და ერთი ფუნტის ყველი, შვილო.“ მითხრა მოხუცმა კაცმა.
„ფეხი გაადგი წინ, ჯონნი.“ მომმართა მამაჩემმა, „შენ
ერთხელაც არ გამოსულხარ იმ მაღაზიიდან ისე რომ სურსათი არ მოგეტანა. ასე რომ ახლაც
უნდა დაბრუნდე უკან ათ წუთში, მეფის საკადრისი საჭმელებით.“
„არ ვიცი,“ ვთქვი, „მისტერ კოსაკი ამბობს, რომ ჩვენ
ვცდილობთ მას თავ-გზა ავუბნიოთ, მას უნდა რომ იცოდეს რა სახის სამუშაოზე მუშაობ.“
„კარგი, გაადგი ფეხი წინ და უთხარი მას, რომ არაფერი
მაქვს დასამალი, მე ვწერ ლექსებს, უთხარი მისტერ კოსაკს, რომ მე ვწერ პოეზიას დღე და
ღამე.“
„კეთილი, ძალიან კარგი,“ მე მივუგე, „მაგრამ არა მგონია
რომ იგი დიდად მოიხიბლება ამითი, იგი ამბობს რომ შენ არასოდეს გადიხარ გარეთ და არ
ეძებ სამსახურს, როგორც სხვა უმუშევარი ადამიანები, იგი ამბობს რომ შენ ხარ ზარმაცი
და არაკეთილსინდისიერი.“
„შენ ჩადი მანდ და უთხარი მას რომ თვითონ არის ზარმაცი,
ჯონნი.“ თქვა მამაჩემმა, „შენ ჩადი იქ და უთხარი იმ ვაჟბატონს, რომ მამაშენი არის ერთ-ერთი
უდიდესი ცოცხალი, თუმცა არაღიარებული პოეტი.“
„იგი ამას არაფრად დაგიდებს,“ მე ვთქვი, „თუმცა მე მაინც
წავალ და ძალას არ დავიშურებ, მაგრამ ნუთუ არაფერი გაგვაჩნია ახლა ჩვენ საჭმელად?!“
„მხოლოდ ბატი-ბუტი,“ თქვა მამაჩემმა, „ოთხი დღეა გადაბმით
რაც ჩვენ პოპკორნს მივირთმევთ, ჯონნი. შენ ესწრაფე, რომ იშოვო პური და ყველი, თუ ჩემგან
ელოდები ამ გრძელი პოემის დასრულებას.“
„შევეცდები, რაც ჩემს ძალებს აღემატება,“ მე ვთქვი.
„დიდხანს ნუ დააყოვნებ,“ მითხრა მისტერ მაკგრეგორმა,
„მე ხუთი ათასი მილით ვარ დაშორებული ჩემს სახლს.“
„მთელი გზა ვირბენ.“ მე ვუპასუხე
„თუ იპოვი რამე ფულს გზაში, გახსოვდეს, რომ ორმოცდაათი
ორმოცდაათზე უნდა გავიყოთ,“ თქვა მამაჩემმა.
„კარგი,“ ვუთხარი.
მე მივრბოდი მთელი გზა მისტერ კოსაკის მაღაზიამდე, მაგრამ
ვერ ვიპოვე არანაირი ფული იმ გზაზე, ერთი პენიც კი.
შევედი მაღაზიაში და მისტერ კოსაკმა მაშინ გაახილა თვალები.
„მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი, „შენ რომ იყო ახლა ჩინეთში
და რომ არ გყავდეს ერთი მეგობარი და არც ფული გქონდეს, ალბათ დაელოდებოდი ვინმე ქრისტიანის
მოწყალებას, რომელიც მოგცემდა ერთ ფუნტ ბრინჯს, განა არა?“
„რა გინდა?“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„მინდა რომ ცოტა ვისაუბროთ,“ მე ვუპასუხე, „თქვენ ალბათ
გექნებათ იმედი, რომ არიული რასის ზოგიერთი წარმომადგენელი დაგეხმარებათ არცთუ მცირედით,
განა ასე არ ფიქრობთ, მისტერ კოსაკ!“
„ფული რამდენი იშოვე?“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„ამჯერად ფულზე არა მაქვს საუბარი, მისტერ კოსაკ, ვსაუბრობ
ჩინეთში ყოფნაზე და დახმარების საჭიროებაზე თეთრი რასისგან.“
„მე არაფერი ვიცი არაფრის შესახებ,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„მაინტერესებს, როგორ იგრძნობდით ამ მდგომარეობაში თავს
ჩინეთში?“ მე ვკითხე.
„არ ვიცი,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „რას უნდა ვაკეთებდე
მე ჩინეთში?!“
„კეთილი,“ მე ვთქვი, „ვთქვათ, რომ თქვენ სტუმრობთ ჩინეთს
და მოგშივდათ, ხოლო გვერდით არ გყავთ ერთი
მეგობარიც კი, წარმოგიდგენიათ ვინმე ისეთი გულისხმიერი ქრისტიანი, რომელიც უარს გეტყოდათ
ერთი ფუნტი ბრინჯის მოცემაზე, მისტერ კოსაკ?“
„ვგონებ რომ არა,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „მაგრამ შენ
არა ხარ ჩინეთში, ჯონნი და მით უმეტეს, არც მამაშენი. კარგი იქნებოდა, რომ შენ ან მამაშენი
გადიოდეთ გარეთ და ზოგჯერ იმუშავებდეთ თქვენი სარჩოსთვის, ასე რომ, დღესვე რომ დაიწყოთ
ეს კარგი იქნება. არ ვაპირებ მოგცე შენ მეტი საბაყლო საქონელი კრედიტად, იმიტომ რომ
ვიცი არ გადამიხდი ამაში.“
„მისტერ კოსაკ,“ მე ვთქვი, „თქვენ ვერ გამიგეთ: არ ვსაუბრობ
ამ რამოდენიმე საბაყლო საქონელზე, მე ვსაუბრობ ყველა იმ ბარბაროს ხალხზე თქვენს ირგვლივ
ჩინეთში, მაშინ როცა თქვენ ხართ მშიერი და კვდებით.“
„ეს არ არის ჩინეთი,“ თქვა მისტერ კოსაკმა. „შენ მიაღწევ
იმას, რომ წახვალ აქედან და იცხოვრებ იმ ქვეყანაში, ამერიკაში ყველა მუშაობს.“
„მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი, „ვვარაუდობ, რომ ერთი თავი
ფრანგული პური და ერთი ფუნტი ყველი დაგჭირდებათ, რომ დარჩეთ ცოცხალი ამ სამყაროში,
ნუთუ თქვენ შეყოყმანდებით რომ თხოვოთ ქრისტიან მისიონერს ეს საგნები?!“
„დიახ, შევყოყმანდებოდი,“ თქვა მისტერ კოსაკმა. „შემრცხვებოდა
ამის თხოვნა.“
„თუნდაც გცოდნოდათ ის რომ დაუბრუნებდით მას უკან ორ
თავ პურსა და ორი ფუნტის ყველს, მაშინაც კი შეყოყმანდებოდით?!“ მე ვკითხე.
„მაშინაც კი,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„ნუ წახვალთ ამ გზით მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი.
