четверг, 19 февраля 2015 г.

ავტ: ვ. საროიანი
იგავთა იგავი

მწუხარება ერთი უბრალო ქმრისა, ვისაც მეტი არაფერი უნდოდა გარდა ბატის მირთმევისა, მაგრამ აეკრძალა ეს სიამოვნება მისი ცოლის მიერ და აგრეთვე მისი ქედმაღალი და ალბათ ლამაზი საყვარლის მიერ.
ერთმა ჩვეულებრივმა ქმარმა ერთ დილას მოუტანა თავის ცოლს ბატი და უთხრა, „მოამზადე ეს ფრინველი ჩემთვის, როცა დავბრუნდები საღამოს შინ, მაშინ შევჭამ მას“.
ცოლმა გაპუტა ფრინველი, გაასუფთავა და მოამზადა. შუადღეზე მისი საყვარელი მოვიდა, სანამ წავიდოდა ჰკითხა ქალს თუ რა საჭმელს გამოუტანდა მას და მის მეგობრებს. მან შეიხედა ღუმელში და დაინახა შემწვარი ბატი.
„ეს ჩემი ქმრისთვისაა“, ცოლმა თქვა.
„მე მინდა ის“, შეყვარებულმა მიუგო, „თუ შენ არ მომცემ ნებას რომ წავიღო ეს ბატი, მაშინ მე მეტად აღარ შეგიყვარებ.“
ამგვარად, საყვარელი წავიდა შემწვარი ბატით ხელში.
საღამოს ქმარი მოვიდა, დაჯდა მაგიდასთან და ცოლს უთხრა: „მომიტანე ბატი.“
„რა ბატი?“ ცოლმა უთხრა.
„ბატი, რომელიც მე მოგიტანე ამდილით,“ ქმარმა უთხრა.
„მომიტანე მე ის.“
„სერიოზულად მეუბნები ამას?“ ცოლმა უთხრა. „შენ არ მოგიტანია ჩემთვის ბატი, ალბათ ოცნებაში წარმოიდგინე ის“.
„მომიტანე ბატი,“ ქმარმა იყვირა.
ცოლმა ასევე ატეხა ყვირილი, იძახოდა, „ჩემმა საწყალმა მეუღლემ ჭკუა დაკარგა, ჩემი საწყალი ქმარი გაგიჟდა, რაც მან ოცნებაში წარმოიდგინა იმის ცხადში ახდენა მოინდომა.“
მეზობლები მოგროვდნენ და დაუჯერეს ამ ქალს, ასე რომ ქმარმა არაფერი თქვა და წავიდა სახლიდან მშიერი, მხოლოდ ყველი და პური ჭამა და წყალი დააყოლა. მეორე დილას ქმარმა მოუყვანა ცოლს სხვა ბატი და უთხრა, „არის ეს ბატი?“
„დიახ,“ ცოლმა უპასუხა.
„განა ახლა მე ვოცნებობ?“ – არა.
„არის ეს ბატის თავი?“ – დიახ, იყო პასუხი.
„არის ეს ფრთები?“ – „დიახ.“
„არის ეს ბუმბულები?“ – „დიახ,“ უპასუხა.
„კეთილი,“ ქმარმა თქვა, „მოამზადე ის, როცა მე სახლში მოვალ ამ საღამოს, შევჭამ მას.“
ცოლმა მოამზადა ბატი, საყვარელი იმწუთას მოვიდა.
„გაქვს კიდევ ახალი ბატი დღეს,“ მან თქვა. „მის სუნს ვგრძნობ რაღაც.“
„შენ ვერ ახლებ მას ხელს“, ქალმა უთხრა, „მე გადავიტანე საშინელი სცენა ჩემს ქმართან გასულ საღამოს და ნუ იზამ იგივეს ამ დილასაც, ეს უკვე ზედმეტია, მიყვარხარ, მაგრამ ვერ მოგცემ ამ ბატს.“
„გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ მე შენ,“ საყვარელმა უთხრა, „ამაზეა დამოკიდებული წავიღებ თუ არა ამ ბატს.“
ამგვარად, მან წაიღო ბატი.
„მომიტანე ბატი,“ ქმარმა უთხრა ცოლს საღამოს.
„ჩემო საწყალო ქმარო,“ ცოლმა დაიყვირა, „ვაიმე, ეს კაცი სრულიად შეიშალა,“ „ბატი, ბატი, ბატი, რა ბატი? არ არის არანაირი ბატი, ჩემო საწყალო, საწყალო ქმარო.“
მეზობლები ისევ შეიყარნენ და ისევ ერწმუნენ ცოლს, ქმარი ისევ წავიდა მშიერი.
მეორე დილას მან იყიდა სხვა ბატი ქალაქში, იქირავა მაღალი ტანის კაცი, რომელმაც თავზე დაიდგა ლანგარზე დადებული ბატი და წაიღო, ქმარმა დაიქირავა ასევე მუსიკოსები, რომლებიც შეასრულებდნენ ექვსეტაპიან საორკესტრო ნომერს და ეს მუსიკოსები წრეში შემოუდგნენ თავზე ლანგარშემოდგმულ, მაღალ კაცს. თვითონ ქმარი კი მათ წინ მიუძღოდა, მთელი ქუჩა ფეხით გამოიარეს ვიდრე სახლამდე და მეზობლებსაც უჩვენეს ეს მსვლელობა.
როცა იგი მიუახლოვდა თავის სახლს, იქ შეგროვდა მრავალი ხალხი, რომელიც მას უკან ადევნებოდა.
იგი მიუბრუნდა ხალხს და მიმართა:
„მაჰმადიანებო, მეზობლებო, მთელო მსოფლიოვ, მაღალო ზეცავ, თევზებო ზღვაში, ჯარისკაცებო და სხვა დანარჩენნო, აჰა, ბატი!“
მან ჩამოიღო ბატი ლანგარიდან.
„აი ბატი,“ იგი ყვიროდა.
მან ხელში გადასცა ეს ფრინველი თავის ცოლს.
„ახლა მოამზადე ეს ღვთისგან დალახვრული კერძი“ მან თქვა, „და როცა მე შინ დავბრუნდები საღამოს მივირთმევ მას.“
ცოლმა გაასუფთავა ფრინველი და მოამზადა. შეყვარებული მოვიდა, იქ გაიმართა მგრძნობიარე სცენა, ცრემლები, კოცნა, გამოდევნება, ჭიდაობა, უფრო მეტი ცრემლი, მეტი კოცნა და ბოლოს საყვარელი წავიდა ბატთან ერთად.
იმ ქალის ქმარმა ქალაქში დაინახა მისი ძველი მეგობარი და უთხრა, „შემოდი ჩემთან სტუმრად ამ საღამოს: ჩემმა ცოლმა ბატი შეწვა, ჩვენ კი დავლიოთ თითო ბოთლი რაკი და ცოტა დრო გავატაროთ.“
ასე რომ ქალის ქმარი და ქმრის მეგობარი მივიდნენ შინ და ქმარმა თქვა: „მოამზადე თუ არა ბატი?“
„დიახ,“ ცოლმა უთხრა, „ის ღუმელში დევს.“
„კარგია,“ ქმარმა თქვა, „შენ სინამდვილეში არასოდეს ყოფილხარ ცუდი ცოლი, პირველ რიგში ჩემი მეგობარი და მე ცოტას დავლევთ; შემდეგ ჩვენ შევექცევით ბატს.“ ქმარმა და მისმა მეგობარმა დალიეს ოთხი თუ ხუთი ჭიქა და შემდეგ ქმარმა თქვა, „კეთილი, მოგვიტანე ბატი.“
ცოლმა უპასუხა „არა გვაქვს პური, გადადი შენს ბიძაშვილთან და გამოართვი პური; ბატი არ არის კარგი პურის გარეშე.“
„კეთილი“, ქმარმა თქვა.
მან დატოვა ასე სახლი.
ქალმა უთხრა ქმრის მეგობარს, „ჩემი ქმარი გიჟია, ჩვენ არა გვაქვს არანაირი ბატი.. მან მოგიყვანა აქ მოსაკლავად ამ საშინელი მჭრელი დანით და ამ ჩანგლით, შენთვის უკეთესია რომ გაეცალო.“
კაცი წავიდა, ქმარი დაბრუნდა შინ და იკითხა მისი მეგობრისა და ბატის ამბავი.
„შენი მეგობარი გაიქცა ბატით ხელში“, ცოლმა უთხრა, „რა სახის მეგობრობას ეძახიან ამას შენი აზრით: როცა მე ვმუშაობ მთელი დღეებია მონასავით, რომ რიგიანი კერძი მოგიმზადო?!“
ქმარმა აიღო ხელში მჭრელი დანა, ჩანგალი და იწყო თავდაღმართზე ჩარბენა. შორ მანძილზე მან შენიშნა თავისი მეგობარი, რომელიც გარბოდა, მან კი დაუძახა: „მხოლოდ კანჭი დამითმე, ჩემო მეგობარო, სულ ესაა!“
„ღმერთო ჩემო,“ იმ კაცმა თქვა, „ეს ნამდვილად გიჟი ყოფილა.“
მეგობარმა იწყო სირბილი ჩქარა, ვიდრე ოდესმე. მალე იმ ქალის ქმარმა ვეღარ შეძლო მეტი სირბილი. იგი დაბრუნდა მოქანცული შინ თავის ცოლთან, ისევ შეჭამა თავისი პური და ყველი. ამ უბრალო საჭმლის მიღების შემდეგ მან გადაჰკრა ისევ რაკი.
როგორც კი დალია, ჭეშმარიტება გაცხადდა მის გონებაში ნელ-ნელა, ეს ისე როგორც ალკოჰოლს სჩვევია.
როცა იგი ძალიან ნასვამი იყო, შეიტყო ყველაფერი ყველაფრის შესახებ. იგი ადგა და სწრაფად ჩაარტყა ხელი თავში ცოლს, მერე ოთახის ოთხივ კუთხით თმებით ათრია.
„თუ შენი საყვარელი მოდიოდა აქ, რომ წაეღო ახალი ბატი ყოველ დღე“, მან უთხრა, „ეს უნდა გეთქვა ჩემთვის, ხვალ მოვიტან ორ ცალ ბატს, მე და საყვარელი სათითაოდ დავინაწილებთ მას და ჩემს შიმშილსაც ამით ეშველება.“

1 комментарий:

  1. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ОтветитьУдалить