четверг, 19 февраля 2015 г.

ავტ: ვ. საროიანი
იგავთა იგავი

მწუხარება ერთი უბრალო ქმრისა, ვისაც მეტი არაფერი უნდოდა გარდა ბატის მირთმევისა, მაგრამ აეკრძალა ეს სიამოვნება მისი ცოლის მიერ და აგრეთვე მისი ქედმაღალი და ალბათ ლამაზი საყვარლის მიერ.
ერთმა ჩვეულებრივმა ქმარმა ერთ დილას მოუტანა თავის ცოლს ბატი და უთხრა, „მოამზადე ეს ფრინველი ჩემთვის, როცა დავბრუნდები საღამოს შინ, მაშინ შევჭამ მას“.
ცოლმა გაპუტა ფრინველი, გაასუფთავა და მოამზადა. შუადღეზე მისი საყვარელი მოვიდა, სანამ წავიდოდა ჰკითხა ქალს თუ რა საჭმელს გამოუტანდა მას და მის მეგობრებს. მან შეიხედა ღუმელში და დაინახა შემწვარი ბატი.
„ეს ჩემი ქმრისთვისაა“, ცოლმა თქვა.
„მე მინდა ის“, შეყვარებულმა მიუგო, „თუ შენ არ მომცემ ნებას რომ წავიღო ეს ბატი, მაშინ მე მეტად აღარ შეგიყვარებ.“
ამგვარად, საყვარელი წავიდა შემწვარი ბატით ხელში.
საღამოს ქმარი მოვიდა, დაჯდა მაგიდასთან და ცოლს უთხრა: „მომიტანე ბატი.“
„რა ბატი?“ ცოლმა უთხრა.
„ბატი, რომელიც მე მოგიტანე ამდილით,“ ქმარმა უთხრა.
„მომიტანე მე ის.“
„სერიოზულად მეუბნები ამას?“ ცოლმა უთხრა. „შენ არ მოგიტანია ჩემთვის ბატი, ალბათ ოცნებაში წარმოიდგინე ის“.
„მომიტანე ბატი,“ ქმარმა იყვირა.
ცოლმა ასევე ატეხა ყვირილი, იძახოდა, „ჩემმა საწყალმა მეუღლემ ჭკუა დაკარგა, ჩემი საწყალი ქმარი გაგიჟდა, რაც მან ოცნებაში წარმოიდგინა იმის ცხადში ახდენა მოინდომა.“
მეზობლები მოგროვდნენ და დაუჯერეს ამ ქალს, ასე რომ ქმარმა არაფერი თქვა და წავიდა სახლიდან მშიერი, მხოლოდ ყველი და პური ჭამა და წყალი დააყოლა. მეორე დილას ქმარმა მოუყვანა ცოლს სხვა ბატი და უთხრა, „არის ეს ბატი?“
„დიახ,“ ცოლმა უპასუხა.
„განა ახლა მე ვოცნებობ?“ – არა.
„არის ეს ბატის თავი?“ – დიახ, იყო პასუხი.
„არის ეს ფრთები?“ – „დიახ.“
„არის ეს ბუმბულები?“ – „დიახ,“ უპასუხა.
„კეთილი,“ ქმარმა თქვა, „მოამზადე ის, როცა მე სახლში მოვალ ამ საღამოს, შევჭამ მას.“
ცოლმა მოამზადა ბატი, საყვარელი იმწუთას მოვიდა.
„გაქვს კიდევ ახალი ბატი დღეს,“ მან თქვა. „მის სუნს ვგრძნობ რაღაც.“
„შენ ვერ ახლებ მას ხელს“, ქალმა უთხრა, „მე გადავიტანე საშინელი სცენა ჩემს ქმართან გასულ საღამოს და ნუ იზამ იგივეს ამ დილასაც, ეს უკვე ზედმეტია, მიყვარხარ, მაგრამ ვერ მოგცემ ამ ბატს.“
„გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ მე შენ,“ საყვარელმა უთხრა, „ამაზეა დამოკიდებული წავიღებ თუ არა ამ ბატს.“
ამგვარად, მან წაიღო ბატი.
„მომიტანე ბატი,“ ქმარმა უთხრა ცოლს საღამოს.
„ჩემო საწყალო ქმარო,“ ცოლმა დაიყვირა, „ვაიმე, ეს კაცი სრულიად შეიშალა,“ „ბატი, ბატი, ბატი, რა ბატი? არ არის არანაირი ბატი, ჩემო საწყალო, საწყალო ქმარო.“
მეზობლები ისევ შეიყარნენ და ისევ ერწმუნენ ცოლს, ქმარი ისევ წავიდა მშიერი.
მეორე დილას მან იყიდა სხვა ბატი ქალაქში, იქირავა მაღალი ტანის კაცი, რომელმაც თავზე დაიდგა ლანგარზე დადებული ბატი და წაიღო, ქმარმა დაიქირავა ასევე მუსიკოსები, რომლებიც შეასრულებდნენ ექვსეტაპიან საორკესტრო ნომერს და ეს მუსიკოსები წრეში შემოუდგნენ თავზე ლანგარშემოდგმულ, მაღალ კაცს. თვითონ ქმარი კი მათ წინ მიუძღოდა, მთელი ქუჩა ფეხით გამოიარეს ვიდრე სახლამდე და მეზობლებსაც უჩვენეს ეს მსვლელობა.
როცა იგი მიუახლოვდა თავის სახლს, იქ შეგროვდა მრავალი ხალხი, რომელიც მას უკან ადევნებოდა.
იგი მიუბრუნდა ხალხს და მიმართა:
„მაჰმადიანებო, მეზობლებო, მთელო მსოფლიოვ, მაღალო ზეცავ, თევზებო ზღვაში, ჯარისკაცებო და სხვა დანარჩენნო, აჰა, ბატი!“
მან ჩამოიღო ბატი ლანგარიდან.
„აი ბატი,“ იგი ყვიროდა.
მან ხელში გადასცა ეს ფრინველი თავის ცოლს.
„ახლა მოამზადე ეს ღვთისგან დალახვრული კერძი“ მან თქვა, „და როცა მე შინ დავბრუნდები საღამოს მივირთმევ მას.“
ცოლმა გაასუფთავა ფრინველი და მოამზადა. შეყვარებული მოვიდა, იქ გაიმართა მგრძნობიარე სცენა, ცრემლები, კოცნა, გამოდევნება, ჭიდაობა, უფრო მეტი ცრემლი, მეტი კოცნა და ბოლოს საყვარელი წავიდა ბატთან ერთად.
იმ ქალის ქმარმა ქალაქში დაინახა მისი ძველი მეგობარი და უთხრა, „შემოდი ჩემთან სტუმრად ამ საღამოს: ჩემმა ცოლმა ბატი შეწვა, ჩვენ კი დავლიოთ თითო ბოთლი რაკი და ცოტა დრო გავატაროთ.“
ასე რომ ქალის ქმარი და ქმრის მეგობარი მივიდნენ შინ და ქმარმა თქვა: „მოამზადე თუ არა ბატი?“
„დიახ,“ ცოლმა უთხრა, „ის ღუმელში დევს.“
„კარგია,“ ქმარმა თქვა, „შენ სინამდვილეში არასოდეს ყოფილხარ ცუდი ცოლი, პირველ რიგში ჩემი მეგობარი და მე ცოტას დავლევთ; შემდეგ ჩვენ შევექცევით ბატს.“ ქმარმა და მისმა მეგობარმა დალიეს ოთხი თუ ხუთი ჭიქა და შემდეგ ქმარმა თქვა, „კეთილი, მოგვიტანე ბატი.“
ცოლმა უპასუხა „არა გვაქვს პური, გადადი შენს ბიძაშვილთან და გამოართვი პური; ბატი არ არის კარგი პურის გარეშე.“
„კეთილი“, ქმარმა თქვა.
მან დატოვა ასე სახლი.
ქალმა უთხრა ქმრის მეგობარს, „ჩემი ქმარი გიჟია, ჩვენ არა გვაქვს არანაირი ბატი.. მან მოგიყვანა აქ მოსაკლავად ამ საშინელი მჭრელი დანით და ამ ჩანგლით, შენთვის უკეთესია რომ გაეცალო.“
კაცი წავიდა, ქმარი დაბრუნდა შინ და იკითხა მისი მეგობრისა და ბატის ამბავი.
„შენი მეგობარი გაიქცა ბატით ხელში“, ცოლმა უთხრა, „რა სახის მეგობრობას ეძახიან ამას შენი აზრით: როცა მე ვმუშაობ მთელი დღეებია მონასავით, რომ რიგიანი კერძი მოგიმზადო?!“
ქმარმა აიღო ხელში მჭრელი დანა, ჩანგალი და იწყო თავდაღმართზე ჩარბენა. შორ მანძილზე მან შენიშნა თავისი მეგობარი, რომელიც გარბოდა, მან კი დაუძახა: „მხოლოდ კანჭი დამითმე, ჩემო მეგობარო, სულ ესაა!“
„ღმერთო ჩემო,“ იმ კაცმა თქვა, „ეს ნამდვილად გიჟი ყოფილა.“
მეგობარმა იწყო სირბილი ჩქარა, ვიდრე ოდესმე. მალე იმ ქალის ქმარმა ვეღარ შეძლო მეტი სირბილი. იგი დაბრუნდა მოქანცული შინ თავის ცოლთან, ისევ შეჭამა თავისი პური და ყველი. ამ უბრალო საჭმლის მიღების შემდეგ მან გადაჰკრა ისევ რაკი.
როგორც კი დალია, ჭეშმარიტება გაცხადდა მის გონებაში ნელ-ნელა, ეს ისე როგორც ალკოჰოლს სჩვევია.
როცა იგი ძალიან ნასვამი იყო, შეიტყო ყველაფერი ყველაფრის შესახებ. იგი ადგა და სწრაფად ჩაარტყა ხელი თავში ცოლს, მერე ოთახის ოთხივ კუთხით თმებით ათრია.
„თუ შენი საყვარელი მოდიოდა აქ, რომ წაეღო ახალი ბატი ყოველ დღე“, მან უთხრა, „ეს უნდა გეთქვა ჩემთვის, ხვალ მოვიტან ორ ცალ ბატს, მე და საყვარელი სათითაოდ დავინაწილებთ მას და ჩემს შიმშილსაც ამით ეშველება.“

пятница, 6 февраля 2015 г.

ვილვეტის შარვლები

ავტორი: ვ. საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა ზ. ბერაძემ)
უმეტესობა ხალხისა არც თუ ხშირად, ანდა ოდესმე მაინც, ჩერდებოდა რათა დაეთვალიერებინა შარვლები, ნებისმიერი ჩვეულებრივი კაცი ყოველ დილა-საღამოს მოზომების მიზნით იცვამდა და იხდიდა შარვლებს, ის არასოდეს ყოვნდებოდა, როცა ამ საქმით იყო დაკავებული, ან ნებისმიერ დროს თუნდაც გართობისთვის წარმოიდგენდა, რაოდენ უბედურება იქნებოდა რომ მას არ ჰქონოდა შარვალი. რა უბედური იქნებოდა იგი, როგორი უბედური და უიღბლო, თუ იგი ხალხში გამოჩნდებოდა უშარვლოდ. როგორი უხეში გახდებოდა მისი მანერები, როგორი ბრიყვული იქნებოდა მისი საუბარი, ან როგორ ძალიან უხალისო იქნებოდა მისი დამოკიდებულება ცხოვრებასთან მიმართებაში.
სხვათა შორის, როცა მე ვიყავი თოთხმეტი წლის, ვკითხულობდი შოპენჰაუერს, ნიცშეს, სპინოზას, წიგნს ურწმუნოსი და ღვთის მოწინააღმდეგის, იესო ქრისტეს მტრის და კათოლიკური ეკლესიისა, რომელიც ჩემი საკუთარი რწმენით, ჩემი აზრით იყო ერთგვარი ფილოსოფოსი, ეს ჩემი რწმენა იყო ღრმა და რაღაც ტრივიალურის მსგავსი. ახლაც და მომავალშიც ვუბრუნდები ადამიანის თემას ამ სამყაროში, რომელსაც შეიძლება ეცხოვრა შარვლების გარეშე, და იმდენად რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ რომ ეს აზრები იყო მძიმე მელანქოლიით დატვირთული, უფრო იშვიათად ისინი იყვნენ სასიამოვნო და სახალისო. ამდენად, მე ვფიქრობ, ბედნიერებაა იყო ფილოსოფოსი: გეცოდინება რა ერთი მხარე ისევე კარგად, როგორც მეორე. ერთი შეხედვით, კაცი ამ სამყაროში შარვლების გარეშე საცოდავი არსება იქნებოდა, და ალბათ ეს ასეც არის. ხოლო მეორე შეხედვით, თუ იგივე კაცი, რომელიც შარვლებს ატარებს არის ჩვეულებრივ მხიარული და თავისუფალი აზროვნების ახალგაზრდა, მეორეს მხრივ ადამიანი ამქვეყნად შარვლების გარეშე იქნებოდა უბედური არსება, და ასევე ერთი შეხედვით იქნებოდა მხიარული და უდარდელი ტიპი და შესაძლოა გადაყროდა კიდეც ცოტა უსიამოვნებებსაც. ასეთი ადამიანი ბუნებაში არცთუ დასაჯერებელია, მივეჩვიე იმ აზრს, რომ მოძრავი სურათები, ჩემი აზრით, მას აღარ შეაშფოთებს, არამედ პირიქით, ეცოდინება თუ რა უნდა გააკეთოს და როგორ გააკეთოს ეს იმისათვის, რომ ყველა გამსჭვალოს თავისი უწყინარი სიმართლით და კერძოდ, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, რას წარმოადგენს წყვილი შარვალი? მის გარეშე ცხოვრება მართლაც და არ არის სამყაროს დასასრული, ან ცივილიზაციის განადგურების მომასწავებელი. მიუხედავად ამისა, აზრი იმის შესახებ, რომ ოდესმე გამოვჩენილიყავი ქვეყანაზე შარვლების გარეშე მე საშინელ განწყობაზე მაყენებდა, იმდენად რამდენადაც დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ვერ შევძლებდი დადგომას ჩემს სიმაღლეზე და ყველას ვერ ჩავაგდებდი ტრივიალურ სიტუაციაში და ვერ დავარწმუნებდი რომ სამყარო აქ არ სრულდებოდა.
მე მქონდა მხოლოდ ერთი წყვილი შარვალი, ბიძაჩემის ნაქონი და ის იყო ძალიან ნაჩქარევად შეკერილი, დაბლანდული და სტილში აღარ ჯდებოდა. ბიძაჩემი ატარებდა მას ხუთი წლის მანძილზე, მერე მე გადმომილოცა, ასე რომ მერე მე დავიწყე მისი ჩაცმა ყოველ დილით და გახდა ყოველ საღამოს. ერთი პატივი იყო ჩემთვის ბიძაჩემის შარვლის ტარება, ალბათ მე ვიქნებოდი უკანასკნელი ადამიანი ამქვეყნად, ვინც ფიქრობდა რომ ეს ასე არ იყო. ვიცოდი რომ ეს იყო პატივი და მივიღე ეს პატივი ამ შარვალთან ერთად. ასე რომ ვატარებდი ორივეს ერთად, მაგრამ შარვალი არ მადგებოდა ტანზე კარგად, ის ძალიან ფართო იყო წელის გარშემო და ძალიან ვიწრო მანჟეტები ჰქონდა. ჩემს ბავშვობაში არასოდეს ვითვლებოდი კარგად ჩაცმულად, თუ ხალხი შემობრუნდებოდა ჩემსკენ და ორჯერ შემომხედავდა, როგორც ეს მათ ჩვეოდათ იმ დროს, ეს მართლა საოცრება იყო,   საოცრება იყო იმის დანახვა თუ როგორ ვატარებდი სხვის შარვალს, რომელსაც არ ჰქონდა არცერთი სანდო ჯიბე, ამიტომ როცა მაღაზიაში ხურდას მიბრუნებდნენ პირში ვიდებდი ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რომ არ უნდა გადამეყლაპა ისინი.
ბუნებრივია, რომ ვიყავი ძალიან უბედური, დავიწყე კითხვა შოპენჰაუერის და არაფრად ვაგდები ხალხს, და ხალხის მერე ღმერთს, თუ პირიქით, ან ორივეს ერთდროულად, არაფრად ვაგდები მთელს მსოფლიოს, მთელს სამყაროს, ამ უაზრო ცხოვრების სქემას ვერ ვიტანდი.
ამავდროულად ვიცოდი, რომ ბიძაჩემი მე პატივს მცემდა თავის მრავალ ძმიშვილებს შორის, მხოლოდ მე მარგო პატივი მეტარებინა მისი ნაქონი შარვალი, ასე რომ ვგრძნობდი თავს პატივდებულად, უდავოდ ძალიან კარგად ჩაცმულად, მაგრამ ზოგჯერაც თავს ვგრძნობდი უბედურადაც, თუმცა ბიძაჩემის შარვალი სჯობდა იმას, რომ საერთოდ უშარვლოდ დავრჩენილიყავი, გონებაში ვაყალიბებდი გამჭრიახ და ფილოსოფიურ აზრებს, და დანარჩენ იდეებსაც სწრაფად ვუყრიდი თავს. ვგონებ, რომ ადამიანის გამოჩენა ამქვეყნად საერთოდაც უშარვლობას უკავშირდება, ამას არ ვამბობ ინდივიდუალურობის ჟესტით და არც დასავლეთის ცივილიზაციის კრიტიკის მიზნით, არამედ უბრალოდ იმიტომ რომ, ერთი სიტყვით, მას არ ჰქონდა შარვალი, უბრალოდ მას არ ჰქონდა ფული რომ ეყიდა შარვალი? ვგონებ, მას ყველა ტანსაცმლისათვის ჰქონდა განსაზღვრული ფული, მხოლოდ შარვლის გამოკლებით: ნიფხავისთვის, წინდებისათვის, ფეხსაცმლებისთვის და შორტებისთვისაც. ასე დადიოდა იგი მთელს ქვეყანაზე და ყველას თვალებში პირდაპირ უყურებდა. ვგონებ, მას ეს შეეძლო თავისუფლად. „ქალბატონებო, მე არა მაქვს შარვალი! ჯენტლმენებო, მე ფული არა მაქვს, მერე რაა რო? არ გამაჩნია შარვლები, მე არა მაქვს ფული. მე ამ სამყაროს ბინადარი ვარ და განზრახული მაქვს დავრჩე სამყაროს ბინადრად ვიდრე ჩემს სიკვდილამდე, ან ვიდრე ეს სამყარო არ დასრულდება. ვაპირებ, სულ მოძრაობაში ვიყო ამ მზისქვეშეთში, მიუხედავად იმისა რომ არ გამაჩნია შარვლები.“
რა უნდა ექნათ მისთვის? ნუთუ ამისთვის უნდა ჩაესვათ ის ციხეში? თუ ასეა, რამდენი ხნით და რატომ? რა სახის დანაშაული შეიძლება ყოფილიყო ის, რომ იგი გამოჩნდებოდა მოძმეთა შორის საქვეყნოდ შარვლების გარეშე?
ალბათ ისინი თავს იგრძნობდნენ დამწუხრებულად, მე ასე ვიფიქრებდი. მოუნდებოდათ, ჩემთვის მოეცათ ერთი წყვილი ძველი შარვლები, და ეს შესაძლებლობა ალბათ მე გიჟად გამხდიდა. არასოდეს იფიქროთ, მომცეთ მე თქვენი ძველი შარვლები, მაშინ ყვირილით გიპასუხებთ, ნუ ეცდებით იყოთ კეთილნი ჩემს მიმართ, არ მჭირდება თქვენი ძველი შარვლები, მე მინდა ჩემი საკუთარი შარვალი, პირდაპირ მაღაზიიდან მოტანილი, ახალი ბრენდით, ზომით, დასახელებით, ეტიკეტით და გარანტიით, მე მინდა ჩემი საკუთარი.. ღმერთმა დალახვროს ეს შარვლები, სხვა არაფერი, მე ვარ ამ ქვეყნის შვილი და მინდა ჩემი საკუთარი შარვლები.
მე გავხდი ერთობ გულმოსული ხალხზე, ალბათ მინდოდა ისინი ყოფილიყვნენ კეთილნი ჩემს მიმართ, რადგან ვერ ვხედავდი მათში ამ სიკეთეს. ვერ ვხედავდი, რომ ხალხს მოეცა ჩემთვის რამე, ან ნებისმიერი წვრილი რამ. მინდოდა მიმეღო სამუშაო ჩვეულებრივი წესით; რა ღირს ნეტა ეს შარვლები? მათ სამ დოლარადაც იშოვი, კეთილი, მე ავიღებ მათ, ზუსტად ამგვარად, არავითარი ორჭოფობა და ყოყმანი, რამდენად? სამ დოლარად! ოკეი, შემიფუთეთ ის.
იმ დღეს, როდესაც პირველად ჩავიცვი ბიძაჩემის შარვალი, მან გაიარ-გამოიარა, დადგა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, რომ უკეთესად დამკვირვებოდა, მითხრა: „ეს მშვენივრად გადგას ტანზე.“
„დიახ სერ,“ მე ვთქვი.
„უამრავი სივრცე აქვს ზევით,“   მან თქვა.
„დიახ, სერ“ მე ვუპასუხე.
„და ლამაზი და კომფორტულია,“ მან თქვა
„დიახ სერ,“ მე მივუგე.
შემდეგ რაღაც გიჟური მიზეზით, ეს ალბათ ტრადიცია იყო, რომ შარვლები გადაცემულიყო ხელიდან ხელში ერთი თაობიდან მეორეს, ბიძაჩემი იყო ერთობ მოძრაობაში მოსული და ჩამომართვა ხელი, ფერი გაუმკრთალდა სიამოვნებისა და აღტაცებისაგან და შეიქნა უკიდურესად უუნარო, რომ წარმოეთქვა ერთი სიტყვაც კი, მან დატოვა სახლი როგორც კაცმა, რომელიც ტოვებს რაღაცა ისეთს, გულში ჩამწვდომს, რომელთანაც ახლოს ყოფნას ვეღარ უძლებს. ამდროს მე შევუდექი მცდელობას რომ განმესაზღვრა, შევძლებდი თუარა ერთი მიმართულებიდან მეორეზე ყურადღების გადატანას შარვლებთან დაკავშირებით. ეს ასე იყო, მე შემეძლო სიარული შარვლებით, ამდროს კი მეტნაკლებად თავი ვიგრძენი დაძაბულად, ახლა შესაძლებელი იყო მოძრაობაში მოსვლა, მე არ ვგრძნობდი უსაფრთხოებას, მაგრამ ვიცოდი რომ ვიყავი დაცული ერთი მხრივ, და ვიცოდი რომ ადგილიდან უნდა დავძრულიყავი და პრაქტიკულად მჯეროდა რომ შევძლებდი მოძრაობას სწრაფად. ეს იყო წმინდა შეგუების მომენტი, ალბათ მექნებოდა რამოდენიმე თვეს გაუცხოების შეგრძნება, მაგრამ მჯეროდა, რომ დროთა განმავლობაში შემეძლებოდა მოძრაობა ამსამყაროში წინდახედულად, მკვეთრი ეფექტურობით.
მე მეცვა ბიძაჩემის შარვლები მრავალი თვის მანძილზე და ეს იყო ყველაზე გაუხარელი თვეები ჩემს ცხოვრებაში, რატომ? იმიტომ რომ ვილვეტის შარვლები დროებით იყო სტილიური, ხოლო ერთი თვის შემდეგ კალიფორნიაში შემოვიდა ესპანური რენესანსი და ესპანური ვილვეტის შარვლები გახდა მოდური. ისინი იყო  დაკლოტილი, გახეხილი, ბოლოებში წითელი ხაზი გასდევდა და უმეტეს შემთხვევებში მისი გარშემოწერილობა იყო ხუთი ინჩი და ზოგიერთ შემთხვევაში პატარა მორთულობები (დეკორაციები) გასდევდა წელის ირგვლივ. თოთხმეტი წლის ასაკის ბიჭუნები ამ სტილის ვილვეტის შარვლებში იყვნენ გამოწყობილნი, ისინი ითვლებოდნენ ბიჭებად, რომლებიც არამხოლოდ გრძნობდნენ უსაფრთხოებას და კომფორტს, არამედ იცოდნენ რომ გამოიყურებოდნენ სტილიურად, მაშასადამე, შეეძლოთ გაეკეთებინათ ნებისმიერი სახალისო და გულკეთილი საქმეები, როგორიცაა გოგონებზე უკან გამოდევნება, მათთან საუბარი და სხვა დანარჩენი. რაც მე არ შემეძლო, მიფიქრია, რომ ჩემთვის ახლა კარგი იქნება რაღაცნაირად ნაღვლიანად მივუბრუნდე ისევ შოპენჰაუერს და დავიწყო აბუჩად აგდება ქალებისა, ხოლო შემდეგ კაცების, ბავშვების, ხარების, ცხენების და ტყის სხვა მხეცებისა და თევზებისაც.
რა არის ცხოვრება? მე კითხვას ვსვამდი. რა ჰგონიათ მათ, რომ არიან, მხოლოდ იმიტომ წარმოადგენენ რამეს, რომ აცვიათ გახეხილი ვილვეტის შარვლები? მათ წაუკითხავთ განა შოპენჰაუერი? არა. მათ იციან განა რომ არსებობს ღმერთი? არა. ოდესმე თუ დაეჭვებულან იმაში, რომ სიყვარული არის ყველაზე მოსაბეზრებელი თავგადასავალი ამქვეყნად? არა. ისინი არიან უცოდინრები ამ ყველაფრისა. ისინი ატარებენ მშვენიერ ვილვეტის შარვლებს, თუმცა კი არიან დაბრმავებულნი უმეცრებისაგან. მათ არ იციან რომ ეს ყველაფერი ცარიელი მასხრობაა და ისინი არიან მსხვერპლნი ამ საზიზღარი მასხრობისა, მე დავცინოდი ამ ყველაფერს მწარედ.
დროდადრო ან მავიწყდებოდა თუ რა ვიცოდი წარსულში, თუ რა მესწავლა შოპენჰაუერისაგან ყველაფრის შესახებ, ყოველგვარი უბრალოებით, ყოველგვარი ღრმა ფილოსოფიური აზრების გარეშე, ან სხვა შემთხვევაში, მე გავრბოდი გოგოების მდევრად, ვგრძნობდი რა სრულ სიხარულსა და უდარდელობას, მხოლოდ იმის მიზეზით, რომ აღმომეჩინა თუ როგორ დავცინოდი მათ, ეს იყო ბიძაჩემის შარვლები. ის არ იყო ის შარვალი, რომლითაც მე შევძლებდი გოგოებზე დევნას. ის იყო უიღბლო, ტრაგიკული, მელანქოლიური შარვალი და მისი ტარება მისით შემოსილი გოგოებზე გამოდევნება იყო ძალიან კომიკური საქმე სახილველად და ძალიან ტრაგიკული საკეთებლად.
მე დავიწყე დაზოგვა თითოეული პენნის, ნიკელის და ათცენტიანის, რომელთაც მოვიგდებდი ხელში, დავიწყე ჩემი დროისათვის თვალყურის დევნება, ერთ დღეს უცილობლად წავიდოდი მაღაზიაში და ვეტყოდი გამყიდველს, რომ მსურდა მეყიდა ერთი წყვილი ესპანური გახეხილი შარვლები, ფასს არ ჰქონდა მნიშვნელობა.
ერთმა სევდიანმა წელიწადმა გაიარა, წელიწადი რომელიც სავსე იყო ფილოსოფიითა და ადამიანთა სიძულვილით.
მე ისევ ვზოგავდი თითოეულ პენნს, ნიკელს და ათცენტიანს, ეს ნიშნავდა რომ ერთ დღესაც მექნებოდა ჩემი საკუთარი წყვილი შარვლები, ესპანური სტილისა. მისით მე მოვიპოვებდი სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, და ამავე დროს იმ სამოსელს, რომელშიც მამაკაცი ყოველ მიზეზს გარეშე იქნებოდა ბედნიერი და უდარდელი.
კეთილი, მე დავზოგე საკმარისი ფული ამისათვის, ჩავედი მაღაზიაში მშვენივრად და ვიყიდე ერთი წყვილი ესპანური სტილის გახეხილი ვილვეტის შარვალი, თუმცა ერთი თვის შემდეგ, როცა სკოლა დაიწყო და წავედი, მე ვიყავი ის ერთადერთი ბიჭი სკოლაში ამ მოცემულ სტილში შემოსილი. ჩანდა რომ ესპანური რენესანსი დასრულებულიყო, ახალი სტილის ვილვეტის შარვლები იყო ძალიან კონსერვატიული, არა გახეხილი სტილის, არა ხუთინჩიანი გარშემოწერილობით, არა მორთულობებით, არამედ უბრალოდ ეს იყო ჩვეულებრივი ვილვეტის შარვლები.
როგორ შეიძლება მეგრძნო თავი მხიარულად და უზრუნველად, როცა არ გამოვიყურებოდი სინამდვილეში ასეთად, და ამ ფიქრმა უფრო უარესად გამხადა, რადგან ჩემი შარვალი გამოიყურებოდა მხიარულად და უდარდელად; ჩემი საკუთარი შარვლები, რომელიც მე ვიყიდე. ის ზუსტად ასე გამოიყურებოდა: ეს იმას ნიშნავდა, და მერე მეც ასე ჩავთვალე, რომ ყველაფერში მეც ისე უნდა გამოვჩნდე, როგორც ეს შარვალია – მხიარული და უდარდელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერასოდეს ჩავჯდები ამ სამყაროს წესრიგში. მე არ შემეძლო წავსულიყავი სკოლაში ასეთი შარვლებით, ვერ ვიქნებოდი მხიარული და უდარდელი, მაგრამ როგორც ჩანს, გადავწყვიტე ვყოფილიყავი მხიარული და უდარდელი, მე ვიყავი ძალიან ფრთხილი და დაკვირვებული, მიყურადებული ვიყავი რა თითეულ ხელსაყრელ მომენტს, ვიცინოდი ძალიან ხშირად და აღმოვაჩინე, რომ იმდროს არასოდეს იცინოდნენ ჩემთან ერთად.

ეს იყო წამება ყველაზე უარეს ფორმაში, ასე რომ მე მივატოვე სკოლა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მაინც ვერ გავხდებოდი ფილოსოფოსი, მთელი პრობლემა მხოლოდ ესპანური სტილის გახეხილ ვილვეტის შარვლებში იყო.