„ეს მარცხმოსურნე საუბარია და თქვენც იცით ეს. ერთადერთი
რაც მაშინ თქვენ შეგემთხვევათ - ეს არის სიკვდილი, მაშინ თქვენ სიკვდილი მოგიწევთ სამშობლოს
გარეთ, ჩინეთში, მისტერ კოსაკ.“
„არ მაინტერესებს თუ იქ მოვკვდები“ თქვა მისტერ კოსაკმა,
„შენ და მამაშენს მოგიწევთ გადახდა პურზე და ყველზე, რატომ არ გავა მამაშენი და არ
იშოვის სამსახურს?“
„მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი, „როგორა ხართ, ისე სხვათა
შორის?“
„მშვენივრად, ჯონნი,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „შენ როგორა
ხარ?“
„უკეთესად ვერც წარმოიდგენთ, მისტერ კოსაკ.“ მე ვუთხარი,
„როგორ არიან თქვენი ბავშვები?“
„მშვენივრად“, თქვა მისტერ კოსაკმა, „სტეფანი ახლა იწყებს
სიარულს.“
„ეს დიდებულია“, მე ვთქვი, „როგორ არის ანგელა?“
„ანგელა ახლა იწყებს სიმღერას,“ თქვა მისტერ კოსაკმა,
„როგორ არის ბებიაშენი?“
„ის თავს გრძნობს შესანიშნავად“, მე ვთქვი. „ისიც ახლა
იწყებს სიმღერას. ბებია ამბობს, რომ იგი უფრორე ოპერის ვარსკვლავი გახდება, ვიდრე დედოფალი.
როგორ არის მარტა, თქვენი ცოლი, მისტერ კოსაკ?“
„ოჰ, შესანიშნავად,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„მე ვერ გადმოგცემ იმას თუ როგორ მიხარია იმის მოსმენა,
რომ ყველა თქვენს სახლში კარგად არის.“ მე ვთქვი, „ვიცი რომ სტეფანი ერთ დღესაც დიდი
კაცი გამოვა.“
„მეც ამას ვიმედოვნებ,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „ვაპირებ,
რომ გავუშვა იგი პირდაპირ უმაღლეს სკოლაში და მაშინ ვნახავთ, რომ იმ შესაძლებლობებს
იგი მიაღწევს, რასაც მე ვერ მივაღწიე, არ მინდა, რომ გახსნას მან საბაყლო მაღაზია.“
„მე დიდ იმედს ვამყარებ სტეფანზე,“მე ვუთხარი.
„რა გინდა ჯონნი?“ თქვა მისტერ კოსაკმა, „რამდენი ფული
გაგაჩნია?“
„მისტერ კოსაკ“
ვუთხარი, „თქვენ იცით, რომ მე არ მოვსულვარ აქ რომ ვიყიდო რამე. თქვენ იცით,
რომ მე მიყვარს ცოტა ფილოსოფიური საუბარი თქვენთან, რაც ადრეც მქონია და მომავალშიც
მექნება თქვენთან. მომეცი რა ერთი თავი ფრანგული პური და ფუნტი ყველი.“
„შენ უნდა გადამიხადო ნაღდი ფული, ჯონნი,“ თქვა მისტერ
კოსაკმა.
„და ესთერი,“ მე ვუთხარი. „როგორ არის თქვენი მშვენიერი
ქალიშვილი ესთერი?“
„ესთერიც კარგად არის, ჯონნი“, თქვა მისტერ კოსაკმა,
„მაგრამ შენ მოგიწევს ნაღდი ფულის გადახდა. შენ და მამაშენი ყველაზე უარესი მოქალაქეები
ხართ მთელს ქვეყანაზე.“
„მიხარია, რომ ესთერი კარგად არის, მისტერ კოსაკ,“ მე
ვთქვი. „იასპერ მაკგრეგორი გვსტუმრობს სახლში, იგი დიდი მსახიობია.“
„არასოდეს გამიგია მის შესახებ“, თქვა მისტერ კოსაკმა.
„და რას იტყვით რომ მომცეთ ერთი ბოთლი ლუდი მისტერ მაკგრეგორისათვის?“
ვუთხარი.
„ვერ მოგცემ ერთ ბოთლ ლუდს“, თქვა მისტერ კოსაკმა.
„რა თქმა უნდა, ეს შენ შეგიძლია“, მე ვუთხარი.
„არ შემიძლია ეს“ თქვა მისტერ კოსაკმა, „გირჩევ რომ
აიღო ერთი თავი გამხმარი პური და ერთი ფუნტის ყველი, მაგრამ მხოლოდ ეს. რა სახის სამუშაოს
ასრულებს მამაშენი, როცა ის მუშაობს, ჯონნი?“
„მამაჩემი წერს ლექსებს, მისტერ კოსაკ.“ მე ვუთხარი,
„ეს არის ერთადერთი საქმე, რასაც მამაჩემი აკეთებს. იგი ერთ-ერთი უდიდესი მწერალია
პოეზიისა მსოფლიოში.“
„როდის იშოვის იგი რამე ფულს“, თქვა მისტერ მაკგრეგორმა.
„იგი არასდროს იშოვის რამე ფულს!“ მე ვუთხარი, „შენ
ვერ მოერევი მას.“
„მე არ მიყვარს ამგვარი სამუშაო“, თქვა მისტერ კოსაკმა.
„რატომ არ იმუშავებს მამაშენი ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანი, ჯონნი?“
„იგი მუშაობს უფრო მძიმე გრაფიკით, ვიდრე სხვა ნებისმიერი“
მე ვთქვი. „მამაჩემი ორმაგად უფრო ბევრს მუშაობს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი.“
„კეთილი, ეს არის ორმოცდათხუთმეტი ცენტი, რაც შენ ჩემი
გმართებს, ჯონნი“, თქვა მისტერ კოსაკმა. „გირჩევ, რომ აიღო ეს პროდუქტი ამჯერად, მაგრამ
არასოდეს განმეორდება ეს მეორედ.“
„უთხარი ესთერს, რომ მე მიყვარს ის“, ვუთხარი.
„კარგი,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„ნახვამდის, მისტერ კოსაკ.“ მე ვუთხარი
„ნახვამდის, ჯონნი,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
მე გამოვიქეცი უკან შინისაკენ ერთი თავი ფრანგული პურითა
და ფუნტი ყველით.
მამაჩემი და მისტერ მაკგრეგორი იდგნენ ქუჩაში და ელოდებოდნენ
იმას დავბრუნდებოდი თუ არა მე პროდუქტებით დახუნძლული. მათ გამოირბინეს თითქმის ნახევარი
კვარტალი ჩემს შესახვედრად და როდესაც ნახეს რომ ხელში სურსათით მივდიოდი, მყისიერად
სახლისაკენ გაბრუნდნენ, სადაც ბებიაჩემი გველოდებოდა. ბებიამ უცებ დაიწყო ერთი ფაცი-ფუცი,
მაგიდის გაშლა და სუფრის თადარიგი დაიჭირა.
„ვიცოდი, რომ შენ ამას შეძლებდი,“ თქვა მამაჩემმა.
„ეს მე მოვახდინე,“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა.
„მისტერ კოსაკი ასე ამბობს, რომ ჩვენ მოგვიწევს გადავუხადოთ
მას ორმოცდათხუთმეტი ცენტი,“ მე ვუთხარი, „იგი ამბობს, რომ მომავალში არ აპირებს მოგვცეს
ჩვენ მეტი პროდუქტი კრედიტად.“
„ეს მისი პოზიციაა,“ თქვა მამაჩემმა, „რაზე ესაუბრე
მას შენ, ჯონნი?“
„პირველ რიგში ვესაუბრე მშივრად ყოფნაზე და სიკვდილის
კარამდე მისვლაზე ჩინეთში,“ მე ვთქვი, „შემდეგ კი გამოვკითხე მისი ოჯახის შესახებ.“
„როგორ ყოფილან ისინი ყველანი?“ თქვა მამაჩემმა.
„მშვენივრად,“ მე ვუპასუხე.
ასე ამგვარად ჩვენ ყველანი შევედით შიგნით და მივირთვით
ერთი თავი პური და ერთი ფუნტი ყველი, თითეულმა ჩვენთაგანმა კი დალია ორი თუ სამი ლიტრიანი
ჭურჭლით წყალი, ბოლოს პურის ყველა ნამცეცი ჩვენს თვალწინ გაქრა, მისტერ მაკგრეგორმა
დაიწყო ყურება სამზარეულო ოთახის გარშემო, ეძებდა იყო თუ არა იქ კიდევ რამე საჭმელი.
„ეს ლურჯი დაწინაურდება,“ მან თქვა, „რა ხდება იქ ჯონნი?!“
„ჭრიჭინები ჩხუბობენ,“ მე მივუგე.
„ეს დიდი დოქი კუთხეში რომ დგას, მანდ რა ხდება ჯონნი?“
„“მე წავაწყდი უვნებელ გველს იმ დოქში,“ მივუგე.
„კეთილი,“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა, „ უნდა წავიდე და
აღვირი ამოვდო ამ ჩხრიალა ტვინადუღებულ გველს უდაბნოს გზაზე, ჯონნი.“
„შენ ვერ დაიჭერ ამ გველს,“ მე ვუთხარი.
„რატომ არა, ჯონნი?“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა, „რა ჯანდაბა
დამიდგება წინ რომ ვერ შევძლო, შვილო?! გამიგია, რომ მზიანი ბორნეოს მოსახლეობა ჭამს
გველებსა და კალიებს, ნუთუ შენ არ გადაყრიხარ ნახევარ დუჟინ კალიებს ამ არე-მარეში;
განა არა, ჯონნი?!“
„მხოლოდ ოთხს,“ მე ვუთხარი.
„კეთილი, ჩორთით გაიყვანე ისინი, ჯონნი.“ თქვა მისტერ
მაკგრეგორმა, „და მას შემდეგ რაც მუცლებს ამოვივსებთ მე დავუკრავ შენთვის დუდუკზე ასეთ
მელოდიას: შეგიძლია მეთამაშოთ მე სასმელზე მხოლოდ თქვენი თვალებით, ამ სიმღერას შეგისრულებ,
ოღონდ ჯერ ძალიან მშია, ჯონნი.“
„მეც ასევე“, მე ვუპასუხე, „მაგრამ მგონი შენ არ უნდა
აპირებდე იმ გველის მოკვლას?!“
მამაჩემი იჯდა მაგიდასთან და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული,
ოცნებობდა. ბებიაჩემი ბოლთას ცემდა სახლის ირგვლივ და მღეროდა არიებს პუჩინიდან: {ჯაკომო
პუჩინი (1858-1924) – იტალიელი კომპოზიტორი, ავტორი ოპერებისა „ბოჰემა“, „ტოსკა“,
„მადამ ბატერფლაი“, „ტურანდოტი“ და სხვ.} „ქუჩა-ქუჩა მე დავხეტიალობ“, იგი ღრიალებდა
იტალიურად. „რას იტყვით ცოტა მუსიკაზე?“ თქვა მამაჩემმა, „ვფიქრობ, რომ ბიჭი ამითი
ისიამოვნებს.“
„დარწმუნებული ვარ რომ კი, მისტერ მაკგრეგორ,“ მე ვთქვი.
„კეთილი, ჯონნი“, თქვა მისტერ მაკგრეგორმა.
ასე რომ იგი ადგა და დაიწყო სტვირზე ჩაბერვა, იგი უბერავდა
სტვირს ისე ძლიერად, ვიდრე ვინმე კაცს ოდესმე ჩაუბერია მასში, მთელი მილის მანძილზე,
ახლო-მახლოდან ხალხი ისმენდა მის დაკრულს და აღტაცებული იყო, თვრამეტამდე მეზობელი
მოგროვდა ჩვენი სახლის წინ და ტაშს უკრავდნენ, როცა მისტერ მაკგრეგორმა დაასრულა ეს
სოლო. მამაჩემი გაუძღვა მისტერ მაკგრეგორს აივანზე და უთხრა: „რა კარგი მეზობლები და
მეგობრებია ღმერთმანი, მეზობლებო, მე მინდა წარმოგიდგინოთ იასპერ მაკგრეგორი, ჩვენი
დროის უდიდესი შექსპირიანელი მსახიობი.“
კარგმა მეზობლებმა და მეგობრებმა არაფერი თქვეს, ხოლო
მისტერ მაკგრეგორმა კი თქვა: „მახსოვს ჩემი პირველი გამოსვლა ლონდონში 1867 წელს, თითქოსდა
ეს იყო გუშინ,“ და ასე მან გააგრძელა თავისი ისტორია კარიერაზე საუბრით. რუფ ეიფლიმ,
ხურომ უთხრა: „რას იტყოდით ცოტა მეტ მუსიკაზე, მისტერ მაკგრეგორ?“ მისტერ მაკგრეგორმა
კი ჰკითხა: „მოგეპოვება თუ არა კვერცხი შენს სახლში?“
„დიახ, რა თქმა უნდა,“ თქვა რუფმა. „მე მაქვს დუჟინი
კვერცხები ჩემს სახლში.“
„თუ შენთვის მოსახერხებელი იქნება, წადი და მოიტანე
ერთი იმ თორმეტი კვერცხიდან!“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა, „როდესაც შენ დაბრუნდები, მე
დავუკრავ ისეთ სიმღერას, რომელიც შენს გულს ააძგერებს ხან სიხარულითა და ხან სევდით.“
„მე ახლავე ვაპირებ გზას გავუდგე“, თქვა რუფმა და წავიდა
შინ, რომ მოეტანა კვერცხი.
მისტერ მაკგრეგორმა ჰკითხა ტომ ბეიკერს, ჰქონდა თუ არა
მას სახლში პატარა ნაჭერი ძეხვი და ტომმა უპასუხა, რომ კი ჰქონდა. მისტერ მაკგრეგორმა
კითხა ტომს, შეეძლო თუ არა მას წასულიყო შინ და მოეტანა პატარა ძეხვის ნაჭერი; როცა
ტომი დაბრუნდებოდა, მისტერ მაკგრეგორი დაუკრავდა სტვირზე სიმღერას, რაც სრულიად შეცვლიდა
ტომის ცხოვრების ისტორიას. ამგვარად ტომი წავიდა სახლში ძეხვზე, ხოლო მისტერ მაკგრეგორმა
ჰკითხა თითეულს ამ თვრამეტ კარგ მეზობელთაგან და მეგობართაგან, თუ ჰქონდათ მათ რამე
პატარა და ლამაზი საგანი სახლში, რისი ჭამაც შეიძლებოდა; ასე რომ, მისტერ მაკგრეგორი
დაუკრავდა მელოდიას, რომელზეც თქვა რომ ის იქნებოდა მშვენიერი რამ მოსასმენად, და როდესაც
ყველა კარგი მეზობელი და მეგობარი დაბრუნდა ჩვენს სახლში მთელი რიგი პატარა და ლამაზი
საგნებით (სანოვაგით), რისი ჭამაც შეიძლებოდა, მისტერ მაკგრეგორმა მიიტანა სტვირი ტუჩებთან
და დაუკრა შემდეგი მელოდია: „ჩემი გული არის მთებში, ჩემი გული არ არის აქ.“ და თითეული
ამ კარგ მეზობელთაგან და მეგობართაგან ატირდა, მერე კი შინ დაბრუნდნენ, მისტერ მაკგრეგორმა
აიღო ყველა ეს კარგი საგანი, შემოიტანა ჩვენს სამზარეულოში, ასე რომ იმ დღეს ჩვენი
ოჯახი ქეიფობდა, სვამდა და ილხენდა: სუფრაზე იყო კვერცხი, ძეხვი, დუჟინი მწვანე ხახვი,
ორი სახის ყველი, კარაქი, ორი სახის პური, მოხარშული კარტოფილი, ქორფა პამიდვრები,
ნესვი, ჩაი და ბევრი სხვა კარგი რამ, რისი ჭამაც შეიძლებოდა. ასე რომ საცვალი წელზე
შემოგვეჭირა, მისტერ მაკგრეგორმა კი თქვა: „სერ, თუ თქვენთვის ყველაფერი სულ ერთია,
მე მსურს რომ გავჩერდე თქვენს სახლში რამდენიმე დღეს.“ და მამაჩემმა უპასუხა: „სერ,
ჩემი სახლი თქვენი სახლია,“ და ამგვარად მისტერ მაკგრეგორი გაჩერდა ჩვენს სახლში ჩვიდმეტ
დღესა და ჩვიდმეტ ღამეს, მეთვრამეტე დღის შუადღეზე ერთი კაცი მოხუცთა თავშესაფრიდან
მოვიდა ჩვენს სახლში და თქვა: „მე ვეძებ იასპერ მაკგრეგორს, მსახიობს,“ მამაჩემმა კი
უპასუხა: „შენ რა გინდა?“
„მე ვარ მოხუცთა თავშესაფრიდან“, თქვა ახალგაზრდა კაცმა,
„და მე მინდა რომ მისტერ მაკგრეგორი დაბრუნდეს უკან ჩვენს სახლში, იმიტომ რომ ორ კვირაში
ვდგამთ ჩვენს ჩვენებას და გვჭირდება მსახიობი.“ მისტერ მაკგრეგორი ადგა იატაკიდან,
სადაც იგი ოცნებობდა და გაყვა უკან ახალგაზრდა კაცს. მეორე დღის შუადღეზე მამაჩემი
ისევ შიმშილს გრძნობდა და თქვა:
„ჯონნი, ჩადი ერთი მისტერ კოსაკის მაღაზიაში და მოიტანე
ცოტა რამ, რომ ვჭამოთ. მე ვიცი, რომ ეს შენ შეგიძლია, ჯონნი. მოიტანე რამე, რაც შეგიძლია.“
„მისტერ კოსაკს უნდა ორმოცდათხუთმეტი ცენტი“, მე ვთქვი,
„იგი არ მოგვცემს ჩვენ არაფერს ფულის გარეშე.“
„ჩადი იქ, ჯონნი,“ თქვა მამაჩემმა, „შენ შეგიძლია რომ
დაიყოლიო ის ჩინებული სლოვაკი ჯენტლმენი, რომ მოგცეს ცოტა რამ საჭმელად.“
ამგვარად, მე ჩავედი მისტერ კოსაკის მაღაზიაში და წამოვჭერი
ჩინური პრობლემა, რაშიც იგი მე ჩავჭერი, ეს იყო ჩემთვის საკმაოდ კარგი სამუშაო, ასე
რომ შევძელი და გამოვედი იქიდან ჩიტების საკვები მარცვლის ერთი ყუთით და ნახევარი ბიდონი
ნეკერჩხლის სიროფით, ყველაფრის მიუხედავად მე ეს შევძელი, მამაჩემმა კი თქვა: „ჯონნი,
ამ სახის საკვები იქნება ერთობ სახიფათო მოხუცი ქალბატონისთვის“, ახლა საკმაოდ დარწმუნებული
ვარ იმაში, რომ დილით ჩვენ მოგვესმა ბებიას ხმა, რომელიც მღეროდა როგორც კანარის ჩიტი,
და მამაჩემმა თქვა: „ღმერთმა დალახვროს, როგორ შევძლებ მე დიდი პოეზიის დაწერას ამ
ჩიტების საკენკით.“
2014 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий