ავტორი: ვ.ს.
თაგვი
იგი იყო პატარა ტანის კაცი მოსაწყენი გამოხედვით თვალებში;
უჩვეულო პოზით გამოირჩეოდა, თუკი ის ერთხანს თავშეკავებით დარჩებოდა, ამავე დროს შეიძლებოდა
უცებ გადავარდნილიყო ყველანაირი სახის სასაცილო და სურეალისტურ სიტუაციებში. იგი არ
იყო ნერვიული, ისე როგორც ძალიან ძლიერი ხალხი არიან ხოლმე, შეეძლო ემოციების პიკამდე
მისვლა, თუმცა ძალიან მეგობრული რჩებოდა მუდამ, ასე იმიტომ იყო, რომ მას ეშინოდა: მის
სახლში ერთი თაგვი ტრიალებდა ბევრ კატებს შორის. იგი იყო მშიერი და ასევე იყვნენ კატებიც.
ამგვარად, ეს კაცი იყო მეგობრული და კარგი ბუნების ადამიანი.
იგი ეძახოდა მათ ყველას მკვლელებს. „სალამი, მკვლელებო,“
ის აუცილებლად ეტყოდა სემს, სემი არც კი შეხედავდა მას. „უყურე, მკვლელო“, იგი ეტყოდა
დოფის. „მე ვიშოვე ცხენი მომავალი დოღისთვის, ქინაქინისფერია“, იგი თითქოსდა იღიმებოდა და გავდა ერთ-ერთს იმ კატებიდან, მაგრამ დოფი მას
ალმაცერად შეხედავდა და ეტყოდა: „კეთილი, თაგვი გვყავს, შენ იშოვე ცხენი მომავალი შეჯიბრებისთვის,
რომელიც ქინისფერია, ასე რომ ფსონი დადე მასზე რომ მოიგო, ან გააჭენე ან შეჭამე ის.
შენა ხარ მშიერი, ასე რომ შეჭამე ის.“
„ჰო, ჰო“ თაგვი იტყოდა, „მე მგელივით მშია.“
თავად სემი და დოფიც არ იყვნენ უკეთეს დღეში, ვიდრე
ეს თაგვი, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მათ ერთ ჭერქვეშ თავი მოიყარეს, უბრალოდ
მათ გაუმართლათ, რომ იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ ამას უკეთესად ეგუებოდნენ, ვიდრე
პატარა ყმაწვილი. თუკი არავინ გამოელაპარაკებოდა მათ, მაშინ თავს იგრძნობდნენ მარტოსულად
და შეშინებულად, თუკი ისინი ვერ ჭამდნენ რამეს, მაინც არ განიცდიდნენ ამას, როგორც
ის განიცდიდა, თუ ისინი თამაშობდნენ და აგებდნენ მაინც არ ეცემოდნენ სულიერად და არ
იკლავდნენ თავს ამის გამო.
იგი უკიდურესად კრიტიკულად იყო განწყობილი მთელი მსოფლიოს
მიმართ, მას სურდა მხოლოდ, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი იმათ შორის, ვინც არ არიან კეთილნი
ამ სამყაროში. მას არ უნდოდა მეტის გაკეთება ამ სოფლისათვის, იმიტომ რომ მან იცოდა
ეს ფუჭი იყო. იგი საკმაოდ დიდხანს ცდილობდა მიეღო კლერკის (მოხელის) თანამდებობა, ან
რაღაც სხვა საქმე გამოეძებნა თავისთვის ქვეყნის რომელიმე კუთხეში, ვაჭრობის ან ინდუსტრიის
ან ამდაგვარი საქმის წარმოებაში ფიქრობდა ჩართვას.
მას ჰქონდა ერთი ძველი სამუშაო ადგილი, ასე რომ არ იყო
მოსურნე მისთვის თავი დაენებებინათ, იგი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ეს იყო კარგი
საქმე, ყოველთვის პოულობდა ვიღაცას, ვინც მას მოუსმენდა და გარიგებაში შეიყვანდა, მაგრამ
ყველა შესაძლებლობას ეჭვის თვალით უყურებდა, თავს თვლიდა ერთ ჩვეულებრივ ბიჭად, იხედებოდა ირგვლივ წყნარად, რათა
ენახა ვინმე, ვინც ვინიცობაა, ხომ არ აპირებდა მის გამასხრებას ხელმეორედ. იგი ყოველთვის
იცინოდა და ცდილობდა ყოფილიყო ერთ-ერთი ჯგუფის შემადგენლობაში, შავი გაგების პირს ან
ვინმე ბობოლას შეეძლო ის თავისი პოსტიდან ძირს ჩამოესვა და თავისი უწინდელი ადგილიდან
ჩორთით გაეყვანა, ან დაეგდო რომელიმე ჩიხში, სადაც იდგებოდა გარკვეულ ხანს და იქნებოდა
იმის ცდაში, თუ რა ეკეთებინა; და ცოტა ხნის შემდეგ ის დაბრუნდებოდა უკან, ისაუბრებდა
ყველაზე აწეული ტონით, როცა ყველანი სიცილით გასკდებოდნენ.
სხვა დანარჩენები, რა თქმა უნდა, იყვნენ სულელები და
არამცთუ ძლიერები, მათ ვერ გაეგოთ, რომ იგი სხვათა შორის, ყველაზე გაბედული იყო მათ
შორის, და ერთ-ერთი იმათგანი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა უმეტესი ხლაფორთი და იწვნია
ყველაფერი უკეთესად, ვიდრე სხვა დანარჩენმა. ისინი ვერ ტვინავდნენ, თუ როგორ იყვნენ
არამეგობრულად განწყობილი მის მიმართ, და ამდროს იქცეოდნენ მსოფლიოში ყველაზე თავმომწონე
ადამიანებივით, ვიღაც იმათსავით, ვინც წიხლით გააგდეს გარეთ და უთხრეს, რომ დარჩენილიყვნენ
გარეთ. ისინი სარგებლობდნენ უზნეო და უკეთური სახის უპირატესობით, იგი იყო უმცროსი
ძმა და იმის მაგივრად რომ ყოფილიყვნენ კეთილნი მის მიმართ უფროსი ძმები, ისინი გულს
სტკენდნენ მას ყოველთვის და არასოდეს აძლევდნენ ფორას და არ უბიძგებდნენ, რომ ყოფილიყო
გამოსადეგი მათთვის ცოტათი მაინც. იგი ყოველთვის იყო ძლიერ მოსურნე ყოფილიყო გამოსადეგი
ნებისმიერი მათგანისათვის. იგი იყო ყოველთვის ის პიროვნება, ვინც თავის თავს თავაზობდა
სხვებს დავალებაზე გასაგზავნად, მაგრამ ისინი ყოველთვის ჩამოიშორებდნენ მას გზიდან
და უშვებდნენ დავალებაზე ვიღაცა სხვას. მათ ისიც კი არ უნდოდათ, რომ თვითონ მას თავი
ეგრძნო გამოსადეგად.
ამგვარად, იგი ყველაფერს ყლაპავდა, იდგა საათობით სადოღე
მოედანზე, ვიდრე შეჯიბრების ბოლომდე და მაშინაც კი ისე გამოიყურებოდა, რომ არც ერთი
გროში არ უჩხრიალებდა ჯიბეში. იგი ყოველთვის თავს ართმევდა უკეთესად, ვიდრე სხვები,
იმას რომ თავი შეეკავებინა სიტყვების უხერხული წამოსროლისაგან.
ერთ დღეს ვიღაც გაუთლელმა ადამიანმა სახელად ჰარრიმ
მოიგო თვრამეტი დოლარი დოღში და თავი იგრძნო ისე უპირატესად, რომ დაიწყო თავის შეწყენა
პატარა ყმაწვილისათვის.
„რას ჭამ შენ, თაგვო?“ მან უთხრა, „სად გძინავს შენ?“
პატარა ყმაწვილი სიკვდილამდე იყო შეშინებული ფულის გამო, რომელიც ჰარრის ჰქონდა ჯიბეში
და აღარ იცოდა რა ეთქვა.
თუ ჰარრი ვერ მოიგებდა მთელ ფულს, ბიჭი მაშინ ეტყოდა:
„მე შევჭამ იმავეს, რასაც შენ ჭამ და დავიძინებ იქ, სადაც შენ იძინებ, ცარიელ ჯიხურებში.“
მაგრამ ახლა მან არ იცოდა თუ რა უნდა ეთქვა. ეს არ იყო მისთვის ადვილი, რომ ეცრუა,
იგი იდგა არც თუ წელში გამართულად, წრიალებდა, ცდილობდა ეფიქრა კარგ პასუხზე და მერე
მან თქვა: „მე შევჭამ ირლანდიურ მოშუშულ ხორცს და დავიძინებ საწოლში.“
ეს იყო იმდენად სასოწარკვეთილი პასუხი, და ყველა გარშემომყოფმა
სიცილის ერთი აურზაური ატეხა, ყველამ იცოდა თუ რას ამბობდა ეს თაგვი, იგი იმას ამბობდა,
რომ ღმერთს ეხვეწებოდა რომ ეჭამა ირლანდიური მოშუშული ხორცი და დაეძინა საწოლში მონაცვლეობით.
შემდეგ ჰარრიმ დაუსვა შეკითხვა, რამაც ყველა აიძულა რომ გაეცინათ.
ვიღაცამ ხუმრობა შემოაპარა ყმაწვილს უცებ, იგი ახტა
და ცდილობდა კუთხეში მოქცეულიყო, როცა ყველა ყველა გარს შემოერტყა მას და ისე იქცეოდნენ,
თითქოს უნდოდათ მისი შეხება, აიძულებდნენ რომ წელში მოკეცილიყო და მოკუნტულიყო, რომ
ხელები წინ გამოეშვირა, ხოლო შემდეგ უკან წაეღო. როცა ის კუთხეში მოეწყო უსაფრთხოდ,
ყველა ელოდა მისგან ლაპარაკს, ყველა წინასწარ იყო მომზადებული, რომ სიცილი აეტეხათ,
არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რას იტყოდა იგი. მან მიმოიხედა ირგვლივ შიშნარევი მზერით
და როცა ლაპარაკი დაიწყო, მისი ხმა ზარივით წკრიალებდა.
„მე მყავს გოგონა,“ მან თქვა.
სიცილი იყო ისტერიული, ყველა ერთმანეთს ხელებს ჰკრავდა,
ერთმანეთს ჩქმეტდნენ და ეუბნებოდნენ: „მას ჰყოლია გოგონა.“
ერთ-ერთი მათგანი, რომელიც არ იყო უფრო დიდი, ვიდრე
თავად თაგვი და არცთუ უკეთესი უმწეოზე, შეეცადა გულში ჩაეკრა ეს პატარა ბიჭუნა. ერთმა
მცირე ტანის ბიჭმა ხელი ჰკრა სახეში მეორეს, სულ ამით ამოიწურა ინციდენტი. მას ჯერჯერობით
არავისგან უნდოდა, რომ მიკარებოდნენ მის სახეს, თუნდაც კოცნის მიზნით. ერთერთმა მათგანმა
შეწყვიტა სასაცილოდ მოქცევა და ჩარტყა თავისი მაგარი მუშტი მასზე უმცროს ბიჭს სახეში,
ხოლო იმ პატარა ბიჭმა კოპები შეკრა და კუთხეში ჩამოჯდა. მისმა თვალებმა დაიწყო გამობერვა
(შესიება) და მისი ტუჩები ცახცახებდნენ, მანამ სანამ ჰარრი არ აიყვანდა ქეჩოთი იატაკიდან
მოძალადე ბიჭს და სანამ არ გააგდებდა გარეთ ქუჩაში, ხოლო თაგვმა, რომელიც ცრემლმორეული
იყო და საცაა იტირებდა, თქვა: „კეთილი, მე შემიძლია ეს, შემიძლია გაჩვენო შენ გოგონას
სურათი.“
ამჯერად ყველანი ცოტა წინააღმდეგი იყვნენ ამისი, ხოლო
ჰარრიმ ყველა მიწი-მოწია და მიზანში ამოიღო ის სხვა პატარა ბიჭი, ვინაც თაგვს სცემა.
„ვინ ოხერი შენ ხარ?“ ჰარრიმ უთხრა. „ეს მე ვიხუმრე.“
იყო პასუხი. მან კი გაიყვანა ქეჩოთი გარეთ ქუჩაში ეს ყმაწვილიც, ხოლო გარეთ გაგდებული
ბიჭები უკან მეტად აღარ მობრუნებულან. მეორე დღეს, მხოლოდ პატარა ბიჭი იყო ისევ იქ,
როგორც ყოველთვის. ამ ფაქტმა აიძულა ყველა, ჰქონოდათ ცოტაოდენი პატივისცემა მის მიმართ.
მისი მარცხენა თვალი იყო ცუდად გასიებული, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც
იქ იყო, ბიჭი იყო ძალიან ჩუმად რა თქმა უნდა, თუმცა ასევე იყო ყველა სხვა დანარჩენიც,
ჰარრი გამოიყურებოდა ერთ-ერთ უმდიდრესად სამი დღის მანძილზე ამ ხარა-ხურაში (სანაგვეში),
იმ დროს მას ჰქონდა ცუდი ბედის გადარბენა და იგი კიდევ ერთხელ ჩაფლავდა, იგი ასე მარცხდებოდა
შეჯიბრებებზე ოთხი დღის მანძილზე და ამ საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ იგი აპირებდა
დარჩენილიყო ასე დამსხვრეულად კიდევ კარგა ხანს. ერთ დღეს, არც ისე დიდი ხნით ადრე,
სანამ გამოქვეყნდებოდა ცნობა გაზეთში უახლოესი შეჯიბრების შესახებ, ბიჭუნამ, რომელიც
იდგა ჰარრის გვერდით იმ დროს, ჩუმად უთხრა მას: „მე ნამდვილად მყავს შეყვარებული გოგონა,
გინდა რომ გაჩვენო მისი სურათი?!“
„არა“ ჰარრიმ მიუგო. „მჯერა შენი, გეტყვი, რომ მეც საერთოდ
არ მყავს მეგობარი გოგონა და არც ერთ ამ სულელთაგანს არ ჰყოლია ჯერ იგი.“