пятница, 26 сентября 2014 г.

მოკლე მოთხრობები
მრუდე ხაზი
ავტორი: ვ. საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ)
მე ვცხოვრობდი უმაღლესი სკოლიდან მოშორებით მომდევნო კვარტალში, საღამოობით შუქები ირთვებოდა იქ და ვამჩნევდი, ქალი და კაცი როგორ დადიოდნენ ოთახში; შემეძლო მენახა მათი მოძრაობა, მაგრამ არ შემეძლო მათთვის ყურის გდება. ვხედავდი, რომ ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ რაღაცას და ვფიქრობდი; ჩემთვის უკეთესი იქნებოდა მათ წრეში გარევა და მათი მოსმენა. არ მინდოდა დამეტვირთა ჩემი გონება, ადრეც მიფიქრია ყველაფერ ამაზე, რამეთუ ვიღებდი წერილებს ამერიკის პელმანის ინსტიტუტიდან ყოველ ორ კვირაში. პრინციპულად არ გავდიოდი ამ კურსებს და არც კი ვხსნიდი ამ კონვერტებს, ზუსტად ვიცოდი ისინი რას მეტყოდნენ. მეტყოდნენ, რომ ჩესტერტონმა და ბენ ლინდსმა გაიარეს ეს კურსები და ახლა ჰქონდათ მშვენიერი  და დიდი ტვინები; განსაკუთრებით ჩესტერტონს. ვიცოდი ისინი მეტყოდნენ, რომ მეც უნდა მექნეს დიდი და ბრწყინვალე გონება (ჭკუა), მაგრამ არ ვხსნიდი კონვერტს საერთოდ. მე უნდა მიმეცა მაგალითი ჩემი ძმისწულისათვის, რომელიც იყო ოთხი წლის, ვფიქრობდი, შესაძლოა მას მოსწონებოდა ეს კურსი და ექნებოდა ჭკუა, როგორც ყველაზე ბრძენ კაცს მსოფლიოში, ვაძლევდი პატარას ჩემს წერილებს, იგი იღებდა იმას ხელში, ჯდებოდა იატაკზე და მაკრატლით ჭრიდა მათ; ეს იყო მშვენიერი რამე. ინსტიტუტი არის დიდი ამერიკული იდეა.. ჩემი ძმისწული ჭრიდა ამ წერილებს პატარა ორლესული მაკრატლით.
იყო ერთი ადგილი სადაც შეიძლებოდა გასვლა საღამოობით, დამღალა უკვე რადიომ, ვისმენდი ნრა-ს საუბრებს { ნ. რ. ა – განახლების, აღორძინების ნაციონალური ადმინისტრაცია, რომელიც ეკონომიკური კრიზისის დროს 1929-1933 წწ-ში უზრუნველყოფდა ახალი წარმოების აღდგენას, ეკონომიკის გაჯანსაღებას}, ისმოდა ნაწყვეტები კარმენიდან, ტოსტის ნაწარმოებიდან „შეხვედრამდე“ და „ხეები“; ვისმენდი მათ ყოველ საღამოს. ეს იყო იგივე დაუნ თაუნი, ვიცოდი ყველა ფილმი, რას უნდა დავლოდებოდი. ეს ფორმა არასოდეს იცვლებოდა, ყოველთვის იყო ერთნაირი სიმფონიები. ერთხელ ქალმა უხელმძღვანელა ერთ გადაცემას, მაგრამ ეს იყო იგივე ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია, ასევე „გრძნეულის შეგირდი“ და „ცისფერი დუნაის ვალსი“. იგი ეთერში გრძელდებოდა წლობით, საკითხი რაც მაღელვებს არის ის, რომ ჩემს შვილიშვილებს მოუწევთ აგრეთვე მოსმენა „ცისფერი დუნაის ვალსის“. მისი დანიშნულებაა, რომ როცა ამ მუსიკას ეთერში არც კი უკრავენ, ჩვენ მაინც გვესმოდეს ის. მას ფესვები აქვს გადგმული ჩვენში, წლების უკან მომწონდა კიდეც ეს მშვენიერი რამეები, მაგრამ მოგვიანებით უფრო პათეტიკურმა თემებმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
ვფიქრობდი, რომ საჭიროა გავერიო ამ ხალხს შორის, ვიარო საღამოს სკოლაში და მოვუსმინო მათ. სკოლაში სიარული ჩემთვის იყო როგორც გასვლა ერთი ოთახიდან მეორეში, ისე ახლოს მდებარეობდა. მე მომწონდა ერთად გავლის იდეა ერთი ჯგუფის ხალხთან, რომლებიც იყვნენ ერთობ მარტოსულნი ან კიდევ პათეტიკურად ამბიციურები.
საღამო როდესაც გარეთ გავედი იყო სამშაბათი. იქ იყო ინგლისურის კლასები უცხოელებისათვის, კერვის შემსწავლელი კურსები, ასევე დიზაინერობა, ქალის ქუდების დამზადების შესწავლა, ტყავზე მუშაობა, ხეზე მუშაობა, რადიოს შესწავლა, არითმეტიკა, ნავიგაცია, პილოტის თეორია, მანქანაზე ბეჭდვა და კომერციული ხელობის შესწავლა. მქონდა ამ დარგების დაბეჭდილი კატალოგი, ასე რომ შევედი კომერციული დარგის შემსწავლელ კურსზე, გამაჩნდა ბრწყინვალე მოტივი, პრაქტიკული ნიჭი. არ ვიცოდი თუ რას უნდა მოველოდე, მაგრამ მაინც მივედი იქ და დავჯექი მერხზე. მანდ იყო მსუქანი ქალი, რომელსაც სული ეხუთებოდა როცა საუბრობდა და ის ყოველთვის საუბრობდა. იგი იყო მასწავლებელი და დამახსოვრებული ჰქონდა მთელი რიგი ციტატები წიგნებიდან ხელოვნების შესახებ და როდესაც ვიმყოფებოდი მისგან მოსმენის დისტანციაში, გავიგონე მისი მძიმედ სუნთქვა. „არსებობს ხელოვნების ხუთი დარგი: მხატვრობა, ქანდაკება, არქიტექტურა, მუსიკა და პოეზია.“ მასწავლებელი ეუბნებოდა ამას საშუალო ასაკის, ხმელ-ხმელ პატარა ქალბატონს, რომელიც გაოცებული იყო, თითქმის განცვიფრებული; ეს პატარა ქალბატონი ესესაა მოსულიყო კლასში; მას ეს ადრე არ გაუგია, ეს იყო ახალი ამბავი მისთვის და იყო გაკვირვებული, როცა გაიგო რომ არსებობს ხელოვნების ხუთი დარგი. ჩანდა რომ მას სჯეროდა იმ შეგონების, რომ თითქოს მათგან ერთის ცოდნაც საკმარისია. მის წინ მაგიდაზე ეგდო ერთი ფურცელი თეთრი ქაღალდისა, კალამი, სამელნე და ფანქარი. იგი იყო გაბრწყინებული მთელი იდეით, მან დაიწყო მარლენ დიტრიხის სურათის დახატვა, ჰქონდა რა ათ-ცენტიანი ფილმების ჟურნალი, საიდანაც ახდენდა რეპროდუქციას, მაგრამ მისი სკეტჩი არ ჰგავდა მარლენ დიტრიხს; ყველაფერი იყო პროპორციების ჩარჩოებს მიღმა (ანუ პროპორციები დარღვეული იყო), ის გამოიყურებოდა, როგორც ძალიან კარგი მეტისი (ინდიელის ნაჯვარი); მხოლოდ ყველაზე გამჭრიახ ხელოვნების კრიტიკოსს შეეძლო ეთქვა მისთვის, რომ ის არ იყო პირველად (დედანისეული) მეტისი. მას გააჩნდა არახელოვნური მიბაძვა; მისი ნახატი იყო უბრალოდ ქალის სახე...   ხმელ-ხმელი ქალბატონი არაფერზე ფიქრობდა გარდა ხატვისა. იქ იყო სხვა სამი ქალი, რომლებიც ხატავდნენ მარლენ დიტრიხის სურათებს. ეს იყო ამ სასწავლო კურსის ნაწილი.
კაცები ხატავდნენ გამოფენის ბარათებს, ისინი ფიქრობდნენ რომ გაეზარდათ თავიანთი შემოსავალი; გავიგონე ქალები საუბრობდნენ შთაგონებაზე; მათგან ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალბატონი იყურებოდა შთაგონებით, მაგრამ ვეჭვობ, რომ ის იყო ცოტათი ავადმყოფი.
მამაკაცებისგან ერთ-ერთი კალმითა და მელნით ქმნიდა ლინკოლნის სკეტჩს. იგი იყო აბსოლიტურად შთაგონებული. მიმდინარე თვეს ისევ ვნახე ეს კაცი, შემიძლია ვთქვა, რომ ის იყო ცეცხლმოკიდებული მშვენიერი ქათინაურების მოსმენის გამო. ხელოვნების დარგის ყველა სტუდენტი ხატავს ლინკოლნს; რაღაცა არის უდავოდ ამ კაცში (ლინკოლნში), თუ შენ დაიწყებ მის ხატვას არა აქვს მნიშვნელობა როგორ სუფთად ხატავ მას, ის მაინც ბოლოს ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ლინკოლნი..  ეს არის სული, ეს არის შთაგონება; სინამდვილეში არავის ახსოვს როგორ გამოიყურებოდა იგი. მისი სახე ისეთია, როგორც ფაბრიკის ნიშანი.
ვიღაცა კაცი მუშაობდა ასევე სკეტჩზე და დაასრულა თუ არა ის განცვიფრებამ მოიცვა. იგი იყო ოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცი, ატარებდა ჰიტლერული სტილის ულვაშს. მე მაქვს მიზეზი მჯეროდეს მაინც, რომ ის არ იყო ნაცისტი. ეს არის ზუსტად ის ხალხი, რომლებიც უცხონი არიან ერთმანეთისათვის; მათ ერთმანეთს აშორებთ ოკეანეები და კონტინენტები. ისინი საკმაოდ ნიჭიერები იყვნენ იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ ზეშთაგონებული ისეთი საკაცობრიო პრობლემებით, როგორიცაა სექსი, ან ისეთი ხელოვნების დაუფლება, როგორიცაა ერთნაირი სტილის ულვაშების მოშვება; ეს არის კარგად ცნობილი მანერა ჰაველოკ ელისის და დ.ჰ. ლოურენსის და ყველა წვეროსანისა.  მე დავჯექი მაგიდასთან კაცის წინ, რომელსაც ჰქონდა ჰიტლერული ულვაში, მასწავლებელს უკვე ნათქვამი ჰქონდა ჩემთვის, რომ ის ჩემთან მოვიდოდა რამდენიმე წუთში. დავჯექი და ვუყურებდი კაცს, რომელიც ლინკოლნის სკეტჩს აკეთებდა. ის იყურებოდა დაძაბულად; სურდა შეეტყო, თუ ვინმე აკვირდებოდა მას, ეწადა გაეგო, თუ დააინტერესა მისმა მუშაობამ ვინმე. იგი ელოდა რაღაცას, რომ მოხდებოდა; ეს კაცი ამ ნახატებში ცხოვრობდა.. დანარჩენები იყვნენ საშუალო დონის მხატვრები...
იქ იყო ახალგაზრდა გოგონა, იჯდა მაგიდის საწინააღმდეგო მხარეს, იგი ნახშირის ფანქრით ხატავდა პატარა გოგონას პორტრეტს. ვიფიქრე, რომ ის იყო ვიღაცა, ვისაც იგი იცნობდა, ეს იყო კლარა ბოუ (მსახიობი), მე არ გამიმახვილებია ყურადღება ფილმების ჟურნალისათვის, საიდანაც იგი აკეთებდა რეპროდუქციას ამ სურათების; მას უკვე შეესრულებინა მარლენ დიტრიხის სკეტჩი, მთელი კლასი ამ მეთოდით ხატავდა. მამაკაცი, რომელიც ლინკოლნის პორტრეტის რეპროდუქციას ახდენდა, ანთებული იყო იმისთვის, რომ როგორმე იმ გოგონას ყურადღება მიექცია, მაგრამ გოგონა დაკავებული იყო იმით რომ უკანასკნელ შტრიხებს ასვამდა სურათს და ეს-ესაა რაც ამთავრებდა კლარა ბოუს პორტრეტს. ბოლოს, ნამდვილი მსახიობის ნებისყოფით და გამალებით იგი ფეხზე ადგა და დაიწყო სიარული გოგონას სიახლოვეს, რომ მიეღო ფანქრის სათლელი, თუმცა არ იყენებდა თავის ფანქარს, იგი ქმნიდა ლინკოლნის სკეტჩს მელნითა და კალმით. როდესაც ის უკან ბრუნდებოდა თავის ადგილზე, უცებ გაჩერდა გოგონას წინაშე, ფრთხილად შეათვალიერა მისი ესკიზი კლარა ბოუს სურათიდან. გოგონას არ შეეძლო ხატვა ამ მამაკაცის თანდასწრებით, რომელიც უყურებდა მის მკლავებს, ის არც კი ანძრევდა ხელებს, რადგანაც დაბნეული იყო. კაცმა უთხრა, რომ მისი ესკიზი იყო ძალიან კარგი, მაგრამ ამ ქებამ გოგონას თვალებიც არ დაახრევინა. ხატავდა რა ლინკოლნის ესკიზს იგი ავტომატურად გახდა უმაღლესი ხელოვნების კრიტიკოსი. მას სურდა ესაუბრა ხელოვნებაზე პირველ რიგში; გოგონამ არ იცოდა თუ რა ეპასუხა მისთვის. მან თქვა რაღაცა, რაც მე გარკვევით ვერ გავიგონე, ის იყო რაღაც აპოლოგეტური და არც თუ კარგად არტიკულირებული (წარმოთქმული).
მე შემეცოდა ის კაცი: მისი იდეა ვერ მუშაობდა, იგი მოელოდა რაღაცას, იგი მოელოდა გულთბილ მოპყრობას და ყურადღებას გოგონას მხრიდან, იმედოვნებდა, რომ გოგო თხოვდა მას ენახა მისი სურათი, ხოლო სამაგიეროდ თვითონაც გააოცებდა მას თავისი სკეტჩით „ლინკოლნი“. ამან არ იმუშავა, დაჯდა დაღვრემილი და დაიწყო უკანასკნელი შტრიხების დასმა ლინკოლნის ესკიზზე; შემდეგ ქვეშ მიაწერა თავისი სახელი ნამუშევარს და გაუსვა მძიმე ხაზი თავისი სახელის ქვეშ, მიანიჭა რა ხელის მოძრაობას მეტი ძალა და ხასიათი. როდესაც კურსი დამთავრებული იყო მე შევიტყვე რომ გოგონას სახელი იყო ჰარიეტი, იგი ისე გამოიყურებოდა, როგორც დიდი ნახევრად-სარდაფის მაღაზიის გამყიდველი, ის ალბათ აგრეთვე მარტოსული იყო.
ახლა კი მასწავლებელი იყო თავისუფალი, რომ გაეცნო ჩემთვის ხელოვნების საგანი, იგი იდგა ჩემს წინაშე და მძიმედ სუნთქავდა, მერე დაიწყო საუბარი ხელოვნების ხუთი დარგის შესახებ და იქ შეჩერდა, მას ჰქონდა ცხრილი, რომელშიც მიჩვეული იყო  ჩახედვას და მის მიხედვით საუბარს. ეს ცხრილი იყო ზუსტად ისეთი, როგორიცა აქვს ბევრ პედაგოგს. ჩვენი მასწავლებელი დაუოჯახებელი გახლდათ და ეტყობა, უნდოდა გაეკეთებინა ისეთი რამე, რაზეც ბოლოს ისაუბრებდნენ. პირველი რამ, რასაც მე ყური დავუგდე იყო საუბარი ხაზის შესახებ. ამ თემაზე საუბარმა მაიძულა მართლაც მეღიარებინა მასწავლებლის განსწავლულობა.
„ხაზის გასწვრივ“ მან ამოხვნეშით თქვა, „ჩვენ ვგულისხმობთ გამოსახულების საზღვრებს“, ვერტიკალური ხაზი ნახატზე გამოხატავს მოსვენებასა და სიმშვიდეს“. იგი მტკიცედ იდგა თავის აზრზე. „სწორი ხაზი არის მამაკაცი“ - მან თქვა, „მრუდე ხაზი არის დედაკაცი“ – იგი გადავიდა ისევ ხვნეშაზე. მე ვერ გადმოგცემთ, თუ რა სიამოვნება მიიღო მან ამის თქმისაგან. რა თქმა უნდა, არ წამიხალისებია იგი. „ვერტიკალური ხაზი“, მან თქვა, „ცოტათი გამრუდებული ხაზი მიიჩნევა სილამაზის ხაზად“. გულიდან წამოძახილი შეინიშნებოდა მის ხმაში.
„მიიჩნევა–მეთქი მე ვთქვი, შენ როგორ მიგაჩნია?“ შემდეგ იგი მიხვდა, რომ მე ვიყავი რადიკალური და იმასაც, რომ არც თუ კარგი რამ გავიფიქრე.
იგი დაბნეული იყო ცოტა ხანს, შემდეგ სიმძაფრისაგან აჭარხლდა მერე დაიძრა ადგილიდან, რათა მოენახა ჩემთვის ფანქარი და ქაღალდი. დადო ეს ფანქარი და ქაღალდი ჩემს წინ და მითხრა, რომ შემიძლია დავხატო ნებისმიერი რამ, რაც მომწონს, ვცადე ხმელ-ხმელი ქალბატონის დახატვა, რომელიც აღმერთებდა ხელოვნებას, როდესაც მე  ამ საქმეში ვიყავი, ისევ გავიგონე მასწავლებლის ამოხვნეშით საუბარი ამჯერად სხვა მოსწავლეებთან, იგი ამბობდა: „არსებობს ფუნდამენტალური ფორმა, ესენია სფერო, კონუსი, ცილინდრი ან მათი მოდიფიკაციები (სახესხვაობები)“. ჩემი სკეტჩი „აღფრთოვანებული ქალბატონი“ გამოვიდა ძალიან უხეირო, ვერ შევძელი ამ სურათში გამომეჩინა მისი აღფრთოვანება.
ერთი საათის შემდეგ იყო მცირე შესვენება, ყველამ შვებით ამოისუნთქა, ზოგი გავიდა ჰოლში და ზოგი კიდევ სკოლის საფეხურებს იქით. მე მივეცი კაცს სიგარეტი, რომელმაც დახატა ლინკოლნის ესკიზი, მას საერთოდ არ მოუწევია, თუმცა საუბარში კი ჩამერთო, იგი ლაპარაკობდა დაბალი, მოწყენილი ხმით; ჩვენ ვიდექით სკოლის საფეხურებთან და მე ვუსმენდი მას, სანამ ვეწეოდი სიგარეტს.
მაშინ იყო თებერვალი, მშვიდი საღამო იდგა. ვიდექი იქ მოსაწევად და ვუსმენდი ამ კაცს, არ მესმოდა სიტყვები, რაზეც იგი საუბრობდა, მერე ვუთხარი, რომ მისი ესკიზი „ლინკოლნი“ იყო ისეთივე კარგი, როგორც ის ასლი, რომლიდანაც ის იქნა კოპირებული, შეიძლება უკეთესიც. როდესაც ზარი დაირეკა ჩვენ ოთახში დავბრუნდით და ისევ დავჯექით ჩვენს ადგილებზე. რვა საათზე კლასში გენიოსი (ჩვენი თანაკლასელი) მოვიდა, იგი მოვიდა მხოლოდ გაკვეთილის მეორე ნახევარში, იგი იყო ქალბატონი, დაახლოებით ორმოცი წლის, საკმაოდ დამრგვალებული სხეულით და ოქროს კბილით პირის ღრუში. მას ეცვა მწვანე, ტანზე მჭიდროდ შემოჭერილი სვიტერი, იგი იყო ერთადერთი მხატვარი ჩვენს კლასში, რომელიც ფეხზე დამდგარი ხატავდა; იგი იდგა კლასის შემოსასვლელში. ის ერთ-ერთი იყო ორმოცწლიან ქალბატონებს შორის, რომელსაც ჰქონდა ახალგაზრდა სხეული. იგი ძერწავდა შიშველ ბერძენ ახალგაზრდას ალებასტრით, მისი ფიგურა ჩემთვის ტკბობის საბაბს იძენდა, არიან ქალბატონები, რომლებიც არიან მშვენიერები ამ კუთხით, შეიძლება ის შეუხედავი იყო რომელიმე სხვისთვის. ვინმე შეიძლება დაჯდეს და დიდხანს უყუროს ამ ქალს, ვიდრე იფიქროს ხაზების განლაგებაზე, თუ რომელი ეკუთვნის ქალს და რომელი კაცს, რომელი გამოხატავს აქტიურობას და რომელი სიმშვიდეს: ეს იყო საკითხი, რომელზეც უნდა გეფიქრა, რომ მოგეკლა დრო. მას ჰქონდა მოხუცი სახე, მაგრამ სადაც მე ვიჯექი, იქიდან ვერ ვხედავდი მის სახეს.
შესანიშნავი იყო ყოფნა ამ ჯგუფის ხალხს შორის და სკოლიდან შინ მიმავალმა გადავწყვიტე, რომ დავბრუნებულიყავი აქ მომავალ საღამოს და უფრო მეტი გამეგო ამ ადამიანებზე. უფრო მეტს შევიტყობდი ალბათ იმ კაცზე, რომელიც ლინკოლნის ესკიზს ხატავდა და იმ გოგონას შესახებ, რომელიც მას საიდუმლოდ უყვარდა და გავიგებდი უფრო მეტს იმ ქალბატონის შესახებ, რომელსაც ეცვა მწვანე სვიტერი და გავიცნობდი უფრო კარგად აღფრთოვანებულ ქალბატონს და მსუქან მასწავლებელს, რომელიც ხვნეშოდა. აი ეს იყო ის საგნები, რაც უნდა მეკეთებინა ამ საღამოს, როცა მივიდოდი კვლავ სკოლაში.

2014 წ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий