ფორთოხლები
ავტორი: ვ. საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა: ზ. ბერაძემ)
მათ უთხრეს მას: „დადექი კუთხეში ორი დიდი ფორთოხლით
ხელში, და როდესაც ავტომობილი გვერდით ჩაგივლის, გაუღიმე და მიაწოდე ფორთოხლები, თუ
მათ უნდათ ცალობით, თითეული ხუთ ცენტად!“ ბიძამისმა ჯეკმა უთხრა, „სამი ცალი ათ ცენტად,
ოცდათხუთმეტი ცენტი დუჟინში.“ გაიღიმე ფართოდ“, მან უთხრა. „შენ შეგიძლია გაიღიმო,
განა არა ლუკ? ისეთ სარფას ნახულობ, უნდა გეღიმებოდეს, ცოტა მაინც, განა არა?“
იგი ცდილობდა ძალიან ძლიერად რომ გაეღიმა, ხოლო ბიძამისმა
ჯეკმა მიიღო საშინელი სახე, ამით იგი მიხვდა რომ მას ცუდი ღიმილი ჰქონდა, სურდა ისე
ხმამაღლა გაეცინა, როგორც სხვა ხალხი იცინოდა, ოღონდ ისინი აღარ იყვნენ ისე შეშინებულები,
როგორც იგი იყო, და მას თავში ყველაფერი თავდაყირა ჰქონდა.
„მე არასოდეს მინახავს ასეთი სერიოზული ბიჭი ჩემს სიცოცხლეში,“
ბიძამისმა ჯეკმა თქვა, „ლუკ“, მან უთხრა, ბიძამისი ჩაიკუზა, ასე რომ მისი თავი ბიჭის
თავს გაუთანაბრდა სიმაღლეში, ამგვარად, მას შეეძლო მისთვის თვალებში ყურება, თან ელაპარაკებოდა.
„ლუკ“, მან უთხრა, „ისინი არ იყიდიან ფორთოხლებს თუ შენ არ გაუღიმებ, ხალხს უყვარს
დანახვა, თუ როგორ იღიმის პატარა ბიჭუნა, რომელიც ფორთოხლებს ყიდის, ეს მათ სიხარულს
ანიჭებს.“
ბიჭი ისმენდა, რასაც ბიძამისი ელაპარაკებოდა, უყურებდა
მას თვალებში და მან გაიგო ეს სიტყვები. რასაც ბიჭი განიცდიდა და გრძნობდა ეს იყო,
რომ ბიძამისი ჯეკიც არეული იყო აგრეთვე, მან დაინახა თუარა ვიღაც კაცი, ფეხზე ადგა
და გააგონა მას თავისი ვიშვიში, ზუსტად ისე, როგორც მამამისი შვებოდა ამას.
„ლუკ“, ბიძამისმა ჯეკმა უთხრა, „ზოგჯერ შენ შეგიძლია
გაიცინო, განა არა?“
„მას ნუ მიმართავ!“ თქვა ჯეკის ცოლმა, „შენ რომ ასეთი
მშიშარა არ ყოფილიყავი, მაშინ თვითონ შეძლებდი იმ ფორთოხლების გაყიდვას, შენ ეკუთვნი
იმავე ადგილს, რასაც შენი ძმა, მიწაში მკვდარო!“ მან უთხრა.
ეს სიტყვები იყო ის ძლიერი ბიძგი, რამაც ბიჭუნა გააღიმა,
ის მეთოდი, როგორც ეს ქალი სულ საუბრობდა, არა მხოლოდ სიტყვები, არამედ მისი ხმის ტონალობაც
იყო ის, რაც ყოველთვის წამოაგდებდა ადგილიდან ბიძამის ჯეკს; როგორ უნდა მოლოდებოდა
ქალი მისგან გაღიმებას, ან ეგრძნო თავი კარგად, როცა ქალი ყოველთვის ეუბნებოდა მათ,
რომ არ იყვნენ კარგები, რომ მთელი ოჯახი ცუდი იყო.
ჯეკი იყო ბიჭუნას მამის უმცროსი ძმა, და ჯეკი გამოიყურებოდა
როგორც მამამისი. რა თქმა უნდა, დიასახლისი ქალბატონი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მამამისი
უკეთესია რომ მკვდარია, რადგან სიცოცხლეში კარგად ვერ ჰყიდდა პროდუქტებს. ქალი ყოველთვის
უჩიჩინებდა ჯეკს: „ეს ამერიკაა, უნდა მიდგე-მოდგე, გაეცნო ხალხს და შენს წრეში შემოიყვანო
ისინი და შენნაირად უნდა აქციო.“ და ჯეკი ყოველთვის პასუხობდა: „გადავაქციო ისინი ისეთად,
როგორიც მე ვარ? როგორ შემიძლია ვაქციო ისინი ჩემნაირად, “ ცოლი ყოველთვის ამაზე ღონდებოდა
და ეტყოდა: „ოჰ შე სულელო, რომ არ მყავდეს ეს ბავშვი მუცელში, წავიდოდი და ვიმუშავებდი
როზენბერგებთან და ბავშვივით გარჩენდი შენ.“ ჯეკს ჰქონდა ისეთივე განწირული მზერა,
როგორც მამამისს ჰქონდა და იგი ყოველთვის ბრაზდებოდა საკუთარ თავზე და უნდოდა რომ სხვა
ხალხი ყოფილიყო ბედნიერი, ჯეკი ყოველთვის თხოვდა მას რომ გაეღიმა.
„კეთილი“ ჯეკმა თქვა, „კარგი, კარგი, კარგი, მომკალი,
გადამიყვანე ჭკუიდან, უდავოდ. მე მართლაც მკვდარი უნდა ვიყო ახლა, ათი ყუთი ფორთოხალი
და ერთი პენიც კი არაა ოჯახში და არაფერი გვაქვს, რომ ვჭამოთ, ნეტავი მკვდარი ვიყო,
ახლა უნდა ვიდგე ქუჩაში და მეჭიროს ხელთ ფორთოხლები? ალბათ ახლა უნდა ვიშოვო ვაგონი
ფორთოხალი და პირდაპირ ქუჩებში უნდა დავიარებოდე? ნეტა ახლა მკვდარი ვიყო.“ მან თქვა.
შემდეგ ჯეკმა დაჭიმა სახის კუნთები, ისე მოწყენილად
იყურებოდა, თითქოს არავინ იყო ამქვეყნად მასზე უბედური, თვითონაც კი, და სურდა რომ
არ ეტირა, იმიტომ რომ ჯეკი იყო ფრიად მოწყენილი, გარდა ამისა, ჯეკის მეუღლე უფრო გაღიზიანებული
იყო ახლა, ვიდრე ოდესმე, და ქალი ტიროდა ისეთნაირად, როგორც ეს მას ჩვეოდა, ამდროს
მან ნამდვილად იგრძნო მწუხარება და იგრძნო, თუ რა საშინელი იყო ყველაფერი, რადგანაც
მისი ცოლი არ ტიროდა დარდისაგან, არამედ ტიროდა ბრაზისაგან, შეახსენებდა რა ჯეკს ყველა
ვალდებულებას და ყველა იმ დუხჭირ დროებას, რაც მან გამოიარა მასთან ერთად და ყველა
საჭიროებას შეახსენებდა ბავშვის თაობაზე, რომელიც მუცელში ჰყავდა და დღეს თუ ხვალ დაიბადებოდა,
ქალი ამბობდა: „რისთვის, რა ბედენაა, კიდევ ერთი სულელი ამქვეყნად?“
იატაკზე ერთი ყუთი ფორთოხალი იდო, ქალმა ორი მათგანი
ხელში აიღო, ტიროდა რა და თქვა: „არ არის ცეცხლი ღუმელში, ნოემბერში, ყველა ჩვენთაგანი
ვიყინებით; წესით, სახლი უნდა იყოს ახლა სავსე ხორცის სუნით, აქა.“ იგი ყვიროდა. „ჭამე,
ჭამე შენი ფორთოხლები, ჭამე, სანამ არ მოკვდები.“ იგი ყვიროდა და ყვიროდა. ჯეკი საკმაოდ
მოწყენილი იყო იმისათვის, რომ ესაუბრა. იგი დაჯდა და დაიწყო წინ და უკან ქანაობა, გიჟივით
იყურებოდა, მათ თხოვეს მას რომ გაეცინა, ჯეკის ცოლი გადიოდა და შემოდიოდა ოთახში, ხელში
ეკავა ფორთოხლები, გაჰკიოდა და თან ლაპარაკობდა ბავშვზე, რომელიც მუცელში ჰყავდა.
ცოტა ხანში მან შეწყვიტა ტირილი.
„ახლა მიიყვანე იგი ქუჩის იმ კუთხეში,“ მან თქვა, „და
ნახავ თუ იგი არ მოიხვეჭს ცოტა ფულს.“
ჯეკი დაყრუებულს ჰგავდა, ზუსტად ისე გამოიყურებოდა,
როგორც ბუკიოტი, მას თავიც კი არ აუწევია ზევით, ასე რომ ქალმა ისევ დაიყვირა:
„მიიყვანე იგი იმ კუთხეში, თხოვე მას რომ გაუღიმოს ხალხს,
ამითი ჩვენ პურს შევჭამთ.“
რა აზრი აქვს იყო ცოცხალი, როცა ყველაფერი ყარს და არავინ
იცის რა გააკეთონ? რა აზრი აქვს სკოლაში სიარულს, არითმეტიკის შესწავლას, ლექსების
კითხვას, ბადრიჯნების ხატვას და ყველაფერი ამდაგვარი საქმეების კეთებას? რა აზრი აქვს
ჯდომას ცივ ოთახში, ვიდრე არ მოვა ძილის დრო, და იმის მოსმენას რა აზრი აქვს, თუ როგორ
ჩხუბობენ მუდმივად ჯეკი და მისი ცოლი ერთმანეთში, რა აზრი აქვს ამ დროს წახვიდე დასაძინებლად
და იქ იტირო, გაიღვიძო დილით და უყურო მოღუშულ ზეცას, იგრძნო ცივი ჰაერი და სხეულის
კანკალი, იარო სკოლაში და ჭამო ფორთოხლები სამხარზე, პურის მაგივრად?
ჯეკი წამოხტა და დაუწყო ყვირილი თავის ცოლს, მან თქვა
რომ იგი მოკლავდა მას და შემდეგ გულში გაუყრიდა დანას, ასე რომ იგი ყვიროდა უფრო ძლიერად,
ვიდრე ოდესმე და შემოახია მას კაბა, ასე რომ ქალი იყო შიშველი, ვიდრე წელამდე და მან
თქვა: „კეთილი, საუკეთესო ჩვენთაგანნი უკვე მკვდარია, მომკალი მე.“ მაგრამ ჯეკმა თავისი
მკლავები მას გადახვია და გაიყვანა სხვა ოთახში, იგი ისმენდა მის ტირილს, აკოცა მას
და უთხრა, რომ იგი იყო ისევ ბავშვი, ძალიან დიდი ბავშვი, მას სჭირდებოდა იგი, როგორც
დედა.
ის იდგა კუთხეში და ეს ყველაფერი მოხდა სწრაფად, მას
არც კი შეუმჩნევია თუ როგორ დაიღალა, ასე რომ იგი იყო ძალიან დაღლილი და მოშიებული,
ასე რომ ის დაჯდა. „რა აზრი აქვს იყო ცოცხალი, თუ შენ სულ მარტო ხარ ამქვეყნად, და
არც დედაა და არც მამა და არც არავინ, ვისაც ეყვარები.“ მას უნდოდა რომ ეტირა, მაგრამ
რა სარგებლობა ჰქონდა ტირილს, როცა ამას არ მოჰყვებოდა რამე კარგი არანაირად.
ცოტა ხანში ჯეკი ოთახიდან გამოვიდა და იგი ცდილობდა
რომ გაეღიმა.
„ყველაფერი რისი კეთებაც შენ გიწევს,“ მან თქვა, „რომ
ხელში გეჭიროს ორი დიდი ფორთოხალი და გაუწოდო ისინი ხალხს, როცა ჩაგივლიან გვერდით
თავისი ავტომობილებით და გაუღიმო მათ. შენ გაყიდი მთელ ყუთ ფორთოხალს დროზე ადრე, ლუკ.“
მე გავიღიმებ“, მან თქვა, „თითოს გავყიდი ხუთ ცენტად,
სამს ათ ცენტად, ოცდათხუთმეტ ცენტად დუჟინს.“
„აი სულ ეს არის“, თქვა ჯეკმა.
ჯეკმა აიღო იატაკიდან ფორთოხლების ერთი ყუთი და დაიწყო
გასვლა უკანა კარიდან.
ძალიან მოწყენილობა იდგა ქუჩაში, ჯეკს ხელში ეჭირა ფორთოხლების
ერთი ყუთი, ოჯახის წევრები მოჰყვებოდნენ ჯეკს გვერდით, ბიჭი უსმენდა ჯეკს, რომელიც
ეუბნებოდა მას რომ ფართოდ გაეღიმა. ცა იყო მოღუშული და არ იყო ფოთლები ხეებზე, ქუჩა
კი მოწყენილი ჩანდა და ეს იყო ძალიან სახალისო, ფორთოხლების სურნელი იდგა ირგვლივ
– სუფთა და კარგი, ისინი გამოიყურებოდნენ ერთობ ლამაზად და ეს იყო ფრიად სახალისო.
ფორთოხლები გამოიყურებოდნენ ძალიან ლამაზად, მისი პატრონები კი იყვნენ ასე მოწყენილნი.
ეს იყო ვენტურის შესახვევის კუთხე, სადაც მთელი ავტომობილები
მიდი-მოდიოდნენ და ჯეკმა დადო ყუთი ტროტუარზე.
„იგი ჩანს საკმაოდ კარგად პატარა ბიჭთან შედარებით“,
მან თქვა, „მე უნდა დავბრუნდე უკან სახლში, ლუკ.“
ჯეკი ისევ ჩაიცუცქა და შეხედა მას თვალებში, „შენ არა
ხარ შეშინებული, ხომ არა ლუკ?!.. მე დავბრუნდები
უკან სანამ შებინდდებოდეს, ბინდი არ იქნება ჯერ მაინც ორ საათს, თავი იგრძენი მხიარულად
და გაუღიმე ხალხს.“
„გავუღიმებ“ მან თქვა.
შემდეგ ჯეკი ადგილიდან წამოხტა, თითქოს მას ადგომა სხვანაირად
არ შეეძლო, რომ არ წამომხტარიყო ისე, ამგვარად ის ჩქარი ნაბიჯებით ჩაუყვა ქუჩას, გადიოდა
გზას სწრაფად, ეჩვენებოდა ეს სამყარო მოსაწყენად: „ხუთი ცენტი ერთ ცალში, სამი ცალი
ათ ცენტად, ოცდათხუთმეტი ცენტი დუჟინში“.
მან აიღო ორი ყველაზე დიდი ფორთოხალი და დაიჭირა ისინი
მარჯვენა ხელში, მეორე მკლავი თავის ქვეშ შემოიდო, ეს არ ჩანდა სწორ პოზად, ეს ჩანდა
მოსაწყენად. რა სარფა აქვს, რომ გეჭიროს ორი დიდი ფორთოხალი ცალ ხელში და ამოდებული
გქონდეს მეორე ხელი თავქვეშ და ემზადებოდე იმისათვის, რომ გაუღიმო ხალხს, რომლებიც
ჩაგივლიან გვერდით ავტომობილებით.
ჩანდა დიდი ხანი იყო გასული, რაც მან დაინახა რომ ერთი
ავტომობილი ქუჩიდან ამოდიოდა ზევით, ზუსტად მისი მიმართულებით, როცა ის ახლოს მოვიდა,
ბიჭმა დაინახა რომ იქ იჯდა კაცი, რომელიც მანქანას მართავდა და ქალბატონი ორი ბავშვით
უკან იყო მოთავსებული, მან გაუღიმა მათ ძალიან ფართოდ, როცა ისინი ძალიან ახლოს მოვიდნენ;
მაგრამ მათ პირი არ უჩანდათ ისე, რომ აპირებდნენ გაჩერებას, თუმცა ბიჭმა მიუშვირა ფორთოხლები
მათკენ, და უფრო ახლოს მიიწია ქუჩის მხარეს. ბიჭმა დაინახა ძალიან ახლოდან მათი სახეები
და გაუღიმა მათ ცოტათი უფრო მეტად, მას არ შეეძლო გაეღიმა ამაზე უფრო ძლიერად, რადგან
ლოყები დაეღალა უკვე ამ ღიმილისაგან, ხალხი არც კი უჩერებდა მანქანებს და საპასუხოდაც
კი არ უღიმოდნენ, პატარა გოგონამ ავტომობილში მას გაუკეთა ისეთი სახე, თითქოს მასზე
ფიქრობდა რომ მისი პროდუქტი იყო იაფფასიანი... რა სარგებლობა მოაქვს იმას, რომ იდგე
ქუჩის კუთხეში და ცდილობდე ფორთოხლების მიყიდვას იმ ხალხზე, რომლებიც სხვადასხვა სიფათს
გიკერავენ, იმიტომ რომ შენ უღიმი მათ და მოითხოვ მათგან, რომ მოგიწონონ.
რა აზრი აქვს აიტკიო კუნთები ფორთოხლების დაჭერაში,
მაინც ყოველთვის ასეა: ზოგიერთი ხალხი მდიდარია და ზოგი ღარიბი, მდიდრები ჭამენ და
იცინიან, ხოლო ღარიბები ვერ ჭამენ და ყოველთვის იბრძვიან და ერთი სული აქვთ ერთმანეთი
რომ დაჭამონ.
ბიჭმა ჩამოიღო ხელი თავქვეშიდან და შეწყვიტა ღიმილი,
შეხედა რა ცეცხლსაქრობ შლანგს, ცეცხლსაქრობის მიღმა იყო არხი, არხის იქით სჩანდა ქუჩა,
ვენტურის ქუჩა, და ქუჩის ორივე მხარეს იდგა სახლები და სახლებში იყო ხალხი, ხოლო ქუჩის
ბოლოში იწყებოდა სოფელი, სადაც გაეშენებინათ ვენახი და ხეხილის ბაღები, იქვე იყო ღელეები
და მდელობები, რის მიღმაც იყო მთები და მთებს მიღმა გაშენებული იყო უფრო დიდი ქალაქი,
უფრო მეტი სახლებით, ქუჩებით და ხალხით. რა სარგებლობა ჰქონდა ყოფილიყავი იმ ქვეყანაში,
სადაც შეხედვაც არ შეგეძლო ცეცხლსაქრობ ონკანზე, ისე რომ არ მოგნდომებოდა ტირილი?
ამჯერად სხვა ავტომობილი ამოდიოდა ზევით ქუჩაზე, ასე
რომ ბიჭუნამ ასწია ხელი და ისევ დაიწყო გაღიმება, მაგრამ როცა მანქანამ ჩაუარა მას
გვერდით, შენიშნა რომ იქიდან კაცი მას არც კი უყურებდა. ხუთ ცენტად ერთი ცალი, მათ
უნდა ჭამონ ფორთოხლები, პურისა და ხორცის ჭამის შემდეგ მათ აუცილებლად უნდა მიირთვან
ფორთოხლები. გაფრცქვენით ის და კარგ სურნელს დააყენებს ირგვლივ, მერე კი შეჭამეთ. წესით
მათ უნდა გააჩერონ თავიანთი ავტომობილები და იყიდონ სამი ცალი ათ ცენტად.
შემდეგ სხვა ავტომობილმა ჩაიარა მის გვერდზე, სანამ
ბიჭი იღიმებოდა და ხელებს იშვერდა, მაგრამ ხალხი მხოლოდ შეხედავდა მას და სულ ეს იყო.
თუ ისინიც ღიმილითვე უპასუხებდნენ ბიჭს, ეს არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ მხოლოდ ჩაუვლიდნენ
მას გვერდით და არ იყო არანაირი ღიმილი. უამრავმა მანქანამ ჩაუარა გვერდით და უშედეგოდ,
როგორც ჩანს ის უნდა დამჯდარიყო ძირს, შეეწყვიტა ღიმილი და უნდა ეტირა, რადგანაც ეს
მდგომარეობა იყო საშინელება. მათ არ უნდოდათ არანაირი ფორთოხალი და არც უნდოდათ დანახვა
ღიმილისა მის სახეზე.
ისეთი მეთოდით გაღიმება არ იყო მათთვის მოსაწონი, როგორზეც
ბიძამისმა ჯეკმა უთხრა მას რომ სასარგებლო იქნებოდა. ხალხმა უბრალოდ დაინახა ის და
მეტი არაფერი მოუმოქმედიათ სხვა.
უკვე საკმაოდ ჩამობნელდა და ბიჭუნა რაზეც ღელავდა, ის
იყო რომ მთელი სამყარო დანთქმულიყო დაუსრულებელ ბნელში, იგი საკუთარ თავში უშვებდა
იმას, რომ აქ უნდა იდგეს კიდევ კარგა ხანს ხელებაწეული და იღიმებოდეს, ვიდრე სამყაროს
დასასრულამდე. იგი უბრალოდ მიხვდა რომ დაბადებული იყო მხოლოდ იმისათვის რომ ემუშავა,
რომ მდგარიყო ასე უბრალოდ ქუჩის კუთხეში, მიეწოდებინა ფორთოხლები ხალხისათვის და გაეღიმა
მათთვის, ისე რომ დიდი ცრემლის კურცხალი მოსდენოდა ლოყებზე და ასე გაგრძელებულიყო სულ,
ვიდრე სამყაროს დასასრულამდე. ყველაფერი იყო შავბნელი და ცარიელი, ბიჭს უწევდა იქ დგომა
და ღიმილი, ვიდრე ლოყების ატკივებამდე და უწევდა ტირილი, იმის გამო რომ ხალხმა არც
კი გაუღიმა მას საპასუხოდ, და რაც მას ახლა აღელვებდა, ეს იყო რომ მთელი სამყარო უბრალოდ
ჩაინთქმებოდა წყვდიადში და დასასრულში. ხოლო ჯეკი მოკვდებოდა და მისი ცოლიც მოკვდებოდა;
მთელი ეს ქუჩები, სახლები, ხალხი, მდინარეები, მინდვრები, ბორცვები და ცა, ყველაფერი
დასრულდებოდა და გაქრებოდა, და არსად აქ არავინ დარჩებოდა, ერთი კაციც კი, იქნებოდა
ცარიელი ქუჩა, ჩაბნელებული ფანჯრები, მიკეტილი კარები, არავითარი სულიერი ირგვლივ არ
რჩებოდა, ყველაფერი მისთვის დასრულებული ჩანდა, რადგან ამ ხალხს აღარ უნდოდა რომ ეყიდათ
მისი ფორთოხლები, და არც კი უღიმოდნენ მას საპასუხოდ. ასეთნაირად, მისთვის ჩანდა, რომ
ახლა მთელი სამყარო უნდა გამქრალიყო და დასრულებულიყო.