среда, 22 октября 2014 г.

ავტორი: ვ. საროიანი
ძვირფასო გრეტა გარბო
(წერილი)
(ინგლისურიდან თარგმნა – ზ. ბერაძემ)
ძვირფასო მისს გარბო:
იმედი მაქვს, რომ შემნიშნეთ ამ ბოლოდროინდელ დეტროიტის ამბოხების  ჟურნალისტურ ქრონიკაში, {დეტროიტის ამბოხი – გაფიცვა დეტროიტში, ფორდის ავტომობილების ქარხანაში}, სადაც ჩემი თავი გატეხილ იქნა. თუმცა არასოდეს მიმუშავია ფორდის ფირმაში, მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა იქ მიმდინარე არეულობის შესახებ და რადგანაც იმდღეს არაფერი საქმე არ მქონდა, გავყევი ჩემს მეგობარს პირდაპირ ბრძოლის ეპიცენტრში; ჩვენ ვიდექით გაფიცულთა წრეში პატარ-პატარა ჯგუფებად, მივედ-მოვედებოდით ამათუიმ საკითხებს, იქ ბევრი რადიკალურად გამსჭვალული აზრი და საუბარიც იყო, მაგრამ მე არანაირ ყურადღებას არ ვუთმობდი ამეებს.
არ მეგონა, რომ იქ რამე მოხდებოდა, მაგრამ როდესაც ვნახე პრესის ავტომობილების მოძრაობა, წარმოვიდგინე, რომ ახლა გამიჩნდა კინოში მოხვედრის შესაძლებლობა, ისეთში, როგორიც ყოველთვის მინდოდა, ასე რომ შორი-ახლო დავეხეტებოდი, ვუცდიდი რა ჩემს რიგს, ყოველთვის ვიცოდი, რომ ისეთი აგებულების სახე მქონდა, რომელიც სასურველი იყო კინოში გადასაღებად და ეკრანზე შთაბეჭდილების მოსახდენად და მე ფრიად კმაყოფილი ვიყავი ჩემი შესრულებით (პერფომანსით), თუმცა მცირე არასასიამოვნო შემთხვევამ ერთი კვირით საავადმყოფოში დამახანა.
როგორც კი საავადმყოფოდან გამოვეწერე, მაშინვე გეზი ავიღე პატარა თეატრისკენ, ჩემს სახლთან ახლოს. იქ უჩვენებდნენ კინოქრონიკას, რომელშიც მე ვმონაწილეობდი. ასე რომ ციმციმ წავედი კინო-თეატრში, რათა მენახა ჩემი თავი ეკრანზე. სურათი მართლა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და თუ თქვენ ამ კინო-ქრონიკას ყურადღებით მიადევნებდით თვალს, შეუძლებელია მე არ შეგემჩნიეთ და გამოგრჩენოდით, იმიტომ რომ მე ვარ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ატარებს ლურჯ-სარჟიან კოსტიუმს, და მას ქუდი დაუვარდა კადრში, როცა დევნისას ამბოხებულებმა გაქცევა დაიწყეს. გახსოვვართ? მაშინ მოვტრიალდი სამჯერ, თუ ოთხჯერ, რათა კინოკამერას ჩემი სახე უფრო კარგად გადაეღო და ვგონებ, რომ თქვენ შემამჩნიეთ, როგორ ვიღიმებოდი. მინდოდა მენახა ჩემი ღიმილი როგორ გამოჩნდებოდა ამ მოძრავ სურათში, და იმის თქმაც შემიძლია ახლა, რომ ის გამოიყურებოდა ერთობ კარგად.
ჩემი სახელია ფელიქს ოტრია და ჩემი გვარი იტალიური წარმოშობისაა, მე უმაღლესი სკოლადამთავრებული ვარ და ვსაუბრობ ინგლისურად ისე კარგად, როგორც იტალიურად, ცოტათი ვგავარ რუდოლფ ვალენტინოს და რონალდ კოლმანს, {რუდოლფ ვალენტინო და რონალდ კოლმანი – ცნობილი ამერიკელი კინომსახიობები, რომლებმაც შექმნეს მრავალი სახე უბადლო სილამაზისა და ქალების გულთა პყრობილების}, და მე დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ იმის გაგონება, რომ სესილ ბ. დემილმა თუ ამგვარმა დიდმა ტუზებმა შემამჩნიეს და მნახეთ, როგორი კარგი მასალა ვარ ფილმებში გადასაღებად. {სესილ დე მილი – ცნობილი კინორეჟისორი}.
ამბოხების ერთი ნაწილი მე გამოვტოვე, რადგანაც პოლიციელებმა გამომათრიეს ეპიცენტრიდან, მერე საინფორმაციო ქრონიკაში ვნახე ეს ყველაფერი, რაც მოიცავდა წყლიან შლანგებს, ცრემლსადენი გაზის ბომბებს და სხვა დანარჩენ ატრიბუტებს. თუმცა მე ვუყურე ამ კადრებს თერთმეტჯერ სამი დღის განმავლობაში, შემიძლია გულდაჯერებით ვთქვა, რომ არცერთი კაცი, სამოქალაქოთაგან, თუ პოლიციელებისგან არ იდგა ისე მოშორებით ამ აურზაურისაგან, როგორც მე. და ახლა მაინტერესებს, გააცნობთ თუ არა ამ საქმეს კინოკომპანიას, რომელშიც თქვენ მუშაობთ; იმედია ისინი არ გამოაგზავნიან ჩემს დასაჭერად წესრიგის დამცველებს და არ გადამცემენ სასამართლოს. ვიცი, რომ მომავალში კარგად მოვიქცევი და სიკვდილამდე თქვენი მადლობელი ვიქნები, მისს გარბო. მე გამაჩნია ძლიერი ხმა და შემიძლია ვითამაშო საყვარელი მამაკაცის როლი ძალიან კარგად. ასე რომ, ვიმედოვნებ, თქვენ გამიწევთ მცირედ სამსახურს (რეკომენდაციას), ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს, ახლო მომავალში მომიწიოს კიდეც გმირის თამაში სურათში თქვენთან ერთად.
თქვენი ერთგული პატივისმცემელი

ფელიქს ოტრია.

четверг, 16 октября 2014 г.

ჰარრი

ავტორი: ვილიამ საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ)
ეს ბიჭი იყო ყოველთვის მსოფლიოს მძლეველი; ყველაფერს რასაც ის შეეხებოდა ფულად იქცეოდა, უკვე თოთხმეტი წლის ასაკში მას ჰქონდა დაახლოებით ექვსასი დოლარი ვალეის ბანკში, ეს ფული მას თავისით ჰქონდა მოპოვებული. იგი იყო დაბადებული იმისთვის, რომ გაეყიდა ნივთები; რვა თუ ცხრა წლისა უკვე რეკავდა ზარებს კარებზე და უჩვენებდა დიასახლისებს მშვენიერ ფერად სურათებს: იესო ქრისტეს და სხვა წმინდა ხალხს – რომელიც იყო წარმოებული ნოველთის მანუფაქტურულ კომპანიაში, ტოლედოში, ოჰაიო. თხუთმეტი ცენტი ღირდა თითო, ოთხი ცალი მოდიოდა ნახევარ დოლარად. „ქალბატონო“ - იგი ამბობდა ასე ადრეულ ასაკში. „ეს არის იესო, შეხედე, არ არის განა ეს მშვენიერი სურათი და მხოლოდ თხუთმეტ ცენტად; ეს არის პავლე, შესაძლოა მოსეც ბიბლიიდან, შენ უკეთ იცი.“
მას ავსებული ჰქონდა ყველა სახლი ამ უცხო უბანში მთლიანად ამ სურათებით და ბევრს ამ სახლთაგანს კვლავ აქვს შენახული ეს სურათები, ასე რომ შენც შეგიძლია ნახო ისინი ამ ოჯახებში. იგი ძალ-ღონეს არ იშურებდა ხალხთან ურთიერთობისას და ახდენდა ერთობ დადებით ზეგავლენას. იგი ბევრს დადიოდა ახლომახლო უბნებში, რათა მიეღო ხელმოწერები ნამდვილი ამბების ჟურნალისათვის {ნამდვილი ამბების ჟურნალი – პოპულარული ჟურნალი ქალებისათვის, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ცხოვრებას}, იგი უნდა მდგარიყო წინა ვერანდაზე და გაეშალა ჟურნალის ასლი დამთვალიერებლისათვის, რათა ეჩვენებინა სხვადასხვა სურათები. „აი, ეს ქალბატონო“, იგი აუცილებლად იტყოდა „ვინ დაქორწინდა მასზე ოცდაათი წლით უფროს კაცზე, და შემდეგ კი შეუყვარდა მისი თექვსმეტი წლის ვაჟიშვილი, ქალბატონო თქვენ რას იზამდით ამგვარ დილემურ მდგომარეობაში? წაიკითხეთ, თუ როგორ მოიქცა ეს ქალბატონი. ყველა ნამდვილი ამბავია, თხუთმეტი ცალი ასეთი ამბავი ყოველთვიურად; რომანი, ვნება, საიდუმლოება, ძლიერი გულისთქმა, ყველაფერი ანიდან ჰოემდე; აგრეთვე სარედაქციო წერილები – ოცნებებზე, ისინი გვიხსნიან თუ თქვენი ოცნებები რას ნიშნავს, თუ შენ მიდიხარ მოგზაურობაში, თუ ფული მოგდის, ვისზე აპირებ დაქორწინებას, ყველა ნამდვილი მნიშვნელობები, მეცნიერული.. აგრეთვე ლამაზი საიდუმლოებები, როგორ უნდა გამოიყურებოდე ახალგაზრდად ყოველთვის.“
სულ მცირე ორი თვის მანძილზე მან მოახერხა და დაახლოებით სამოცამდე გათხოვილ ქალბატონს წააკითხა ეს ჟურნალი. შესაძლოა იგი არ იყო პასუხისმგებელი, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ბევრი ერთმანეთის შეუთავსებელი მოვლენების მოხდენა დაიწყო იმ მხარეში. ერთი თუ ორ ქალს ჰქონდა საიდუმლო სიყვარულის ისტორიები სხვა კაცებთან და ეს გაუგეს მათმა ქმრებმა და სცემეს მათ ანდა გააგდეს სახლებიდან. ნახევარმა დუჟინმა ქალებისამ დაიწყეს გამოწერა წამწამების კოსმეტიკის, აბაზანის მარილის, ცივი კრემების და ამ სახეობის სხვა საგნებისა. მთელი ამ უბნის სამეზობლო ცოტათი გაირყვნა, ყველა ქალბატონმა დაიწყო საცხის წასმა ტუჩებზე, სახეზე პუდრის ფრქვევა, მაღალყელიანი აბრეშუმის წინდების  და ტანზე შემოჭერილი სვიტერის ჩაცმა. როდესაც უფრო ასაკში შევიდა ჰარრიმ დაიწყო მეორადი მანქანების შეძენა: ფორდის, მაქსველის, საქსონსის, შევროლეს და სხვა მარკის პატარა ზომის მანქანების შეძენა. მოთხოვნის შემთხვევაში იგი ყიდდა მათ დუჟინობით იძენდა რა მათ იაფად, იგებდა თხუთმეტ, ოც დოლარს თითოზე; იგი აუცილებლად ცოტას შეაკეთებდა მათ, ანუ შეღებავდა  წითელ, ცისფერ ან სხვა კაშკაშა ფერებად და შემდეგ გაყიდდა ამათ უმაღლესი სკოლის ბიჭებზე, სამჯერ და ოთხჯერ მეტ ფასად, რამდენიც გადაიხადა მათთვის. მან აავსო ქალაქი წითელი, ცისფერი და მწვანე ნახმარი ავტომობილებით და მთელი პერიფერია სავსე იყო ამეებით. მაღალი სკოლის ბიჭებს მიჰყავდათ თავიანთი გოგონები საღამოს სოფლად და კვირაობით შუადღეებზე და არავინ იცის ეს რას ნიშნავდა, რამდენადმე, ეს იყო კარგი და მშვენიერი რამ ბიჭებისთვის, ბევრი მათგანი კი დიდი ხნით ადრე დაქორწინდა, სანამ ისინი იშოვნიდნენ სამსახურს ერთმანეთისათვის და მთელი რიგი სხვა რაღაცეების მოხდა, მხოლოდ ცუდი: ორ თუ სამ გოგონას ჰყავდათ ბავშვები და არ იცოდნენ ამ ბავშვების მამები ვინ იყვნენ, იმიტომ რომ ორმა თუ სამმა ჭაბუკმა ნახმარი მანქანებით ერთდროულად შეაბეს ისინი. ალალბედზე მაინც ბევრი გოგონა შოულობს ქმარს თავისთვის.
ჰარრი იმდენად იყო დაკავებული, რამდენადაც გარემოცული სულ გოგონებით; სულ რაც მას უნდოდა იყო ის, რომ გაეგრძელებინა ფულის კეთება. ამ დროისთვის ის იყო ჩვიდმეტი წლის და უკვე დაიმსახურა ცოტა იღბალი, ამდროისათვის იგი გამოიყურებოდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცი ქალაქში. თავისი კოსტიუმი მან იყიდა ბითუმად, რადგან არ ფიქრობდა ვინმეს იძულებას, რომ მისთვის სარგებელი მოეტანათ. ეს იყო საქმიანობა, თუ კოსტიუმი იყო შეფასებული ოცდაშვიდ ნახევრად, ჰარრი გამყიდველს აუცილებლად შესთავაზებდა თორმეტ დოლარს. „ნუ მეტყვით“, იგი აუცილებლად ეტყოდა გამყიდველს, „მე ვიცი რა ღირს ეს ძონძები, თორმეტ დოლარად შენ ნახავ ორი დოლარის სუფთა მოგებას და თხუთმეტ ცენტსაც და ეს არის საკმარისი ყველასათვის, შენ შეგიძლია აიღო ეს თანხა ან არც კი შეეხო მას.“
მან საბოლოოდ იშოვა კოსტიუმი თხუთმეტ დოლარად, გადაკეთების თანხაც მასში შედიოდა, მას უნდა ედავა ერთი საათი ამის გადაკეთებაზეც; თუ პიჯაკი იქნებოდა ნამდვილად გამოსადეგი და ვაჭარიც ეტყოდა იგივეს, მაშინ ჰარი იფიქრებდა, რომ იგი გადაეყარა ვიღაც ლაწირაკს, ასე რომ ის დაჟინებით მოითხოვდა რომ სახელოები ყოფილიყო უფრო გრძელი ანაც მხრები ყოფილიყო უფრო განიერი, მხოლოდ კეთილგონიერი ვაჭრები უთმენდნენ მას (იტანდნენ მას). მთლიანობაში მას ჰქონდა კარგად-ჩაცმული კაცის რეპუტაცია და მისთვის კოსტიუმის მიყიდვა ნიშნავდა რომ მიგეღო უამრავი კარგი უფასო რეკლამა. აუცილებლად ის მოიყვანდა მაღაზიაში ბევრ სხვა ახალგაზრდა ჭაბუკს, ბიჭები რომლებიც აუცილებლად იყიდდნენ კოსტიუმებს ნორმალურ ფასებში.
სხვათაშორის, ჰარრი იყო აბეზარი ადამიანი; არა მხოლოდ ეს, ერთხანს მან დაიწყო აღებ-მიცემობა, აპირებდა რომ დაეწყო საუბარი ურთიერთ-თანამშრომლობაზე, სწორედ რომ ეს იყო საფუძველი ამერიკული ბიზნესისა, მას უნდა დაეწყო ვაჭრობა შემდეგ საქმეებში: დაზღვევის გაკეთება მიწისძვრის შემთხვევაში, ან ყიდვა-გაყიდვა ახალი ბრენდის „სტუდებეკერის“ ავტომობილებისა, და უმეტეს დროს მას წარმატებისთვის უნდა მიეღწია. ყველა ბიზნესზე უფრო ხალხი ეტანებოდა მიწისძვრის წინააღმდეგ დაზღვევას, მხოლოდ იმიტომ რომ ჰარისთვის ბევრი სასაუბრო არ გაეჩინათ. იგი ყოველთვის ხვეწდა ფასებს, ხოლო შემდეგ ასე შემუშავებულ ფასებს აწესებდა ბაზარზე და მერე საბოლოოდ რეგულარულ ფასებს დაუბრუნდა და ამით მის მყიდველს მშვიდად აგრძნობინებდა თავს. მათ ის აკმაყოფილებდათ რომ ფიქრობდნენ თითქოს ჭკუაში მოუგეს ჰარრის, მაგრამ მას ყოველთვის გააჩნდა საკმაო იუმორის გრძნობა საკუთარ თავში.
ერთ წელიწადს მთელი სან ხოაკინის ველი {ველი მდინარე სან ხოაკინზე, კალიფორნიის შტატი} თითქმის განადგურებული იყო მკაცრი ყინვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მოიწია დიდი მოსავალი გრეიპფრუტის და ფორთოხლისა. ჰარრი ჩაჯდა თავის სტუდებეკერში და გასწია სოფლისაკენ. ყინვა გადატანილი ფორთოხლები იყო აბსოლიტურად უვარგისი, იმიტომ რომ ჯანდაცვის ადგილობრივმა განყოფილებამ არ დაუშვა ამ ფორთოხლების მაღაზიაში მოხვედრა, თუმცა ჰარრის ჰქონდა იდეა: იგი გავიდა ფორთოხლის ბაღებში და შეხედა ხეებს, რომლებიც დატვირთული იყო ხილით, რაც უკვე გამოცხადებული იყო უვარგისად. იგი გაესაუბრა ფერმერებს და უთხრა მათ თუ როგორ წუხდა ამის გამო.
შემდეგ მან თქვა: „თუმცა შეიძლება დაგეხმაროთ თქვენ ცოტათი მაინც, მე შემიძლია გამოვიყენო თქვენი ყინვა-ნაკრავი ფორთოხალი... ღორების და საქონლის (რქოსნების) საკვებად. ღორები წუნს არ დაგიდებენ თუ ფორთოხალი ყინვა-ნაკრავია და წვენი კი კარგია მათთვის, ისევე როგორც ადამიანებისათვის... ვიტამინებია. თქვენ არ მოგიწევთ რამის კეთება, მე თვითონ დავკრიფავ და მანქანაზე ავტვირთავ და თქვენ მოგცემთ ოცდახუთ დოლარიან ჩეკს, რომელიც არის ხელზე ნაღდი ფული.“ იმ წელს მან გააგზავნა დაახლოებით ოცი ვაგონი ტვირთი ანუ ყინვა-ნაკრავი ფორთოხალი ლოს-ანჯელესში, ფორთოხლის წვენის დასამზადებელ ქარხანაში და ასე მას გაეხსნა კიდევ სხვა მცირე იღბალი.
ყველა ამბობდა, რომ მას შეუძლია ყველაფერი გადააქციოს ფულად, მას შეუძლია ყველასგან დამოუკიდებლად დაგეგმოს მეთოდი ფულის გამომუშავებისათვის. როდესაც დანარჩენი მსოფლიო იყო ხახამშრალი, ჰარრი წელებზე ფეხს იდგამდა და თავდაუზოგავად მუშაობდა ლოს-ანჯელესის მიმართულებით, აწოდებდა რა მას ყინვა გადატანილ ფორთოხალს.
იგი არასოდეს იწუხებდა თავს ჰქონოდა საკუთარი ოფისი, მთელი ქალაქი იყო მისი ოფისი; სადაც მას მოესურვებოდა მისვლა იქ მივიდოდა, დაჯდებოდა და ილაპარაკებდა; შეეძლო ასულიყო კორის შენობის მეოთხმოცე სართულზე და დამჯდარიყო მისტერ პეტერსის ოფისში, და ეცოხნა გაზეთის ნაკუწები პასუხისმგებელ პირთან ერთად. იგი ისაუბრებდა სხვათაშორის რაღაცეებზე, მაგრამ ყოველთვის გამონახავდა საერთო ენას კონტრაქტების დასადებად, იცოდა რა ხერხი, როგორ მოეყვანა ხალხი ფულით ხელში, თუ როგორ მოეხვეჭა ქონება და ა.შ. ბევრი ხალხი ეჭვის თვალით უყურებდა მას და იგი კი ფიქრობდა, რომ მიეღო თავისი ფული.
მან გაყიდა ელექტრონული მაცივარი, ვაკუუმით მწმენდავი მოწყობილობა, რადიო აპარატურა და მრავალი სხვა თანამედროვე ნივთი ადამიანებზე, რომლებიც თავის თავს არ აძლევდნენ ნებას ეყიდათ ისინი, და  გაყიდა ეს საგნები უბრალოდ, მხოლოდ იმ ხერხით, რომ საუბრობდა მათ შესახებ და აჩვენებდა კატალოგში მათ სურათებს. კლიენტები იხდიდნენ ფრახტს და ყველაფერ სხვა დანარჩენს; სულ მხოლოდ რასაც ჰარრი აკეთებდა იყო საუბარი და გაყიდვა. თუ კაცი არ გადაიხდიდა ნაღდ ფულს რადიოსთვის, ჰარის შეეძლო ხუთი დოლარით მეტი გამოერთმია და მიეღო ბალანსის ბლანკი მისგან და თუ კაცი ვერ გადაიხდიდა სავალდებულო თანხას, ჰარრის შეეძლო ჩამოერთმია მისთვის სახლი, ვენახი, ან მისი ავტომობილი, ან მისი ცხენი ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც იმ კაცს ეკუთვნოდა; და საოცარი ის იყო, რომ არავინ არასოდეს აკრიტიკებდა მას ბიზნესის ამ მეთოდებისათვის. ის იყო ძალიან თავდაჯერებული, როცა ჩამოართმევდა ხოლმე ადამიანს მის საკუთრებას, და იგი აუცილებლად აუხსნიდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც ემორჩილებოდა კანონმდებლობას; რაც კანონი იყო კანონად უნდა აღსრულებულიყო.
არავის შეეძლო ისე დაეგეგმა საქმე და მიეღო ფული, როგორც ეს ჰარის ძალუცდა. მას უკვე ჰქონდა ფული ბანკში, ჰყავდა დიდი მანქანა  და არ იყო დაინტერესებული გოგონებით; მაშინ რისთვის ინახავდა მთელ ამ ფულს? ზოგიერთი მისი კლიენტი ჰკითხავდა ხოლმე  და ჰარრი დაბნეული იყურებოდა კარგა ხანს, რადგან თავადაც არ იცოდა პასუხი, შემდეგ  აუცილებლად მოვიდოდა და იტყოდა:
„მე მინდა რომ ხელში მოვიგდო ნახევარი მილიონი დოლარი, ასე რომ მერე შევძლებ დასვენებას (პენსიაზე გასვლას).“
ეს იყო ძალიან სასაცილო, ჰარრი ფიქრობდა პენსიაზე გასვლას თვრამეტი წლის ასაკში.. უკვე მიატოვა მან უმაღლესი სკოლა პირველ კურსზე, რადგან არ მოსწონდა აზრი საკლასო ოთახში ჯდომისა და უაზრობის მოსმენის,  ერჩივნა საქმის ნულიდან დაწყება, ხანგრძლივი მუშაობა და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის სარბიელის დასაწყისში იყო, სახავდა გზებს როგორ ეშოვნა ფული.
ზოგჯერ ხალხი ეკითხებოდა, რითი დაკავდებოდა როცა პენსიაზე გავიდოდა და ჰარრის ისევ დაბნეული იყურებოდა და ბოლოს ასე უპასუხებდა: „ოჰ, მე ვგონებ, რომ დავიწყებ მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო.“
„კეთილი, თუ იგი შეძლებს ამას,“ ყველა ფიქრობდა: „ალბათ გაყიდის რამეებს, ყველგან სადაც წავა,  გაყიდის ძველმანებს მატარებლებში და გემებზე და უცხოეთის ქალაქებში. იგი არ დახარჯავს ერთ წუთს გარემოს დათვალიერებაში, გახსნის კატალოგს და მიჰყიდის უცხოელებს ყველაფერს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს.“
მაგრამ რაღაცეები ხდება სასაცილო გზებით და მწერალი ვერასოდეს გადმოსცემს იმას, თუ როგორ უყვარდა ხალხს ჰარრი, არავინ არა დაზღვეული იმისგან, ავად რომ არ გახდება; სიკვდილს და ავადმყოფობას არ ჰყავს ვინმე რჩეული, ის ყველა ადამიანთან მიდის: პრეზიდენტები, მეფეები და კინო-ვარსკვლავები – ყველანი კვდებიან, ისინი ყველანი ავად ხდებიან.
თვითონ ჰარრიც ავად გახდა, არა იოლ ფორმებში, არა მარტივად.. რაღაც შემთხვევითი იყო ეს ავადმყოფობა, მსგავსი გრიპისა, რომელიც შეიძლება აიკიდო ერთ კვირაში და მეორე კვირას კი გახდები ძველებურად ისევ კარგად. ჰარრიმ აიკიდა ტ.ბ. და ის ცუდი გზით შეეყარა, საწყალი ბავშვი.
ასე რომ ავადმყოფობამ ხელი მოჰკიდა ჰარის, და მთელი ის ფული, რაც ვალეის ბანკში ჰქონდა ვერ უშველა მას დიდად. რა თქმა უნდა, ვალებიც უნდა აეღო, ამას კითხვაც არ უნდოდა; იწვა საწოლში, მას უნდა ეცადა და მიეყიდა სიცოცხლის დაზღვევა თავისი საუკეთესო მეგობრებისთვის. ჰარრის ბიძაშვილმა სიმონ გრეგორიმ მომითხრო ამის შესახებ; მან მითხრა, რომ ეს იმას არ ნიშნავდა რომ ჰარრის ნამდვილად სჭირდებოდა მეტი ფული, არამედ იგი უბრალოდ ისე არ გააღებდა პირს, რომ არ დაეწყო საუბრები გაყიდვებზე. მას არ შეეძლო წარემართა ჩვეულებრივი საუბრები, იმიტომ რომ არ იცოდა რამე სიახლეების შესახებ, რადგან ამ ავადმყოფობის დროს არაფერი გაუკეთებია არცერთ დარგში: არც დაზღვევის, არც ავტომობილების ან უძრავი ქონების გაყიდვების საქმეში. თუ ვინმე შეეცდებოდა ესაუბრა მასთან პოლიტიკაზე ან რელიგიაზე, მაშინ ჰარრი გამოიყურებოდა გაღიზიანებულად და ცდილობდა როგორმე ეს საუბარი გაყიდვებზე გადაეტანა, მან ჰკითხა კიდეც სიმონ გრეგორის, თუ რამდენი წლის იყო და როდესაც სიმონმა უპასუხა, რომ ის იყო ოცდაორის, ჰარრი სრულიად აღელდა.
„მისმინე, სიმონ,“ მან უთხრა, „შენ ხარ ჩემი ბიძაშვილი და მინდა რომ ჩემი რჩეული გაგხადო. შენ არ გექნება ერთი დღეც დასაკარგავი, თუ გადაწყვეტ, რომ გახდე ფინანსურად დამოუკიდებელი როცა ხარ უკვე სამოცდახუთი წლის. მე მაქვს ისეთი პოლიტიკა, რაც შენ გჭირდება. ნამდვილად უნდა მისცე შენს თავს უფლება და გადაიხადო ექვსი დოლარი და ოცდაშვიდი ცენტი ყოველ თვე, მომავალი ორმოცდასამი წლის განმავლობაში, ასე რომ არ დაგჭირდება დასწრება ბევრ ჩვენებაზე, არამედ იმას დაესწრები, რაც არის უფრო მნიშვნელოვანი; რათა ნახო ბევრი სულელური კინო-სურათი, ან იყო დამოუკიდებელი უკვე სამოცდახუთი წლის ასაკში!“
ამან კინაღამ ააყვირა სიმონი, ისმენდა რა ჰარრის საუბარს ამ ფორმით, ისეთი ავადმყოფისგან, როგორიც ის იყო.
ექიმმა უთხრა ჰარრის ნათესავებს, რომ ჰარრისთვის საჭირო იყო არიზონაში წასვლა ერთი ან ორი წლით {არიზონას შტატში არის მშრალი ჰავა}. ეს იყო ერთადერთი იმედი მისი გამოკეთების, მაგრამ როცა ისინი საუბრობდნენ საკითხზე ჰარრის გარშემო, იგი გაღიზიანდა და თქვა, რომ ეს ექიმი ცდილობდა მისთვის ფული დაეხარჯვინებინა; ამბობდა, რომ იგი იყო კარგად, მხოლოდ გულ-მკერდი ჰქონდა გაციებული და მან უთხრა თავის ნათესავებს, რომ ეთხოვათ ექიმისთვის მისთვის თავის დანებება. „მოიყვანეთ სხვა ექიმი“, მან თქვა. „რატომ უნდა წავიდე მე არიზონაში?“
ყოველთვის ჩვენ ვხედავდით ჰარრის ქალაქში, ვიღაცასთან ჩქარა ლაპარაკობდა; ცდილობდა გაეყიდა რაღაც, მაგრამ ეს გრძელდებოდა ერთი ან ორი დღე, შემდეგ იგი ისევ საწოლში წვებოდა. ასე იგი აკეთებდა ორი წლის მანძილზე და შემდეგ შენ უნდა გენახა ის ცვლილება, რაც განიცადა ამ საწყალმა ბიჭმა. უკვე ნამდვილად საკმარისი იყო თავის ჩათვლა უვარგისად. მისი შემხედვარე  თქვენ აუცილებლად იფიქრებდით, რომ ის იყო უმარტოსულესი ადამიანი დედამიწის ზურგზე, მაგრამ საგანი, რაც გულსატკენი იყო ყველაზე უფრო, იყო იმის გააზრება, რომ თუ შენ შეეცდებოდი მასთან საუბარს, ან თუ ეცდებოდი მასთან მეგობრულად დაახლოებას, იგი შეგათვალიერებდა და ცდილობდა მოეყიდა შენთვის სიცოცხლის დაზღვევა.
ეს კი გააოცებდა ადამიანს, რომ ცალი ფეხი სამარეში ჰქონდა და კვლავ უნდოდა მიეყიდა ხალხისთვის სიცოცხლის დაზღვევა. ეს ფაქტი უფრო სევდისმომგვრელი იყო, ვიდრე სახალისო.
ამგვარად, ერთ დღეს (ეს იყო ერთი წლის უკან) მე ვნახე სიმონ გრეგორი ქალაქში, იგი ჩანდა ღონემიხდილი. ვკითხე რა გაჭირვებოდა და მან მითხრა, რომ ჰარრი გარდაიცვალა, როცა საწოლში იწვა და ახლა იგი თავს გრძნობდა უსარგებლოდ. საქმეები, რაზეც ჰარრი საუბრობდა კვდებოდა; ეს იყო საშინელება, დაზღვევას პირდაპირ ბოლო ეღებოდა: – ფინანსური დამოუკიდებლობა სამოცდახუთი წლის ასაკში.
ჰარრის ფოტოგრაფი მუშაობდა საღამოს ამბებში და იქ მოთხრობილი იყო ვრცელი ისტორია მისი ცხოვრებიდან, როგორი ენერგიული იყო ჰარრი, როგორი ამბიციური და ყველა ამგვარი ხასიათის, მაგრამ სადღაც მაინც გაიჟღერა, რომ ის იყო ერთი გიჟი ტუტუცი, რომელსაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ დაივიწყებდა.
იგი იყო განსხვავებული, ამას გვერდს ვერ აუვლით; დღეისათვის იგია კვლავ ლეგენდა ჩვენს შორის, და ბევრი ბავშვია ამ ქალაქში,  ვინც დაიბადა ჰარრის სიკვდილის შემდეგ და ახლა მათ იციან იმდენი მის შესახებ, რამდენიც ჩვენ და შესაძლოა ცოტათი მეტიც.
შენ იფიქრებ, რომ იგი იყო ვიღაც დიდი ისტორიული გმირი, ვიღაცამ უნდა მოუთხროს ბავშვებს ამაზე, იმ მიზნით რომ გახადოს ისინი ამბიციურნი თუ რაღაც ამდაგვარი. რა თქმა უნდა, უმეტესი ამბებისა მის შესახებ არის კომიკური, მაგრამ ზუსტად ამგვარად ისინი აქცევენ მას ნამდვილად დიდ პიროვნებად. ძნელად თუ ვინმე გაიხსენებს ჩვენი  ქალაქის ბოლო მერის სახელს და სხვა არავინ ყოფილა დიდი კაცი ჩვენი ქალაქიდან, ისე დასამახსოვრებელი, მხოლოდ ჰარრის შესახებ იციან ამბები ამ კუთხის ბავშვებმა. რა შთამბეჭდავია, როცა გონებაში შენ წარმოიდგენ, რომ იგი გარდაიცვალა ოცდასამ წლამდე არმისული.
ყოველთვის როცა ჩვენს ქალაქში ვინმეს ხელი მოეცარება ვაჭრობის საქმეში, მაშინ ხალხი ერთმანეთს ეუბნება: „ჰარრის ეს გამოუვიდოდა“ და ყველა გაიცინებს, იხსენებენ რა მას. მეთოდი, რომლითაც იგი ყვლეფდა ქალაქს დღესაც აღვიძებს ხალხს და შთააგონებს, როგორ წაიყვანონ ვაჭრობის საქმე. ორი თვის უკან მაგალითად, ჰიპოდრომის თეატრის სცენაზე იდგა ერთი მოხეტიალე ჯამბაზი, რომელიც შეეცადა აკრობატული ტრიუკი ჩაეტარებინა ჰაერში და დამდგარიყო ბაგირზე (მავთულზე), მაგრამ ვერ მოახერხა. იგი უნდა შეხებოდა მავთულს ფეხებით, მაგრამ დაკარგა წონასწორობა და ისკუპა სცენისკენ; შემდეგ მას უნდა ეცადა კიდევ ერთხელ, თავიდან, მუსიკაც და რამე სულ თავიდან, დაფდაფებიც ხმაურობდნენ შემზარავად, რომ გაგრძნობინონ როგორი სახიფათო არის ის. ეს ჯამბაზი შეეცადა შეესრულებინა ტრიუკი სამჯერ, მაგრამ ჩაფლავდა, და როდესაც იგი კარგავდა ბალანსს მეოთხე ჯერზე, ვიღაცა ახალგაზრდა ჭაბუკმა ვეღარ მოითმინა და შესძახა ისე ხმამაღლა, როგორც მას შეეძლო: „ჰარრის მიაკითხე, ჰარრი არის კაცი დაზღვევიდან“, შემდეგ ყველა თეატრში მყოფი ჩაიხოცა სიცილში. საწყალი აკრობატი გაშეშებული იდგა ამ სიცილის ფონზე და მერე კი შეუკურთხა აუდიენციას ესპანურად. მან არაფერი იცოდა ჩვენი ქალაქის ამ საკუთარი (კერძო) ხუმრობის შესახებ.
ეს მონაყოლი შეგიქმნით წარმოდგენას, თუ როგორი სახელი მოიხვეჭა ჰარრიმ თავისთვის, მაგრამ ნამდვილად სახალისო ამბები მის შესახებ არის ის, რომელიც ალბათ გადაგხდება მომავალში ჰარრისთან ერთად სამოთხეში ან ჯოჯოხეთში; ეს ამბები იქნება – მიწისძვრის დაზღვევის გაყიდვა, ასევე ავტომობილების და ტანსაცმლის ყიდვა იაფად. იგი იყო მსოფლიოს მძლეველი, იგი იყო განსხვავებული; ყველას უყვარდა ხუმრობა მასზე, მაგრამ იმავე ხალხს, მთელ ამ ქალაქს ენატრება იგი. და ჩვენს შორის არ არის ადამიანი, ვინც მას იცნობდა და ახლა არ ნატრობს, რომ ის იყოს კვლავ ჩვენს გვერდით. იგი იყო კაცი, რომელიც შემოირბენდა მთელს ქალაქს, საუბრობდა დიდ ბიზნესზე და ყველაფერს რომ ბდღვირს ადენდა, ის იყო ნამდვილი ამერიკელი შანსი ბიჭი (იღბალა).

2014  წ.

пятница, 10 октября 2014 г.

სიცილი
ავტორი: ვ. საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა ზ. ბერაძემ)
„შენ გინდა რომ გამაცინო, არა?!“
იგი თავს გრძნობდა მარტოსულად და ავადმყოფურად ცარიელ საკლასო ოთახში, ყველა ბიჭი შინ მიდიოდა: დენ სიდი, ჯეიმს მისიპო, დიკ კორკორანი და სხვები. ყველა მათგანი გვერდულად მიუყვებოდა სამხრეთის რკინიგზის ლიანდაგებს; იცინოდნენ და თამაშობდნენ, ხოლო მის ვისიგს ეს გიჟური იდეა ცუდად ხდიდა.
„დიახ.“
ეს კუშტი ტუჩები, ეს თრთოლა-ცახცახი და ეს თვალები, როგორი პათეტიკური მელანქოლიაა.
„მაგრამ მე არ მინდა რომ გავიცინო.“
ეს გასაოცარი იყო. მთელი მსოფლიო, საგნები თავდაყირა დგებოდნენ, ბუნდოვანი იყო გზა, რომლითაც ისინი მოვიდნენ.
„სიცილი.“
ეს მზარდი დაძაბულობა, ელექტრულობა, ქალის გაშეშება, ნერვიული მოძრაობა მისი სხეულისა და მისი მკლავების, ის სიცივე, რასაც იგი ამჟღავნებდა და ავადმყოფობა მის სისხლში.
„მაგრამ რატომ?“
ყველაფერ რატომ ჩაიხლართა, ყველაფერი გახდა ულაზათო და მახინჯი, გონების წარმტაცი საგნები ხაფანგში გაეხვნენ, არავითარი გრძნობა, არავითარი გამოხატულება.
„როგორც სასჯელი.. შენ იცინოდი გაკვეთილზე, ახლა კი როგორც სასჯელი უნდა იცინო ერთი საათი, მხოლოდ მარტომ, შენთვის. იჩქარე, უკვე დახარჯული გაქვს ოთხი წუთი.“
ეს იყო ამაზრზენი, ეს ამბავი არ იყო საერთოდ სასაცილო, რომ დარჩენილიყავი სკოლის შემდეგ მარტო კლასში და თან ეთხოვათ შენთვის სიცილი. ამ აზრში არ იდო გრძნობა, რა საგანზე უნდა ეცინა მას? ბიჭუნას არ შეეძლო უკვე სიცილი, აქ ხდებოდა რაღაცა ისეთი, იმგვარი, ცოტა თავშესაქცევი, ცოტა პომპეზური და ცოტაც კომიკური. ეს არ იყო საკვირველი; გოგონას მანერის გამო. ხერხი რომლითაც ის უყურებდა ბიჭს ეს იყო სინაზე, ეს იყო საშიში. რა უნდოდა მას ამ ბიჭისგან, გარშემო ტრიალებდა სკოლის სურნელი, ნავთის სუნი იატაკზე, ცარცის მტვერი, მრავალი იდეების სურნელი, ბავშვები წასულიყვნენ, მარტოობა, მოწყენილობა სუფევდა.
„ბოდიში, რომ ვიცინოდი“ ყვავილივით მოიხარა დარცხვენილი ბიჭი და დამწუხრდა, იგი ნამდვილად არ იტყუებოდა, გულრწფელად წუხდა არა საკუთარ თავზე, არამედ გოგონაზე. ის იყო ახალგაზრდა გოგონა, დროებითი მასწავლებელი, რომელსაც ეტყობოდა სახეზე სევდა, ძალიან ძნელი იყო ამის მიზეზის გაგება, მას ეწვეოდა ეს სევდა ყოველ დილით და იგი მას სიცილით აქარწყლებდა. ეს იყო კომიკური, როცა რამეს ამბობდა იგი და ხერხი, რომლითაც ის ამბობდა ამას.. მიაშტერდებოდა ყველას. სასაცილო იყო მანერა, როგორაც ის მოძრაობდა. ბიჭს არ მოსვლია თავში საერთოდ სიცილის მსგავსი გრძნობა, მაგრამ მთელი მოულოდნელობით მან გაიცინა და მასწავლებელმა შეხედა მას. მანაც შეხედა მასწავლებელს სახეში  და ეს გაუგებარი ურთიერთობა ერთ წუთს გაგრძელდა, მალე რისხვა და სიძულვილი გამოიკვეთა გოგონას თვალებში. „შენ უნდა დარჩე აქ სკოლის შემდეგ.“ მიმართა მას. ბიჭს არ უნდოდა რომ გაეცინა, ეს უნებლიედ მოხდა, ახლა იგი წუხდა, შერცხვა კიდეც.
„შენ დროს კარგავ, დაიწყე სიცილი.“
იგი ზურგით დადგა მოსწავლეების ადგილისკენ, შლიდა რა სიტყვებს დაფაზე, ეს სიტყვები იყო: აფრიკა, კაირო, პირამიდები, სფინქსი, ნილოსი, აგრეთვე რიცხვები: 1865, 1914. თუმცა ეტყობოდა დაძაბულობა, იგი კვლავ საკლასო ოთახში იყო. ბიჭუნა და მასწავლებელი გვერდი-გვერდ იდგნენ, ორივე იზიარებდა ამ ფარულ სევდას, თუმცა არსებობდა განხეთქილება მათ შორის, რატომ?
ბიჭს უნდოდა ყოფილიყო მეგობრული მასთან, იმ დილიდანვე, როცა გოგონა პირველად შემოვიდა საკლასო ოთახში, ბიჭს უნდოდა მეგობრული ყოფილიყო მის მიმართ. ეს მაშინვე იგრძნობოდა, რა უადგილო იყო მისი ეს უცნაურობა, ეს შეუბრალებლობა. მაშ ასე, რატომ იცინოდა ეს ბიჭი? ყველაფერი რატომ ხდება მოჩვენებითი გზებით, რატომ უნდა ყოფილიყო ბიჭი ერთადერთი, ვინც ატკენდა გულს მასწავლებელს, როცა მას თავიდანვე უნდოდა ყოფილიყო მეგობრულად განწყობილი მის მიმართ?
„მე არ მინდა სიცილი.“
ეს იყო უპატივცემლობა, ამავე დროს სინანული და ცრემლების ღვრა, დარცხვენილი ქვითინი იგრძნობოდა მის ხმაში, რა უფლებით უნდა მოესპო მას მიამიტური აზრები საკუთარ თავში? მას არ ჰქონდა ჩაფიქრებული ყოფილიყო უგულო, რატომ არ უნდა შესძლებოდა მასწავლებელს ბიჭუნას გაგება? მან დაიწყო შეგნება და მიხვედრა საკუთარი უგულისყურობის, ყეყეჩობის, თავისი სურვილების სიჯიუტის. „მე არ გავიცინებ“ ბიჭი ფიქრობდა. „მას  შეუძლია დაურეკოს მისტერ კეისველს და დამასმინოს, მე არ გავიცინებ მეტად, ეს იყო შეცდომა; მე განზრახული მქონდა ტირილი, ან სხვა ნებისმიერი რამ, გარდა სიცილისა. შეიძლება გამშოლტონ კიდეც, ღმერთო ჩემო, ის მატკენს, მაგრამ არა ისე, როგორც მასწავლებელი, მე უკვე ვიგრძენი ეს როზგი ზურგს უკან, და უკვე ვიცი განსხვავება მათ შორის.“
კეთილი, დაე მათ გაშოლტონ ეს ბიჭუნა, რა მოუვა მერე? ტკენას იგრძნობს და მწვავე ტკივილები შეაწუხებს რამდენიმე დღის მანძილზე. ხსოვნაში დარჩება ეს, თუმცა დაე იყოს მსხვერპლი და თუნდაც ქვეშ მოიყოლონ, ბიჭი მეტს აღარ გაიცინებს.
ბიჭუნა თვალს არ აშორებდა მასწავლებელს, თუ როგორ ჯდებოდა იგი თავის ადგილას, ან როცა ოხრავდა და გამოიყურებოდა რა შემკრთალად და მიმტკნარებულად, და შებრალების ღიმილმა გადაჰკრა მას სახეზე ისევ და საშინელი შებრალების გრძნობა გაუჩნდა ქალის მიმართ. და რატომ აყენებდა ბიჭი მას ასე დიდ ტანჯვას ამ საწყალ შემცვლელ (დროებით) მასწავლებელს, რომელიც მას ნამდვილად მოსწონდა. აწვალებდა იგი არა მოხუც და შეუხედავ მასწავლებელს, არამედ ლამაზ პატარა გოგონას, რომელიც თავიდანვე შეშინებული იყო ბიჭის ამ საქციელით.
„გთხოვ, იცინე.“
რა დამამცირებელი ქცევები არ ბატონობდა მასზე ამჟამად და უბიძგებდა მას გაეცინა, როცა მას არც კი უნდოდა სიცილი. რა უნდა მოემოქმედა ამ ყმაწვილს ალალად, როგორ უნდა მოქცეულიყო ისე რომ ეს ყოფილიყო სწორი საქციელი. მხოლოდ საკუთარი ნებით, არა შემთხვევით, როგორც ყალბ ვითარებებში. და რას გულისხმობდა ეს მასწავლებელი; რა სიამოვნება შეეძლო მიეღო მას იმისგან, რომ ისმენდა სიცილს ბიჭუნასგან. რა სულელურია ეს სამყარო, რა უცნაურია ხალხის გრძნობები, რა გულჩათხრობილობაა, თითეული ადამიანი თავის ნაჭუჭში ჩაკეტილა. უნდათ ერთი რაღაც და ყოველთვის იღებენ სხვა რაღაცას, ყოველთვის უნდათ რომ გასცენ ერთი და ყოველთვის გასცემენ მეორეს. დავუშვათ, ის ასე მოიქცევა, ბიჭუნა აწი გაიცინებს არა თავისთვის, არამედ მისთვის (მასწავლებლისთვის). თუნდაც რომ ამან დააუძლუროს იგი, ის მაინც გაიცინებს. ბიჭს უნდოდა რომ სცოდნოდა სიმართლე, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში, ქალი არ აძლევდა მას საბაბს რომ გაეცინა, იგი თხოვდა მას, აიძულებდა რომ გაეცინა. ბიჭმა არ იცოდა როგორ გამოეწვია სიცილი საკუთარ თავში, მაგრამ მას უნდოდა გაეგო ამის შესახებ. იგი ფიქრობდა, ალბათ მე უნდა ვფიქრობდე სახალისო ისტორიებზე და ბიჭმა დაიწყო გახსენება ყველა სასაცილო ამბისა, რაც მას ოდესმე მოესმინა. მაგრამ ის იყო სასაცილო, რომ ვერ გაიხსენა ვერცერთი უბრალო ხუმრობა, მაშინ დაიწყო მოგონება სხვა სასაცილო რაღაცეების: თუ როგორ დადიოდა ენი გრინი, აჩუუ, ის საერთოდ არ იყო სასაცილო; არც ის იყო ახლა მისთვის სასაცილო, თუ როგორ ხუმრობით გამოჰყავდა ჰენრი მეიოს ჰაივატა {ჰაივატა – გმირია პოემისა „სიმღერები ჰაივატაზე“ (1855) რომელიც ეკუთვნის ამერიკელ პოეტს ლონგფელოუს} იგი რომ ამბობდა სტრიქონებს არასწორად ის არ იყო ახლა საერთოდ სასაცილო. მასწავლებელი კი აიძულებდა მას გაეცინა, სანამ ბიჭის სახე არ გახდა წითელი და სანამ ლამის არ შეწყვიტა სუნთქვა. ახლა ეს იყო უაზრო და უმოქმედო ხუმრობა: „დიდი ზღვის წყლიდან, დიდი ზღვის წყლიდან მოვიდა ის დიადი“ {არასწორი ციტირება სტროფისა პოემიდან „სიმღერები ჰაივატაზე.“} მაგრამ აჩუუ, ის არ იყო სასაცილო, მან ვერ გაიცინა ამაზე, ჰოი, წმინდა მოსევ. მაშინ მას უნდა გაეცინა რამე ძველ ხუმრობაზე, უნდა გამხდარიყო მსახიობი, ჰა,ჰა,ჰა... ღმერთო, ეს იყო ძნელი, ადრე ეს მისთვის უმარტივესი რამე იყო, ახლა კი რა ხდებოდა? მან ვერ გამოუშვა სულ პატარა ხითხითიც კი.
როგორღაც მან დაიწყო სიცილი. თავს გრძნობდა დარცხვენილად და ამაზრზენად. ბიჭს ეშინოდა ჩაეხედა მისთვის თვალებში, მან დახედა საათს და სიცილი განაგრძო და ის იყო უცნაური, რომ თხოვა ბიჭს ეცინა ერთი საათი, თან არაფერზე. აიძულა რა გაცინება, ისე რომ არ მიუცია ამის არანაირი მიზეზი, თუმცა იგი ამას იზამდა არა ერთი საათი, არამედ უფრო ნაკლები, იგი ეცდებოდა, ყველა შემთხვევაში ის გააკეთებდა მაინც რაღაცას. ყველაზე სახალისო რამ იყო მისი ხმა, მოჩვენებითობა მისი სიცილისა, ცოტა დროის გასვლის შემდეგ მისი ხმა უფრო დამაჯერებლად სასაცილო გახდა, ახლა იგი იცინოდა უფრო გულის სიღრმიდან, მთელი თავისი სუნთქვით, მთელი თავისი სისხლით, ახლა უკვე მას ეცინებოდა თავისი ადრინდელი სიცილის სიყალბეზე. ასე რომ, დარცხვენა (მორიდება) ნელ-ნელა უკან იხევდა, რადგან ეს სიცილი არ იყო უკვე მოჩვენებითი, არამედ გულრწფელი. ცარიელი საკლასო ოთახი სავსე იყო მისი სიცილით და ყველაფერი ჩანდა ჩინებულად, ყველაფერი იყო ბრწყინვალედ და ამასობაში ორი წუთიც გავიდა.
ბიჭმა დაიწყო ფიქრი ნამდვილად კომიკურ საგნებზე, ყველა სფეროში, ყველგან, მთელს ქალაქში.. აცინებდა ხალხი, რომელიც ქუჩაში მოძრაობდა, ისინი ცდილობდნენ დაეჭირათ სერიოზული (საქმიანი) სახე, მაგრამ ბიჭმა იცოდა რომ ისინი ვერ გააბრიყვებდნენ მას ამ საქციელით, მან იცოდა მათი ნამდვილი მნიშვნელობა. მან იცოდა ის მეთოდები, რომლითაც ისინი საუბრობდნენ დიდ ბიზნესზე, იცოდა მთელი ის პომპეზურობა და სიყალბე და ეს გვრიდა სიცილს. მასში ღიმილს იწვევდა აგრეთვე მქადაგებლობა პრესბიტერიანულ ეკლესიაში, სადაც მოჩვენებითი ხერხით ლოცულობდნენ ასე: „ჰოი ღმერთო, იყოს ნება შენი“ და როცა არავის სჯერა ამ მლოცველების. ბიჭს ასევე აცინებდა გახსენება მნიშვნელოვანი ხალხის, რომლებსაც ჰყავდათ დიდი ავტომობილები: კადილაკები, პაკარდები, რითაც დაშრიალებდნენ ზევით-ქვევით მთელს ქალაქში და თუკი ჰქონდათ მათ სადმე წასასვლელი ეს იქნებოდა უეჭველი საჯარო ბენდის კონცერტი, მთელი ეს ხალხი მათი გარემოცვით ბიჭს აძლევდა ნამდვილი სიცილის საბაბს.
აგრეთვე ხუმრობის საგნად მიაჩნდა შემდეგი შემთხვევები: დიდი ბიჭები რომ ჩაურბენდნენ სწრაფად გვერდზე დიდ გოგონებს ვნებების სიმხურვალის გამო და მანქანები, რომლებიც ზევით-ქვევით დაჰქროდნენ ქალაქის ქუჩებში სულ ორიოდე მგზავრით – ეს იყო სასაცილო, ამ მანქანებს დაჰყავდა ყოველთვის მოხუცი ქალბატონი და ულვაშიანი ბატონი, და ბიჭი იცინოდა ამეებზე, სანამ არ დაჰკარგა სუნთქვა და მისი სახე გახდა წითელი. და უცებ მთელი მორიდების გრძნობა გაქრა, იგი იცინოდა და უყურებდა მის ვისინგს. უცებ მან დაიბუხუნა: „შობის მადლმა“ ცრემლი ჩაუდგა თვალებში, „ღვთის გულისათვის“, იგი უკვე არ იცინოდა მასწავლებელზე, იგი იცინოდა იმ სულელებზე, ყველა იმ სულელურ საქციელზე, რომლებსაც ეს ხალხი ჩადიოდა ყოველდღიურად, ყველაფერ სიყალბეს, ეს იყო ამაზრზენი. მას ყოველთვის უნდოდა ნაღდი საქმეების კეთება, მაგრამ საქმე ყოველთვის საწინააღმდეგოდ  შებრუნდებოდა ხოლმე. მას უნდოდა, ცოდნოდა რატომ ხდებოდა ეს გოგონას თავს, უნდოდა შეეღწია მის შიგნით სამყაროში, იმ ნაწილში, რომელიც იყო საიდუმლო და ბიჭი იცინოდა მისი ხათრით; არა საკუთარი თავის სასარგებლოდ, არამედ მისთვის, იქით ის გოგო კრთებოდა, მისი თვალები იყო სველი და ცრემლები იღვრებოდა.. მისი სახე იყო აგონიაში, და ბიჭი კიდევ იცინოდა, რადგან მთელი წყენა, მწარე დარდი და იმედგაცრუება მის გულში იყო. და ბიჭი დასცინოდა ყველა იმ პათეტიკურ საგნებს, გავრცელებულს მთელს მსოფლიოში; იმ საგნებს და შემთხვევებს, რაზეც კარგი ხალხი ჩიოდა, ანუ მაწანწალა ძაღლებზე ქუჩაში, ქანცგაწყვეტილ ცხენებზე, გამათრახებულებზე, რომლებიც ბორძიკით დადიოდნენ. მორიდებულ ადამიანებზე, რომლებიც სულიერად გათელილი ჰყავდათ ჩასუქებულ და დაუნდობელ ხალხს, გულზვიადებსა და შიგნიდან დაბოღმილებს. მასში დარდს იწვევდა აგრეთვე პატარა მკვდარი ჩიტები, დაგდებული ტროტუარებზე, ყველგან გაუგებრობებს და უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი და ყველგან მუდმივი კონფლიქტები იყო გაჩაღებული: სისასტიკე, ისეთი შემთხვევები ხდებოდა, რაც ადამიანს ღვარძლიან არსებად აქცევდა, სიბილწე დაპატრონებოდა აქაურობას, ამიტომ ბრაზი ცვლიდა მის სულში ღიმილის გრძნობას და ცრემლები აწვებოდა ბიჭუნას თვალებზე. ორივე მათგანი აღმოჩნდა სრული მარტოობისა და დაბნეულობის პირისპირ ცარიელ საკლასო ოთახში. ორივეს უნდოდათ ცხოვრების ერთნაირი სიწმინდე და წესიერება, ორივე მათგანს უნდოდა სიმართლის გაზიარება ერთმანეთისთვის, მაგრამ რატომღაც ორივე მათგანი იყო გაუცხოებული, დისტანციური და მარტოსული.
მან გაიგონა, რომ გოგონა ტიროდა და ჩუმად ქვითინებდა, მაშინ ყველაფერი თავდაყირა დადგა და ბიჭიც ატირდა, იგი გულრწფელად და ნამდვილად ტიროდა, როგორც ბავშვი, თითქოს სინამდვილეში რაღაც მომხდარიყო, მან დამალა სახე თავის ხელებში, მისი გულ-მკერდი ჰაერისგან იბერებოდა და ბიჭი ფიქრობდა, რომ მას არ სურდა სიცოცხლე, თუკი სინამდვილეში ეს ასე იყო, როგორც ჩანდა, მაშინ მას ერჩივნა რომ მკვდარი ყოფილიყო.
ბიჭმა არ იცოდა თუ რამდენ ხანს ტიროდა და უცებ მისთვის ნათელი გახდა, რომ ის უკვე არც ტიროდა და არც იცინოდა და ეს ოთახი იყო ძალიან მყუდრო. რა სამარცხვინო იყო, რომ მას ეშინოდა თავის აწევის და მასწავლებლისათვის თვალებში შეხედვის. ეს იყო ამაზრზენი რამ.
„ბენ.“
მშვიდმა, გაწონასწორებულმა და საზეიმო ხმამ დაუძახა, მაგრამ როგორ შეეძლო მას შეეხედა მისთვის ისევ?
„ბენ.“
ბიჭმა თავი ასწია, მისი თვალები იყო გამომშრალი და სახე ჩანდა უფრო ნათელი და ლამაზი, ვიდრე ოდესმე, სხვა დროს.
„გეთაყვა, გაიმშრალე თვალები, გაქვთ ცხვირსახოცი?“
„დიახ.“
მან მოიშორა თვალებიდან სისველე და მოიხოცა ცხვირი, რა უბედურება ტრიალებდა ამ მიწაზე, როგორი უფერული იყო ყველაფერი.
„რამდენი წლისა ხარ შენ, ბენ?“
„ათის.“
„რას აპირებ რომ გააკეთო? მე ვგულისხმობ  ––“
„არ ვიცი.“
„მამა შენი?“
„იგი თერძია.“
„მოგწონს აქაურობა?“
„ვფიქრობ რომ კი!“
„გყავს თუ არა ძმები, დები?“
„სამი ძმა, ორი და.“
„გიფიქრია ოდესმე წასულიყავი სხვაგან, სხვა ქალაქებში?“
ის იყო გასაოცარი, რომ ბიჭუნას ესაუბრებოდა როგორც ზრდასრულ პიროვნებას, იგებდა რა მის საიდუმლოს.
„დიახ.“
„სად?“
„ნიუ იორკში, ვგონებ, ან ძველ ქვეყანაში, შესაძლოა.“
„ძველი ქვეყანა?“
„მილანი. მამაჩემის ქალაქი.“
„ოჰ.“
მას უნდოდა ეკითხა გოგონასათვის მის შესახებ, სად იყო ნამყოფი, სად აპირებდა წასვლას, ბიჭს უნდოდა ყოფილიყო ზრდასრული, მაგრამ ის შეშინებული იყო. გოგონა შევიდა ტანსაცმლის გასახდელ ოთახში და გამოიტანა თავისი პალტო, ქუდი და საფულე და დაიწყო პალტოს ჩაცმა.
„მე არ ვიქნები აქ ხვალ, მის შორბი დაბრუნდება ისევ, მე კი მივდივარ აქედან.“
ბიჭმა ძალიან მოიწყინა, მაგრამ მას არც კი უფიქრია რამის თქმა. გოგონამ მაგრად მოიჭირა ქამარი პალტოზე და დაიხურა თავზე ქუდი, იღიმებოდა. ღმერთმანი, ეს რა ქვეყანაა, პირველად მან ბიჭი გააცინა, შემდეგ ცრემლები მოჰგვარა და ახლა კიდევ ეს. გოგონას სიტყვებმა ბიჭუნას ძალიან მარტოსულად აგრძნობინა თავი. სად უნდა წასულიყო ეს გოგონა? ნუთუ ნახავდა მას ბიჭი ოდესმე კიდევ?
„აწი შენ შეგიძლია წახვიდე, ბენ.“
ამ დროს ბიჭი უყურებდა მას და აღარ უნდოდა წასვლა, იქვე სურდა დაჯდომა და მისთვის ყურება. ბიჭი ნელა ადგა და შევიდა გასახდელ ოთახში თავისი ქუდის გამოსატანად. კარისაკენ მიდიოდა და თავს გრძნობდა ცუდად მარტოსულობისაგან. უცებ მოაბრუნა თავი, რომ შეეხედა მისთვის ბოლოჯერ.
„ნახვამდის, მის ვისიგ.“
„ნახვამდის, ბენ.“
მერე კი ბიჭი გაიქცა და გაიარა სკოლის ბილიკებს შორის, შემცვლელი მასწავლებელი იდგა სკოლის ეზოში და თვალს აყოლებდა ბიჭს. ბიჭუნამ არ იცოდა რა ეფიქრა, მაგრამ მან იცოდა რომ თავს გრძნობდა ძალიან მოწყენილად და ეშინოდა რომ უკან მოეხედა და დაენახა, თუ გოგონა როგორ უყურებდა მას, იგი ფიქრობდა, თუ მე ავჩქარდები შესაძლოა დავეწიო დენ სიდს, დიკ კორკორანს და სხვა ბიჭებს. შესაძლოა თავის დროზე მივიდე და ვნახო თუ როგორ ტოვებს სატვირთო მატარებელი ქალაქს. ცხადია, ვერავინ გაიგებს, არანაირად. ვერავინ ვერასდროს გაიგებს რა მოხდა, ვერავინ გაიგებს თუ როგორ იცინოდა და მერე როგორ ტიროდა იგი.
ის მთელი გზა გარბოდა წყნარი ოკეანის სამხრეთული რკინიგზის ლიანდაგებისკენ, ყველა ბიჭი უკვე თვალს მიფარებოდა და მატარებელიც უკვე გასულიყო და ბიჭი დაჯდა ევკალიპტის ხეების ქვეშ. მთელი მსოფლიო უწესრიგობაში იყო გადავარდნილი.
შემდეგ მან დაიწყო ტირილი კიდევ ერთხელ.

2014 წ.

пятница, 26 сентября 2014 г.

ბედის გაღიმება
ავტორი: ნაჯიბ მაჰფუზი
(არაბულიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ)
რომელ იმედს შეუძლია უხვი გახადოს ცხოვრება, ჩანს რომ ეს გოგონა თავისი ოჯახის მკვიდრი წევრია, მაგრამ ამავდროულად სრულებით უცხოა, მიიწევს მისი ცხოვრება განაპირას, უკიდურეს გარიყულობაში. მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ ბევრნი ტრიალებენ, მაინც ისაა პირველი, ვინც იღვიძებს, რომ მოამზადოს საუზმე, რომ დაკავდეს უწყვეტი საქმიანობით, რაც მთავრდება ჭურჭლის დარეცხვით ვახშმის შემდეგ. იგი ვერ გრძნობს ოჯახის თანაარსებობას, სანამ მათთან არ დაჯდება საჭმლის მაგიდასთან, ან კიდე მაშინ, როცა ტელევიზორთან იკავებს თავის ადგილს დღიური აუნაზღაურებელი შრომის შემდეგ. ათი საათი რომ მოაწევდა მაშინ თუ ეტყოდა თაფიდა ხანუმი, მისი მამის ცოლი ისეთი ტონით, რომელიც ითავსებდა თანადროულად სარწმუნო წინდახედულობასა და პირფერულ თანაგრძნობას:
-დრო არის რომ დაიძინო, ნაიმა, მიიღე შენი წილი დასვენება!
ამ ქალს არ ანაღვლებდა მისი დასვენება, არამედ დაშურვებული იყო მისი ადრიანი გაღვიძებით, ამაზე მეტყველებდა ის ზიზღი, რასაც ამჟღავნებდა იგი გოგონას მიმართ და რასაც ღრმა ფესვები ჰქონდა. ნაიმა მოიცვებოდა ხოლმე სიჩუმით, ზოგჯერ კი მკვახე სიტყვის წარმოთქმით. ის ქალი (დედინაცვალი) კარნახობდა მას ყველაფერს და უკეტავდა კიდეც იმედის გზას უხეში კედლით. დაახლოებით შვიდისთვის გადიოდა საცხოვრებლიდან მამამისი ბატონი ბაქრი სახელმწიფო სამსახურში. მას უკან მიჰყვებოდნენ დედინაცვლის სამი ქალიშვილი, რომლებიც შეუერთდნენ მამას მაშინათვე, როგორც კი დაამთავრეს ინსტიტუტი, ხოლო ნაიმა იღებდა ოჯახის მთელს შრომას თავზე თაფიდა ხანუმის ზედამხედველობის ქვეშ. შეუძლებელი იყო ამ დროისათვის მსახურის ქირაობა და აი, ნაიმა ავსებდა ამ სიცარიელეს ჯამაგირის და თუნდა მადლობის გარეშე, თითქოსდა ვალდებულება აიძულებდა ლუკმისა და ეგრეთწოდებული სახლში გაჩერების სანაცვლოდ ემუშავა, არადა ეს სახლი მამამისის იყო; ვერაფერს გახდა და რა ექნა, დამორჩილდა მის უბედურ მდგომარეობას, ისევე როგორც დამორჩილებულ იქნა მამამისი ახალი ცოლის ნება-სურვილს. ორივე მათგანი ეძებდა დაჩაგრულობაში მწუხარებისაგან თავშესაფარს. თითქოს მიეჩვია იგი თავის ხვედრს, ამასთანავე მიეჩვია თაფიდა ხანუმის სიძულვილს, ასევე უხეშ და იაფ, ბიჭბუჭურ ტანსაცმელსაც, მისი მომავალი გაუფერულდა იმის გამო, რომ უარი უთხრეს სწავლის მიღებაზე და დატოვეს სახლში შინამოსამსახურედ; ამან მისი მომავალი მსხვერპლად შესწირა მუდმივ შურს, არ მიუღია მამისაგან არანაირი დაცვა, ვერ უპოვია არავინ მხსნელი მის გარშემო ადამიანებში, მას შემდეგ რაც დედა დაკარგა. დედა როცა დაკარგა იგი რვა წლის  იყო, აი ახლა უკვე ის გადაცილებული იყო ოცდარვა წელს. თითქოს არავის შეემჩნია მისი სილამაზე დამცირების, ჭუჭყის, უსწავლელობის, ასაკის მიზეზით, მომავალი არ უღიმოდა მას გახსნილი ღიმილით, გარდა ოცნებებისა და იმ ოცნებებსაც ცხადში არ სურდათ ახდენა; ნუთუ გამოლევდა და ამოხაპავდა ის თავის ჭირ-ვარამს ფსკერამდე, მამა ზოგჯერ გადაიტანდა თანაგრძნობის მზერას თავის საწყალ ქალიშვილზე, ისიც მეორე ცოლის შეუმჩნევლად. გოგონას ცხოვრება მძიმე ტვირთს ჰკიდებდა, მას ფიქრი გასაჭირიდან თვითნუგეშისკენ გადაჰქონდა და იტყოდა ხოლმე ამოოხრებით:
-„დამივიწყა მამამ, როგორც დედაჩემი დაივიწყა აქამდე!“
ყოველთვის როცა დედინაცვალი გამოიწვევდა გოგონას ჩხუბში ოჯახის ყველა წევრი: დები და მამამისიც კი მის წინააღმდეგ მხედრდებოდა, ბოლოს კი მიიმწყვდევდნენ ერთ კუთხეში დამარცხებულს და ჩაჩუმათებულს; ნამდვილად ეს სახლი მისი ჩაგვრით იყო დაკავებული და კიდეც სძულდა გოგონას ეს სახლი თავისი მრავალჯერ გატეხილი გულის სიღრმეში. ყმაწვილქალობის პირველ წლებში მას ხშირად უოცნებია ბედნიერ, სასწაულებრივ იღბალზე, უფიქრია თავისი ოცნების მამაკაცზე რომელთანაც ამ სიღარიბისა და ხელმოკლეობის მიუხედავად ბედნიერად იფრენდა ზეცაში, თუმცა არ დადგა ეს ნანატრი ჟამი. ყოველთვის როცა იგი სარეცხს ჰფენდა აივანზე ანდა ბაზარში გადიოდა, მაშინ მისკენ იყო მიმართული ზოგის მზერა და გულისცემა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი უშედეგოდ მთავრდებოდა ხოლმე. მამამისის ცოლი შეგონებით მიმართავდა თავის შვილებს, ასევე გოგონას გასაგონად:
-ხელმომჭირნედ იცხოვრეთ შვილებო, დაეყრდენით საკუთარ თავს; მამათქვენს არ გააჩნია იმის სახსრები, რომ ქალიშვილებს მზითვები გაგიმზადონ!
ხოლო ეს მზაკვარი ქალი საკუთარ შვილებს ცალკე იბარებდა და არიგებდა, მამისათვის ფული როგორ გამოეტყუათ, ერთი ქალიშვილი მიმართავდა მამას ასე:
-ახალგაზრდა კაცს დღეს სჭირდება ისეთი ცოლი, ვინც გვერდში დაუდგება მას ოჯახური ტვირთის ზიდვაში, ხოლო სამსახური თავისი კარგი ხელფასით წარმოადგენს სურვილების ასრულების ერთ საშუალებას ჩვენს დროში...
ამ დროს დაჩაგრული ნაიმას გული ვეღარ მოითმენდა ხოლმე და ეტყოდა მამას:
-რომ არ გეიძულებინათ ჩემთვის სწავლის მიტოვება, დღეს მეც ვიქნებოდი რომელიმე სამსახურში.
მაშინ უპასუხებდა მას დედინაცვალი გადაჭრით:
-არადა შენ იყავი სუსტი სწავლაში, ამიტომ შენგან დიასახლისი გამოვიყვანე, სულ არაფერს ეს მაინც სჯობდა.
ძალაუნებურად კი გოგონა ასე შესძახებდა:
-უფალია ჩემსა და შენს შორის, დაე, განსაჯოს!
მაშინ დედინაცვალი ასე შეჰყვირებდა:
-სიტყვას მიბრუნებ კიდეც?!
ამ დროს მათ ჩხუბში ჩაერეოდა მამა და დები, გოგონა კი, როგორც წესი, ამ დავაშიც დამარცხებული გამოდიოდა; რა აზრი ჰქონდა საუბარს, რა აზრი ჰქონდა დავას, ყველაფერი უშედეგო იყო, და აი კიდეც ახალი სახის უბედურება დაატყდათ თავს: ერთმა ახალგაზრდამ მისი ერთი დის ხელი ითხოვა დიდი მზითვის ფასით, მაგრამ ნიშნობა ჩაიშალა მისატანის უქონლობის მიზეზით და ერთ საღამოს მათ ოჯახში გაიმართა ხანგრძლივი მსჯელობა საქორწინო ხარჯების თაობაზე. ნაიმაც მაშინ მიხვდა, რომ მისი დებიც მასზე ბედნიერები არ იყვნენ , თუმცა ცოტა უპირატესობა მათ მაინც ჰქონდათ. მართლაც რომ შეიცვალა სამყარო მის ირგვლივ და მოვიდა განსაცდელი მათ თავს განურჩევლად იმის, დაიმსახურა თუ არა ამათუიმ ადამიანმა ეს სასჯელი.
ერთ ზამთრის დღეს იგი ბაზრიდან შინ ბრუნდებოდა, წელზე ნაცრისფერი შალი ეხვია და ხელში მწვანილის კალათა ეჭირა. ჩვეულებისამებრ შეჩერდა დარაჯის ცოლთან ერთი-ორი სიტყვის სათქმელად, უცებ იმ ქალს უთხრა:
-ჩემი თავი გენაცვალოს, როგორ ხარ, გემსახურები უსასყიდლოდ
ქალმა მძიმედ გადაჰხედა და უპასუხა:
-უკვე ისე გავხდი, რომ ვერ ვიტან შენს ოჯახს, იმის გამო, როგორც შენ გექცევიან!
ნაიმამ ჩაიბუტბუტა:
-უფალი არსებობს...
ქალმა კი გამომცდელად ჰკითხა:
-რას ფიქრობ ყოველდღიურ ხელფასიან სამუშაოზე?
ჯერ კიდევ გოგონას თავი სხვებზე უარესად არ მიაჩნდა, როგორი იყო მისთვის მოახლეობა, იგი ხომ კეთილშობილი ოჯახიდან იყო, ამიტომ ასე მიუგო:
-განა ხელფასი ყველაფერი არის?!
-რა თქმა უნდა არის, ნუ იქნები შენი თავის მტერი...
არ უძინია გოგონას იმ ღამეს ფიქრებში გართულს, ხელფასი არ წარმოადგენდა მისთვის ერთადერთ დასახარბებელ საგანს, არამედს ეს სამსახური მისთვის იყო თაფიდა ხანუმის ჩაგვრისაგან განთავისუფლების საშუალება და აგრეთვე სამაგიეროს მიზღვა მამამისისათვის და მისი დების ეგოიზმისათვის. საუბრები მასა და დარაჯის ცოლს შორის კიდევ გაგრძელდა. თავის სახლში ნაიმა უარობდა სამუშაოს დაწყებას  და ამბობდა:
-მე პატივსაცემი ოჯახის შვილი ვარ. ხოლო დედინაცვალი უმატებდა:
-და შენ გყავს პატივცემული ოჯახი აგრეთვე!
წავიდა ერთ დღეს ნაიმა სახლიდან და უკან არ დაბრუნდა. დაიწყო მუშაობა ას გინეად ერთ ოჯახში ქალაქ მუჰანდისინში და გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა ჩაცმითაც და ჯანმრთელობითაც. ორ წელიწადში დაქორწინდა კიდეც ერთ ელექტრიკოსზე, რომელიც მისი შესაფერისი იყო ძალიან. მოგვიანებით თავის თავში იპოვა ძალა და ინახულა თავისი ოჯახი, რომ გაეცნო მის ქმარს ეს ხალხი და მისი ახალი ოჯახიც გაეცნოთ მათ. აი, ბედიც, რომელმაც გაანთავისუფლა გოგონა ამათი კლანჭებისაგან...
და მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე ის დღე იყო, როდესაც იგი მივიდა თავის ძველ ბინაში ახალი სახით და ლამაზი სამოსით, თან გვერდს უმშვენებდა მისი ბედნიერი მეუღლე.


2014 წ.
მოკლე მოთხრობები
მრუდე ხაზი
ავტორი: ვ. საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ)
მე ვცხოვრობდი უმაღლესი სკოლიდან მოშორებით მომდევნო კვარტალში, საღამოობით შუქები ირთვებოდა იქ და ვამჩნევდი, ქალი და კაცი როგორ დადიოდნენ ოთახში; შემეძლო მენახა მათი მოძრაობა, მაგრამ არ შემეძლო მათთვის ყურის გდება. ვხედავდი, რომ ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ რაღაცას და ვფიქრობდი; ჩემთვის უკეთესი იქნებოდა მათ წრეში გარევა და მათი მოსმენა. არ მინდოდა დამეტვირთა ჩემი გონება, ადრეც მიფიქრია ყველაფერ ამაზე, რამეთუ ვიღებდი წერილებს ამერიკის პელმანის ინსტიტუტიდან ყოველ ორ კვირაში. პრინციპულად არ გავდიოდი ამ კურსებს და არც კი ვხსნიდი ამ კონვერტებს, ზუსტად ვიცოდი ისინი რას მეტყოდნენ. მეტყოდნენ, რომ ჩესტერტონმა და ბენ ლინდსმა გაიარეს ეს კურსები და ახლა ჰქონდათ მშვენიერი  და დიდი ტვინები; განსაკუთრებით ჩესტერტონს. ვიცოდი ისინი მეტყოდნენ, რომ მეც უნდა მექნეს დიდი და ბრწყინვალე გონება (ჭკუა), მაგრამ არ ვხსნიდი კონვერტს საერთოდ. მე უნდა მიმეცა მაგალითი ჩემი ძმისწულისათვის, რომელიც იყო ოთხი წლის, ვფიქრობდი, შესაძლოა მას მოსწონებოდა ეს კურსი და ექნებოდა ჭკუა, როგორც ყველაზე ბრძენ კაცს მსოფლიოში, ვაძლევდი პატარას ჩემს წერილებს, იგი იღებდა იმას ხელში, ჯდებოდა იატაკზე და მაკრატლით ჭრიდა მათ; ეს იყო მშვენიერი რამე. ინსტიტუტი არის დიდი ამერიკული იდეა.. ჩემი ძმისწული ჭრიდა ამ წერილებს პატარა ორლესული მაკრატლით.
იყო ერთი ადგილი სადაც შეიძლებოდა გასვლა საღამოობით, დამღალა უკვე რადიომ, ვისმენდი ნრა-ს საუბრებს { ნ. რ. ა – განახლების, აღორძინების ნაციონალური ადმინისტრაცია, რომელიც ეკონომიკური კრიზისის დროს 1929-1933 წწ-ში უზრუნველყოფდა ახალი წარმოების აღდგენას, ეკონომიკის გაჯანსაღებას}, ისმოდა ნაწყვეტები კარმენიდან, ტოსტის ნაწარმოებიდან „შეხვედრამდე“ და „ხეები“; ვისმენდი მათ ყოველ საღამოს. ეს იყო იგივე დაუნ თაუნი, ვიცოდი ყველა ფილმი, რას უნდა დავლოდებოდი. ეს ფორმა არასოდეს იცვლებოდა, ყოველთვის იყო ერთნაირი სიმფონიები. ერთხელ ქალმა უხელმძღვანელა ერთ გადაცემას, მაგრამ ეს იყო იგივე ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია, ასევე „გრძნეულის შეგირდი“ და „ცისფერი დუნაის ვალსი“. იგი ეთერში გრძელდებოდა წლობით, საკითხი რაც მაღელვებს არის ის, რომ ჩემს შვილიშვილებს მოუწევთ აგრეთვე მოსმენა „ცისფერი დუნაის ვალსის“. მისი დანიშნულებაა, რომ როცა ამ მუსიკას ეთერში არც კი უკრავენ, ჩვენ მაინც გვესმოდეს ის. მას ფესვები აქვს გადგმული ჩვენში, წლების უკან მომწონდა კიდეც ეს მშვენიერი რამეები, მაგრამ მოგვიანებით უფრო პათეტიკურმა თემებმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
ვფიქრობდი, რომ საჭიროა გავერიო ამ ხალხს შორის, ვიარო საღამოს სკოლაში და მოვუსმინო მათ. სკოლაში სიარული ჩემთვის იყო როგორც გასვლა ერთი ოთახიდან მეორეში, ისე ახლოს მდებარეობდა. მე მომწონდა ერთად გავლის იდეა ერთი ჯგუფის ხალხთან, რომლებიც იყვნენ ერთობ მარტოსულნი ან კიდევ პათეტიკურად ამბიციურები.
საღამო როდესაც გარეთ გავედი იყო სამშაბათი. იქ იყო ინგლისურის კლასები უცხოელებისათვის, კერვის შემსწავლელი კურსები, ასევე დიზაინერობა, ქალის ქუდების დამზადების შესწავლა, ტყავზე მუშაობა, ხეზე მუშაობა, რადიოს შესწავლა, არითმეტიკა, ნავიგაცია, პილოტის თეორია, მანქანაზე ბეჭდვა და კომერციული ხელობის შესწავლა. მქონდა ამ დარგების დაბეჭდილი კატალოგი, ასე რომ შევედი კომერციული დარგის შემსწავლელ კურსზე, გამაჩნდა ბრწყინვალე მოტივი, პრაქტიკული ნიჭი. არ ვიცოდი თუ რას უნდა მოველოდე, მაგრამ მაინც მივედი იქ და დავჯექი მერხზე. მანდ იყო მსუქანი ქალი, რომელსაც სული ეხუთებოდა როცა საუბრობდა და ის ყოველთვის საუბრობდა. იგი იყო მასწავლებელი და დამახსოვრებული ჰქონდა მთელი რიგი ციტატები წიგნებიდან ხელოვნების შესახებ და როდესაც ვიმყოფებოდი მისგან მოსმენის დისტანციაში, გავიგონე მისი მძიმედ სუნთქვა. „არსებობს ხელოვნების ხუთი დარგი: მხატვრობა, ქანდაკება, არქიტექტურა, მუსიკა და პოეზია.“ მასწავლებელი ეუბნებოდა ამას საშუალო ასაკის, ხმელ-ხმელ პატარა ქალბატონს, რომელიც გაოცებული იყო, თითქმის განცვიფრებული; ეს პატარა ქალბატონი ესესაა მოსულიყო კლასში; მას ეს ადრე არ გაუგია, ეს იყო ახალი ამბავი მისთვის და იყო გაკვირვებული, როცა გაიგო რომ არსებობს ხელოვნების ხუთი დარგი. ჩანდა რომ მას სჯეროდა იმ შეგონების, რომ თითქოს მათგან ერთის ცოდნაც საკმარისია. მის წინ მაგიდაზე ეგდო ერთი ფურცელი თეთრი ქაღალდისა, კალამი, სამელნე და ფანქარი. იგი იყო გაბრწყინებული მთელი იდეით, მან დაიწყო მარლენ დიტრიხის სურათის დახატვა, ჰქონდა რა ათ-ცენტიანი ფილმების ჟურნალი, საიდანაც ახდენდა რეპროდუქციას, მაგრამ მისი სკეტჩი არ ჰგავდა მარლენ დიტრიხს; ყველაფერი იყო პროპორციების ჩარჩოებს მიღმა (ანუ პროპორციები დარღვეული იყო), ის გამოიყურებოდა, როგორც ძალიან კარგი მეტისი (ინდიელის ნაჯვარი); მხოლოდ ყველაზე გამჭრიახ ხელოვნების კრიტიკოსს შეეძლო ეთქვა მისთვის, რომ ის არ იყო პირველად (დედანისეული) მეტისი. მას გააჩნდა არახელოვნური მიბაძვა; მისი ნახატი იყო უბრალოდ ქალის სახე...   ხმელ-ხმელი ქალბატონი არაფერზე ფიქრობდა გარდა ხატვისა. იქ იყო სხვა სამი ქალი, რომლებიც ხატავდნენ მარლენ დიტრიხის სურათებს. ეს იყო ამ სასწავლო კურსის ნაწილი.
კაცები ხატავდნენ გამოფენის ბარათებს, ისინი ფიქრობდნენ რომ გაეზარდათ თავიანთი შემოსავალი; გავიგონე ქალები საუბრობდნენ შთაგონებაზე; მათგან ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალბატონი იყურებოდა შთაგონებით, მაგრამ ვეჭვობ, რომ ის იყო ცოტათი ავადმყოფი.
მამაკაცებისგან ერთ-ერთი კალმითა და მელნით ქმნიდა ლინკოლნის სკეტჩს. იგი იყო აბსოლიტურად შთაგონებული. მიმდინარე თვეს ისევ ვნახე ეს კაცი, შემიძლია ვთქვა, რომ ის იყო ცეცხლმოკიდებული მშვენიერი ქათინაურების მოსმენის გამო. ხელოვნების დარგის ყველა სტუდენტი ხატავს ლინკოლნს; რაღაცა არის უდავოდ ამ კაცში (ლინკოლნში), თუ შენ დაიწყებ მის ხატვას არა აქვს მნიშვნელობა როგორ სუფთად ხატავ მას, ის მაინც ბოლოს ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ლინკოლნი..  ეს არის სული, ეს არის შთაგონება; სინამდვილეში არავის ახსოვს როგორ გამოიყურებოდა იგი. მისი სახე ისეთია, როგორც ფაბრიკის ნიშანი.
ვიღაცა კაცი მუშაობდა ასევე სკეტჩზე და დაასრულა თუ არა ის განცვიფრებამ მოიცვა. იგი იყო ოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცი, ატარებდა ჰიტლერული სტილის ულვაშს. მე მაქვს მიზეზი მჯეროდეს მაინც, რომ ის არ იყო ნაცისტი. ეს არის ზუსტად ის ხალხი, რომლებიც უცხონი არიან ერთმანეთისათვის; მათ ერთმანეთს აშორებთ ოკეანეები და კონტინენტები. ისინი საკმაოდ ნიჭიერები იყვნენ იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ ზეშთაგონებული ისეთი საკაცობრიო პრობლემებით, როგორიცაა სექსი, ან ისეთი ხელოვნების დაუფლება, როგორიცაა ერთნაირი სტილის ულვაშების მოშვება; ეს არის კარგად ცნობილი მანერა ჰაველოკ ელისის და დ.ჰ. ლოურენსის და ყველა წვეროსანისა.  მე დავჯექი მაგიდასთან კაცის წინ, რომელსაც ჰქონდა ჰიტლერული ულვაში, მასწავლებელს უკვე ნათქვამი ჰქონდა ჩემთვის, რომ ის ჩემთან მოვიდოდა რამდენიმე წუთში. დავჯექი და ვუყურებდი კაცს, რომელიც ლინკოლნის სკეტჩს აკეთებდა. ის იყურებოდა დაძაბულად; სურდა შეეტყო, თუ ვინმე აკვირდებოდა მას, ეწადა გაეგო, თუ დააინტერესა მისმა მუშაობამ ვინმე. იგი ელოდა რაღაცას, რომ მოხდებოდა; ეს კაცი ამ ნახატებში ცხოვრობდა.. დანარჩენები იყვნენ საშუალო დონის მხატვრები...
იქ იყო ახალგაზრდა გოგონა, იჯდა მაგიდის საწინააღმდეგო მხარეს, იგი ნახშირის ფანქრით ხატავდა პატარა გოგონას პორტრეტს. ვიფიქრე, რომ ის იყო ვიღაცა, ვისაც იგი იცნობდა, ეს იყო კლარა ბოუ (მსახიობი), მე არ გამიმახვილებია ყურადღება ფილმების ჟურნალისათვის, საიდანაც იგი აკეთებდა რეპროდუქციას ამ სურათების; მას უკვე შეესრულებინა მარლენ დიტრიხის სკეტჩი, მთელი კლასი ამ მეთოდით ხატავდა. მამაკაცი, რომელიც ლინკოლნის პორტრეტის რეპროდუქციას ახდენდა, ანთებული იყო იმისთვის, რომ როგორმე იმ გოგონას ყურადღება მიექცია, მაგრამ გოგონა დაკავებული იყო იმით რომ უკანასკნელ შტრიხებს ასვამდა სურათს და ეს-ესაა რაც ამთავრებდა კლარა ბოუს პორტრეტს. ბოლოს, ნამდვილი მსახიობის ნებისყოფით და გამალებით იგი ფეხზე ადგა და დაიწყო სიარული გოგონას სიახლოვეს, რომ მიეღო ფანქრის სათლელი, თუმცა არ იყენებდა თავის ფანქარს, იგი ქმნიდა ლინკოლნის სკეტჩს მელნითა და კალმით. როდესაც ის უკან ბრუნდებოდა თავის ადგილზე, უცებ გაჩერდა გოგონას წინაშე, ფრთხილად შეათვალიერა მისი ესკიზი კლარა ბოუს სურათიდან. გოგონას არ შეეძლო ხატვა ამ მამაკაცის თანდასწრებით, რომელიც უყურებდა მის მკლავებს, ის არც კი ანძრევდა ხელებს, რადგანაც დაბნეული იყო. კაცმა უთხრა, რომ მისი ესკიზი იყო ძალიან კარგი, მაგრამ ამ ქებამ გოგონას თვალებიც არ დაახრევინა. ხატავდა რა ლინკოლნის ესკიზს იგი ავტომატურად გახდა უმაღლესი ხელოვნების კრიტიკოსი. მას სურდა ესაუბრა ხელოვნებაზე პირველ რიგში; გოგონამ არ იცოდა თუ რა ეპასუხა მისთვის. მან თქვა რაღაცა, რაც მე გარკვევით ვერ გავიგონე, ის იყო რაღაც აპოლოგეტური და არც თუ კარგად არტიკულირებული (წარმოთქმული).
მე შემეცოდა ის კაცი: მისი იდეა ვერ მუშაობდა, იგი მოელოდა რაღაცას, იგი მოელოდა გულთბილ მოპყრობას და ყურადღებას გოგონას მხრიდან, იმედოვნებდა, რომ გოგო თხოვდა მას ენახა მისი სურათი, ხოლო სამაგიეროდ თვითონაც გააოცებდა მას თავისი სკეტჩით „ლინკოლნი“. ამან არ იმუშავა, დაჯდა დაღვრემილი და დაიწყო უკანასკნელი შტრიხების დასმა ლინკოლნის ესკიზზე; შემდეგ ქვეშ მიაწერა თავისი სახელი ნამუშევარს და გაუსვა მძიმე ხაზი თავისი სახელის ქვეშ, მიანიჭა რა ხელის მოძრაობას მეტი ძალა და ხასიათი. როდესაც კურსი დამთავრებული იყო მე შევიტყვე რომ გოგონას სახელი იყო ჰარიეტი, იგი ისე გამოიყურებოდა, როგორც დიდი ნახევრად-სარდაფის მაღაზიის გამყიდველი, ის ალბათ აგრეთვე მარტოსული იყო.
ახლა კი მასწავლებელი იყო თავისუფალი, რომ გაეცნო ჩემთვის ხელოვნების საგანი, იგი იდგა ჩემს წინაშე და მძიმედ სუნთქავდა, მერე დაიწყო საუბარი ხელოვნების ხუთი დარგის შესახებ და იქ შეჩერდა, მას ჰქონდა ცხრილი, რომელშიც მიჩვეული იყო  ჩახედვას და მის მიხედვით საუბარს. ეს ცხრილი იყო ზუსტად ისეთი, როგორიცა აქვს ბევრ პედაგოგს. ჩვენი მასწავლებელი დაუოჯახებელი გახლდათ და ეტყობა, უნდოდა გაეკეთებინა ისეთი რამე, რაზეც ბოლოს ისაუბრებდნენ. პირველი რამ, რასაც მე ყური დავუგდე იყო საუბარი ხაზის შესახებ. ამ თემაზე საუბარმა მაიძულა მართლაც მეღიარებინა მასწავლებლის განსწავლულობა.
„ხაზის გასწვრივ“ მან ამოხვნეშით თქვა, „ჩვენ ვგულისხმობთ გამოსახულების საზღვრებს“, ვერტიკალური ხაზი ნახატზე გამოხატავს მოსვენებასა და სიმშვიდეს“. იგი მტკიცედ იდგა თავის აზრზე. „სწორი ხაზი არის მამაკაცი“ - მან თქვა, „მრუდე ხაზი არის დედაკაცი“ – იგი გადავიდა ისევ ხვნეშაზე. მე ვერ გადმოგცემთ, თუ რა სიამოვნება მიიღო მან ამის თქმისაგან. რა თქმა უნდა, არ წამიხალისებია იგი. „ვერტიკალური ხაზი“, მან თქვა, „ცოტათი გამრუდებული ხაზი მიიჩნევა სილამაზის ხაზად“. გულიდან წამოძახილი შეინიშნებოდა მის ხმაში.
„მიიჩნევა–მეთქი მე ვთქვი, შენ როგორ მიგაჩნია?“ შემდეგ იგი მიხვდა, რომ მე ვიყავი რადიკალური და იმასაც, რომ არც თუ კარგი რამ გავიფიქრე.
იგი დაბნეული იყო ცოტა ხანს, შემდეგ სიმძაფრისაგან აჭარხლდა მერე დაიძრა ადგილიდან, რათა მოენახა ჩემთვის ფანქარი და ქაღალდი. დადო ეს ფანქარი და ქაღალდი ჩემს წინ და მითხრა, რომ შემიძლია დავხატო ნებისმიერი რამ, რაც მომწონს, ვცადე ხმელ-ხმელი ქალბატონის დახატვა, რომელიც აღმერთებდა ხელოვნებას, როდესაც მე  ამ საქმეში ვიყავი, ისევ გავიგონე მასწავლებლის ამოხვნეშით საუბარი ამჯერად სხვა მოსწავლეებთან, იგი ამბობდა: „არსებობს ფუნდამენტალური ფორმა, ესენია სფერო, კონუსი, ცილინდრი ან მათი მოდიფიკაციები (სახესხვაობები)“. ჩემი სკეტჩი „აღფრთოვანებული ქალბატონი“ გამოვიდა ძალიან უხეირო, ვერ შევძელი ამ სურათში გამომეჩინა მისი აღფრთოვანება.
ერთი საათის შემდეგ იყო მცირე შესვენება, ყველამ შვებით ამოისუნთქა, ზოგი გავიდა ჰოლში და ზოგი კიდევ სკოლის საფეხურებს იქით. მე მივეცი კაცს სიგარეტი, რომელმაც დახატა ლინკოლნის ესკიზი, მას საერთოდ არ მოუწევია, თუმცა საუბარში კი ჩამერთო, იგი ლაპარაკობდა დაბალი, მოწყენილი ხმით; ჩვენ ვიდექით სკოლის საფეხურებთან და მე ვუსმენდი მას, სანამ ვეწეოდი სიგარეტს.
მაშინ იყო თებერვალი, მშვიდი საღამო იდგა. ვიდექი იქ მოსაწევად და ვუსმენდი ამ კაცს, არ მესმოდა სიტყვები, რაზეც იგი საუბრობდა, მერე ვუთხარი, რომ მისი ესკიზი „ლინკოლნი“ იყო ისეთივე კარგი, როგორც ის ასლი, რომლიდანაც ის იქნა კოპირებული, შეიძლება უკეთესიც. როდესაც ზარი დაირეკა ჩვენ ოთახში დავბრუნდით და ისევ დავჯექით ჩვენს ადგილებზე. რვა საათზე კლასში გენიოსი (ჩვენი თანაკლასელი) მოვიდა, იგი მოვიდა მხოლოდ გაკვეთილის მეორე ნახევარში, იგი იყო ქალბატონი, დაახლოებით ორმოცი წლის, საკმაოდ დამრგვალებული სხეულით და ოქროს კბილით პირის ღრუში. მას ეცვა მწვანე, ტანზე მჭიდროდ შემოჭერილი სვიტერი, იგი იყო ერთადერთი მხატვარი ჩვენს კლასში, რომელიც ფეხზე დამდგარი ხატავდა; იგი იდგა კლასის შემოსასვლელში. ის ერთ-ერთი იყო ორმოცწლიან ქალბატონებს შორის, რომელსაც ჰქონდა ახალგაზრდა სხეული. იგი ძერწავდა შიშველ ბერძენ ახალგაზრდას ალებასტრით, მისი ფიგურა ჩემთვის ტკბობის საბაბს იძენდა, არიან ქალბატონები, რომლებიც არიან მშვენიერები ამ კუთხით, შეიძლება ის შეუხედავი იყო რომელიმე სხვისთვის. ვინმე შეიძლება დაჯდეს და დიდხანს უყუროს ამ ქალს, ვიდრე იფიქროს ხაზების განლაგებაზე, თუ რომელი ეკუთვნის ქალს და რომელი კაცს, რომელი გამოხატავს აქტიურობას და რომელი სიმშვიდეს: ეს იყო საკითხი, რომელზეც უნდა გეფიქრა, რომ მოგეკლა დრო. მას ჰქონდა მოხუცი სახე, მაგრამ სადაც მე ვიჯექი, იქიდან ვერ ვხედავდი მის სახეს.
შესანიშნავი იყო ყოფნა ამ ჯგუფის ხალხს შორის და სკოლიდან შინ მიმავალმა გადავწყვიტე, რომ დავბრუნებულიყავი აქ მომავალ საღამოს და უფრო მეტი გამეგო ამ ადამიანებზე. უფრო მეტს შევიტყობდი ალბათ იმ კაცზე, რომელიც ლინკოლნის ესკიზს ხატავდა და იმ გოგონას შესახებ, რომელიც მას საიდუმლოდ უყვარდა და გავიგებდი უფრო მეტს იმ ქალბატონის შესახებ, რომელსაც ეცვა მწვანე სვიტერი და გავიცნობდი უფრო კარგად აღფრთოვანებულ ქალბატონს და მსუქან მასწავლებელს, რომელიც ხვნეშოდა. აი ეს იყო ის საგნები, რაც უნდა მეკეთებინა ამ საღამოს, როცა მივიდოდი კვლავ სკოლაში.

2014 წ. 

четверг, 20 июня 2013 г.

Everything what is written by me in this blog contains scholar materials to respect eastern and western nation's culture and civilization, the articles is written in georgian. thanks to all for visiting.

вторник, 18 июня 2013 г.

ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ

                                              ომარ ხაიამის ფილოსოფიური ლექსები


ცუდია, რომ ის საუბრობდა თავის მშობლიურ ენაზე, იგი იყენებდა სიმბოლიზმს, სპარსელებს სწამდათ  და ამბობდნენ, რომ იგი იყო სულიერების მქონე პოეტი, წმინდანი თავისი ცხოვრებით, ჩვენ გაგვიგია მისი ღვინის სასმისის  და ღვთაებრივი არსობის მქონე ღვინის შესახებ, ჩვენც ვიცით, ვინც თქვა: ,,მე ვარ ვაზი", და ვიცით თუ რა დატვირთვით თქვა ეს. ღვინო, ეს არის სიმბოლო, რომლის გამოყენება მარტო სპარსელებს არ ეკუთვნის. მოდით და ჩვენც ვცადოთ ამ რობაიების გაანალიზება, თითო-თითოდ ყველა ლექსის, რაც შეიძლება სიღრმისეულად და განვმარტოთ ისე, როგორც სპარსელები განმარტავენ მათ. ასე უკეთესია მათი გაგება, ვიდრე მათთვის მსჯავრის დადება.
 ეს არის ისეთი ახსნა და გაგება, რომელსაც ომარის მიმდევრები მისდევენ მის ლექსებში:
1. გაიღვიძე, იმ დღისათვის რომელიც შენთანაა!
2. წმინდათა წმინდა ადგილიდან მოისმა ხმა, რომელიც მეძახოდა: ,,ტაძარი მზადაა, რატომაა რომ თაყვანისმცემლებს ჯერ კიდევ სძინავთ?!"
3. შემდეგ იყვირეს, მათ ვინც უშედეგოდ ელოდნენ: ,,შემოგვიშვით ჩვენ, რამეთუ ამქვეყნად დიდი დრო აღარ დაგვრჩა და თუ ჩვენ მოვკვდებით ღვთიური ცხოვრების ღვინის დაუწაფებლად, იმქვეყნად ხომ უგრძნობელნი ვიქნებით."
4. ახალი წელი ჩვენთანაა და ახლა მკურნალი წინასწარმეტყველთა სული კვირტავს ხეებზე და სუნთქავს დედამიწის ჰაერს, რა კარგია ახლა მარტოობაში მყოფი რომ წახვიდე ფიქრებში.
5. ნამდვილად დაკარგულია საიდუმლოებები, მაგრამ ჯერ კიდევ იწვის წმინდა ღვინოში ძვირფასი თვისების ღონიერი სული.
6. ჩუმად არიან ძველი პოეტები, მაგრამ კვლავ მღერის ბულბული.
7. ოჰ, აიღე ხელში ეს თასი ღვინის და მოისროლე შენგან ეჭვი და ყოყმანი.
შენს მოსვლამდე დიდი დრო არ გასულა
8. სადაც არ უნდა იყო, შენი ცხოვრება ხელიდან გაგეცლება, ახლაა სწორედ ამისი დრო.
9. შენ ამბობ, რომ ყოველ დღეს მოაქვს თავისი ხელსაყრელი შემთხვევები, მაგრამ რას იტყვი გუშინდელზე და მის დაკარგულ შანსებზე?
ივნისში ვარდი მოდის, მაგრამ მისი დაჭკნობისთანავე სრულდება ამბების მოყოლა გმირების შესახებ.
10. კარგი, მოდი და დასრულდეს იგი, მაგრამ რა უნდა ვუყოთ წარსულს?
11. მოდი ჩვენ მივიდეთ იმ ადგილას ( რომელიც არც ისე მაღალია და არც ისე დაბალი), რომელიც არის ნაცნობ მიწასა და უცნობ უდაბნოს შორის,
12. გინდა შენ იმღერო ნამდვილად, ამისათვის შენ უნდა დალიო ღვინო, თუ სამოთხე სადმე იპოვება, სწორედ რომ ღვინოშია იგი,
13. ზოგი ეძებს დიდებას და პატივს ამქვეყნად, ზოგი ეძებს სამოთხეს, მოდი, და აიღე  მხოლოდ ის სამოთხე (ანუ ღვინო), რომელიც აქაა და ამჟამად არის.
14. დააკვირდი ვარდს, მას ყურადღება არ აკლდა არც წარსულში და არც მომავალში, თუმცა დღესაც სავსეა მშვენიერებით.
15. რა არის სიმდიდრე, ვინ არიან მდიდრები, ისინი ვინც ეძებენ, თუ პირიქით, ვინც ფლანგავენ მას?
16. ადამიანების ამქვეყნიური იმედები შეიძლება ჩაიფუშოს, ანაც გაიფურჩქნოს, მაგრამ ერთხელაც მათი ნაყოფი ისე გაქრება, როგორც თოვლი უდაბნოში.
17. ძლევამოსილ და პატივმოხვეჭილ მეფეებს უცხოვრიათ და გარდაცვლილან,
18. დღეს გარეული მხეცები დახეტიალობენ მათ ცარიელ სასახლეებში.
19-20. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად დედამიწა თავისი სილამაზის ნახევარს დიადი საქმეებისაგან იღებს, ადამიანის დიადი საქმეები ცოცხლობენ და მე ვფიქრობ, რომ ისინი თავიანთ სილამაზეს ანიჭებენ ბალახებსა და ყვავილებს.
21. წარსული მკვდარია, მომავალი ჯერ არაა შობილი, დალიე ღვინო ჭეშმარიტი მთლიანობისა, ასე შეგიძლია იცხოვრო ამქვეყნადვე მარადისობაში!
22. ბევრს ყვარებია თავის სიცოცხლეში ერთხელაც, მაგრამ გულისწორებმა მიგვატოვეს ჩვენ,
23-24. ჩვენც აგრეთვე შეიძლება მივატოვოთ გულისსწორები და ჩავყვინთოთ გახრწნილ სამყაროში (ესეიგი გაუთავებლად ვსვათ, ვსვათ და ვსვათ ეს ღვინო).
25. მათ გასაგონად ვამბობ, ვინც მომავალს აწყმოზე მეტად ეთაყვანება, განკითხვის დღეს გაიგონებენ გოდების ხმას: სულელებო! ზეცა უფრო აქვეა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ (არა დროში, არამედ მარადისობაში მყოფი).
26. ყველა ეს ნასწავლი ცოდნა რად გადაიქცა, რა სარგებელი მოაქვს მათ კამათსა და სჯა-ბაასს;
27. როცა მე ახალგაზრდა ვიყავი, დავდიოდი უფროსების წრეში, მაგრამ მათზე ბრძენი ვერ გავხდი;
28. მე ჩავყარე სწავლის თესლი – ( ოღონდ არა სიბრძნის, ო, გთხოვთ, ეს არ თქვათ ) სწავლულთა და მეცნიერთა წრეში მეც ჩემდათავად ბეჯითად ვსწავლობდი, ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ შემთხვევით მოვედი ამ სოფლად, და მეც უნდა გადავიდე მის მიღმა სამყაროში;
29. ყველაფერ ამის ნაყოფია ჩემი ინტელექტუალიზმი. მოხდა ისე, რომ მე გავხდი შეურიგებელი აგნოსტიკოსი;
30. რაა, დატოვე დიდი პრობლემა გადაუჭრელი, დარჩი კმაყოფილი უმეცრებით? მე კვლავ უფრო მეტად ვიწყებ ღვთიურის კვლევას, აქამდე მე სულაც ბრიყვი და ღვთისმგმობი ვიყავი.
 ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დასკვნითი ტაეპი ხაიამის კრებულისა ,,ომარი ღვინის-მსმელი".
31. მე ჩემი არსებობის აზრი ინტელექტზე დავამყარე (რაც არის სატურნის ტახტი) და ჩემი ტვინით გავხსენი ბევრი მეცნიერული კვანძი, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე მთავარ კვანძს – ადამიანის ბედს.
32. ინტელექტი უბრალო, მაგრამ ზეადამიანური უნარია, რომლის მთავარი წერტილია პირადულობის შეგნება, რის შემდეგ ჩვენ ვიკარგებით გაუვალ ლაბირინთებში.
33. ხილული ბუნების პრობლემაზე პასუხი  არ მქონდა;
34. მაგრამ ხმა მომწვდა შენგან, მე კი ვმუშაობდი ფარდის მიღმა, ხმამ კი მითხრა:  მე – პირველი პირი, შენ – მეორე პირთან ბრმა ვარ ( ჩაქოლე გრძნობა ცალკე გამოყოფისა)
35. შემდეგ მე წავედი ღვინოსთან, რომელიც განსაკუთრებულობის სიმბოლოა და მიხვდი, რომ მის გარეშე ჩემთვის მარადიული ცხოვრება არ არსებობდა.
ამ ეტაპზე ომარი გვიჩვენებს, თუ როგორ გახდა იგი მატერიალისტი, იგი ამბობს: ,,მე შენ-თან წიაღში ბრმაა" – ეს არის გასაღები ყველაფერი ამისი, მას ახლახან კი არ გაუგია ეს საიდუმლო, არამედ მას გასაღებიც კი ჰქონდა ამ საიდუმლოსი, 35-ე რობაიაში იგი იყენებს ამ გასაღებს და სვამს ღვინოს, განსაკუთრებულად კი მარადისობის თანამოზიარეს. ომარი დასცინის იმ ადამიანს, ვინც ნებით არ ხედავს და უნებურად ვერ ამჩნევს ომარის მიერ ლოთობის გათამაშებას (მომიზეზებას).
38. უძველესი მოთხრობები ყვებიან რომ ადამიანი არის თიხის ბელტი, გაჯერებული სულით;
39. და არც სიწმინდეზე ფიქრი გვავიწყდება, რამეთუ იგია ის მიჯნა, რომელსაც მოაქვს ცოტაოდენი იმედების გამართლება და სიმძიმის შემსუბუქება მათთვის, ვინც ამქვეყნის ჯოჯოხეთში იტანჯება;
40. როგორც ტიტა უყურებს ყოველთვის ზეცას, ისე შენც ნუთუ ყოველთვის უნდა უყურო საკუთარი თავის სიმაღლეს;
41. მოდი შევთანხმდეთ, რომ პრობლემები არ გაგაღიზიანებს, სამაგიეროდ შენი შეგნება უმაღლეს ძალას – ღმერთს მიუძღვენი;
42. შენ კიდეც რომ მოკვდე და ყველამ  რომ დაგივიწყოს, იმქვეყნად უნუგეშოდ მაინც არ დარჩები ( ან რომ ამქვეყნად შენ დამარცხდე, ის მტრები, რომელთაც შენ აქ ებრძოდი, საიმქვეყნოდ შენი მტრები აღარ იქნებიან);
43. მას შემდეგ რაც დალევ ამ ღვინოს, შენ არ გექნება სიკვდილის შიში, რადგანაც ღვინო ათავისუფლებს სულს სხეულის ბორკილებისაგან;
44. და თუ ფრთაშესხმული სული თავისუფალი გახდება, რა დასაკლისია რომ იგი სამუდამოდ აუკრძალავს სხეულს ხორციელ შეგრძნებებს;
45. რა არის სხეული, თუ არა მხოლოდ კარავი, სადაც მეფური სული ერთი დღით ისვენებს თავისი მოგზაურობისას;
46. როცა სხეული კვდება, ამაში საშიში არაფერია, იგი უბრალოდ გარდაიცვლება, ანუ უამრავ სახედ გარდაიქმნება.
46-47-ე რობაიებში პოეტი ასე ვთქვათ ორაზროვანია: იგი უბრუნდება იმ წარმოდგენებს, რასაც ადრეც იყენებდა და მათ შორის იმას ჩაჰკირკიტებს, რომლის აზრიც ამოუწურავი ჰგონია.
49. აჩქარდი, თუ გინდა რომ იცოდე საიდუმლო!
50;51;52-ე რობაიებში პოეტი არ უკეთებს შენიშვნებს თავის ყველაზე გამორჩეულ ლექსებს, რამეთუ ისინი ისედაც გასაგებია და ისეთივე ნათელია მკითხველისათვის, როგორი დიადი და ამაღლებულიცაა.
53. მაგრამ ამ ცხოვრებაში შენ იჭყლეტ ტვინს ამ საიდუმლოს ამოსახსნელად, რას იზამ მომავალ ცხოვრებაში, როცა შენ გექნება სხვა გონება და აზრი მთლიანობაში?
54. მეტს ნუღარ ფლანგავ შენს დროს ფუჭ ოცნებებში, მხოლოდ ღვინოს შეუძლია გასწავლოს და გაგწვრთნას, რომელიც შენს ხელთაა. ცხოვრება გართობა-თამაშია.
55. შენ იცი, თუ როგორ გადავდევი გვერდზე მოძველებული უნაყოფო მიზეზი და მივაშურე უმაღლეს ცხოვრებას და მისტიციზმს ( ვაზის ქალიშვილს )
56. თუმცა მე სახელი გავითქვი, როგორც მათემატიკოსმა, მაგრამ არასოდეს გამიჩენია ჩემი ცხოვრებისათვის საჭირო სახსარი, მაგრამ თეოსოფია, – დიახ ისინი ამბობენ, მაგრამ რას იტყვიან ჩემს გამოთვლებზე, რაც გამოიხატა კალენდრის დადგენაში?
57. დიახ მე რა თქმა უნდა დავადგინე კალენდარი, თითეული დღის მისხალ-მისხალ გამოთვლით (უცვლელი და მარადიული ახლა არის მხოლოდ დრო)
58. მოციქული იყო ის, ვინც მიმითითა ცხოვრების ამ წესზე;
59. ვინც მიმითითა, რომ ამერჩია ღვინო, რომელიც ამშვიდებს მოწინააღმდეგე სექტებს შორის პაექრობას და რომელიც დაბალი ხარისხის ფოლადს, მაღალ ფასეულობის ოქროდ გადააქცევს;
60. მუჰამედი ის მეომარია, რომლის ძლიერი ხმალი მიმოფანტავს ავსულების ურდოებს, რომლებიც სულს ეღობებიან;
61. და განა მე შემიძლია ზურგი შევაქციო ამ სიმართლეს, რადგანაც ორთოდოქსალობა მიკრძალავს მას?
62. რადგან სარწმუნოება მე მემუქრება ჯოჯოხეთით, ან კიდევ მაბრიყვებს  და მპირდება რა სამოთხეს?
63, 64, 65 – ამ მომდევნო ლექსებში  ომარს იერიში მიაქვს, უფრო სწორად დასცინის ორთოდოქსი მუსლიმების შეხედულებებს სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, უფრო მეტად კი იგი უტევს მისი დროის ორთოდოქსალიზმს.
66-67. რაც შეეხება სამოთხესა და ჯოჯოხეთს, მათ ჩვენ თვითონ ვქმნით. ვიგონებთ სამოთხეს იმისათვის, ვისაც ის სწყურია, ხოლო ჯოჯოხეთს – იმისთვის, ვისაც მისი ეშინია;
68. მთვარე მზის ძალით ანათებს და შუაღამეს ჩრდილებით ავსებს, ეს სანახაობა უმაღლესი ოსტატის ხელით ხდება.
69. ჭადრაკის პარტიებს ღმერთი თამაშობს;
70. მოთამაშეები ვერც კი იგებენ ამას, მაგრამ ღმერთმა იცის ყველა მათი სვლა,
71. თამაშში მათ სვლებს თუ რა შედეგი მოჰყვება, ეს წინდაწინ გააზრებულია, ქმედებას მოსდევს უკუქმედება, კანონს ვერავინ გაამრუდებს;
72. აღმასვლა შენზე არაა დამოკიდებული, სჯობია რომ დაეხმარო ზეცას, ისიც იმავე კანონებს ემორჩილება, რასაც ადამიანი;
73. სამყაროს პირველი ჩანასახი იტევდა ყველაფერ იმას, რაც მომავალში უნდა მომხდარიყო, ყველა ესენი არიან ნაწილები უწყვეტი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვისა;
74. გუშინ შენ ჩაყარე თესლი, დღეს კრეფ მის ნაყოფს, დალიე! განსაკუთრებულობის მომნიჭებელი ღვინო, მხოლოდ მას შეუძლია გაჩვენოს ყველაფერ ამისი ახსნა;
75-76. დაე, ორთოდოქსალიზმის ყეყეჩმა მღვდლებმა აბუჩად ამიგდონ! სანამ ღვინოს შეუძლია ჩემი ძარღვები საამოდ შეატოკოს, გამოვალ ღია კარში და ვიყვირებ: – დაე იბღავლონ, პასუხს ვინ გასცემს?!
77. სანამ ჩემი გული ჭეშმარიტი სხივით არის განათებული, მისი ერთი გამონათებაც კი უკეთესია, ვიდრე ამ მღვდლების უგულისყურო ლოცვა მსოფლიოს ყველა მეჩეთებში;
78-81. ამ ლექსებში ომარი თავის თავს ,,ჭეშმარიტ მორწმუნედ" გვიხატავს, მაგრამ ეს მისი საკუთარი სიტყვები არაა მიმართული თავისი ღვთაებისადმი ,,ვისი საიდუმლოც არსებობს სამყაროსთან ერთად, ის ვერცხლისწყალივით სწრაფია და ტკივილად გივლის მთელს სხეულში, მისი ფორმა იცვლება: მაჰ ხდება მაჰი, ყველაფერი ფერმკრთალდება, მხოლოდ იგია ფერუცვლელი."
82-ე რობაიაში ომარი ამეტყველებს უსულო საგნებს – თიხის ქოთნებს, რომლებიც მსჯელობენ მათი შემქმნელის ბუნებაზე, აქ გამოხატულია სიმბოლური სურათი ადამიანთა შეხედულებების შესახებ ღმერთის, როგორც ყველაფრის შემოქმედის მიმართ.
91. დაე ჩემი სიცოცხლე შერწყმული იყოს ღვთაებრივ სულთან,
92. ეს ნიშნავს ზუსტად იმას რომ, როცა მე გარდავიცვლები, ჩემი სარკოფაგიდან გამოსული სურნელება ხალხს მატერიალურიდან მოსტაცებს და სულიერ საგნებზე დააფიქრებს;
93. ეჭვი არ არის იმაში, რომ მისტიციზმმა გამითქვა სახელი, მაგრამ ღვინის თასმა შეარყია ჩემი რეპუტაცია, თუმცა ამის სანაცვლოდ მომანიჭა პოეტობა;
94. ეჭვიც არ არის, რომ მე მრავალჯერ ვცადე ამქვეყნიური საზრუნავით ცხოვრება, მაგრამ მაშინ ყოველთვის სულიერი ცხოვრების ძლიერი ნაკადი გადამიბირებდა თავისკენ;
95. და ნამდვილად ჩემი არჩევანი უფრო უკეთესი იყო. რა შეიძლება იყოს ისეთი ძვირფასი საგანი, რაც მე ავირჩიე?
96. აფსუს, რომ კიდევ წინ არის უმეცრებისა და სიბნელის ფონები;
97. ჩვენი მოგზაურობის მთელ მანძილზე განა ყოველთვის ვეწევით მიზანს!
ბოლო ოთხ რობაიაში მეცნიერ ფიცჯერალდის აზრით პოეტს გამოყენებული აქვს ზედაპირული თხრობა, რაც ერთგვარად მოსაწყენიცაა, ფიცჯერალდს შეუძლია ირანში უფრო უკეთეს დაბოლოებას მიაკვლიოს ხაიამის ამ დივანისთვის, მაგრამ იგი მოკლებულ იქნება ომარისეულ მისტიციზმს, რომელსაც თვითონ პოეტი – ნიშაპურის მითიურ მგოსნად წოდებული ,,სხეულის მოძღვრებას" ეძახის. განა ეს ასე არა?