суббота, 4 апреля 2015 г.

ავტორი: ვ. საროიანი

რაც ჩვენ გვსურს ესაა სიყვარული და ფული

„რა გქვია შენ?“ – გოგონამ ჰკითხა.
„ჯო,“ ვაჟმა უპასუხა, „ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს მუსო და ფრანკის წვეულებაზე გასულ საღამოს.“
„დიახ, დიახ, რა თქმა უნდა“, მან უპასუხა. „რა სისულელეა ჩემი მხრიდან ამის დავიწყება, თქვენ ხომ მწერალი ხართ.“
„შეგიძლიათ დაივიწყოთ ეს,“ ვაჟმა მიუგო.
„ჩემმა ქმარმა მითხრა,“ გოგონამ თქვა.
„კეთილი, მე ვარ მწერალი.“
„თქვენ კარგი მწერალი იქნებით.“
„არა, საკმაოდ ცუდი ვარ,“ მან მიუგო, „მაგრამ უკეთესი კი ვარ უმეტესობა მწერლებზე, მოდი, დაივიწყეთ ეს სიტყვები.“
„თქვენ არ გიყვართ მწერლები, ასეა ხომ?“
„მათ ყველას არა უშავთ, დალევთ კიდევ ცოტას?“
„კარგი,“
„კიდევ ორი ჭიქა,“ ვაჟმა უთხრა ბარმენს.
„ოკეი,“ მიუგო ბარმენმა.
„მოგწონთ თქვენ აქაურობა?“ ქალმა ჰკითხა.
„კი, ჩინებული ადგილია,“ მან უპასუხა.
„რატომ არ მოგდით თვალში აქაურობა?“ ქალი შეუჩნდა.
„არა,“ იყო პასუხი. „მე ვთქვი, რომ აქაურობა ჩინებულია, მე ყოველთვის ვშოულობდი ფულს აქ!“
ვაჟმა გაიღიმა სულელურად და ცოტა ნიშნისმოგებით.
„რაზე გეღიმებათ?“ ქალმა კითხა.
„ფულზე“, მან თქვა, „და ჩემს თავზე.“
„თქვენ იყავით ადრე ღარიბი?“
„სიღარიბეში ჩავარდნილი გახლდით,“ მან თქვა, „სრულიად სახსრის გარეშე ვიყავი დარჩენილი და ცუდად ჩაცმული დავდიოდი.“
„ეს მშვენიერი პიჯაკია, რომელიც თქვენ გაცვიათ ახლა,“ ქალმა უთხრა.
„პირველი პიჯაკია, რომელიც მე ვიყიდე შეკვეთით,“ მან თქვა. „აქამდე არასოდეს მეგონა, რომ ტანსაცმელი ასე კომფორტულად მომერგებოდა, და ეს ყველაფერი დამიჯდა სულ სამოცდათხუთმეტი დოლარი.“
მან თავისთვის ჩაიცინა.
„თუმცაღა მე არ გამომიმუშავებია ეს ფული,“ მან თქვა.
„ვისთან მუშაობ?“ ქალმა ჰკითხა.
„პარამაუნტში,“ (ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოკომპანია აშშ-ს მასშტაბით). „კეთილი, ძველი პარამაუნტი მაძლევს მე ბევრ ფულს არაფრისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ ეს პატივია კიდეც, მე ამაზე არ ვჩივივარ.“
„მაშინ მიგიღიათ კარგი დავალება?“
„ჩინებული.“
„ნამდვილად?“ ქალმა უთხრა,“ თუ მეხუმრები მე შენ ისევ?“
„გახუმრება არც კი მიფიქრია, მან მიუგო, ნახე ეს ფეხსაცმელები? მე ისინი თვრამეტი დოლარი დამიჯდა, ვვარაუდობდი კიდეც, რომ იქნებოდა საუკეთესო.“
„რა სახის მაღაზიაა ის, სადაც შენ ყიდულობ?“ ქალმა ჰკითხა.
„კეთილი,“ მან უპასუხა, „ძნელია ამის თქმა, ვფიქრობ, რომ ის სტანდარტული მაღაზიაა.“
„სტანდარტული?“ ქალმა იკითხა, „რა არის ეს ასეთი?“
„შენ ეს იცი,“ ვაჟმა უთხრა. „სულ რაც მათ უნდათ ესაა სიყვარული და ფული.“
„ვინ?“
„ბიჭი და გოგო.“
ოჰ, ქალმა თქვა. „ეს კომედიაა.“
„ერთი მხიარული რამეა,“ მან უპასუხა.
„ნამდვილად?“
„ეს საშინლად სასაცილო ამბავი რამ არის,“ მან თქვა.
„მე არ მჯერა შენი,“ ქალმა უპასუხა. „ნუთუ შენ საუბრობ ყოველთვის ორმაგი მნიშვნელობით?“
„ორმაგი-მნიშვნელობით საუბარი?“ ვაჟმა კითხა. „ეგ რაღაა?“
„ოჰ, ეს შენ იცი,“ ქალმა უთხრა. „შენ საუბრობდი ორმაგი მნიშვნელობით მთელი ამ ხნის მანძილზე.’
„მე არ ვიცი შენ რაზე საუბრობ,“ მან თქვა.
„ვგონებ, რომ მთვრალი ვარ,“ თქვა ვაჟმა.
გოგონამ ამაზე გაბმული სიცილი დაიწყო.
„შენ დალეული?“ მან თქვა. „შენ უფრო ფხიზელი ხარ, ვიდრე ვინმე ერთი ამ ადგილებში.“
„შენ ფხიზელი ხარ, შემიძლია ამის თქმა, ფხიზელი უფრო მეტად, ვიდრე ვინმე ჰოლლივუდში.“
„დალეული,“ ქალი ხმამაღლა გასძახოდა გაცინებულის ხმით, „შენ ალბათ ყველაზე ფხიზელი მწერალი ხარ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. შენ უფრო ფხიზელი ხარ, ვიდრე ვინმე ერთი მთელს მსოფლიოში. შენ შესანიშნავი ადამიანი ხარ.“

„ღმერთო ჩემო,“ ახალგაზრდა კაცი ფიქრობდა, „სად ჯანდაბაში წავიდა მისი ქმარი? ეს ქალი კაიფშია. მე ჩემდათავად სულ რაც მინდა ეს ფულია.“

среда, 25 марта 2015 г.

ავტორი: ვ.ს.
თაგვი

იგი იყო პატარა ტანის კაცი მოსაწყენი გამოხედვით თვალებში; უჩვეულო პოზით გამოირჩეოდა, თუკი ის ერთხანს თავშეკავებით დარჩებოდა, ამავე დროს შეიძლებოდა უცებ გადავარდნილიყო ყველანაირი სახის სასაცილო და სურეალისტურ სიტუაციებში. იგი არ იყო ნერვიული, ისე როგორც ძალიან ძლიერი ხალხი არიან ხოლმე, შეეძლო ემოციების პიკამდე მისვლა, თუმცა ძალიან მეგობრული რჩებოდა მუდამ, ასე იმიტომ იყო, რომ მას ეშინოდა: მის სახლში ერთი თაგვი ტრიალებდა ბევრ კატებს შორის. იგი იყო მშიერი და ასევე იყვნენ კატებიც. ამგვარად, ეს კაცი იყო მეგობრული და კარგი ბუნების ადამიანი.
იგი ეძახოდა მათ ყველას მკვლელებს. „სალამი, მკვლელებო,“ ის აუცილებლად ეტყოდა სემს, სემი არც კი შეხედავდა მას. „უყურე, მკვლელო“, იგი ეტყოდა დოფის. „მე ვიშოვე ცხენი მომავალი დოღისთვის, ქინაქინისფერია“, იგი თითქოსდა იღიმებოდა  და გავდა ერთ-ერთს იმ კატებიდან, მაგრამ დოფი მას ალმაცერად შეხედავდა და ეტყოდა: „კეთილი, თაგვი გვყავს, შენ იშოვე ცხენი მომავალი შეჯიბრებისთვის, რომელიც ქინისფერია, ასე რომ ფსონი დადე მასზე რომ მოიგო, ან გააჭენე ან შეჭამე ის. შენა ხარ მშიერი, ასე რომ შეჭამე ის.“
„ჰო, ჰო“ თაგვი იტყოდა, „მე მგელივით მშია.“
თავად სემი და დოფიც არ იყვნენ უკეთეს დღეში, ვიდრე ეს თაგვი, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მათ ერთ ჭერქვეშ თავი მოიყარეს, უბრალოდ მათ გაუმართლათ, რომ იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ ამას უკეთესად ეგუებოდნენ, ვიდრე პატარა ყმაწვილი. თუკი არავინ გამოელაპარაკებოდა მათ, მაშინ თავს იგრძნობდნენ მარტოსულად და შეშინებულად, თუკი ისინი ვერ ჭამდნენ რამეს, მაინც არ განიცდიდნენ ამას, როგორც ის განიცდიდა, თუ ისინი თამაშობდნენ და აგებდნენ მაინც არ ეცემოდნენ სულიერად და არ იკლავდნენ თავს ამის გამო.
იგი უკიდურესად კრიტიკულად იყო განწყობილი მთელი მსოფლიოს მიმართ, მას სურდა მხოლოდ, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი იმათ შორის, ვინც არ არიან კეთილნი ამ სამყაროში. მას არ უნდოდა მეტის გაკეთება ამ სოფლისათვის, იმიტომ რომ მან იცოდა ეს ფუჭი იყო. იგი საკმაოდ დიდხანს ცდილობდა მიეღო კლერკის (მოხელის) თანამდებობა, ან რაღაც სხვა საქმე გამოეძებნა თავისთვის ქვეყნის რომელიმე კუთხეში, ვაჭრობის ან ინდუსტრიის ან ამდაგვარი საქმის წარმოებაში ფიქრობდა ჩართვას.
მას ჰქონდა ერთი ძველი სამუშაო ადგილი, ასე რომ არ იყო მოსურნე მისთვის თავი დაენებებინათ, იგი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ეს იყო კარგი საქმე, ყოველთვის პოულობდა ვიღაცას, ვინც მას მოუსმენდა და გარიგებაში შეიყვანდა, მაგრამ ყველა შესაძლებლობას ეჭვის თვალით უყურებდა, თავს თვლიდა ერთ  ჩვეულებრივ ბიჭად, იხედებოდა ირგვლივ წყნარად, რათა ენახა ვინმე, ვინც ვინიცობაა, ხომ არ აპირებდა მის გამასხრებას ხელმეორედ. იგი ყოველთვის იცინოდა და ცდილობდა ყოფილიყო ერთ-ერთი ჯგუფის შემადგენლობაში, შავი გაგების პირს ან ვინმე ბობოლას შეეძლო ის თავისი პოსტიდან ძირს ჩამოესვა და თავისი უწინდელი ადგილიდან ჩორთით გაეყვანა, ან დაეგდო რომელიმე ჩიხში, სადაც იდგებოდა გარკვეულ ხანს და იქნებოდა იმის ცდაში, თუ რა ეკეთებინა; და ცოტა ხნის შემდეგ ის დაბრუნდებოდა უკან, ისაუბრებდა ყველაზე აწეული ტონით, როცა ყველანი სიცილით გასკდებოდნენ.
სხვა დანარჩენები, რა თქმა უნდა, იყვნენ სულელები და არამცთუ ძლიერები, მათ ვერ გაეგოთ, რომ იგი სხვათა შორის, ყველაზე გაბედული იყო მათ შორის, და ერთ-ერთი იმათგანი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა უმეტესი ხლაფორთი და იწვნია ყველაფერი უკეთესად, ვიდრე სხვა დანარჩენმა. ისინი ვერ ტვინავდნენ, თუ როგორ იყვნენ არამეგობრულად განწყობილი მის მიმართ, და ამდროს იქცეოდნენ მსოფლიოში ყველაზე თავმომწონე ადამიანებივით, ვიღაც იმათსავით, ვინც წიხლით გააგდეს გარეთ და უთხრეს, რომ დარჩენილიყვნენ გარეთ. ისინი სარგებლობდნენ უზნეო და უკეთური სახის უპირატესობით, იგი იყო უმცროსი ძმა და იმის მაგივრად რომ ყოფილიყვნენ კეთილნი მის მიმართ უფროსი ძმები, ისინი გულს სტკენდნენ მას ყოველთვის და არასოდეს აძლევდნენ ფორას და არ უბიძგებდნენ, რომ ყოფილიყო გამოსადეგი მათთვის ცოტათი მაინც. იგი ყოველთვის იყო ძლიერ მოსურნე ყოფილიყო გამოსადეგი ნებისმიერი მათგანისათვის. იგი იყო ყოველთვის ის პიროვნება, ვინც თავის თავს თავაზობდა სხვებს დავალებაზე გასაგზავნად, მაგრამ ისინი ყოველთვის ჩამოიშორებდნენ მას გზიდან და უშვებდნენ დავალებაზე ვიღაცა სხვას. მათ ისიც კი არ უნდოდათ, რომ თვითონ მას თავი ეგრძნო გამოსადეგად.
ამგვარად, იგი ყველაფერს ყლაპავდა, იდგა საათობით სადოღე მოედანზე, ვიდრე შეჯიბრების ბოლომდე და მაშინაც კი ისე გამოიყურებოდა, რომ არც ერთი გროში არ უჩხრიალებდა ჯიბეში. იგი ყოველთვის თავს ართმევდა უკეთესად, ვიდრე სხვები, იმას რომ თავი შეეკავებინა სიტყვების უხერხული წამოსროლისაგან.
ერთ დღეს ვიღაც გაუთლელმა ადამიანმა სახელად ჰარრიმ მოიგო თვრამეტი დოლარი დოღში და თავი იგრძნო ისე უპირატესად, რომ დაიწყო თავის შეწყენა პატარა ყმაწვილისათვის.
„რას ჭამ შენ, თაგვო?“ მან უთხრა, „სად გძინავს შენ?“ პატარა ყმაწვილი სიკვდილამდე იყო შეშინებული ფულის გამო, რომელიც ჰარრის ჰქონდა ჯიბეში და აღარ იცოდა რა ეთქვა.
თუ ჰარრი ვერ მოიგებდა მთელ ფულს, ბიჭი მაშინ ეტყოდა: „მე შევჭამ იმავეს, რასაც შენ ჭამ და დავიძინებ იქ, სადაც შენ იძინებ, ცარიელ ჯიხურებში.“ მაგრამ ახლა მან არ იცოდა თუ რა უნდა ეთქვა. ეს არ იყო მისთვის ადვილი, რომ ეცრუა, იგი იდგა არც თუ წელში გამართულად, წრიალებდა, ცდილობდა ეფიქრა კარგ პასუხზე და მერე მან თქვა: „მე შევჭამ ირლანდიურ მოშუშულ ხორცს და დავიძინებ საწოლში.“
ეს იყო იმდენად სასოწარკვეთილი პასუხი, და ყველა გარშემომყოფმა სიცილის ერთი აურზაური ატეხა, ყველამ იცოდა თუ რას ამბობდა ეს თაგვი, იგი იმას ამბობდა, რომ ღმერთს ეხვეწებოდა რომ ეჭამა ირლანდიური მოშუშული ხორცი და დაეძინა საწოლში მონაცვლეობით. შემდეგ ჰარრიმ დაუსვა შეკითხვა, რამაც ყველა აიძულა რომ გაეცინათ.
ვიღაცამ ხუმრობა შემოაპარა ყმაწვილს უცებ, იგი ახტა და ცდილობდა კუთხეში მოქცეულიყო, როცა ყველა ყველა გარს შემოერტყა მას და ისე იქცეოდნენ, თითქოს უნდოდათ მისი შეხება, აიძულებდნენ რომ წელში მოკეცილიყო და მოკუნტულიყო, რომ ხელები წინ გამოეშვირა, ხოლო შემდეგ უკან წაეღო. როცა ის კუთხეში მოეწყო უსაფრთხოდ, ყველა ელოდა მისგან ლაპარაკს, ყველა წინასწარ იყო მომზადებული, რომ სიცილი აეტეხათ, არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რას იტყოდა იგი. მან მიმოიხედა ირგვლივ შიშნარევი მზერით და როცა ლაპარაკი დაიწყო, მისი ხმა ზარივით წკრიალებდა.
„მე მყავს გოგონა,“ მან თქვა.
სიცილი იყო ისტერიული, ყველა ერთმანეთს ხელებს ჰკრავდა, ერთმანეთს ჩქმეტდნენ და ეუბნებოდნენ: „მას ჰყოლია გოგონა.“
ერთ-ერთი მათგანი, რომელიც არ იყო უფრო დიდი, ვიდრე თავად თაგვი და არცთუ უკეთესი უმწეოზე, შეეცადა გულში ჩაეკრა ეს პატარა ბიჭუნა. ერთმა მცირე ტანის ბიჭმა ხელი ჰკრა სახეში მეორეს, სულ ამით ამოიწურა ინციდენტი. მას ჯერჯერობით არავისგან უნდოდა, რომ მიკარებოდნენ მის სახეს, თუნდაც კოცნის მიზნით. ერთერთმა მათგანმა შეწყვიტა სასაცილოდ მოქცევა და ჩარტყა თავისი მაგარი მუშტი მასზე უმცროს ბიჭს სახეში, ხოლო იმ პატარა ბიჭმა კოპები შეკრა და კუთხეში ჩამოჯდა. მისმა თვალებმა დაიწყო გამობერვა (შესიება) და მისი ტუჩები ცახცახებდნენ, მანამ სანამ ჰარრი არ აიყვანდა ქეჩოთი იატაკიდან მოძალადე ბიჭს და სანამ არ გააგდებდა გარეთ ქუჩაში, ხოლო თაგვმა, რომელიც ცრემლმორეული იყო და საცაა იტირებდა, თქვა: „კეთილი, მე შემიძლია ეს, შემიძლია გაჩვენო შენ გოგონას სურათი.“

ამჯერად ყველანი ცოტა წინააღმდეგი იყვნენ ამისი, ხოლო ჰარრიმ ყველა მიწი-მოწია და მიზანში ამოიღო ის სხვა პატარა ბიჭი, ვინაც თაგვს სცემა.
„ვინ ოხერი შენ ხარ?“ ჰარრიმ უთხრა. „ეს მე ვიხუმრე.“ იყო პასუხი. მან კი გაიყვანა ქეჩოთი გარეთ ქუჩაში ეს ყმაწვილიც, ხოლო გარეთ გაგდებული ბიჭები უკან მეტად აღარ მობრუნებულან. მეორე დღეს, მხოლოდ პატარა ბიჭი იყო ისევ იქ, როგორც ყოველთვის. ამ ფაქტმა აიძულა ყველა, ჰქონოდათ ცოტაოდენი პატივისცემა მის მიმართ. მისი მარცხენა თვალი იყო ცუდად გასიებული, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც იქ იყო, ბიჭი იყო ძალიან ჩუმად რა თქმა უნდა, თუმცა ასევე იყო ყველა სხვა დანარჩენიც, ჰარრი გამოიყურებოდა ერთ-ერთ უმდიდრესად სამი დღის მანძილზე ამ ხარა-ხურაში (სანაგვეში), იმ დროს მას ჰქონდა ცუდი ბედის გადარბენა და იგი კიდევ ერთხელ ჩაფლავდა, იგი ასე მარცხდებოდა შეჯიბრებებზე ოთხი დღის მანძილზე და ამ საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ იგი აპირებდა დარჩენილიყო ასე დამსხვრეულად კიდევ კარგა ხანს. ერთ დღეს, არც ისე დიდი ხნით ადრე, სანამ გამოქვეყნდებოდა ცნობა გაზეთში უახლოესი შეჯიბრების შესახებ, ბიჭუნამ, რომელიც იდგა ჰარრის გვერდით იმ დროს, ჩუმად უთხრა მას: „მე ნამდვილად მყავს შეყვარებული გოგონა, გინდა რომ გაჩვენო მისი სურათი?!“

„არა“ ჰარრიმ მიუგო. „მჯერა შენი, გეტყვი, რომ მეც საერთოდ არ მყავს მეგობარი გოგონა და არც ერთ ამ სულელთაგანს არ ჰყოლია ჯერ იგი.“

четверг, 19 февраля 2015 г.

ავტ: ვ. საროიანი
იგავთა იგავი

მწუხარება ერთი უბრალო ქმრისა, ვისაც მეტი არაფერი უნდოდა გარდა ბატის მირთმევისა, მაგრამ აეკრძალა ეს სიამოვნება მისი ცოლის მიერ და აგრეთვე მისი ქედმაღალი და ალბათ ლამაზი საყვარლის მიერ.
ერთმა ჩვეულებრივმა ქმარმა ერთ დილას მოუტანა თავის ცოლს ბატი და უთხრა, „მოამზადე ეს ფრინველი ჩემთვის, როცა დავბრუნდები საღამოს შინ, მაშინ შევჭამ მას“.
ცოლმა გაპუტა ფრინველი, გაასუფთავა და მოამზადა. შუადღეზე მისი საყვარელი მოვიდა, სანამ წავიდოდა ჰკითხა ქალს თუ რა საჭმელს გამოუტანდა მას და მის მეგობრებს. მან შეიხედა ღუმელში და დაინახა შემწვარი ბატი.
„ეს ჩემი ქმრისთვისაა“, ცოლმა თქვა.
„მე მინდა ის“, შეყვარებულმა მიუგო, „თუ შენ არ მომცემ ნებას რომ წავიღო ეს ბატი, მაშინ მე მეტად აღარ შეგიყვარებ.“
ამგვარად, საყვარელი წავიდა შემწვარი ბატით ხელში.
საღამოს ქმარი მოვიდა, დაჯდა მაგიდასთან და ცოლს უთხრა: „მომიტანე ბატი.“
„რა ბატი?“ ცოლმა უთხრა.
„ბატი, რომელიც მე მოგიტანე ამდილით,“ ქმარმა უთხრა.
„მომიტანე მე ის.“
„სერიოზულად მეუბნები ამას?“ ცოლმა უთხრა. „შენ არ მოგიტანია ჩემთვის ბატი, ალბათ ოცნებაში წარმოიდგინე ის“.
„მომიტანე ბატი,“ ქმარმა იყვირა.
ცოლმა ასევე ატეხა ყვირილი, იძახოდა, „ჩემმა საწყალმა მეუღლემ ჭკუა დაკარგა, ჩემი საწყალი ქმარი გაგიჟდა, რაც მან ოცნებაში წარმოიდგინა იმის ცხადში ახდენა მოინდომა.“
მეზობლები მოგროვდნენ და დაუჯერეს ამ ქალს, ასე რომ ქმარმა არაფერი თქვა და წავიდა სახლიდან მშიერი, მხოლოდ ყველი და პური ჭამა და წყალი დააყოლა. მეორე დილას ქმარმა მოუყვანა ცოლს სხვა ბატი და უთხრა, „არის ეს ბატი?“
„დიახ,“ ცოლმა უპასუხა.
„განა ახლა მე ვოცნებობ?“ – არა.
„არის ეს ბატის თავი?“ – დიახ, იყო პასუხი.
„არის ეს ფრთები?“ – „დიახ.“
„არის ეს ბუმბულები?“ – „დიახ,“ უპასუხა.
„კეთილი,“ ქმარმა თქვა, „მოამზადე ის, როცა მე სახლში მოვალ ამ საღამოს, შევჭამ მას.“
ცოლმა მოამზადა ბატი, საყვარელი იმწუთას მოვიდა.
„გაქვს კიდევ ახალი ბატი დღეს,“ მან თქვა. „მის სუნს ვგრძნობ რაღაც.“
„შენ ვერ ახლებ მას ხელს“, ქალმა უთხრა, „მე გადავიტანე საშინელი სცენა ჩემს ქმართან გასულ საღამოს და ნუ იზამ იგივეს ამ დილასაც, ეს უკვე ზედმეტია, მიყვარხარ, მაგრამ ვერ მოგცემ ამ ბატს.“
„გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ მე შენ,“ საყვარელმა უთხრა, „ამაზეა დამოკიდებული წავიღებ თუ არა ამ ბატს.“
ამგვარად, მან წაიღო ბატი.
„მომიტანე ბატი,“ ქმარმა უთხრა ცოლს საღამოს.
„ჩემო საწყალო ქმარო,“ ცოლმა დაიყვირა, „ვაიმე, ეს კაცი სრულიად შეიშალა,“ „ბატი, ბატი, ბატი, რა ბატი? არ არის არანაირი ბატი, ჩემო საწყალო, საწყალო ქმარო.“
მეზობლები ისევ შეიყარნენ და ისევ ერწმუნენ ცოლს, ქმარი ისევ წავიდა მშიერი.
მეორე დილას მან იყიდა სხვა ბატი ქალაქში, იქირავა მაღალი ტანის კაცი, რომელმაც თავზე დაიდგა ლანგარზე დადებული ბატი და წაიღო, ქმარმა დაიქირავა ასევე მუსიკოსები, რომლებიც შეასრულებდნენ ექვსეტაპიან საორკესტრო ნომერს და ეს მუსიკოსები წრეში შემოუდგნენ თავზე ლანგარშემოდგმულ, მაღალ კაცს. თვითონ ქმარი კი მათ წინ მიუძღოდა, მთელი ქუჩა ფეხით გამოიარეს ვიდრე სახლამდე და მეზობლებსაც უჩვენეს ეს მსვლელობა.
როცა იგი მიუახლოვდა თავის სახლს, იქ შეგროვდა მრავალი ხალხი, რომელიც მას უკან ადევნებოდა.
იგი მიუბრუნდა ხალხს და მიმართა:
„მაჰმადიანებო, მეზობლებო, მთელო მსოფლიოვ, მაღალო ზეცავ, თევზებო ზღვაში, ჯარისკაცებო და სხვა დანარჩენნო, აჰა, ბატი!“
მან ჩამოიღო ბატი ლანგარიდან.
„აი ბატი,“ იგი ყვიროდა.
მან ხელში გადასცა ეს ფრინველი თავის ცოლს.
„ახლა მოამზადე ეს ღვთისგან დალახვრული კერძი“ მან თქვა, „და როცა მე შინ დავბრუნდები საღამოს მივირთმევ მას.“
ცოლმა გაასუფთავა ფრინველი და მოამზადა. შეყვარებული მოვიდა, იქ გაიმართა მგრძნობიარე სცენა, ცრემლები, კოცნა, გამოდევნება, ჭიდაობა, უფრო მეტი ცრემლი, მეტი კოცნა და ბოლოს საყვარელი წავიდა ბატთან ერთად.
იმ ქალის ქმარმა ქალაქში დაინახა მისი ძველი მეგობარი და უთხრა, „შემოდი ჩემთან სტუმრად ამ საღამოს: ჩემმა ცოლმა ბატი შეწვა, ჩვენ კი დავლიოთ თითო ბოთლი რაკი და ცოტა დრო გავატაროთ.“
ასე რომ ქალის ქმარი და ქმრის მეგობარი მივიდნენ შინ და ქმარმა თქვა: „მოამზადე თუ არა ბატი?“
„დიახ,“ ცოლმა უთხრა, „ის ღუმელში დევს.“
„კარგია,“ ქმარმა თქვა, „შენ სინამდვილეში არასოდეს ყოფილხარ ცუდი ცოლი, პირველ რიგში ჩემი მეგობარი და მე ცოტას დავლევთ; შემდეგ ჩვენ შევექცევით ბატს.“ ქმარმა და მისმა მეგობარმა დალიეს ოთხი თუ ხუთი ჭიქა და შემდეგ ქმარმა თქვა, „კეთილი, მოგვიტანე ბატი.“
ცოლმა უპასუხა „არა გვაქვს პური, გადადი შენს ბიძაშვილთან და გამოართვი პური; ბატი არ არის კარგი პურის გარეშე.“
„კეთილი“, ქმარმა თქვა.
მან დატოვა ასე სახლი.
ქალმა უთხრა ქმრის მეგობარს, „ჩემი ქმარი გიჟია, ჩვენ არა გვაქვს არანაირი ბატი.. მან მოგიყვანა აქ მოსაკლავად ამ საშინელი მჭრელი დანით და ამ ჩანგლით, შენთვის უკეთესია რომ გაეცალო.“
კაცი წავიდა, ქმარი დაბრუნდა შინ და იკითხა მისი მეგობრისა და ბატის ამბავი.
„შენი მეგობარი გაიქცა ბატით ხელში“, ცოლმა უთხრა, „რა სახის მეგობრობას ეძახიან ამას შენი აზრით: როცა მე ვმუშაობ მთელი დღეებია მონასავით, რომ რიგიანი კერძი მოგიმზადო?!“
ქმარმა აიღო ხელში მჭრელი დანა, ჩანგალი და იწყო თავდაღმართზე ჩარბენა. შორ მანძილზე მან შენიშნა თავისი მეგობარი, რომელიც გარბოდა, მან კი დაუძახა: „მხოლოდ კანჭი დამითმე, ჩემო მეგობარო, სულ ესაა!“
„ღმერთო ჩემო,“ იმ კაცმა თქვა, „ეს ნამდვილად გიჟი ყოფილა.“
მეგობარმა იწყო სირბილი ჩქარა, ვიდრე ოდესმე. მალე იმ ქალის ქმარმა ვეღარ შეძლო მეტი სირბილი. იგი დაბრუნდა მოქანცული შინ თავის ცოლთან, ისევ შეჭამა თავისი პური და ყველი. ამ უბრალო საჭმლის მიღების შემდეგ მან გადაჰკრა ისევ რაკი.
როგორც კი დალია, ჭეშმარიტება გაცხადდა მის გონებაში ნელ-ნელა, ეს ისე როგორც ალკოჰოლს სჩვევია.
როცა იგი ძალიან ნასვამი იყო, შეიტყო ყველაფერი ყველაფრის შესახებ. იგი ადგა და სწრაფად ჩაარტყა ხელი თავში ცოლს, მერე ოთახის ოთხივ კუთხით თმებით ათრია.
„თუ შენი საყვარელი მოდიოდა აქ, რომ წაეღო ახალი ბატი ყოველ დღე“, მან უთხრა, „ეს უნდა გეთქვა ჩემთვის, ხვალ მოვიტან ორ ცალ ბატს, მე და საყვარელი სათითაოდ დავინაწილებთ მას და ჩემს შიმშილსაც ამით ეშველება.“

пятница, 6 февраля 2015 г.

ვილვეტის შარვლები

ავტორი: ვ. საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა ზ. ბერაძემ)
უმეტესობა ხალხისა არც თუ ხშირად, ანდა ოდესმე მაინც, ჩერდებოდა რათა დაეთვალიერებინა შარვლები, ნებისმიერი ჩვეულებრივი კაცი ყოველ დილა-საღამოს მოზომების მიზნით იცვამდა და იხდიდა შარვლებს, ის არასოდეს ყოვნდებოდა, როცა ამ საქმით იყო დაკავებული, ან ნებისმიერ დროს თუნდაც გართობისთვის წარმოიდგენდა, რაოდენ უბედურება იქნებოდა რომ მას არ ჰქონოდა შარვალი. რა უბედური იქნებოდა იგი, როგორი უბედური და უიღბლო, თუ იგი ხალხში გამოჩნდებოდა უშარვლოდ. როგორი უხეში გახდებოდა მისი მანერები, როგორი ბრიყვული იქნებოდა მისი საუბარი, ან როგორ ძალიან უხალისო იქნებოდა მისი დამოკიდებულება ცხოვრებასთან მიმართებაში.
სხვათა შორის, როცა მე ვიყავი თოთხმეტი წლის, ვკითხულობდი შოპენჰაუერს, ნიცშეს, სპინოზას, წიგნს ურწმუნოსი და ღვთის მოწინააღმდეგის, იესო ქრისტეს მტრის და კათოლიკური ეკლესიისა, რომელიც ჩემი საკუთარი რწმენით, ჩემი აზრით იყო ერთგვარი ფილოსოფოსი, ეს ჩემი რწმენა იყო ღრმა და რაღაც ტრივიალურის მსგავსი. ახლაც და მომავალშიც ვუბრუნდები ადამიანის თემას ამ სამყაროში, რომელსაც შეიძლება ეცხოვრა შარვლების გარეშე, და იმდენად რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ რომ ეს აზრები იყო მძიმე მელანქოლიით დატვირთული, უფრო იშვიათად ისინი იყვნენ სასიამოვნო და სახალისო. ამდენად, მე ვფიქრობ, ბედნიერებაა იყო ფილოსოფოსი: გეცოდინება რა ერთი მხარე ისევე კარგად, როგორც მეორე. ერთი შეხედვით, კაცი ამ სამყაროში შარვლების გარეშე საცოდავი არსება იქნებოდა, და ალბათ ეს ასეც არის. ხოლო მეორე შეხედვით, თუ იგივე კაცი, რომელიც შარვლებს ატარებს არის ჩვეულებრივ მხიარული და თავისუფალი აზროვნების ახალგაზრდა, მეორეს მხრივ ადამიანი ამქვეყნად შარვლების გარეშე იქნებოდა უბედური არსება, და ასევე ერთი შეხედვით იქნებოდა მხიარული და უდარდელი ტიპი და შესაძლოა გადაყროდა კიდეც ცოტა უსიამოვნებებსაც. ასეთი ადამიანი ბუნებაში არცთუ დასაჯერებელია, მივეჩვიე იმ აზრს, რომ მოძრავი სურათები, ჩემი აზრით, მას აღარ შეაშფოთებს, არამედ პირიქით, ეცოდინება თუ რა უნდა გააკეთოს და როგორ გააკეთოს ეს იმისათვის, რომ ყველა გამსჭვალოს თავისი უწყინარი სიმართლით და კერძოდ, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, რას წარმოადგენს წყვილი შარვალი? მის გარეშე ცხოვრება მართლაც და არ არის სამყაროს დასასრული, ან ცივილიზაციის განადგურების მომასწავებელი. მიუხედავად ამისა, აზრი იმის შესახებ, რომ ოდესმე გამოვჩენილიყავი ქვეყანაზე შარვლების გარეშე მე საშინელ განწყობაზე მაყენებდა, იმდენად რამდენადაც დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ვერ შევძლებდი დადგომას ჩემს სიმაღლეზე და ყველას ვერ ჩავაგდებდი ტრივიალურ სიტუაციაში და ვერ დავარწმუნებდი რომ სამყარო აქ არ სრულდებოდა.
მე მქონდა მხოლოდ ერთი წყვილი შარვალი, ბიძაჩემის ნაქონი და ის იყო ძალიან ნაჩქარევად შეკერილი, დაბლანდული და სტილში აღარ ჯდებოდა. ბიძაჩემი ატარებდა მას ხუთი წლის მანძილზე, მერე მე გადმომილოცა, ასე რომ მერე მე დავიწყე მისი ჩაცმა ყოველ დილით და გახდა ყოველ საღამოს. ერთი პატივი იყო ჩემთვის ბიძაჩემის შარვლის ტარება, ალბათ მე ვიქნებოდი უკანასკნელი ადამიანი ამქვეყნად, ვინც ფიქრობდა რომ ეს ასე არ იყო. ვიცოდი რომ ეს იყო პატივი და მივიღე ეს პატივი ამ შარვალთან ერთად. ასე რომ ვატარებდი ორივეს ერთად, მაგრამ შარვალი არ მადგებოდა ტანზე კარგად, ის ძალიან ფართო იყო წელის გარშემო და ძალიან ვიწრო მანჟეტები ჰქონდა. ჩემს ბავშვობაში არასოდეს ვითვლებოდი კარგად ჩაცმულად, თუ ხალხი შემობრუნდებოდა ჩემსკენ და ორჯერ შემომხედავდა, როგორც ეს მათ ჩვეოდათ იმ დროს, ეს მართლა საოცრება იყო,   საოცრება იყო იმის დანახვა თუ როგორ ვატარებდი სხვის შარვალს, რომელსაც არ ჰქონდა არცერთი სანდო ჯიბე, ამიტომ როცა მაღაზიაში ხურდას მიბრუნებდნენ პირში ვიდებდი ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რომ არ უნდა გადამეყლაპა ისინი.
ბუნებრივია, რომ ვიყავი ძალიან უბედური, დავიწყე კითხვა შოპენჰაუერის და არაფრად ვაგდები ხალხს, და ხალხის მერე ღმერთს, თუ პირიქით, ან ორივეს ერთდროულად, არაფრად ვაგდები მთელს მსოფლიოს, მთელს სამყაროს, ამ უაზრო ცხოვრების სქემას ვერ ვიტანდი.
ამავდროულად ვიცოდი, რომ ბიძაჩემი მე პატივს მცემდა თავის მრავალ ძმიშვილებს შორის, მხოლოდ მე მარგო პატივი მეტარებინა მისი ნაქონი შარვალი, ასე რომ ვგრძნობდი თავს პატივდებულად, უდავოდ ძალიან კარგად ჩაცმულად, მაგრამ ზოგჯერაც თავს ვგრძნობდი უბედურადაც, თუმცა ბიძაჩემის შარვალი სჯობდა იმას, რომ საერთოდ უშარვლოდ დავრჩენილიყავი, გონებაში ვაყალიბებდი გამჭრიახ და ფილოსოფიურ აზრებს, და დანარჩენ იდეებსაც სწრაფად ვუყრიდი თავს. ვგონებ, რომ ადამიანის გამოჩენა ამქვეყნად საერთოდაც უშარვლობას უკავშირდება, ამას არ ვამბობ ინდივიდუალურობის ჟესტით და არც დასავლეთის ცივილიზაციის კრიტიკის მიზნით, არამედ უბრალოდ იმიტომ რომ, ერთი სიტყვით, მას არ ჰქონდა შარვალი, უბრალოდ მას არ ჰქონდა ფული რომ ეყიდა შარვალი? ვგონებ, მას ყველა ტანსაცმლისათვის ჰქონდა განსაზღვრული ფული, მხოლოდ შარვლის გამოკლებით: ნიფხავისთვის, წინდებისათვის, ფეხსაცმლებისთვის და შორტებისთვისაც. ასე დადიოდა იგი მთელს ქვეყანაზე და ყველას თვალებში პირდაპირ უყურებდა. ვგონებ, მას ეს შეეძლო თავისუფლად. „ქალბატონებო, მე არა მაქვს შარვალი! ჯენტლმენებო, მე ფული არა მაქვს, მერე რაა რო? არ გამაჩნია შარვლები, მე არა მაქვს ფული. მე ამ სამყაროს ბინადარი ვარ და განზრახული მაქვს დავრჩე სამყაროს ბინადრად ვიდრე ჩემს სიკვდილამდე, ან ვიდრე ეს სამყარო არ დასრულდება. ვაპირებ, სულ მოძრაობაში ვიყო ამ მზისქვეშეთში, მიუხედავად იმისა რომ არ გამაჩნია შარვლები.“
რა უნდა ექნათ მისთვის? ნუთუ ამისთვის უნდა ჩაესვათ ის ციხეში? თუ ასეა, რამდენი ხნით და რატომ? რა სახის დანაშაული შეიძლება ყოფილიყო ის, რომ იგი გამოჩნდებოდა მოძმეთა შორის საქვეყნოდ შარვლების გარეშე?
ალბათ ისინი თავს იგრძნობდნენ დამწუხრებულად, მე ასე ვიფიქრებდი. მოუნდებოდათ, ჩემთვის მოეცათ ერთი წყვილი ძველი შარვლები, და ეს შესაძლებლობა ალბათ მე გიჟად გამხდიდა. არასოდეს იფიქროთ, მომცეთ მე თქვენი ძველი შარვლები, მაშინ ყვირილით გიპასუხებთ, ნუ ეცდებით იყოთ კეთილნი ჩემს მიმართ, არ მჭირდება თქვენი ძველი შარვლები, მე მინდა ჩემი საკუთარი შარვალი, პირდაპირ მაღაზიიდან მოტანილი, ახალი ბრენდით, ზომით, დასახელებით, ეტიკეტით და გარანტიით, მე მინდა ჩემი საკუთარი.. ღმერთმა დალახვროს ეს შარვლები, სხვა არაფერი, მე ვარ ამ ქვეყნის შვილი და მინდა ჩემი საკუთარი შარვლები.
მე გავხდი ერთობ გულმოსული ხალხზე, ალბათ მინდოდა ისინი ყოფილიყვნენ კეთილნი ჩემს მიმართ, რადგან ვერ ვხედავდი მათში ამ სიკეთეს. ვერ ვხედავდი, რომ ხალხს მოეცა ჩემთვის რამე, ან ნებისმიერი წვრილი რამ. მინდოდა მიმეღო სამუშაო ჩვეულებრივი წესით; რა ღირს ნეტა ეს შარვლები? მათ სამ დოლარადაც იშოვი, კეთილი, მე ავიღებ მათ, ზუსტად ამგვარად, არავითარი ორჭოფობა და ყოყმანი, რამდენად? სამ დოლარად! ოკეი, შემიფუთეთ ის.
იმ დღეს, როდესაც პირველად ჩავიცვი ბიძაჩემის შარვალი, მან გაიარ-გამოიარა, დადგა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, რომ უკეთესად დამკვირვებოდა, მითხრა: „ეს მშვენივრად გადგას ტანზე.“
„დიახ სერ,“ მე ვთქვი.
„უამრავი სივრცე აქვს ზევით,“   მან თქვა.
„დიახ, სერ“ მე ვუპასუხე.
„და ლამაზი და კომფორტულია,“ მან თქვა
„დიახ სერ,“ მე მივუგე.
შემდეგ რაღაც გიჟური მიზეზით, ეს ალბათ ტრადიცია იყო, რომ შარვლები გადაცემულიყო ხელიდან ხელში ერთი თაობიდან მეორეს, ბიძაჩემი იყო ერთობ მოძრაობაში მოსული და ჩამომართვა ხელი, ფერი გაუმკრთალდა სიამოვნებისა და აღტაცებისაგან და შეიქნა უკიდურესად უუნარო, რომ წარმოეთქვა ერთი სიტყვაც კი, მან დატოვა სახლი როგორც კაცმა, რომელიც ტოვებს რაღაცა ისეთს, გულში ჩამწვდომს, რომელთანაც ახლოს ყოფნას ვეღარ უძლებს. ამდროს მე შევუდექი მცდელობას რომ განმესაზღვრა, შევძლებდი თუარა ერთი მიმართულებიდან მეორეზე ყურადღების გადატანას შარვლებთან დაკავშირებით. ეს ასე იყო, მე შემეძლო სიარული შარვლებით, ამდროს კი მეტნაკლებად თავი ვიგრძენი დაძაბულად, ახლა შესაძლებელი იყო მოძრაობაში მოსვლა, მე არ ვგრძნობდი უსაფრთხოებას, მაგრამ ვიცოდი რომ ვიყავი დაცული ერთი მხრივ, და ვიცოდი რომ ადგილიდან უნდა დავძრულიყავი და პრაქტიკულად მჯეროდა რომ შევძლებდი მოძრაობას სწრაფად. ეს იყო წმინდა შეგუების მომენტი, ალბათ მექნებოდა რამოდენიმე თვეს გაუცხოების შეგრძნება, მაგრამ მჯეროდა, რომ დროთა განმავლობაში შემეძლებოდა მოძრაობა ამსამყაროში წინდახედულად, მკვეთრი ეფექტურობით.
მე მეცვა ბიძაჩემის შარვლები მრავალი თვის მანძილზე და ეს იყო ყველაზე გაუხარელი თვეები ჩემს ცხოვრებაში, რატომ? იმიტომ რომ ვილვეტის შარვლები დროებით იყო სტილიური, ხოლო ერთი თვის შემდეგ კალიფორნიაში შემოვიდა ესპანური რენესანსი და ესპანური ვილვეტის შარვლები გახდა მოდური. ისინი იყო  დაკლოტილი, გახეხილი, ბოლოებში წითელი ხაზი გასდევდა და უმეტეს შემთხვევებში მისი გარშემოწერილობა იყო ხუთი ინჩი და ზოგიერთ შემთხვევაში პატარა მორთულობები (დეკორაციები) გასდევდა წელის ირგვლივ. თოთხმეტი წლის ასაკის ბიჭუნები ამ სტილის ვილვეტის შარვლებში იყვნენ გამოწყობილნი, ისინი ითვლებოდნენ ბიჭებად, რომლებიც არამხოლოდ გრძნობდნენ უსაფრთხოებას და კომფორტს, არამედ იცოდნენ რომ გამოიყურებოდნენ სტილიურად, მაშასადამე, შეეძლოთ გაეკეთებინათ ნებისმიერი სახალისო და გულკეთილი საქმეები, როგორიცაა გოგონებზე უკან გამოდევნება, მათთან საუბარი და სხვა დანარჩენი. რაც მე არ შემეძლო, მიფიქრია, რომ ჩემთვის ახლა კარგი იქნება რაღაცნაირად ნაღვლიანად მივუბრუნდე ისევ შოპენჰაუერს და დავიწყო აბუჩად აგდება ქალებისა, ხოლო შემდეგ კაცების, ბავშვების, ხარების, ცხენების და ტყის სხვა მხეცებისა და თევზებისაც.
რა არის ცხოვრება? მე კითხვას ვსვამდი. რა ჰგონიათ მათ, რომ არიან, მხოლოდ იმიტომ წარმოადგენენ რამეს, რომ აცვიათ გახეხილი ვილვეტის შარვლები? მათ წაუკითხავთ განა შოპენჰაუერი? არა. მათ იციან განა რომ არსებობს ღმერთი? არა. ოდესმე თუ დაეჭვებულან იმაში, რომ სიყვარული არის ყველაზე მოსაბეზრებელი თავგადასავალი ამქვეყნად? არა. ისინი არიან უცოდინრები ამ ყველაფრისა. ისინი ატარებენ მშვენიერ ვილვეტის შარვლებს, თუმცა კი არიან დაბრმავებულნი უმეცრებისაგან. მათ არ იციან რომ ეს ყველაფერი ცარიელი მასხრობაა და ისინი არიან მსხვერპლნი ამ საზიზღარი მასხრობისა, მე დავცინოდი ამ ყველაფერს მწარედ.
დროდადრო ან მავიწყდებოდა თუ რა ვიცოდი წარსულში, თუ რა მესწავლა შოპენჰაუერისაგან ყველაფრის შესახებ, ყოველგვარი უბრალოებით, ყოველგვარი ღრმა ფილოსოფიური აზრების გარეშე, ან სხვა შემთხვევაში, მე გავრბოდი გოგოების მდევრად, ვგრძნობდი რა სრულ სიხარულსა და უდარდელობას, მხოლოდ იმის მიზეზით, რომ აღმომეჩინა თუ როგორ დავცინოდი მათ, ეს იყო ბიძაჩემის შარვლები. ის არ იყო ის შარვალი, რომლითაც მე შევძლებდი გოგოებზე დევნას. ის იყო უიღბლო, ტრაგიკული, მელანქოლიური შარვალი და მისი ტარება მისით შემოსილი გოგოებზე გამოდევნება იყო ძალიან კომიკური საქმე სახილველად და ძალიან ტრაგიკული საკეთებლად.
მე დავიწყე დაზოგვა თითოეული პენნის, ნიკელის და ათცენტიანის, რომელთაც მოვიგდებდი ხელში, დავიწყე ჩემი დროისათვის თვალყურის დევნება, ერთ დღეს უცილობლად წავიდოდი მაღაზიაში და ვეტყოდი გამყიდველს, რომ მსურდა მეყიდა ერთი წყვილი ესპანური გახეხილი შარვლები, ფასს არ ჰქონდა მნიშვნელობა.
ერთმა სევდიანმა წელიწადმა გაიარა, წელიწადი რომელიც სავსე იყო ფილოსოფიითა და ადამიანთა სიძულვილით.
მე ისევ ვზოგავდი თითოეულ პენნს, ნიკელს და ათცენტიანს, ეს ნიშნავდა რომ ერთ დღესაც მექნებოდა ჩემი საკუთარი წყვილი შარვლები, ესპანური სტილისა. მისით მე მოვიპოვებდი სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, და ამავე დროს იმ სამოსელს, რომელშიც მამაკაცი ყოველ მიზეზს გარეშე იქნებოდა ბედნიერი და უდარდელი.
კეთილი, მე დავზოგე საკმარისი ფული ამისათვის, ჩავედი მაღაზიაში მშვენივრად და ვიყიდე ერთი წყვილი ესპანური სტილის გახეხილი ვილვეტის შარვალი, თუმცა ერთი თვის შემდეგ, როცა სკოლა დაიწყო და წავედი, მე ვიყავი ის ერთადერთი ბიჭი სკოლაში ამ მოცემულ სტილში შემოსილი. ჩანდა რომ ესპანური რენესანსი დასრულებულიყო, ახალი სტილის ვილვეტის შარვლები იყო ძალიან კონსერვატიული, არა გახეხილი სტილის, არა ხუთინჩიანი გარშემოწერილობით, არა მორთულობებით, არამედ უბრალოდ ეს იყო ჩვეულებრივი ვილვეტის შარვლები.
როგორ შეიძლება მეგრძნო თავი მხიარულად და უზრუნველად, როცა არ გამოვიყურებოდი სინამდვილეში ასეთად, და ამ ფიქრმა უფრო უარესად გამხადა, რადგან ჩემი შარვალი გამოიყურებოდა მხიარულად და უდარდელად; ჩემი საკუთარი შარვლები, რომელიც მე ვიყიდე. ის ზუსტად ასე გამოიყურებოდა: ეს იმას ნიშნავდა, და მერე მეც ასე ჩავთვალე, რომ ყველაფერში მეც ისე უნდა გამოვჩნდე, როგორც ეს შარვალია – მხიარული და უდარდელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერასოდეს ჩავჯდები ამ სამყაროს წესრიგში. მე არ შემეძლო წავსულიყავი სკოლაში ასეთი შარვლებით, ვერ ვიქნებოდი მხიარული და უდარდელი, მაგრამ როგორც ჩანს, გადავწყვიტე ვყოფილიყავი მხიარული და უდარდელი, მე ვიყავი ძალიან ფრთხილი და დაკვირვებული, მიყურადებული ვიყავი რა თითეულ ხელსაყრელ მომენტს, ვიცინოდი ძალიან ხშირად და აღმოვაჩინე, რომ იმდროს არასოდეს იცინოდნენ ჩემთან ერთად.

ეს იყო წამება ყველაზე უარეს ფორმაში, ასე რომ მე მივატოვე სკოლა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მაინც ვერ გავხდებოდი ფილოსოფოსი, მთელი პრობლემა მხოლოდ ესპანური სტილის გახეხილ ვილვეტის შარვლებში იყო.

суббота, 10 января 2015 г.

ფორთოხლები

ავტორი: ვ. საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა: ზ. ბერაძემ)

მათ უთხრეს მას: „დადექი კუთხეში ორი დიდი ფორთოხლით ხელში, და როდესაც ავტომობილი გვერდით ჩაგივლის, გაუღიმე და მიაწოდე ფორთოხლები, თუ მათ უნდათ ცალობით, თითეული ხუთ ცენტად!“ ბიძამისმა ჯეკმა უთხრა, „სამი ცალი ათ ცენტად, ოცდათხუთმეტი ცენტი დუჟინში.“ გაიღიმე ფართოდ“, მან უთხრა. „შენ შეგიძლია გაიღიმო, განა არა ლუკ? ისეთ სარფას ნახულობ, უნდა გეღიმებოდეს, ცოტა მაინც, განა არა?“
იგი ცდილობდა ძალიან ძლიერად რომ გაეღიმა, ხოლო ბიძამისმა ჯეკმა მიიღო საშინელი სახე, ამით იგი მიხვდა რომ მას ცუდი ღიმილი ჰქონდა, სურდა ისე ხმამაღლა გაეცინა, როგორც სხვა ხალხი იცინოდა, ოღონდ ისინი აღარ იყვნენ ისე შეშინებულები, როგორც იგი იყო, და მას თავში ყველაფერი თავდაყირა ჰქონდა.
„მე არასოდეს მინახავს ასეთი სერიოზული ბიჭი ჩემს სიცოცხლეში,“ ბიძამისმა ჯეკმა თქვა, „ლუკ“, მან უთხრა, ბიძამისი ჩაიკუზა, ასე რომ მისი თავი ბიჭის თავს გაუთანაბრდა სიმაღლეში, ამგვარად, მას შეეძლო მისთვის თვალებში ყურება, თან ელაპარაკებოდა. „ლუკ“, მან უთხრა, „ისინი არ იყიდიან ფორთოხლებს თუ შენ არ გაუღიმებ, ხალხს უყვარს დანახვა, თუ როგორ იღიმის პატარა ბიჭუნა, რომელიც ფორთოხლებს ყიდის, ეს მათ სიხარულს ანიჭებს.“
ბიჭი ისმენდა, რასაც ბიძამისი ელაპარაკებოდა, უყურებდა მას თვალებში და მან გაიგო ეს სიტყვები. რასაც ბიჭი განიცდიდა და გრძნობდა ეს იყო, რომ ბიძამისი ჯეკიც არეული იყო აგრეთვე, მან დაინახა თუარა ვიღაც კაცი, ფეხზე ადგა და გააგონა მას თავისი ვიშვიში, ზუსტად ისე, როგორც მამამისი შვებოდა ამას.
„ლუკ“, ბიძამისმა ჯეკმა უთხრა, „ზოგჯერ შენ შეგიძლია გაიცინო, განა არა?“
„მას ნუ მიმართავ!“ თქვა ჯეკის ცოლმა, „შენ რომ ასეთი მშიშარა არ ყოფილიყავი, მაშინ თვითონ შეძლებდი იმ ფორთოხლების გაყიდვას, შენ ეკუთვნი იმავე ადგილს, რასაც შენი ძმა, მიწაში მკვდარო!“ მან უთხრა.
ეს სიტყვები იყო ის ძლიერი ბიძგი, რამაც ბიჭუნა გააღიმა, ის მეთოდი, როგორც ეს ქალი სულ საუბრობდა, არა მხოლოდ სიტყვები, არამედ მისი ხმის ტონალობაც იყო ის, რაც ყოველთვის წამოაგდებდა ადგილიდან ბიძამის ჯეკს; როგორ უნდა მოლოდებოდა ქალი მისგან გაღიმებას, ან ეგრძნო თავი კარგად, როცა ქალი ყოველთვის ეუბნებოდა მათ, რომ არ იყვნენ კარგები, რომ მთელი ოჯახი ცუდი იყო.
ჯეკი იყო ბიჭუნას მამის უმცროსი ძმა, და ჯეკი გამოიყურებოდა როგორც მამამისი. რა თქმა უნდა, დიასახლისი ქალბატონი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მამამისი უკეთესია რომ მკვდარია, რადგან სიცოცხლეში კარგად ვერ ჰყიდდა პროდუქტებს. ქალი ყოველთვის უჩიჩინებდა ჯეკს: „ეს ამერიკაა, უნდა მიდგე-მოდგე, გაეცნო ხალხს და შენს წრეში შემოიყვანო ისინი და შენნაირად უნდა აქციო.“ და ჯეკი ყოველთვის პასუხობდა: „გადავაქციო ისინი ისეთად, როგორიც მე ვარ? როგორ შემიძლია ვაქციო ისინი ჩემნაირად, “ ცოლი ყოველთვის ამაზე ღონდებოდა და ეტყოდა: „ოჰ შე სულელო, რომ არ მყავდეს ეს ბავშვი მუცელში, წავიდოდი და ვიმუშავებდი როზენბერგებთან და ბავშვივით გარჩენდი შენ.“ ჯეკს ჰქონდა ისეთივე განწირული მზერა, როგორც მამამისს ჰქონდა და იგი ყოველთვის ბრაზდებოდა საკუთარ თავზე და უნდოდა რომ სხვა ხალხი ყოფილიყო ბედნიერი, ჯეკი ყოველთვის თხოვდა მას რომ გაეღიმა.
„კეთილი“ ჯეკმა თქვა, „კარგი, კარგი, კარგი, მომკალი, გადამიყვანე ჭკუიდან, უდავოდ. მე მართლაც მკვდარი უნდა ვიყო ახლა, ათი ყუთი ფორთოხალი და ერთი პენიც კი არაა ოჯახში და არაფერი გვაქვს, რომ ვჭამოთ, ნეტავი მკვდარი ვიყო, ახლა უნდა ვიდგე ქუჩაში და მეჭიროს ხელთ ფორთოხლები? ალბათ ახლა უნდა ვიშოვო ვაგონი ფორთოხალი და პირდაპირ ქუჩებში უნდა დავიარებოდე? ნეტა ახლა მკვდარი ვიყო.“ მან თქვა.
შემდეგ ჯეკმა დაჭიმა სახის კუნთები, ისე მოწყენილად იყურებოდა, თითქოს არავინ იყო ამქვეყნად მასზე უბედური, თვითონაც კი, და სურდა რომ არ ეტირა, იმიტომ რომ ჯეკი იყო ფრიად მოწყენილი, გარდა ამისა, ჯეკის მეუღლე უფრო გაღიზიანებული იყო ახლა, ვიდრე ოდესმე, და ქალი ტიროდა ისეთნაირად, როგორც ეს მას ჩვეოდა, ამდროს მან ნამდვილად იგრძნო მწუხარება და იგრძნო, თუ რა საშინელი იყო ყველაფერი, რადგანაც მისი ცოლი არ ტიროდა დარდისაგან, არამედ ტიროდა ბრაზისაგან, შეახსენებდა რა ჯეკს ყველა ვალდებულებას და ყველა იმ დუხჭირ დროებას, რაც მან გამოიარა მასთან ერთად და ყველა საჭიროებას შეახსენებდა ბავშვის თაობაზე, რომელიც მუცელში ჰყავდა და დღეს თუ ხვალ დაიბადებოდა, ქალი ამბობდა: „რისთვის, რა ბედენაა, კიდევ ერთი სულელი ამქვეყნად?“
იატაკზე ერთი ყუთი ფორთოხალი იდო, ქალმა ორი მათგანი ხელში აიღო, ტიროდა რა და თქვა: „არ არის ცეცხლი ღუმელში, ნოემბერში, ყველა ჩვენთაგანი ვიყინებით; წესით, სახლი უნდა იყოს ახლა სავსე ხორცის სუნით, აქა.“ იგი ყვიროდა. „ჭამე, ჭამე შენი ფორთოხლები, ჭამე, სანამ არ მოკვდები.“ იგი ყვიროდა და ყვიროდა. ჯეკი საკმაოდ მოწყენილი იყო იმისათვის, რომ ესაუბრა. იგი დაჯდა და დაიწყო წინ და უკან ქანაობა, გიჟივით იყურებოდა, მათ თხოვეს მას რომ გაეცინა, ჯეკის ცოლი გადიოდა და შემოდიოდა ოთახში, ხელში ეკავა ფორთოხლები, გაჰკიოდა და თან ლაპარაკობდა ბავშვზე, რომელიც მუცელში ჰყავდა.
ცოტა ხანში მან შეწყვიტა ტირილი.
„ახლა მიიყვანე იგი ქუჩის იმ კუთხეში,“ მან თქვა, „და ნახავ თუ იგი არ მოიხვეჭს ცოტა ფულს.“
ჯეკი დაყრუებულს ჰგავდა, ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ბუკიოტი, მას თავიც კი არ აუწევია ზევით, ასე რომ ქალმა ისევ დაიყვირა:
„მიიყვანე იგი იმ კუთხეში, თხოვე მას რომ გაუღიმოს ხალხს, ამითი ჩვენ პურს შევჭამთ.“
რა აზრი აქვს იყო ცოცხალი, როცა ყველაფერი ყარს და არავინ იცის რა გააკეთონ? რა აზრი აქვს სკოლაში სიარულს, არითმეტიკის შესწავლას, ლექსების კითხვას, ბადრიჯნების ხატვას და ყველაფერი ამდაგვარი საქმეების კეთებას? რა აზრი აქვს ჯდომას ცივ ოთახში, ვიდრე არ მოვა ძილის დრო, და იმის მოსმენას რა აზრი აქვს, თუ როგორ ჩხუბობენ მუდმივად ჯეკი და მისი ცოლი ერთმანეთში, რა აზრი აქვს ამ დროს წახვიდე დასაძინებლად და იქ იტირო, გაიღვიძო დილით და უყურო მოღუშულ ზეცას, იგრძნო ცივი ჰაერი და სხეულის კანკალი, იარო სკოლაში და ჭამო ფორთოხლები სამხარზე, პურის მაგივრად?
ჯეკი წამოხტა და დაუწყო ყვირილი თავის ცოლს, მან თქვა რომ იგი მოკლავდა მას და შემდეგ გულში გაუყრიდა დანას, ასე რომ იგი ყვიროდა უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე და შემოახია მას კაბა, ასე რომ ქალი იყო შიშველი, ვიდრე წელამდე და მან თქვა: „კეთილი, საუკეთესო ჩვენთაგანნი უკვე მკვდარია, მომკალი მე.“ მაგრამ ჯეკმა თავისი მკლავები მას გადახვია და გაიყვანა სხვა ოთახში, იგი ისმენდა მის ტირილს, აკოცა მას და უთხრა, რომ იგი იყო ისევ ბავშვი, ძალიან დიდი ბავშვი, მას სჭირდებოდა იგი, როგორც დედა.
ის იდგა კუთხეში და ეს ყველაფერი მოხდა სწრაფად, მას არც კი შეუმჩნევია თუ როგორ დაიღალა, ასე რომ იგი იყო ძალიან დაღლილი და მოშიებული, ასე რომ ის დაჯდა. „რა აზრი აქვს იყო ცოცხალი, თუ შენ სულ მარტო ხარ ამქვეყნად, და არც დედაა და არც მამა და არც არავინ, ვისაც ეყვარები.“ მას უნდოდა რომ ეტირა, მაგრამ რა სარგებლობა ჰქონდა ტირილს, როცა ამას არ მოჰყვებოდა რამე კარგი არანაირად.
ცოტა ხანში ჯეკი ოთახიდან გამოვიდა და იგი ცდილობდა რომ გაეღიმა.
„ყველაფერი რისი კეთებაც შენ გიწევს,“ მან თქვა, „რომ ხელში გეჭიროს ორი დიდი ფორთოხალი და გაუწოდო ისინი ხალხს, როცა ჩაგივლიან გვერდით თავისი ავტომობილებით და გაუღიმო მათ. შენ გაყიდი მთელ ყუთ ფორთოხალს დროზე ადრე, ლუკ.“
მე გავიღიმებ“, მან თქვა, „თითოს გავყიდი ხუთ ცენტად, სამს ათ ცენტად, ოცდათხუთმეტ ცენტად დუჟინს.“
„აი სულ ეს არის“, თქვა ჯეკმა.
ჯეკმა აიღო იატაკიდან ფორთოხლების ერთი ყუთი და დაიწყო გასვლა უკანა კარიდან.
ძალიან მოწყენილობა იდგა ქუჩაში, ჯეკს ხელში ეჭირა ფორთოხლების ერთი ყუთი, ოჯახის წევრები მოჰყვებოდნენ ჯეკს გვერდით, ბიჭი უსმენდა ჯეკს, რომელიც ეუბნებოდა მას რომ ფართოდ გაეღიმა. ცა იყო მოღუშული და არ იყო ფოთლები ხეებზე, ქუჩა კი მოწყენილი ჩანდა და ეს იყო ძალიან სახალისო, ფორთოხლების სურნელი იდგა ირგვლივ – სუფთა და კარგი, ისინი გამოიყურებოდნენ ერთობ ლამაზად და ეს იყო ფრიად სახალისო. ფორთოხლები გამოიყურებოდნენ ძალიან ლამაზად, მისი პატრონები კი იყვნენ ასე მოწყენილნი.
ეს იყო ვენტურის შესახვევის კუთხე, სადაც მთელი ავტომობილები მიდი-მოდიოდნენ და ჯეკმა დადო ყუთი ტროტუარზე.
„იგი ჩანს საკმაოდ კარგად პატარა ბიჭთან შედარებით“, მან თქვა, „მე უნდა დავბრუნდე უკან სახლში, ლუკ.“
ჯეკი ისევ ჩაიცუცქა და შეხედა მას თვალებში, „შენ არა ხარ შეშინებული, ხომ არა ლუკ?!..  მე დავბრუნდები უკან სანამ შებინდდებოდეს, ბინდი არ იქნება ჯერ მაინც ორ საათს, თავი იგრძენი მხიარულად და გაუღიმე ხალხს.“
„გავუღიმებ“ მან თქვა.
შემდეგ ჯეკი ადგილიდან წამოხტა, თითქოს მას ადგომა სხვანაირად არ შეეძლო, რომ არ წამომხტარიყო ისე, ამგვარად ის ჩქარი ნაბიჯებით ჩაუყვა ქუჩას, გადიოდა გზას სწრაფად, ეჩვენებოდა ეს სამყარო მოსაწყენად: „ხუთი ცენტი ერთ ცალში, სამი ცალი ათ ცენტად, ოცდათხუთმეტი ცენტი დუჟინში“.
მან აიღო ორი ყველაზე დიდი ფორთოხალი და დაიჭირა ისინი მარჯვენა ხელში, მეორე მკლავი თავის ქვეშ შემოიდო, ეს არ ჩანდა სწორ პოზად, ეს ჩანდა მოსაწყენად. რა სარფა აქვს, რომ გეჭიროს ორი დიდი ფორთოხალი ცალ ხელში და ამოდებული გქონდეს მეორე ხელი თავქვეშ და ემზადებოდე იმისათვის, რომ გაუღიმო ხალხს, რომლებიც ჩაგივლიან გვერდით ავტომობილებით.
ჩანდა დიდი ხანი იყო გასული, რაც მან დაინახა რომ ერთი ავტომობილი ქუჩიდან ამოდიოდა ზევით, ზუსტად მისი მიმართულებით, როცა ის ახლოს მოვიდა, ბიჭმა დაინახა რომ იქ იჯდა კაცი, რომელიც მანქანას მართავდა და ქალბატონი ორი ბავშვით უკან იყო მოთავსებული, მან გაუღიმა მათ ძალიან ფართოდ, როცა ისინი ძალიან ახლოს მოვიდნენ; მაგრამ მათ პირი არ უჩანდათ ისე, რომ აპირებდნენ გაჩერებას, თუმცა ბიჭმა მიუშვირა ფორთოხლები მათკენ, და უფრო ახლოს მიიწია ქუჩის მხარეს. ბიჭმა დაინახა ძალიან ახლოდან მათი სახეები და გაუღიმა მათ ცოტათი უფრო მეტად, მას არ შეეძლო გაეღიმა ამაზე უფრო ძლიერად, რადგან ლოყები დაეღალა უკვე ამ ღიმილისაგან, ხალხი არც კი უჩერებდა მანქანებს და საპასუხოდაც კი არ უღიმოდნენ, პატარა გოგონამ ავტომობილში მას გაუკეთა ისეთი სახე, თითქოს მასზე ფიქრობდა რომ მისი პროდუქტი იყო იაფფასიანი... რა სარგებლობა მოაქვს იმას, რომ იდგე ქუჩის კუთხეში და ცდილობდე ფორთოხლების მიყიდვას იმ ხალხზე, რომლებიც სხვადასხვა სიფათს გიკერავენ, იმიტომ რომ შენ უღიმი მათ და მოითხოვ მათგან, რომ მოგიწონონ.
რა აზრი აქვს აიტკიო კუნთები ფორთოხლების დაჭერაში, მაინც ყოველთვის ასეა: ზოგიერთი ხალხი მდიდარია და ზოგი ღარიბი, მდიდრები ჭამენ და იცინიან, ხოლო ღარიბები ვერ ჭამენ და ყოველთვის იბრძვიან და ერთი სული აქვთ ერთმანეთი რომ დაჭამონ.
ბიჭმა ჩამოიღო ხელი თავქვეშიდან და შეწყვიტა ღიმილი, შეხედა რა ცეცხლსაქრობ შლანგს, ცეცხლსაქრობის მიღმა იყო არხი, არხის იქით სჩანდა ქუჩა, ვენტურის ქუჩა, და ქუჩის ორივე მხარეს იდგა სახლები და სახლებში იყო ხალხი, ხოლო ქუჩის ბოლოში იწყებოდა სოფელი, სადაც გაეშენებინათ ვენახი და ხეხილის ბაღები, იქვე იყო ღელეები და მდელობები, რის მიღმაც იყო მთები და მთებს მიღმა გაშენებული იყო უფრო დიდი ქალაქი, უფრო მეტი სახლებით, ქუჩებით და ხალხით. რა სარგებლობა ჰქონდა ყოფილიყავი იმ ქვეყანაში, სადაც შეხედვაც არ შეგეძლო ცეცხლსაქრობ ონკანზე, ისე რომ არ მოგნდომებოდა ტირილი?
ამჯერად სხვა ავტომობილი ამოდიოდა ზევით ქუჩაზე, ასე რომ ბიჭუნამ ასწია ხელი და ისევ დაიწყო გაღიმება, მაგრამ როცა მანქანამ ჩაუარა მას გვერდით, შენიშნა რომ იქიდან კაცი მას არც კი უყურებდა. ხუთ ცენტად ერთი ცალი, მათ უნდა ჭამონ ფორთოხლები, პურისა და ხორცის ჭამის შემდეგ მათ აუცილებლად უნდა მიირთვან ფორთოხლები. გაფრცქვენით ის და კარგ სურნელს დააყენებს ირგვლივ, მერე კი შეჭამეთ. წესით მათ უნდა გააჩერონ თავიანთი ავტომობილები და იყიდონ სამი ცალი ათ ცენტად.
შემდეგ სხვა ავტომობილმა ჩაიარა მის გვერდზე, სანამ ბიჭი იღიმებოდა და ხელებს იშვერდა, მაგრამ ხალხი მხოლოდ შეხედავდა მას და სულ ეს იყო. თუ ისინიც ღიმილითვე უპასუხებდნენ ბიჭს, ეს არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ მხოლოდ ჩაუვლიდნენ მას გვერდით და არ იყო არანაირი ღიმილი. უამრავმა მანქანამ ჩაუარა გვერდით და უშედეგოდ, როგორც ჩანს ის უნდა დამჯდარიყო ძირს, შეეწყვიტა ღიმილი და უნდა ეტირა, რადგანაც ეს მდგომარეობა იყო საშინელება. მათ არ უნდოდათ არანაირი ფორთოხალი და არც უნდოდათ დანახვა ღიმილისა მის სახეზე.
ისეთი მეთოდით გაღიმება არ იყო მათთვის მოსაწონი, როგორზეც ბიძამისმა ჯეკმა უთხრა მას რომ სასარგებლო იქნებოდა. ხალხმა უბრალოდ დაინახა ის და მეტი არაფერი მოუმოქმედიათ სხვა.
უკვე საკმაოდ ჩამობნელდა და ბიჭუნა რაზეც ღელავდა, ის იყო რომ მთელი სამყარო დანთქმულიყო დაუსრულებელ ბნელში, იგი საკუთარ თავში უშვებდა იმას, რომ აქ უნდა იდგეს კიდევ კარგა ხანს ხელებაწეული და იღიმებოდეს, ვიდრე სამყაროს დასასრულამდე. იგი უბრალოდ მიხვდა რომ დაბადებული იყო მხოლოდ იმისათვის რომ ემუშავა, რომ მდგარიყო ასე უბრალოდ ქუჩის კუთხეში, მიეწოდებინა ფორთოხლები ხალხისათვის და გაეღიმა მათთვის, ისე რომ დიდი ცრემლის კურცხალი მოსდენოდა ლოყებზე და ასე გაგრძელებულიყო სულ, ვიდრე სამყაროს დასასრულამდე. ყველაფერი იყო შავბნელი და ცარიელი, ბიჭს უწევდა იქ დგომა და ღიმილი, ვიდრე ლოყების ატკივებამდე და უწევდა ტირილი, იმის გამო რომ ხალხმა არც კი გაუღიმა მას საპასუხოდ, და რაც მას ახლა აღელვებდა, ეს იყო რომ მთელი სამყარო უბრალოდ ჩაინთქმებოდა წყვდიადში და დასასრულში. ხოლო ჯეკი მოკვდებოდა და მისი ცოლიც მოკვდებოდა; მთელი ეს ქუჩები, სახლები, ხალხი, მდინარეები, მინდვრები, ბორცვები და ცა, ყველაფერი დასრულდებოდა და გაქრებოდა, და არსად აქ არავინ დარჩებოდა, ერთი კაციც კი, იქნებოდა ცარიელი ქუჩა, ჩაბნელებული ფანჯრები, მიკეტილი კარები, არავითარი სულიერი ირგვლივ არ რჩებოდა, ყველაფერი მისთვის დასრულებული ჩანდა, რადგან ამ ხალხს აღარ უნდოდა რომ ეყიდათ მისი ფორთოხლები, და არც კი უღიმოდნენ მას საპასუხოდ. ასეთნაირად, მისთვის ჩანდა, რომ ახლა მთელი სამყარო უნდა გამქრალიყო და დასრულებულიყო.

понедельник, 29 декабря 2014 г.

მსოფლიოს ჩემპიონი ლიფტიორი ოპერატორი
(ავტორი: ვ. საროიანი)
(ინგლისურიდან თარგმნა: ზ. ბერაძემ)

უფალო ღმერთო, რა გამართულად შეეძლო მას ლიფტის გაჩერება სასურველ სართულზე, კარის გაღება, მგზავრის გამოყვანა, კარის დაკეტვა და ასვლა ზედა სართულზე, ყველა პატარა დეტალი ზედმიწევნით ჰქონდა გათვლილი, გაწერილი; მისი ხასიათის შემადგენელი ნაწილები იყო სიკეთე, თავდაჭერილობა, ხელგაშლილობა და ბუნებრივი გულკეთილობა, მას ჰქონდა ჩვეული მეთოდი - ეს იყო ხელის ჩატანება შიგნიდან მიჯახუნებულ კარზე, სხვა მეთოდი იყო თავის დაკვრა, ნაწილობრივ მგზავრის წონადობის გათვალისწინებით, გამორჩევით იმისა, ეს იყო სტომატოლოგი თუ ადვოკატი, ექიმი მოროუ თუ ვილლ კოლინეტი, და ნაწილობრივ შესრულების სილამაზის აღქმითაც, ეს იქნებოდა ოსტატობა, სიზუსტე, მიმზიდველობა თუ ბუნებრიობა.
საშინელი რითმის შეგრძნებაა.
ყველას უკვირდა ის მეთოდი, რომლითაც იგი ახერხებდა და იმორჩილებდა ლიფტს, თითქმის ყველა კაცი ნებისმიერი წონადობისა ერთხელ მაინც მჯდარა მისი ლიფტის მანქანაში და ყურადღება გაუმახვილებია იმ გასაოცარი მეთოდისთვის, რომლითაც იგი აჩერებდა ლიფტს, იმორჩილებდა მას მშვიდად, ჯდებოდა ფრთხილად, მანქანა ირწეოდა ზევით-ქვევით რბილად, განსაკუთრებით ეს ხდებოდა ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელოდა და იყო სიწყნარე და ადამიანს შეეძლო ეოცნება გარკვევით. დიდი ადამიანები, ისეთი როგორიც იყო სახელმწიფო მოსამართლე, ღიად თაყვანს სცემდა მის ტალანტს.
„ელმერ“, მოსამართლემ უთხრა მას ერთ დღეს, „მე საერთოდ არ ვიქნები გაოცებული, თუ შენ ხარ საუკეთესო ლიფტიორი ოპერატორი ქალაქში.“
ელმერს არასოდეს ბეზრდებოდა იმის შეხსენება, თუ როგორ ასრულებდა ის თავის სამუშაოს, იგი უბრალოდ ასრულებდა მას, და ყველა ემადლიერებოდა ამისათვის. იგი არ ფიქრობდა იმაზე, ერთ მეთოდს გამოიყენებდა თუ მეორეს, მხოლოდ ოცნებობდა მთელი დღის მანძილზე და მერე მიდიოდა სახლში. მაგრამ როცა მოსამართლე ეტყოდა მას იმას, რაც ადრე უთხრა, ელმერი მაშინ ფიქრს მიეცემოდა.
„უფალო ღმერთო,“ იგი ფიქრობდა, „ვვარაუდობ, რომ უმაღლესი სკოლის კურსი მე არ დამიხურავს სრულებითაც კი.“
მას ნამდვილად არ გაუვლია ძნელი გაკვეთილები და მაინც მიიღო კარგი ნიშნები არაფრის გამო. შესაძლოა მან არ იცოდა ამის შესახებ, თუმცა შესაძლოა რაღაცნაირად იგი იყო ახალი სიტყვა ლიფტიორის სპეციალობის გზაზე. მან მიიღო იგივე ანაზღაურება, რაც ელვინ ჰილმა, რომელიც უკვე ორმოცდაათს მიღწეული იყო, რომელსაც ყოველთვის დაღლილი და პირქუში გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა იგი თვლიდა, რომ იყო უკეთესი ლიფტიორ-ოპერატორი, ვიდრე მოხუცი ჰილი, ყველაზე მცირე მასთან თანაფარდობაში, და სულ რასაც იგი ხელფასად იღებდა იყო თხუთმეტი დოლარი კვირაში, ნუ ამას არა უშავს, მას დასაფარი ჰქონდა შემდეგი ხარჯები - იჯარა, საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, კვირა დღის გაზეთი, რადიო და ყველა გადასახადი დაფარული ჰქონდა, ამას გამოკლებული იყო ხარჯები ავადმყოფობის შემთხვევაში, ისეთი ავადმყოფობის შემთხვევაში, როცა მერი, მისი ერთადერთი შვილი, რომელიც თექვსმეტი თვის იყო და წაიყვანეს საავადმყოფოში, გარდაიცვალა. ამგვარად, დაკრძალვის ხარჯები, უფალო ღმერთო, და სხვა დანარჩენი. იგი ჩვეულებრივ იხდიდა ორმოცდაათ ცენტს კვირაში მიწისათვის სასაფლაოზე. გამოდიოდა და თვითონაც ასე თვლიდა, რომ მას უნდა ეხადა ეს მიწის გადასახადი სიკვდილამდე და საბოლოოდ ეს პერიოდი იყო ორმოცდაათი წელი. იგი იყო 29 წლის და მამამისი გარდაიცვალა ოთხმოცდაშვიდი წლის ასაკში, ბაბუამისი ოთხმოცდათორმეტის, და მის ბებიებს ცოტა უკლდათ ას წლამდე. ვერავინ ვერასოდეს ხვდებოდა, თუ როგორ ინარჩუნებდა მისი მოხუცი მამა ასეთ ჯანის სიმრთელეს. ბილინგსში {ქალაქი მონტანას შტატში}, მათ სახლში ვერცერთი ბავშვი ვერ იგებდა იმას, რომ მათი მოხუცი მამა არცთუ ადვილად გაეკარებოდა სასმელს და დაკავდებოდა სწრაფი ცხოვრებით. ნათესავები უამრავ ფულსა და რჩევას იყენებდნენ ამ ძველი სახლის წესრიგში მოსაყვანად, რაც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში ხდებოდა, და ბავშვების დაიმედებაში.
„ყველა ეს ბავშვი შენია, ტომ?“ ისინი ეკითხებოდნენ, „თუ როგორ არის ესა?“
„ჩემი ბავშვებია?“ მისი მოხუცი მამა ეტყოდა მათ, „წადით აქედან თქვენი დიდი მანქანებით და სარკაზმული ლაპარაკებით, თერთმეტი ბიჭი და ექვსი გოგო ოჯახი არ არის.“
ამგვარად, ნამდვილად სარწმუნოა ის, რომ იქ იყო სხვა გოგონაც, რომელიც ორი წლისა იქნებოდა, როდესაც მამა გარდაეცვალა. ელმერს თვითონაც ახსოვდა თავისი უფროსი ძმა, რომელიც ორმოცი წლის იყო და ხუთი შვილი ჰყავდა, იგი ვერ გამოდიოდა გარეთ, ბილლინგსში, იმიტომ რომ მას ეშინოდა, მამა და დედა, ორივე ცდილობდნენ მის კარს გარეთ გაგდებას, მაგრამ სემი არ მიდიოდა, ტიროდა როგორც ბავშვი და მისი საკუთარი შვილები დასცინოდნენ ამაზე.
ეს იყო თითქმის ომამდე.
როდესაც სემი წავიდა საფრანგეთში, რომ გამხდარიყო ჯარისკაცი, ოჯახის წევრები არ თვლიდნენ რომ ეს ფაქტი იყო სასიამოვნო, და როდესაც იგი დაბრუნდა, ექვსი თვის შემდეგ შუბლზე ჭრილობით, ოჯახის წევრები იყვნენ ძლიერ შეშინებულები. სემი ებრძოდა გერმანელებს არაუმეტეს ერთი ღამისა, და გარბოდა იმ მიმართულებით, რომელიც ეჩვენებოდა რომ იყო მტრის მიმართულება. მან დაარტყა თავი იატაკს, ადგა და გაექანა მებუფეტისაკენ, რომელიც მოუტრიალდა და ჩაარტყა მას თავში ყავარჯენი, სემი მას მერე გამოცხადებული იქნა დაჭრილად (დემობილიზებულად), ასე თუ ისე, ჩაუტარეს ერთგვარი სახის შემოწმება საავადმყოფოში და გააგზავნეს სახლში. მას აღარ ახსოვდა ვინ იყო მისი მტერი, რომელ ქვეყანაში იბრძოდა და არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელი. „ჯორჯ ვაშინგტონი“, იგი ამბობდა, შვილები იყვნენ დაღონებულნი, როცა დაინახეს დიდი ჭრილობა მის შუბლზე.
ხოლო როდესაც მოქმედმა მოსამართლემ უთხრა მას ის, რაც უთხრა, ელმერი ფიქრებმა გაიტაცა, იგონებდა რა თავის წინაპრებს და ნათესავებს, ყველანი როგორი გამორჩეული ხალხი იყვნენ, გაახსენდა, თუ მის ძარღვებში როგორი სისხლი ჩქეფდა, მისი გვარის ხალხისთვის ბუნებრივი იყო ის, რომ ყოფილიყვნენ განსხვავებულები, და მან წარმოიდგინა, რომ მას შეეძლო შეჯიბრში გამოეწვია ყველა ლიფტიორ-ოპერატორი მთელი ქალაქის მასშტაბით. ამ შეჯიბრებაში შესატანი თანხა იყო ორმოცდაათი ცენტი და გამარჯვებული მიიღებდა მთელ ფულს, ათ პროცენტს საქველმოქმედო გზით. მოხუც ელვინ ჰილლს. რა თქმა უნდა, თავიდანვე არ მოსწონდა ეს იდეა და უნდოდა გაეგო, რა ჯანდაბაში უნდა გადაეყარა მას თავისი კარგი ფულები.
„კეთილი“, ელმერმა თქვა, „თუ შენ კმაყოფილი ხარ იმით, რომ ხარ პრეტენზიის მქონე, და არ იღებ შეჯიბრში მონაწილეობას, მაშინ რატომ არის ეს შენი პროფესია?“ ისინი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ მუშაობის პროცესში, ერთმანეთს უყვიროდნენ, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა ლიფტში მგზავრი არ ჰყავდათ. ასე ხდებოდა ხშირად, განსაკუთრებით ზაფხულში, თუმცა ლიფტებს გააჩნდათ თავიანთი განრიგი; ჰყავდათ მგზავრები თუ არ ჰყავდათ ისინი, ადიოდნენ ექვს სართულს მაღლა და ჩამოდიოდნენ ექვს სართულს დაბლა.
„ვის გაუგია ლიფტში დავა?“ მოხუცმა ჰილმა თქვა, „ვგონებ, რომ შენ თავი დაგიკარგავს, რა გგონია რომ ხარ, მფრინავი თუ რაა?“
„კეთილი“, თქვა ელმერმა, როცა ლიფტმა მესამე სართულს ჩაუარა, „მე ერთი შეხედვითაც უკეთესი ლიფტიორ-ოპერატორი ვარ, ვიდრე შენ ოდესმე ყოფილხარ ან შენი სათითაოდ ყველა შვილი ოდესმე ყოფილა.“
„თითეული“, ელმერმა ისევ გაიმეორა.
მაშინ სექტემბერი იყო და საკმაოდ ცხელოდა, ქალაქში ყველას ეძინა, ზოგი სკამზე იყო განრთხმული  და მაგიდაზე მიყრდნობილს ეძინა, მათ ერთი მგზავრის მეტი არ ჰყავდათ საათში, ელმერმა აიყვანა მოხუცი ქალბატონი ზევით, რომელიც მას ადრე არასოდეს ენახა, მან მიასწავლა ამ ქალბატონს გზა ვილ კოლინეტის იურიდიული ოფისისკენ, საიდანაც ის ჯერ კიდევ არ გამოსულიყო, ელმერმა წარმოიდგინა, რომ მათ ორივეს იქ ეძინათ მთელი შუადღის მანძილზე, ხოლო მოხუცმა ჰილმა აიყვანა კბილის ტკივილით შეწუხებული პატარა სომეხი ბავშვი ექიმი მოროუს უმტკივნეულოდ კბილის ამოღების ცენტრში, ის ოთახი არ იყო უფრო დიდი ვიდრე ერთი საკუჭნაო, რომელიც სავსე იყო მთელი გროვა დენის კაბელებით, რომელთაც შეეძლოთ ტკივილისაგან სიკვდილამდე მიეყვანათ ადამიანი.
ორმა ლიფტის მანქანამ ჩაიარა, ერთი ქვევით ჩადიოდა, მეორე კი ზევით, ერთის კარი გაიღო პირველ სართულზე, მეორესი კი სულ ზედა სართულზე, მათში ერთი მგზავრიც კი არ იჯდა, არც გამოძახების ზარი იყო, ასე რომ, სულ რითაც ისინი იყვნენ დაკავებული, ეს იყო მოძრაობაში ჰყოლოდათ თავიანთი მანქანები მუდმივად. ერთი ჩამოდიოდა ქვევით, რათა მოეძებნა ვინმე ისეთი, ვისაც არ ეძინა ქალაქში, მეორე ადიოდა ზევით უბრალოდ გასართობად, სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ რომ ამ მიზნით.
მოხუც ელვინ ჰილლს არ მოსწონდა ელმერის პოზიცია. ის იყო ერთობ გაცხარებული, მას ასე არასოდეს უგრძვნია თავი შერცხვენილად, იგი სულ ოცნებობდა ვილლ კოლინეტის პირადი მდივნის მშვენიერ, ჩასუქებულ ფეხებზე. სურვილი ჰქონდა რომ ის პირადად სადმე გამოეჭირა, სადაც იქნებოდა გარშემო სულ დიდი სიხალვათე, კეთილი, ეს იყო სიგიჟე და ამ აზრმა იგი ელმერზე გაანაწყენა და გულმოსული გახადა მასზე.
„შენ აწყევლინებ ჩემს ღმერთს ბავშვებს, რაღაც ამდაგვარი,“ მან თქვა, „ან კიდევ მე გავაჩერებ ჩემს ლიფტ-მანქანას და გაგიხეთქავ ცხვირ-პირს.“
ელმერი ვერ იტანდა გვერდით ჰყოლოდა ისეთი კაცი, ვინც არ იყო უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და ასეთ კაცს ესაუბრა მასთან ამგვარი ტონით, ასე რომ მან თქვა: „შენ დამარტყამ მე ცხვირ-პირში და მე კი გაგიხეთქავ თავს.“ ისინი გახდნენ უფრო გამოცოცხლებული, ვიდრე ოდესმე სხვა დროს წლის განმავლობაში, და სულ რაც მოხუც ელვინს უნდოდა – ვილლ კოლინეტის პირადი მდივანი და სულ რაც ელმერს უნდოდა ეს იყო – მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული, როგორც მთელ არე-მარეში საუკეთესო ლიფტიორ-ოპერატორი.
მოხუცმა ელვინმა გააჩერა თავისი ლიფტის მანქანა მეორე სართულზე, ხოლო ელმერმა მესამეზე. მოხუცმა ელვინმა გამოიწვია ელმერი, ჩამოსულიყო ერთი სართულით ქვევით და შეხვედროდა მას. ელვინმა წარმოსახვაში ორი დარტყმა წარმოიდგინა და თვალწინ დაიყენა ელმერის პათეტიკური ფიგურა, რომელიც უფრო ოცნებობდა ვილლ კოლინეტის მდივნის ფეხებზე და თავი მიაჩნდა საკმაოდ ახალგაზრდად რომ მოხვედრილიყო სან კუენტინში, სიყვარულისა და ვნებებისგან სიგიჟეების ჩასატარებლად. ელმერს მეორე ხელით უნდოდა რომ გაეგო, რატომ იყო ის ერთადერთი, ვინც დაამთავრა უმაღლესი სკოლის კურსი და ახლა კი უწევდა ჩასულიყო ქვედა სართულზე მოხუც ელვინთან შესახვედრად. მან ძალიან ზრდილობიანად იკითხა, თუ რატომ არ ამოვიდოდა მოხუცი ელვინი ზევით მესამე სართულზე და რატომ არ მიიღებდა შედეგად თავის გახეთქვას პირდაპირ მარცხენა ყურიდან.
„თავის გახეთქვა პირდაპირ?“ იკითხა მოხუცმა ელვინმა, „ეს შენ ხარ თუ კიდევ სხვა ვინმეა?“
„მხოლოდ მე ვარ“, თქვა ელმერმა, „და შენც იცი ეს“.
„სულ ეს არის რასაც შენ ფიქრობ?“ თქვა მოხუცმა ელვინმა. „ჩამოდი დაბლა და ვნახოთ რა მოხდება.“
ელმერს გაახსენდა მთელი ის ტანჯვა, რომელსაც განიცდიდა კარგი ქულების მისაღებად უმაღლეს სკოლაში, მთელი ის მტკივნეული პროცესი გადაწერისა და პასუხების წერისა თავის მანჟეტზე (სამაჯეზე) და ქაღალდის პატარა ნაგლეჯებზე და ამაზე ფიქრი მას ცეცხლს უგზნებდა, რომ ისეთი იგნორირებული კაცი, როგორიც იყო მოხუცი ელვინი ეუბნებოდა მას რომ ჩამოსულიყო დაბლა სართულზე და თავი შეეკლა მისთვის. ამგვარად, მან ჩაირბინა კიბეები, იმის მაგივრად რომ ჩამოსულიყო თავისი ლიფტ-მანქანით, ხოლო მოხუცი ელვინი დახვდა იქ, ყველაფერი წინასწარ იყო მომზადებული, რომ ნოკაუტში ჩაეგდოთ იგი. ელმერმა ველური დარტყმა განახორციელა მოხუც ელვინზე და დაჰკრა თავისი მუშტი კედელს, ხოლო მოხუცმა ელვინმა წიხლი ჰკრა ელმერს  და დაკარგა თავისი ფეხსაცმელი.
შემდეგ გამოძახების ზარი დაირეკა და მოხუცმა ელვინმა აამუშავა თავისი ლიფტ-მანქანა, იმიტომ რომ სჯეროდა, ეს იყო მისი მოვალეობა, რომ ეპასუხა ამ ზარისათვის. არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რა ხდებოდა, მხოლოდ ელმერი იდგა კარის წინ და მუშტი ჰქონდა მოღერებული, როგორც ჯონ ლ. სულლივანს, ან მსგავსად ვიღაც ისეთის, ვინც მასზე ორჯერ უკეთესია, ხოლო მოხუცმა ელვინმა თქვა: „ჩვენ ასე ძალიან გავხურდებით, ღმერთმა დალახვროს, გადი, გამეცალე გზიდან, თუარა ჩვენ ორივე ძალიან გავცხარდებით.“
მოხუცი ელვინი შეიქნა საშინლად ვილლ კოლინეტის მდივნის დაუფლების სურვილით, იმიტომ რომ ყველაფერი ჩანდა ერთობ სახიფათო და თუ ეს ჯონ ფოულერი იყო ვინც ზარს რეკდა, მაშინ მათ ნამდვილად ჯოჯოხეთურად შეახურებდნენ, იმიტომ რომ ჯონ ფოულერს ეკუთვნოდა ეს შენობა, იგი იყვანდა სამუშაოზე და ითხოვდა ხალხს და ვერ იტანდა ყველას, ვინც არ ასრულებდა თავის სამუშაოს კარგად.
ელმერი საკმაოდ კარგ განწყობაზე იყო იმისათვის, რომ მოხუცი ელვინი შესულიყო თავის ლიფტ-მანქანაში, იმიტომ რომ მან იცოდა, რომ მოხუცი ელვინი უკვე სიკვდილამდე იყო შეშინებული, და ამან უბიძგა ელმერს თავი ეგრძნო უფრო კარგად, ვიდრე მაშინ, როცა მოიგო შვიდი დოლარი ჩინური ლატარიის ბილეთში, და მას საერთოდ არ შეუჩერებია ფიქრი იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა, თუკი იგი ნამდვილად გაცხარდებოდა და მოხუც ელვინს არ შეუშვებდა ლიფტში, ანუ გამოძახებაზე გასვლის უფლებას აღარ მისცემდა.
მან უბრალოდ მოხუც ელვინს თვითმკვლელობა შესთავაზა, რომ არ მისცა მუშაობის ნება, ელვინმა დაუწყო ხვეწნა რომ გაეშვა იგი. გამოძახების ზარმა დუჟინობით დარეკა, იმ ხნის მანძილზე, რაც ელმერმა დაატრიალა თავისი მუშტები მის წინაშე, როგორც მსოფლიოს ჩემპიონმა ყველაფერში.
მან უკეთესად იგრძნო თავი, ვიდრე მაშინ როცა შეჭამა ორი სრული საზამთრო ერთი კვირის შუადღეს, როცა მისი ცოლი საავადმყოფოში იყო ბავშვთან, რომელიც გარდაეცვალათ.
შემდეგ მოხუცმა ელვინმა ნაბიჯები გადადგა, გაიფიქრა რომ ასულიყო მესამე სართულზე და ეპასუხა გამოძახების ზარისთვის ელმერის ლიფტ-კაბინაში, მაგრამ ელმერმა დაიჭირა იგი მარჯვენა ფეხით და მოხუცი ელვინი უკანვე, ელმერისკენ წაიქცა და უცებ ელმერმა უგონოდ ჩაარტყა თავი მოხუცი ელვინის თავს, მერე იმ შენობაში ორივეს ტკივილისაგან უნდოდა ფეხზე ადგომა, ორივეს უნდოდა ამ შენობის გარეთ მოხვედრა, ხოლო გამოძახების ზარები კი რეკავდნენ, ისე როგორც ეს იცის შობის ღამეს. ელმერი და მოხუცი ელვინი ქვეყნიური სამსახურისთვის მკვდრები იყვნენ და იღიმებოდნენ.
თავად ჯონ ფოულერმა გადმოასხა მთელი ვედრო წყალი ელმერისა და მოხუცი ელვინის თავზე, რითაც მათი ყურადღება მიიპყრო და მკაცრად ჰკითხა, თუ რა გიჟობას აეტანა ისინი. კეთილი, ელმერს უნდოდა აქ სიტყვა გადაეკრა თავის უმაღლეს სასკოლო განათლებაზე, მაგრამ ვერ შესძლო და მოხუცმა ელვინმა იცოდა, რომ იგი ვერ შეძლებდა რამე ინფორმაციის გაცემას თავისი საქმიანობის შესახებ ვილლ კოლინეტის მდივანთან ურთიერთობაში, ამგვარად, არცერთმა მათგანმა არაფერი თქვა.
საბოლოოდ ელმერმა დაიწყო ლაპარაკი, „მისტერ ფოულერ, თქვენ იცით, რომ მე დავამთავრე უმაღლესი სკოლა.“
„რაზე ლაპარაკობ?“ მისტერ ფოულერმა თქვა, „მე არაფერი ვიცი.“
ელმერმა თავი იგრძნო ათგზის უფრო ცუდად, იმის საპირისპიროდ, რამდენადაც თავი იგრძნო კარგად, მაშინ როდესაც მოხუცი ელვინი ქეჩოთი ეჭირა და მოღერებულ მუშტებს ცხვირწინ უტრიალებდა, და მას ვერ წარმოედგინა კიდევ რამის თქმა.
„მე ვთვლიდი, რომ კარგი იდეა იქნებოდა გვქონოდა ლიფტიორ-ოპერატორების  შეჯიბრება“ მან თქვა.
„რა ჯანდაბისთვის გვინდა?“ მისტერ ფოულერმა უპასუხა.
„იმიტომ რომ მე წარმომიდგენია, რომ ვარ საუკეთესო ლიფტიორ-ოპერატორი ქალაქში,“ ელმერმა თქვა. თუმცა მან იგრძნო თავი ყველაზე სულელურად, ვიდრე ოდესმე ეგრძნო, რადგანაც უმეტესობა ხანს იგი არ იყო ასეთ განწყობაზე, იგი ჩვეულებრივ თავაზიანობით და მორიდებით გამოირჩეოდა და არასოდეს საუბრობდა ასეთი აწეული ტონალობით.
„შენა ხარ საუკეთესო ლიფტიორ-ოპერატორი ქალაქში?!“ მისტერ ფოულერმა თქვა.  თუ ასეა, თავში ავარდნილი გქონია, არადა, შენ ყველაზე უარესი ხარ ქალაქში, ყველაზე და ყველაფერზე უარესი, რა ჯანდაბა გულისთქმა გიპყრობს, როცა ეჩხუბები მოხუც ელვინს?!“
ელმერმა იგრძნო ორი რამის კეთების საჭიროება: ან ყვირილი და ან მისტერ ფოულერისთვის თავში ჩარტყმა, მარცხენა ყურიდან პირდაპირ, ასე რომ მან ყვირილი დაიწყო: მას უნდოდა ახლა ეთქვა, თუ რა ცუდი იყო ეს მდგომარეობა, მას არ უნდოდა შინ წასვლა და თქმა ენისთვის (თავისი მეუღლისთვის), რომ მან დაკარგა სამსახური, ეს არ შეეძლო იმიტომ რომ ცოლი უბრალოდ მოკლავდა მას ან ისეთ ქალურ ჯოჯოხეთის ცეცხლს შეუნთებდა, რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანდა.
მისტერ ფოულერი ზიზღნარევი თვალებით იყურებოდა და თან სიგარას უკიდებდა. მოხუცი ელვინი დაჯდა უბრალოდ ოფისში და ოცნებას მიეცა, თავზე დიდი კოპი ჰქონდა, სულ რაზეც მას ოცნება შეეძლო, ეს იყო – ვილლ კოლინეტის მდივანი ქალის მსუქანი ფეხები.
სულ ეს იყო.
ამგვარად, მოხუცმა კაცმა, მისტერ ფოულერმა თქვა, რომ თითეულს მისცემდა მეორე შანსს, მომდევნო დღეს ისინი კვლავ წავიდნენ სამუშაოზე. რაღაც-რაღაცეები გამოიყურებოდა საშინლად სამი თვის განმავლობაში; ელმერი უბრალოდ ვერ ჩაჯდა ამ რაღაცეების რიტმში ისევ. ზამთრის ცივი დღეები დადგა და ეს იყო საშინელება. მას უწევდა მგზავრებისათვის შეკითხვა მთელი დღის მანძილზე, ზევით აეყვანა თუ ქვევით ჩამოეყვანა, დღეში თორმეტზე მეტჯერ არ ხვდებოდა სართულები სრულყოფილად და მაშინ როცა იგი ამას მოინდომებდა, ლიფტის კაბინა შენელდებოდა მშვიდად და ჩერდებოდა სართულებზე, ირწეოდა ნაზად, მაშინ ელმერი თავს კარგად გრძნობდა, იცოდა, რომ მისი უმაღლესი სკოლის განათლებას ფუჭად არ ჩაუვლია. როცა ვინმე მას შენიშვნას გაუკეთებდა ამინდის შესახებ, ამაზე მას არანაირი სახის პასუხი არ ჰქონდა. არც მეტი არც ნაკლები, სულ რაღაც ნახევარი წლის უკან კი იგი დიდი სიამოვნებით სცემდა პასუხს ასეთ შეკითხვებს.
სხვათაშორის, ენი (მისი მეუღლე) ფეხმძიმედ იყო, ყველაფერი გადასარევად იყო, იგი ისევ იხდიდა მიწის გადასახადს ორმოცდაათ ცენტს კვირაში სასაფლაოზე. და მის ოჯახში არასოდეს იყო ათცენტიანი მაინც გვერდზე გადადებული, ამდროს მისი უმაღლესი სკოლის განათლება გამოიყურებოდა, როგორც ყველაზე უსარგებლო დროის ფლანგვა, ვიდრე სხვა რამე მის ცხოვრებაში, იგი თავს გრძნობდა უფრო უარესად, ვიდრე მაშინ როცა ერთხელ მთელი გზა იარა სან-ფრანცისკოსკენ, თითქმის ორასი მილი, მაშინ ცდილობდა მთელი თვის მანძილზე ცხოვრებას დიდ ქალაქში, მაგრამ უშედეგოდ.
მას უბრალოდ ასე დაჰყავდა ლიფტის მანქანა ზევით, მეექვსე სართულზე და ჩამოჰყავდა ქვევით, სულ ქვედა სართულზე; და მეტად აღარ ფიქრობდა ჩემპიონობაზე, თავს გრძნობდა რა საშინლად მთელი დროის მანძილზე, ხალხსაც არ პასუხობდა, ვისაც ამინდის შესახებ ჰქონდათ შეკითხვები.
ერთხელ კი მთელი მოულოდნელობით როცა მას ჩამოჰყავდა მეხუთე სართულიდან ქვევით ერთი ქალბატონი, რომელსაც სუნამო ჰქონდა ნაპკურები, მაშინ მან უცებ გაანალიზა, რომ ახლო იყო ივნისის თვე და ზაფხული მოდიოდა, მან თავი იგრძნო ძალიან კარგად; ოჰ ღმერთო, როგორი სიმსუბუქით ჩამოიყვანა მან ლიფტის მანქანა მიწურ სართულზე და როგორ ირწეოდა მისი კაბინა, როცა ის დაბლა ჩამოვიდა, თითქოს შარშანდელივით, რა კეთილსურნელება აუდიოდა იმ ქალბატონს. ღმერთო ჩემო, არავინ იყო ამქვეყნად ისეთი, ვინც ახლა ელმერს შეაჩერებდა თავისი უმაღლესი სკოლის განათლებით პროპაგანდირებაში. აგვისტოს შუა რიცხვებში იგი ისევ თავის ძველ ფორმაში იყო, უახლოვდებოდა სართულებს ჩინებულად, შიგნიდან კარებს ნელ-ნელა აღებდა თავდაჯერებულად, თავს უკრავდა მგზავრებს, უკეთებდა მათ სხვადასხვა სახის სახალისო შენიშვნებს ამინდის შესახებ და ყველაფერს ასეთ რამეეს, ლიფტის მანქანა ნაზად მოსრიალებდა, ქალაქი მოსჩანდა ლამაზი და პატარა, ჰავა ცხელი იყო და თავისთავად არაფრად მიაჩნდა რაღაც საგნები მსოფლიოში ყველაფრის ჩემპიონს.

среда, 26 ноября 2014 г.

კაცი რომლის გულიც მთებში ძგერს

ავტორი: ვილიამ საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა ზ. ბერაძემ)
ათას ცხრაას თოთხმეტ წელს, როდესაც მე ექვსი წლისაც არ ვიყავი, მოხუცმა კაცმა ჩამოიარა სან ბენიტოს გამზირი, რომელიც მხოლოდ სტვირზე უკრავდა და იყო მიმავალი მოხუცთა თავშესაფრისაკენ, გზად იგი უცებ ჩვენი სახლის წინ შეჩერდა.
მე ეზოდან გადმოვირბინე, დავდექი ტროტუარზე და ველოდებოდი მას, თუ როდის დაიწყებდა კვლავ დაკვრას, მაგრამ მან არ დაუკრა. მე ვთქვი: „დარწმუნებული ვარ, მინდა მოვისმინო, როგორ უკრავთ თქვენ სხვა მელოდიას.“ მან მიპასუხა: „ახალგაზრდა კაცო, შეგიძლია რომ მოუტანო ერთი ჭიქა წყალი მოხუც კაცს, ვისი გულიც აქ არ არის, არამედ მთებშია?!“
„რა მთებში?“ მე ვკითხე
„შოტლანდიის მთებში,“ თქვა მოხუცმა კაცმა. „ეს შენთვის მისაღებია?“
„რას აკეთებს შენი გული შოტლანდიის მთებში?“ ვკითხე.
„ჩემი გული გლოვობს და კვნესის იქ,“ მოხუცმა კაცმა თქვა. „შეგიძლია მომიტანო ერთი ჭიქა ცივი წყალი?“
„სად არის დედათქვენი,“ მე ვუთხარი.
„დედაჩემი არის ტულსაში, ოკლაჰომა, მაგრამ მისი გული იქ არ არის,“ თქვა მოხუცმა.
„სად არის მისი გული?“ ვკითხე.
„შოტლანდიის მთებში,“ მიპასუხა. „მე ძალიან მწყურია, ახალგაზრდა კაცო!“
„როგორ ხდება ისე რომ შენი ოჯახის წევრები ყოველთვის ტოვებენ თავიანთ გულებს მთებში?“ ვკითხე.
„ეს ჩვენ მოგვდგამს,“ მოხუცმა კაცმა მიპასუხა. „დღეს აქა ვარ, ხვალ კი იქ მივდივარ.“
„დღეს აქ ხარ, ხვალ იქ მიდიხარ, ეს როგორ გავიგოთ?“
„ერთ წუთს ვცხოვრობთ და სიკვდილი წინა გვაქვს,“ თქვა მოხუცმა კაცმა.
„სად არის დედაშენის დედა?“ მე ვუთხარი.
„იგი ვერმონტშია, პატარა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ვაით რივერი, მაგრამ მისი გული იქ არ არის!“ მოხუცმა დასძინა.
„არის განა მისი საწყალი, ძველი, დამჭკნარი გული აგრეთვე მთებში?“ ვკითხე.
„რა თქმა უნდა, ნამდვილი, ალალი სული ტრიალებს მთებში,“ თქვა მოხუცმა კაცმა, „შვილო, მე ვკვდები წყურვილისგან.“
მამაჩემი გამოვიდა ამდროს აივანზე და დაიღრიალა როგორც ლომმა, რომელიც ეს-ესაა გამოღვიძებულიყო საშინელი სიზმრებისაგან.
„ჯონნი,“ მან დაიღრიალა, „გაეთრიე და გაშორდი ამ საწყალ მოხუცს, წადი და მოუტანე მას დოქით წყალი, სანამ დაეცემა და მოკვდება. სად ჯანდაბაშია შენი მანერები?“
„განა ბავშვს არა აქვს უფლება, გამოელაპარაკოს მოგზაურს ცოტა ხნით?“ მე ვთქვი.
„წადი და მოუტანე მოხუც ჯენტლმენს ცოტა წყალი,“ თქვა მამაჩემმა, „ღმერთმა შეგაჩვენოს, ნუ დგახარ აქ როგორც მანეკენი, გაინძერი და დაალევინე მას წყალი, სანამ დაეცემა და მოკვდება.“
„შენ დაალევინე, ხომ არაფერს აკეთებ.“
„მე არ ვაკეთებ არაფერს?!“ თქვა მამაჩემმა, „ღმერთმა შეგაჩვენოს, კაი, თუ ასეა, გეტყვი რომ ეს-ესაა ახალი ლექსი დავალაგე გონებაში.“
„გულში რას იგონებ მე როგორ გავიგო?“ ვუთხარი. ისევ და ისევ დგახარ ხელებაკაპიწებული აივანზე და რას იგონებ მე ვიცი განა?!“
„კეთილი, შენ უნდა იცოდე ეს,“ მითხრა მამაჩემმა.
„შუადღე მშვიდობისა“ მიმართა მოხუცმა კაცმა მამაჩემს, „თქვენმა შვილმა მომითხრო თუ როგორი სუფთა და გრილი ჰავა იცის ამ მხარეში.“
(„ღმერთო ჩემო, საერთოდ არაფერი მითქვამს ამ მოხუცი კაცისთვის კლიმატის (ჰავის) შესახებ, საიდან მოიტანა ეს სისულელე? “)
„შუადღე მშვიდობისა,“ უთხრა მამაჩემმა. „ხომ არ შემოხვიდოდით ჩვენთან და დაისვენებდით ცოტას, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩვენს მაგიდასთან მიირთმევთ სამხარს (ლანჩს).“
„სერ“, თქვა მოხუცმა კაცმა, „მე საშინლად მშია, ახლავე თქვენსას მოვალ.“
„შეგიძლია მეთამაშო სასმელზე მხოლოდ შენი თვალებით“ {სიტყვები ძველი რომანსიდან, რომელიც ეკუთვნის ინგლისელ პოეტსა და დრამატურგს ბენ ჯონსონს (1573-1637); პოპულარული იყო მე-18 საუკუნეში, კომპოზიტორი უცნობია}, მე ვუთხარი ეს მოხუცს, „დარწმუნებული ვარ  მომეწონება იმის გაგონება, თუ როგორ დაუკრავთ თქვენს სტვირზე, თქვენი ეს სიმღერა ჩემი ფავორიტია, ვგონებ, მომეწონება ეს მელოდია ყველა სხვა ჰანგზე უფრო ამქვეყნად.“
„შვილო,“ თქვა მოხუცმა კაცმა. „როცა შენ მიხვალ ჩემს ასაკამდე, გაიგებ რომ სიმღერები არაა ძალიან მნიშვნელოვანი, პური უფრო მთავარია.“
„ყოველ შემთხვევაში,“ მე ვთქვი, „დარწმუნებული ვარ მომეწონება იმის მოსმენა, თუ როგორ უკრავთ თქვენ ამ სიმღერას.“
მოხუცი კაცი ავიდა აივანზე და ხელი ჩამოართვა მამაჩემს.
„ჩემი სახელია იასპერ მაკგრეგორი, მე მსახიობი ვარ.“
„ძლიერ მოხარული ვარ თქვენი გაცნობით,“ უთხრა მამაჩემმა, „ჯონნი, მოუტანე მისტერ მაკგრეგორს ერთი დოქი წყალი.“
მე მივედი ჭასთან, ჩავასხი ცივი წყალი დოქში და მივუტანე მოხუც კაცს, მან დალია მთელი დოქი წყალი ერთი გრძელი ყლუპით, შემდეგ მიმოიხედა ირგვლივ, მოათვალიერა ლანდშაფტი, მერე ახედა ცას და ბოლოს სან ბენიტოს გამზირს მიაპყრო მზერა, სადაც საღამოს მზე ნელ-ნელა ჩასვლას იწყებდა.
„ვფიქრობ, რომ ხუთი ათასი მილითა ვარ დაშორებული ჩემი სახლიდან.“ მან თქვა, „როგორ ფიქრობთ, ხომ არ გვეჭამა ცოტა პური და ყველი, რომ ჩემი სხეული და სული ერთმანეთს არ დაშორდნენ?“
„ჯონნი“, მითხრა მამაჩემმა, „გაიქეცი უცებ საბაყლო მაღაზიაში და მოიტანე ერთი თავი ფრანგული პური და ერთი ფუნტის ყველი.“
„მომეცი ფული,“ მე ვუთხარი.
„უთხარი მისტერ კოსაკს რომ მოგვცეს ჩვენ ნდობით.“ თქვა მამაჩემმა, „მე არა მაქვს ერთი პენიც კი, ჯონნი.“
„მას არ უნდა მოგვცეს ჩვენ ვალად,“ მე მივუგე, „მისტერ კოსაკი დაღლილია ჩვენთვის პროდუქტების ნისიად მოცემით, იგი ჩვენზე უკვე გამწყრალია, ამბობს, რომ არ ვმუშაობთ და არასოდეს ვიხდით ჩვენს ვალებს, მისი უკვე გვმართებს ორმოცი ცენტი.“
„ჩადი იქ და შეეკამათე მას,“ მითხრა მამაჩემმა, „ხომ იცი, რომ ეს არის შენი ხელობა.“
„იგი არ მოისმენს მიზეზებს,“ მე ვთქვი „მისტერ კოსაკი ამბობს, რომ მან არ იცის არაფერი არაფრის თაობაზე, მხოლოდ რაც მას უნდა არის ორმოცი ცენტი.“
„ჩადი იქ და მოაცემინე შენთვის ერთი თავი პური და ფუნტის ყველი,“ თქვა მამამ, „შენ შეგიძლია ამის გაკეთება, ჯონნი.“
„ჩადი იქ და უთხარი მისტერ კოსაკს მოგცეს თავი პური და ერთი ფუნტის ყველი, შვილო.“ მითხრა მოხუცმა კაცმა.
„ფეხი გაადგი წინ, ჯონნი.“ მომმართა მამაჩემმა, „შენ ერთხელაც არ გამოსულხარ იმ მაღაზიიდან ისე რომ სურსათი არ მოგეტანა. ასე რომ ახლაც უნდა დაბრუნდე უკან ათ წუთში, მეფის საკადრისი საჭმელებით.“
„არ ვიცი,“ ვთქვი, „მისტერ კოსაკი ამბობს, რომ ჩვენ ვცდილობთ მას თავ-გზა ავუბნიოთ, მას უნდა რომ იცოდეს რა სახის სამუშაოზე მუშაობ.“
„კარგი, გაადგი ფეხი წინ და უთხარი მას, რომ არაფერი მაქვს დასამალი, მე ვწერ ლექსებს, უთხარი მისტერ კოსაკს, რომ მე ვწერ პოეზიას დღე და ღამე.“
„კეთილი, ძალიან კარგი,“ მე მივუგე, „მაგრამ არა მგონია რომ იგი დიდად მოიხიბლება ამითი, იგი ამბობს რომ შენ არასოდეს გადიხარ გარეთ და არ ეძებ სამსახურს, როგორც სხვა უმუშევარი ადამიანები, იგი ამბობს რომ შენ ხარ ზარმაცი და არაკეთილსინდისიერი.“
„შენ ჩადი მანდ და უთხარი მას რომ თვითონ არის ზარმაცი, ჯონნი.“ თქვა მამაჩემმა, „შენ ჩადი იქ და უთხარი იმ ვაჟბატონს, რომ მამაშენი არის ერთ-ერთი უდიდესი ცოცხალი, თუმცა არაღიარებული პოეტი.“
„იგი ამას არაფრად დაგიდებს,“ მე ვთქვი, „თუმცა მე მაინც წავალ და ძალას არ დავიშურებ, მაგრამ ნუთუ არაფერი გაგვაჩნია ახლა ჩვენ საჭმელად?!“
„მხოლოდ ბატი-ბუტი,“ თქვა მამაჩემმა, „ოთხი დღეა გადაბმით რაც ჩვენ პოპკორნს მივირთმევთ, ჯონნი. შენ ესწრაფე, რომ იშოვო პური და ყველი, თუ ჩემგან ელოდები ამ გრძელი პოემის დასრულებას.“
„შევეცდები, რაც ჩემს ძალებს აღემატება,“ მე ვთქვი.
„დიდხანს ნუ დააყოვნებ,“ მითხრა მისტერ მაკგრეგორმა, „მე ხუთი ათასი მილით ვარ დაშორებული ჩემს სახლს.“
„მთელი გზა ვირბენ.“ მე ვუპასუხე
„თუ იპოვი რამე ფულს გზაში, გახსოვდეს, რომ ორმოცდაათი ორმოცდაათზე უნდა გავიყოთ,“ თქვა მამაჩემმა.
„კარგი,“ ვუთხარი.
მე მივრბოდი მთელი გზა მისტერ კოსაკის მაღაზიამდე, მაგრამ ვერ ვიპოვე არანაირი ფული იმ გზაზე, ერთი პენიც კი.
შევედი მაღაზიაში და მისტერ კოსაკმა მაშინ გაახილა თვალები.
„მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი, „შენ რომ იყო ახლა ჩინეთში და რომ არ გყავდეს ერთი მეგობარი და არც ფული გქონდეს, ალბათ დაელოდებოდი ვინმე ქრისტიანის მოწყალებას, რომელიც მოგცემდა ერთ ფუნტ ბრინჯს, განა არა?“
„რა გინდა?“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„მინდა რომ ცოტა ვისაუბროთ,“ მე ვუპასუხე, „თქვენ ალბათ გექნებათ იმედი, რომ არიული რასის ზოგიერთი წარმომადგენელი დაგეხმარებათ არცთუ მცირედით, განა ასე არ ფიქრობთ, მისტერ კოსაკ!“
„ფული რამდენი იშოვე?“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„ამჯერად ფულზე არა მაქვს საუბარი, მისტერ კოსაკ, ვსაუბრობ ჩინეთში ყოფნაზე და დახმარების საჭიროებაზე თეთრი რასისგან.“
„მე არაფერი ვიცი არაფრის შესახებ,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„მაინტერესებს, როგორ იგრძნობდით ამ მდგომარეობაში თავს ჩინეთში?“ მე ვკითხე.
„არ ვიცი,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „რას უნდა ვაკეთებდე მე ჩინეთში?!“
„კეთილი,“ მე ვთქვი, „ვთქვათ, რომ თქვენ სტუმრობთ ჩინეთს და მოგშივდათ, ხოლო  გვერდით არ გყავთ ერთი მეგობარიც კი, წარმოგიდგენიათ ვინმე ისეთი გულისხმიერი ქრისტიანი, რომელიც უარს გეტყოდათ ერთი ფუნტი ბრინჯის მოცემაზე, მისტერ კოსაკ?“
„ვგონებ რომ არა,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „მაგრამ შენ არა ხარ ჩინეთში, ჯონნი და მით უმეტეს, არც მამაშენი. კარგი იქნებოდა, რომ შენ ან მამაშენი გადიოდეთ გარეთ და ზოგჯერ იმუშავებდეთ თქვენი სარჩოსთვის, ასე რომ, დღესვე რომ დაიწყოთ ეს კარგი იქნება. არ ვაპირებ მოგცე შენ მეტი საბაყლო საქონელი კრედიტად, იმიტომ რომ ვიცი არ გადამიხდი ამაში.“
„მისტერ კოსაკ,“ მე ვთქვი, „თქვენ ვერ გამიგეთ: არ ვსაუბრობ ამ რამოდენიმე საბაყლო საქონელზე, მე ვსაუბრობ ყველა იმ ბარბაროს ხალხზე თქვენს ირგვლივ ჩინეთში, მაშინ როცა თქვენ ხართ მშიერი და კვდებით.“
„ეს არ არის ჩინეთი,“ თქვა მისტერ კოსაკმა. „შენ მიაღწევ იმას, რომ წახვალ აქედან და იცხოვრებ იმ ქვეყანაში, ამერიკაში ყველა მუშაობს.“
„მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი, „ვვარაუდობ, რომ ერთი თავი ფრანგული პური და ერთი ფუნტი ყველი დაგჭირდებათ, რომ დარჩეთ ცოცხალი ამ სამყაროში, ნუთუ თქვენ შეყოყმანდებით რომ თხოვოთ ქრისტიან მისიონერს ეს საგნები?!“
„დიახ, შევყოყმანდებოდი,“ თქვა მისტერ კოსაკმა. „შემრცხვებოდა ამის თხოვნა.“
„თუნდაც გცოდნოდათ ის რომ დაუბრუნებდით მას უკან ორ თავ პურსა და ორი ფუნტის ყველს, მაშინაც კი შეყოყმანდებოდით?!“ მე ვკითხე.
„მაშინაც კი,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„ნუ წახვალთ ამ გზით მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი.
„ეს მარცხმოსურნე საუბარია და თქვენც იცით ეს. ერთადერთი რაც მაშინ თქვენ შეგემთხვევათ - ეს არის სიკვდილი, მაშინ თქვენ სიკვდილი მოგიწევთ სამშობლოს გარეთ, ჩინეთში, მისტერ კოსაკ.“
„არ მაინტერესებს თუ იქ მოვკვდები“ თქვა მისტერ კოსაკმა, „შენ და მამაშენს მოგიწევთ გადახდა პურზე და ყველზე, რატომ არ გავა მამაშენი და არ იშოვის სამსახურს?“
„მისტერ კოსაკ,“ მე ვუთხარი, „როგორა ხართ, ისე სხვათა შორის?“
„მშვენივრად, ჯონნი,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „შენ როგორა ხარ?“
„უკეთესად ვერც წარმოიდგენთ, მისტერ კოსაკ.“ მე ვუთხარი, „როგორ არიან თქვენი ბავშვები?“
„მშვენივრად“, თქვა მისტერ კოსაკმა, „სტეფანი ახლა იწყებს სიარულს.“
„ეს დიდებულია“, მე ვთქვი, „როგორ არის ანგელა?“
„ანგელა ახლა იწყებს სიმღერას,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „როგორ არის ბებიაშენი?“
„ის თავს გრძნობს შესანიშნავად“, მე ვთქვი. „ისიც ახლა იწყებს სიმღერას. ბებია ამბობს, რომ იგი უფრორე ოპერის ვარსკვლავი გახდება, ვიდრე დედოფალი. როგორ არის მარტა, თქვენი ცოლი, მისტერ კოსაკ?“
„ოჰ, შესანიშნავად,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„მე ვერ გადმოგცემ იმას თუ როგორ მიხარია იმის მოსმენა, რომ ყველა თქვენს სახლში კარგად არის.“ მე ვთქვი, „ვიცი რომ სტეფანი ერთ დღესაც დიდი კაცი გამოვა.“
„მეც ამას ვიმედოვნებ,“ თქვა მისტერ კოსაკმა, „ვაპირებ, რომ გავუშვა იგი პირდაპირ უმაღლეს სკოლაში და მაშინ ვნახავთ, რომ იმ შესაძლებლობებს იგი მიაღწევს, რასაც მე ვერ მივაღწიე, არ მინდა, რომ გახსნას მან საბაყლო მაღაზია.“
„მე დიდ იმედს ვამყარებ სტეფანზე,“მე ვუთხარი.
„რა გინდა ჯონნი?“ თქვა მისტერ კოსაკმა, „რამდენი ფული გაგაჩნია?“
„მისტერ კოსაკ“  ვუთხარი, „თქვენ იცით, რომ მე არ მოვსულვარ აქ რომ ვიყიდო რამე. თქვენ იცით, რომ მე მიყვარს ცოტა ფილოსოფიური საუბარი თქვენთან, რაც ადრეც მქონია და მომავალშიც მექნება თქვენთან. მომეცი რა ერთი თავი ფრანგული პური და ფუნტი ყველი.“
„შენ უნდა გადამიხადო ნაღდი ფული, ჯონნი,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„და ესთერი,“ მე ვუთხარი. „როგორ არის თქვენი მშვენიერი ქალიშვილი ესთერი?“
„ესთერიც კარგად არის, ჯონნი“, თქვა მისტერ კოსაკმა, „მაგრამ შენ მოგიწევს ნაღდი ფულის გადახდა. შენ და მამაშენი ყველაზე უარესი მოქალაქეები ხართ მთელს ქვეყანაზე.“
„მიხარია, რომ ესთერი კარგად არის, მისტერ კოსაკ,“ მე ვთქვი. „იასპერ მაკგრეგორი გვსტუმრობს სახლში, იგი დიდი მსახიობია.“
„არასოდეს გამიგია მის შესახებ“, თქვა მისტერ კოსაკმა.
„და რას იტყვით რომ მომცეთ ერთი ბოთლი ლუდი მისტერ მაკგრეგორისათვის?“ ვუთხარი.
„ვერ მოგცემ ერთ ბოთლ ლუდს“, თქვა მისტერ კოსაკმა.
„რა თქმა უნდა, ეს შენ შეგიძლია“, მე ვუთხარი.
„არ შემიძლია ეს“ თქვა მისტერ კოსაკმა, „გირჩევ რომ აიღო ერთი თავი გამხმარი პური და ერთი ფუნტის ყველი, მაგრამ მხოლოდ ეს. რა სახის სამუშაოს ასრულებს მამაშენი, როცა ის მუშაობს, ჯონნი?“
„მამაჩემი წერს ლექსებს, მისტერ კოსაკ.“ მე ვუთხარი, „ეს არის ერთადერთი საქმე, რასაც მამაჩემი აკეთებს. იგი ერთ-ერთი უდიდესი მწერალია პოეზიისა მსოფლიოში.“
„როდის იშოვის იგი რამე ფულს“, თქვა მისტერ მაკგრეგორმა.
„იგი არასდროს იშოვის რამე ფულს!“ მე ვუთხარი, „შენ ვერ მოერევი მას.“
„მე არ მიყვარს ამგვარი სამუშაო“, თქვა მისტერ კოსაკმა. „რატომ არ იმუშავებს მამაშენი ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანი, ჯონნი?“
„იგი მუშაობს უფრო მძიმე გრაფიკით, ვიდრე სხვა ნებისმიერი“ მე ვთქვი. „მამაჩემი ორმაგად უფრო ბევრს მუშაობს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი.“
„კეთილი, ეს არის ორმოცდათხუთმეტი ცენტი, რაც შენ ჩემი გმართებს, ჯონნი“, თქვა მისტერ კოსაკმა. „გირჩევ, რომ აიღო ეს პროდუქტი ამჯერად, მაგრამ არასოდეს განმეორდება ეს მეორედ.“
„უთხარი ესთერს, რომ მე მიყვარს ის“, ვუთხარი.
„კარგი,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
„ნახვამდის, მისტერ კოსაკ.“ მე ვუთხარი
„ნახვამდის, ჯონნი,“ თქვა მისტერ კოსაკმა.
მე გამოვიქეცი უკან შინისაკენ ერთი თავი ფრანგული პურითა და ფუნტი ყველით.
მამაჩემი და მისტერ მაკგრეგორი იდგნენ ქუჩაში და ელოდებოდნენ იმას დავბრუნდებოდი თუ არა მე პროდუქტებით დახუნძლული. მათ გამოირბინეს თითქმის ნახევარი კვარტალი ჩემს შესახვედრად და როდესაც ნახეს რომ ხელში სურსათით მივდიოდი, მყისიერად სახლისაკენ გაბრუნდნენ, სადაც ბებიაჩემი გველოდებოდა. ბებიამ უცებ დაიწყო ერთი ფაცი-ფუცი, მაგიდის გაშლა და სუფრის თადარიგი დაიჭირა.
„ვიცოდი, რომ შენ ამას შეძლებდი,“ თქვა მამაჩემმა.
„ეს მე მოვახდინე,“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა.
„მისტერ კოსაკი ასე ამბობს, რომ ჩვენ მოგვიწევს გადავუხადოთ მას ორმოცდათხუთმეტი ცენტი,“ მე ვუთხარი, „იგი ამბობს, რომ მომავალში არ აპირებს მოგვცეს ჩვენ მეტი პროდუქტი კრედიტად.“
„ეს მისი პოზიციაა,“ თქვა მამაჩემმა, „რაზე ესაუბრე მას შენ, ჯონნი?“
„პირველ რიგში ვესაუბრე მშივრად ყოფნაზე და სიკვდილის კარამდე მისვლაზე ჩინეთში,“ მე ვთქვი, „შემდეგ კი გამოვკითხე მისი ოჯახის შესახებ.“
„როგორ ყოფილან ისინი ყველანი?“ თქვა მამაჩემმა.
„მშვენივრად,“ მე ვუპასუხე.
ასე ამგვარად ჩვენ ყველანი შევედით შიგნით და მივირთვით ერთი თავი პური და ერთი ფუნტი ყველი, თითეულმა ჩვენთაგანმა კი დალია ორი თუ სამი ლიტრიანი ჭურჭლით წყალი, ბოლოს პურის ყველა ნამცეცი ჩვენს თვალწინ გაქრა, მისტერ მაკგრეგორმა დაიწყო ყურება სამზარეულო ოთახის გარშემო, ეძებდა იყო თუ არა იქ კიდევ რამე საჭმელი.
„ეს ლურჯი დაწინაურდება,“ მან თქვა, „რა ხდება იქ ჯონნი?!“
„ჭრიჭინები ჩხუბობენ,“ მე მივუგე.
„ეს დიდი დოქი კუთხეში რომ დგას, მანდ რა ხდება ჯონნი?“
„“მე წავაწყდი უვნებელ გველს იმ დოქში,“ მივუგე.
„კეთილი,“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა, „ უნდა წავიდე და აღვირი ამოვდო ამ ჩხრიალა ტვინადუღებულ გველს უდაბნოს გზაზე, ჯონნი.“
„შენ ვერ დაიჭერ ამ გველს,“ მე ვუთხარი.
„რატომ არა, ჯონნი?“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა, „რა ჯანდაბა დამიდგება წინ რომ ვერ შევძლო, შვილო?! გამიგია, რომ მზიანი ბორნეოს მოსახლეობა ჭამს გველებსა და კალიებს, ნუთუ შენ არ გადაყრიხარ ნახევარ დუჟინ კალიებს ამ არე-მარეში; განა არა, ჯონნი?!“
„მხოლოდ ოთხს,“ მე ვუთხარი.
„კეთილი, ჩორთით გაიყვანე ისინი, ჯონნი.“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა, „და მას შემდეგ რაც მუცლებს ამოვივსებთ მე დავუკრავ შენთვის დუდუკზე ასეთ მელოდიას: შეგიძლია მეთამაშოთ მე სასმელზე მხოლოდ თქვენი თვალებით, ამ სიმღერას შეგისრულებ, ოღონდ ჯერ ძალიან მშია, ჯონნი.“
„მეც ასევე“, მე ვუპასუხე, „მაგრამ მგონი შენ არ უნდა აპირებდე იმ გველის მოკვლას?!“
მამაჩემი იჯდა მაგიდასთან და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, ოცნებობდა. ბებიაჩემი ბოლთას ცემდა სახლის ირგვლივ და მღეროდა არიებს პუჩინიდან: {ჯაკომო პუჩინი (1858-1924) – იტალიელი კომპოზიტორი, ავტორი ოპერებისა „ბოჰემა“, „ტოსკა“, „მადამ ბატერფლაი“, „ტურანდოტი“ და სხვ.} „ქუჩა-ქუჩა მე დავხეტიალობ“, იგი ღრიალებდა იტალიურად. „რას იტყვით ცოტა მუსიკაზე?“ თქვა მამაჩემმა, „ვფიქრობ, რომ ბიჭი ამითი ისიამოვნებს.“
„დარწმუნებული ვარ რომ კი, მისტერ მაკგრეგორ,“ მე ვთქვი.
„კეთილი, ჯონნი“, თქვა მისტერ მაკგრეგორმა.
ასე რომ იგი ადგა და დაიწყო სტვირზე ჩაბერვა, იგი უბერავდა სტვირს ისე ძლიერად, ვიდრე ვინმე კაცს ოდესმე ჩაუბერია მასში, მთელი მილის მანძილზე, ახლო-მახლოდან ხალხი ისმენდა მის დაკრულს და აღტაცებული იყო, თვრამეტამდე მეზობელი მოგროვდა ჩვენი სახლის წინ და ტაშს უკრავდნენ, როცა მისტერ მაკგრეგორმა დაასრულა ეს სოლო. მამაჩემი გაუძღვა მისტერ მაკგრეგორს აივანზე და უთხრა: „რა კარგი მეზობლები და მეგობრებია ღმერთმანი, მეზობლებო, მე მინდა წარმოგიდგინოთ იასპერ მაკგრეგორი, ჩვენი დროის უდიდესი შექსპირიანელი მსახიობი.“
კარგმა მეზობლებმა და მეგობრებმა არაფერი თქვეს, ხოლო მისტერ მაკგრეგორმა კი თქვა: „მახსოვს ჩემი პირველი გამოსვლა ლონდონში 1867 წელს, თითქოსდა ეს იყო გუშინ,“ და ასე მან გააგრძელა თავისი ისტორია კარიერაზე საუბრით. რუფ ეიფლიმ, ხურომ უთხრა: „რას იტყოდით ცოტა მეტ მუსიკაზე, მისტერ მაკგრეგორ?“ მისტერ მაკგრეგორმა კი ჰკითხა: „მოგეპოვება თუ არა კვერცხი შენს სახლში?“
„დიახ, რა თქმა უნდა,“ თქვა რუფმა. „მე მაქვს დუჟინი კვერცხები ჩემს სახლში.“
„თუ შენთვის მოსახერხებელი იქნება, წადი და მოიტანე ერთი იმ თორმეტი კვერცხიდან!“ თქვა მისტერ მაკგრეგორმა, „როდესაც შენ დაბრუნდები, მე დავუკრავ ისეთ სიმღერას, რომელიც შენს გულს ააძგერებს ხან სიხარულითა და ხან სევდით.“
„მე ახლავე ვაპირებ გზას გავუდგე“, თქვა რუფმა და წავიდა შინ, რომ მოეტანა კვერცხი.
მისტერ მაკგრეგორმა ჰკითხა ტომ ბეიკერს, ჰქონდა თუ არა მას სახლში პატარა ნაჭერი ძეხვი და ტომმა უპასუხა, რომ კი ჰქონდა. მისტერ მაკგრეგორმა კითხა ტომს, შეეძლო თუ არა მას წასულიყო შინ და მოეტანა პატარა ძეხვის ნაჭერი; როცა ტომი დაბრუნდებოდა, მისტერ მაკგრეგორი დაუკრავდა სტვირზე სიმღერას, რაც სრულიად შეცვლიდა ტომის ცხოვრების ისტორიას. ამგვარად ტომი წავიდა სახლში ძეხვზე, ხოლო მისტერ მაკგრეგორმა ჰკითხა თითეულს ამ თვრამეტ კარგ მეზობელთაგან და მეგობართაგან, თუ ჰქონდათ მათ რამე პატარა და ლამაზი საგანი სახლში, რისი ჭამაც შეიძლებოდა; ასე რომ, მისტერ მაკგრეგორი დაუკრავდა მელოდიას, რომელზეც თქვა რომ ის იქნებოდა მშვენიერი რამ მოსასმენად, და როდესაც ყველა კარგი მეზობელი და მეგობარი დაბრუნდა ჩვენს სახლში მთელი რიგი პატარა და ლამაზი საგნებით (სანოვაგით), რისი ჭამაც შეიძლებოდა, მისტერ მაკგრეგორმა მიიტანა სტვირი ტუჩებთან და დაუკრა შემდეგი მელოდია: „ჩემი გული არის მთებში, ჩემი გული არ არის აქ.“ და თითეული ამ კარგ მეზობელთაგან და მეგობართაგან ატირდა, მერე კი შინ დაბრუნდნენ, მისტერ მაკგრეგორმა აიღო ყველა ეს კარგი საგანი, შემოიტანა ჩვენს სამზარეულოში, ასე რომ იმ დღეს ჩვენი ოჯახი ქეიფობდა, სვამდა და ილხენდა: სუფრაზე იყო კვერცხი, ძეხვი, დუჟინი მწვანე ხახვი, ორი სახის ყველი, კარაქი, ორი სახის პური, მოხარშული კარტოფილი, ქორფა პამიდვრები, ნესვი, ჩაი და ბევრი სხვა კარგი რამ, რისი ჭამაც შეიძლებოდა. ასე რომ საცვალი წელზე შემოგვეჭირა, მისტერ მაკგრეგორმა კი თქვა: „სერ, თუ თქვენთვის ყველაფერი სულ ერთია, მე მსურს რომ გავჩერდე თქვენს სახლში რამდენიმე დღეს.“ და მამაჩემმა უპასუხა: „სერ, ჩემი სახლი თქვენი სახლია,“ და ამგვარად მისტერ მაკგრეგორი გაჩერდა ჩვენს სახლში ჩვიდმეტ დღესა და ჩვიდმეტ ღამეს, მეთვრამეტე დღის შუადღეზე ერთი კაცი მოხუცთა თავშესაფრიდან მოვიდა ჩვენს სახლში და თქვა: „მე ვეძებ იასპერ მაკგრეგორს, მსახიობს,“ მამაჩემმა კი უპასუხა: „შენ რა გინდა?“
„მე ვარ მოხუცთა თავშესაფრიდან“, თქვა ახალგაზრდა კაცმა, „და მე მინდა რომ მისტერ მაკგრეგორი დაბრუნდეს უკან ჩვენს სახლში, იმიტომ რომ ორ კვირაში ვდგამთ ჩვენს ჩვენებას და გვჭირდება მსახიობი.“ მისტერ მაკგრეგორი ადგა იატაკიდან, სადაც იგი ოცნებობდა და გაყვა უკან ახალგაზრდა კაცს. მეორე დღის შუადღეზე მამაჩემი ისევ შიმშილს გრძნობდა და თქვა:
„ჯონნი, ჩადი ერთი მისტერ კოსაკის მაღაზიაში და მოიტანე ცოტა რამ, რომ ვჭამოთ. მე ვიცი, რომ ეს შენ შეგიძლია, ჯონნი. მოიტანე რამე, რაც შეგიძლია.“
„მისტერ კოსაკს უნდა ორმოცდათხუთმეტი ცენტი“, მე ვთქვი, „იგი არ მოგვცემს ჩვენ არაფერს ფულის გარეშე.“
„ჩადი იქ, ჯონნი,“ თქვა მამაჩემმა, „შენ შეგიძლია რომ დაიყოლიო ის ჩინებული სლოვაკი ჯენტლმენი, რომ მოგცეს ცოტა რამ საჭმელად.“
ამგვარად, მე ჩავედი მისტერ კოსაკის მაღაზიაში და წამოვჭერი ჩინური პრობლემა, რაშიც იგი მე ჩავჭერი, ეს იყო ჩემთვის საკმაოდ კარგი სამუშაო, ასე რომ შევძელი და გამოვედი იქიდან ჩიტების საკვები მარცვლის ერთი ყუთით და ნახევარი ბიდონი ნეკერჩხლის სიროფით, ყველაფრის მიუხედავად მე ეს შევძელი, მამაჩემმა კი თქვა: „ჯონნი, ამ სახის საკვები იქნება ერთობ სახიფათო მოხუცი ქალბატონისთვის“, ახლა საკმაოდ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დილით ჩვენ მოგვესმა ბებიას ხმა, რომელიც მღეროდა როგორც კანარის ჩიტი, და მამაჩემმა თქვა: „ღმერთმა დალახვროს, როგორ შევძლებ მე დიდი პოეზიის დაწერას ამ ჩიტების საკენკით.“

2014 წ.