მსოფლიოს ჩემპიონი ლიფტიორი
ოპერატორი
(ავტორი: ვ. საროიანი)
(ინგლისურიდან თარგმნა: ზ. ბერაძემ)
უფალო ღმერთო, რა გამართულად შეეძლო მას ლიფტის გაჩერება
სასურველ სართულზე, კარის გაღება, მგზავრის გამოყვანა, კარის დაკეტვა და ასვლა ზედა
სართულზე, ყველა პატარა დეტალი ზედმიწევნით ჰქონდა გათვლილი, გაწერილი; მისი ხასიათის
შემადგენელი ნაწილები იყო სიკეთე, თავდაჭერილობა, ხელგაშლილობა და ბუნებრივი გულკეთილობა,
მას ჰქონდა ჩვეული მეთოდი - ეს იყო ხელის ჩატანება შიგნიდან მიჯახუნებულ კარზე, სხვა
მეთოდი იყო თავის დაკვრა, ნაწილობრივ მგზავრის წონადობის გათვალისწინებით, გამორჩევით
იმისა, ეს იყო სტომატოლოგი თუ ადვოკატი, ექიმი მოროუ თუ ვილლ კოლინეტი, და ნაწილობრივ
შესრულების სილამაზის აღქმითაც, ეს იქნებოდა ოსტატობა, სიზუსტე, მიმზიდველობა თუ ბუნებრიობა.
საშინელი რითმის შეგრძნებაა.
ყველას უკვირდა ის მეთოდი, რომლითაც იგი ახერხებდა და
იმორჩილებდა ლიფტს, თითქმის ყველა კაცი ნებისმიერი წონადობისა ერთხელ მაინც მჯდარა
მისი ლიფტის მანქანაში და ყურადღება გაუმახვილებია იმ გასაოცარი მეთოდისთვის, რომლითაც
იგი აჩერებდა ლიფტს, იმორჩილებდა მას მშვიდად, ჯდებოდა ფრთხილად, მანქანა ირწეოდა ზევით-ქვევით
რბილად, განსაკუთრებით ეს ხდებოდა ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელოდა და იყო სიწყნარე
და ადამიანს შეეძლო ეოცნება გარკვევით. დიდი ადამიანები, ისეთი როგორიც იყო სახელმწიფო
მოსამართლე, ღიად თაყვანს სცემდა მის ტალანტს.
„ელმერ“, მოსამართლემ უთხრა მას ერთ დღეს, „მე საერთოდ
არ ვიქნები გაოცებული, თუ შენ ხარ საუკეთესო ლიფტიორი ოპერატორი ქალაქში.“
ელმერს არასოდეს ბეზრდებოდა იმის შეხსენება, თუ როგორ
ასრულებდა ის თავის სამუშაოს, იგი უბრალოდ ასრულებდა მას, და ყველა ემადლიერებოდა ამისათვის.
იგი არ ფიქრობდა იმაზე, ერთ მეთოდს გამოიყენებდა თუ მეორეს, მხოლოდ ოცნებობდა მთელი
დღის მანძილზე და მერე მიდიოდა სახლში. მაგრამ როცა მოსამართლე ეტყოდა მას იმას, რაც
ადრე უთხრა, ელმერი მაშინ ფიქრს მიეცემოდა.
„უფალო ღმერთო,“ იგი ფიქრობდა, „ვვარაუდობ, რომ უმაღლესი
სკოლის კურსი მე არ დამიხურავს სრულებითაც კი.“
მას ნამდვილად არ გაუვლია ძნელი გაკვეთილები და მაინც
მიიღო კარგი ნიშნები არაფრის გამო. შესაძლოა მან არ იცოდა ამის შესახებ, თუმცა შესაძლოა
რაღაცნაირად იგი იყო ახალი სიტყვა ლიფტიორის სპეციალობის გზაზე. მან მიიღო იგივე ანაზღაურება,
რაც ელვინ ჰილმა, რომელიც უკვე ორმოცდაათს მიღწეული იყო, რომელსაც ყოველთვის დაღლილი
და პირქუში გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა იგი თვლიდა, რომ იყო უკეთესი ლიფტიორ-ოპერატორი,
ვიდრე მოხუცი ჰილი, ყველაზე მცირე მასთან თანაფარდობაში, და სულ რასაც იგი ხელფასად
იღებდა იყო თხუთმეტი დოლარი კვირაში, ნუ ამას არა უშავს, მას დასაფარი ჰქონდა შემდეგი
ხარჯები - იჯარა, საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, კვირა დღის გაზეთი, რადიო და ყველა
გადასახადი დაფარული ჰქონდა, ამას გამოკლებული იყო ხარჯები ავადმყოფობის შემთხვევაში,
ისეთი ავადმყოფობის შემთხვევაში, როცა მერი, მისი ერთადერთი შვილი, რომელიც თექვსმეტი
თვის იყო და წაიყვანეს საავადმყოფოში, გარდაიცვალა. ამგვარად, დაკრძალვის ხარჯები,
უფალო ღმერთო, და სხვა დანარჩენი. იგი ჩვეულებრივ იხდიდა ორმოცდაათ ცენტს კვირაში მიწისათვის
სასაფლაოზე. გამოდიოდა და თვითონაც ასე თვლიდა, რომ მას უნდა ეხადა ეს მიწის გადასახადი
სიკვდილამდე და საბოლოოდ ეს პერიოდი იყო ორმოცდაათი წელი. იგი იყო 29 წლის და მამამისი
გარდაიცვალა ოთხმოცდაშვიდი წლის ასაკში, ბაბუამისი ოთხმოცდათორმეტის, და მის ბებიებს
ცოტა უკლდათ ას წლამდე. ვერავინ ვერასოდეს ხვდებოდა, თუ როგორ ინარჩუნებდა მისი მოხუცი
მამა ასეთ ჯანის სიმრთელეს. ბილინგსში {ქალაქი მონტანას შტატში}, მათ სახლში ვერცერთი
ბავშვი ვერ იგებდა იმას, რომ მათი მოხუცი მამა არცთუ ადვილად გაეკარებოდა სასმელს და
დაკავდებოდა სწრაფი ცხოვრებით. ნათესავები უამრავ ფულსა და რჩევას იყენებდნენ ამ ძველი
სახლის წესრიგში მოსაყვანად, რაც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში ხდებოდა, და ბავშვების დაიმედებაში.
„ყველა ეს ბავშვი შენია, ტომ?“ ისინი ეკითხებოდნენ,
„თუ როგორ არის ესა?“
„ჩემი ბავშვებია?“ მისი მოხუცი მამა ეტყოდა მათ, „წადით
აქედან თქვენი დიდი მანქანებით და სარკაზმული ლაპარაკებით, თერთმეტი ბიჭი და ექვსი
გოგო ოჯახი არ არის.“
ამგვარად, ნამდვილად სარწმუნოა ის, რომ იქ იყო სხვა გოგონაც, რომელიც
ორი წლისა იქნებოდა, როდესაც მამა გარდაეცვალა. ელმერს თვითონაც ახსოვდა თავისი უფროსი
ძმა, რომელიც ორმოცი წლის იყო და ხუთი შვილი ჰყავდა, იგი ვერ გამოდიოდა გარეთ, ბილლინგსში,
იმიტომ რომ მას ეშინოდა, მამა და დედა, ორივე ცდილობდნენ მის კარს გარეთ გაგდებას,
მაგრამ სემი არ მიდიოდა, ტიროდა როგორც ბავშვი და მისი საკუთარი შვილები დასცინოდნენ
ამაზე.
ეს იყო თითქმის ომამდე.
როდესაც სემი წავიდა საფრანგეთში, რომ გამხდარიყო ჯარისკაცი,
ოჯახის წევრები არ თვლიდნენ რომ ეს ფაქტი იყო სასიამოვნო, და როდესაც იგი დაბრუნდა,
ექვსი თვის შემდეგ შუბლზე ჭრილობით, ოჯახის წევრები იყვნენ ძლიერ შეშინებულები. სემი
ებრძოდა გერმანელებს არაუმეტეს ერთი ღამისა, და გარბოდა იმ მიმართულებით, რომელიც ეჩვენებოდა
რომ იყო მტრის მიმართულება. მან დაარტყა თავი იატაკს, ადგა და გაექანა მებუფეტისაკენ,
რომელიც მოუტრიალდა და ჩაარტყა მას თავში ყავარჯენი, სემი მას მერე გამოცხადებული იქნა
დაჭრილად (დემობილიზებულად), ასე თუ ისე, ჩაუტარეს ერთგვარი სახის შემოწმება საავადმყოფოში
და გააგზავნეს სახლში. მას აღარ ახსოვდა ვინ იყო მისი მტერი, რომელ ქვეყანაში იბრძოდა
და არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელი. „ჯორჯ ვაშინგტონი“, იგი ამბობდა,
შვილები იყვნენ დაღონებულნი, როცა დაინახეს დიდი ჭრილობა მის შუბლზე.
ხოლო როდესაც მოქმედმა მოსამართლემ უთხრა მას ის, რაც
უთხრა, ელმერი ფიქრებმა გაიტაცა, იგონებდა რა თავის წინაპრებს და ნათესავებს, ყველანი
როგორი გამორჩეული ხალხი იყვნენ, გაახსენდა, თუ მის ძარღვებში როგორი სისხლი ჩქეფდა,
მისი გვარის ხალხისთვის ბუნებრივი იყო ის, რომ ყოფილიყვნენ განსხვავებულები, და მან
წარმოიდგინა, რომ მას შეეძლო შეჯიბრში გამოეწვია ყველა ლიფტიორ-ოპერატორი მთელი ქალაქის
მასშტაბით. ამ შეჯიბრებაში შესატანი თანხა იყო ორმოცდაათი ცენტი და გამარჯვებული მიიღებდა
მთელ ფულს, ათ პროცენტს საქველმოქმედო გზით. მოხუც ელვინ ჰილლს. რა თქმა უნდა, თავიდანვე
არ მოსწონდა ეს იდეა და უნდოდა გაეგო, რა ჯანდაბაში უნდა გადაეყარა მას თავისი კარგი
ფულები.
„კეთილი“, ელმერმა თქვა, „თუ შენ კმაყოფილი ხარ იმით,
რომ ხარ პრეტენზიის მქონე, და არ იღებ შეჯიბრში მონაწილეობას, მაშინ რატომ არის ეს
შენი პროფესია?“ ისინი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ მუშაობის პროცესში, ერთმანეთს უყვიროდნენ,
მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა ლიფტში მგზავრი არ ჰყავდათ. ასე ხდებოდა ხშირად, განსაკუთრებით
ზაფხულში, თუმცა ლიფტებს გააჩნდათ თავიანთი განრიგი; ჰყავდათ მგზავრები თუ არ ჰყავდათ
ისინი, ადიოდნენ ექვს სართულს მაღლა და ჩამოდიოდნენ ექვს სართულს დაბლა.
„ვის გაუგია ლიფტში დავა?“ მოხუცმა ჰილმა თქვა, „ვგონებ,
რომ შენ თავი დაგიკარგავს, რა გგონია რომ ხარ, მფრინავი თუ რაა?“
„კეთილი“, თქვა ელმერმა, როცა ლიფტმა მესამე სართულს
ჩაუარა, „მე ერთი შეხედვითაც უკეთესი ლიფტიორ-ოპერატორი ვარ, ვიდრე შენ ოდესმე ყოფილხარ
ან შენი სათითაოდ ყველა შვილი ოდესმე ყოფილა.“
„თითეული“, ელმერმა ისევ გაიმეორა.
მაშინ სექტემბერი იყო და საკმაოდ ცხელოდა, ქალაქში ყველას
ეძინა, ზოგი სკამზე იყო განრთხმული და მაგიდაზე
მიყრდნობილს ეძინა, მათ ერთი მგზავრის მეტი არ ჰყავდათ საათში, ელმერმა აიყვანა მოხუცი
ქალბატონი ზევით, რომელიც მას ადრე არასოდეს ენახა, მან მიასწავლა ამ ქალბატონს გზა
ვილ კოლინეტის იურიდიული ოფისისკენ, საიდანაც ის ჯერ კიდევ არ გამოსულიყო, ელმერმა
წარმოიდგინა, რომ მათ ორივეს იქ ეძინათ მთელი შუადღის მანძილზე, ხოლო მოხუცმა ჰილმა
აიყვანა კბილის ტკივილით შეწუხებული პატარა სომეხი ბავშვი ექიმი მოროუს უმტკივნეულოდ
კბილის ამოღების ცენტრში, ის ოთახი არ იყო უფრო დიდი ვიდრე ერთი საკუჭნაო, რომელიც
სავსე იყო მთელი გროვა დენის კაბელებით, რომელთაც შეეძლოთ ტკივილისაგან სიკვდილამდე
მიეყვანათ ადამიანი.
ორმა ლიფტის მანქანამ ჩაიარა, ერთი ქვევით ჩადიოდა,
მეორე კი ზევით, ერთის კარი გაიღო პირველ სართულზე, მეორესი კი სულ ზედა სართულზე,
მათში ერთი მგზავრიც კი არ იჯდა, არც გამოძახების ზარი იყო, ასე რომ, სულ რითაც ისინი
იყვნენ დაკავებული, ეს იყო მოძრაობაში ჰყოლოდათ თავიანთი მანქანები მუდმივად. ერთი
ჩამოდიოდა ქვევით, რათა მოეძებნა ვინმე ისეთი, ვისაც არ ეძინა ქალაქში, მეორე ადიოდა
ზევით უბრალოდ გასართობად, სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ რომ ამ მიზნით.
მოხუც ელვინ ჰილლს არ მოსწონდა ელმერის პოზიცია. ის
იყო ერთობ გაცხარებული, მას ასე არასოდეს უგრძვნია თავი შერცხვენილად, იგი სულ ოცნებობდა
ვილლ კოლინეტის პირადი მდივნის მშვენიერ, ჩასუქებულ ფეხებზე. სურვილი ჰქონდა რომ ის
პირადად სადმე გამოეჭირა, სადაც იქნებოდა გარშემო სულ დიდი სიხალვათე, კეთილი, ეს იყო
სიგიჟე და ამ აზრმა იგი ელმერზე გაანაწყენა და გულმოსული გახადა მასზე.
„შენ აწყევლინებ ჩემს ღმერთს ბავშვებს, რაღაც ამდაგვარი,“
მან თქვა, „ან კიდევ მე გავაჩერებ ჩემს ლიფტ-მანქანას და გაგიხეთქავ ცხვირ-პირს.“
ელმერი ვერ იტანდა გვერდით ჰყოლოდა ისეთი კაცი, ვინც
არ იყო უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და ასეთ კაცს ესაუბრა მასთან ამგვარი ტონით,
ასე რომ მან თქვა: „შენ დამარტყამ მე ცხვირ-პირში და მე კი გაგიხეთქავ თავს.“ ისინი
გახდნენ უფრო გამოცოცხლებული, ვიდრე ოდესმე სხვა დროს წლის განმავლობაში, და სულ რაც
მოხუც ელვინს უნდოდა – ვილლ კოლინეტის პირადი მდივანი და სულ რაც ელმერს უნდოდა ეს
იყო – მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული, როგორც მთელ არე-მარეში საუკეთესო ლიფტიორ-ოპერატორი.
მოხუცმა ელვინმა გააჩერა თავისი ლიფტის მანქანა მეორე
სართულზე, ხოლო ელმერმა მესამეზე. მოხუცმა ელვინმა გამოიწვია ელმერი, ჩამოსულიყო ერთი
სართულით ქვევით და შეხვედროდა მას. ელვინმა წარმოსახვაში ორი დარტყმა წარმოიდგინა
და თვალწინ დაიყენა ელმერის პათეტიკური ფიგურა, რომელიც უფრო ოცნებობდა ვილლ კოლინეტის
მდივნის ფეხებზე და თავი მიაჩნდა საკმაოდ ახალგაზრდად რომ მოხვედრილიყო სან კუენტინში,
სიყვარულისა და ვნებებისგან სიგიჟეების ჩასატარებლად. ელმერს მეორე ხელით უნდოდა რომ
გაეგო, რატომ იყო ის ერთადერთი, ვინც დაამთავრა უმაღლესი სკოლის კურსი და ახლა კი უწევდა
ჩასულიყო ქვედა სართულზე მოხუც ელვინთან შესახვედრად. მან ძალიან ზრდილობიანად იკითხა,
თუ რატომ არ ამოვიდოდა მოხუცი ელვინი ზევით მესამე სართულზე და რატომ არ მიიღებდა შედეგად
თავის გახეთქვას პირდაპირ მარცხენა ყურიდან.
„თავის გახეთქვა პირდაპირ?“ იკითხა მოხუცმა ელვინმა,
„ეს შენ ხარ თუ კიდევ სხვა ვინმეა?“
„მხოლოდ მე ვარ“, თქვა ელმერმა, „და შენც იცი ეს“.
„სულ ეს არის რასაც შენ ფიქრობ?“ თქვა მოხუცმა ელვინმა.
„ჩამოდი დაბლა და ვნახოთ რა მოხდება.“
ელმერს გაახსენდა მთელი ის ტანჯვა, რომელსაც განიცდიდა
კარგი ქულების მისაღებად უმაღლეს სკოლაში, მთელი ის მტკივნეული პროცესი გადაწერისა
და პასუხების წერისა თავის მანჟეტზე (სამაჯეზე) და ქაღალდის პატარა ნაგლეჯებზე და ამაზე
ფიქრი მას ცეცხლს უგზნებდა, რომ ისეთი იგნორირებული კაცი, როგორიც იყო მოხუცი ელვინი
ეუბნებოდა მას რომ ჩამოსულიყო დაბლა სართულზე და თავი შეეკლა მისთვის. ამგვარად, მან
ჩაირბინა კიბეები, იმის მაგივრად რომ ჩამოსულიყო თავისი ლიფტ-მანქანით, ხოლო მოხუცი
ელვინი დახვდა იქ, ყველაფერი წინასწარ იყო მომზადებული, რომ ნოკაუტში ჩაეგდოთ იგი.
ელმერმა ველური დარტყმა განახორციელა მოხუც ელვინზე და დაჰკრა თავისი მუშტი კედელს,
ხოლო მოხუცმა ელვინმა წიხლი ჰკრა ელმერს და
დაკარგა თავისი ფეხსაცმელი.
შემდეგ გამოძახების ზარი დაირეკა და მოხუცმა ელვინმა
აამუშავა თავისი ლიფტ-მანქანა, იმიტომ რომ სჯეროდა, ეს იყო მისი მოვალეობა, რომ ეპასუხა
ამ ზარისათვის. არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რა ხდებოდა, მხოლოდ ელმერი იდგა კარის წინ
და მუშტი ჰქონდა მოღერებული, როგორც ჯონ ლ. სულლივანს, ან მსგავსად ვიღაც ისეთის, ვინც
მასზე ორჯერ უკეთესია, ხოლო მოხუცმა ელვინმა თქვა: „ჩვენ ასე ძალიან გავხურდებით, ღმერთმა
დალახვროს, გადი, გამეცალე გზიდან, თუარა ჩვენ ორივე ძალიან გავცხარდებით.“
მოხუცი ელვინი შეიქნა საშინლად ვილლ კოლინეტის მდივნის
დაუფლების სურვილით, იმიტომ რომ ყველაფერი ჩანდა ერთობ სახიფათო და თუ ეს ჯონ ფოულერი
იყო ვინც ზარს რეკდა, მაშინ მათ ნამდვილად ჯოჯოხეთურად შეახურებდნენ, იმიტომ რომ ჯონ
ფოულერს ეკუთვნოდა ეს შენობა, იგი იყვანდა სამუშაოზე და ითხოვდა ხალხს და ვერ იტანდა
ყველას, ვინც არ ასრულებდა თავის სამუშაოს კარგად.
ელმერი საკმაოდ კარგ განწყობაზე იყო იმისათვის, რომ
მოხუცი ელვინი შესულიყო თავის ლიფტ-მანქანაში, იმიტომ რომ მან იცოდა, რომ მოხუცი ელვინი
უკვე სიკვდილამდე იყო შეშინებული, და ამან უბიძგა ელმერს თავი ეგრძნო უფრო კარგად,
ვიდრე მაშინ, როცა მოიგო შვიდი დოლარი ჩინური ლატარიის ბილეთში, და მას საერთოდ არ
შეუჩერებია ფიქრი იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა, თუკი იგი ნამდვილად გაცხარდებოდა
და მოხუც ელვინს არ შეუშვებდა ლიფტში, ანუ გამოძახებაზე გასვლის უფლებას აღარ მისცემდა.
მან უბრალოდ მოხუც ელვინს თვითმკვლელობა შესთავაზა,
რომ არ მისცა მუშაობის ნება, ელვინმა დაუწყო ხვეწნა რომ გაეშვა იგი. გამოძახების ზარმა
დუჟინობით დარეკა, იმ ხნის მანძილზე, რაც ელმერმა დაატრიალა თავისი მუშტები მის წინაშე,
როგორც მსოფლიოს ჩემპიონმა ყველაფერში.
მან უკეთესად იგრძნო თავი, ვიდრე მაშინ როცა შეჭამა
ორი სრული საზამთრო ერთი კვირის შუადღეს, როცა მისი ცოლი საავადმყოფოში იყო ბავშვთან,
რომელიც გარდაეცვალათ.
შემდეგ მოხუცმა ელვინმა ნაბიჯები გადადგა, გაიფიქრა
რომ ასულიყო მესამე სართულზე და ეპასუხა გამოძახების ზარისთვის ელმერის ლიფტ-კაბინაში,
მაგრამ ელმერმა დაიჭირა იგი მარჯვენა ფეხით და მოხუცი ელვინი უკანვე, ელმერისკენ წაიქცა
და უცებ ელმერმა უგონოდ ჩაარტყა თავი მოხუცი ელვინის თავს, მერე იმ შენობაში ორივეს
ტკივილისაგან უნდოდა ფეხზე ადგომა, ორივეს უნდოდა ამ შენობის გარეთ მოხვედრა, ხოლო
გამოძახების ზარები კი რეკავდნენ, ისე როგორც ეს იცის შობის ღამეს. ელმერი და მოხუცი
ელვინი ქვეყნიური სამსახურისთვის მკვდრები იყვნენ და იღიმებოდნენ.
თავად ჯონ ფოულერმა გადმოასხა მთელი ვედრო წყალი ელმერისა
და მოხუცი ელვინის თავზე, რითაც მათი ყურადღება მიიპყრო და მკაცრად ჰკითხა, თუ რა გიჟობას
აეტანა ისინი. კეთილი, ელმერს უნდოდა აქ სიტყვა გადაეკრა თავის უმაღლეს სასკოლო განათლებაზე,
მაგრამ ვერ შესძლო და მოხუცმა ელვინმა იცოდა, რომ იგი ვერ შეძლებდა რამე ინფორმაციის
გაცემას თავისი საქმიანობის შესახებ ვილლ კოლინეტის მდივანთან ურთიერთობაში, ამგვარად,
არცერთმა მათგანმა არაფერი თქვა.
საბოლოოდ ელმერმა დაიწყო ლაპარაკი, „მისტერ ფოულერ,
თქვენ იცით, რომ მე დავამთავრე უმაღლესი სკოლა.“
„რაზე ლაპარაკობ?“ მისტერ ფოულერმა თქვა, „მე არაფერი
ვიცი.“
ელმერმა თავი იგრძნო ათგზის უფრო ცუდად, იმის საპირისპიროდ,
რამდენადაც თავი იგრძნო კარგად, მაშინ როდესაც მოხუცი ელვინი ქეჩოთი ეჭირა და მოღერებულ
მუშტებს ცხვირწინ უტრიალებდა, და მას ვერ წარმოედგინა კიდევ რამის თქმა.
„მე ვთვლიდი, რომ კარგი იდეა იქნებოდა გვქონოდა ლიფტიორ-ოპერატორების შეჯიბრება“ მან თქვა.
„რა ჯანდაბისთვის გვინდა?“ მისტერ ფოულერმა უპასუხა.
„იმიტომ რომ მე წარმომიდგენია, რომ ვარ საუკეთესო ლიფტიორ-ოპერატორი
ქალაქში,“ ელმერმა თქვა. თუმცა მან იგრძნო თავი ყველაზე სულელურად, ვიდრე ოდესმე ეგრძნო,
რადგანაც უმეტესობა ხანს იგი არ იყო ასეთ განწყობაზე, იგი ჩვეულებრივ თავაზიანობით
და მორიდებით გამოირჩეოდა და არასოდეს საუბრობდა ასეთი აწეული ტონალობით.
„შენა ხარ საუკეთესო ლიფტიორ-ოპერატორი ქალაქში?!“ მისტერ
ფოულერმა თქვა. თუ ასეა, თავში ავარდნილი გქონია,
არადა, შენ ყველაზე უარესი ხარ ქალაქში, ყველაზე და ყველაფერზე უარესი, რა ჯანდაბა
გულისთქმა გიპყრობს, როცა ეჩხუბები მოხუც ელვინს?!“
ელმერმა იგრძნო ორი რამის კეთების საჭიროება: ან ყვირილი
და ან მისტერ ფოულერისთვის თავში ჩარტყმა, მარცხენა ყურიდან პირდაპირ, ასე რომ მან
ყვირილი დაიწყო: მას უნდოდა ახლა ეთქვა, თუ რა ცუდი იყო ეს მდგომარეობა, მას არ უნდოდა
შინ წასვლა და თქმა ენისთვის (თავისი მეუღლისთვის), რომ მან დაკარგა სამსახური, ეს
არ შეეძლო იმიტომ რომ ცოლი უბრალოდ მოკლავდა მას ან ისეთ ქალურ ჯოჯოხეთის ცეცხლს შეუნთებდა,
რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანდა.
მისტერ ფოულერი ზიზღნარევი თვალებით იყურებოდა და თან
სიგარას უკიდებდა. მოხუცი ელვინი დაჯდა უბრალოდ ოფისში და ოცნებას მიეცა, თავზე დიდი
კოპი ჰქონდა, სულ რაზეც მას ოცნება შეეძლო, ეს იყო – ვილლ კოლინეტის მდივანი ქალის
მსუქანი ფეხები.
სულ ეს იყო.
ამგვარად, მოხუცმა კაცმა, მისტერ ფოულერმა თქვა, რომ
თითეულს მისცემდა მეორე შანსს, მომდევნო დღეს ისინი კვლავ წავიდნენ სამუშაოზე. რაღაც-რაღაცეები
გამოიყურებოდა საშინლად სამი თვის განმავლობაში; ელმერი უბრალოდ ვერ ჩაჯდა ამ რაღაცეების
რიტმში ისევ. ზამთრის ცივი დღეები დადგა და ეს იყო საშინელება. მას უწევდა მგზავრებისათვის
შეკითხვა მთელი დღის მანძილზე, ზევით აეყვანა თუ ქვევით ჩამოეყვანა, დღეში თორმეტზე
მეტჯერ არ ხვდებოდა სართულები სრულყოფილად და მაშინ როცა იგი ამას მოინდომებდა, ლიფტის
კაბინა შენელდებოდა მშვიდად და ჩერდებოდა სართულებზე, ირწეოდა ნაზად, მაშინ ელმერი
თავს კარგად გრძნობდა, იცოდა, რომ მისი უმაღლესი სკოლის განათლებას ფუჭად არ ჩაუვლია.
როცა ვინმე მას შენიშვნას გაუკეთებდა ამინდის შესახებ, ამაზე მას არანაირი სახის პასუხი
არ ჰქონდა. არც მეტი არც ნაკლები, სულ რაღაც ნახევარი წლის უკან კი იგი დიდი სიამოვნებით
სცემდა პასუხს ასეთ შეკითხვებს.
სხვათაშორის, ენი (მისი მეუღლე) ფეხმძიმედ იყო, ყველაფერი
გადასარევად იყო, იგი ისევ იხდიდა მიწის გადასახადს ორმოცდაათ ცენტს კვირაში სასაფლაოზე.
და მის ოჯახში არასოდეს იყო ათცენტიანი მაინც გვერდზე გადადებული, ამდროს მისი უმაღლესი
სკოლის განათლება გამოიყურებოდა, როგორც ყველაზე უსარგებლო დროის ფლანგვა, ვიდრე სხვა
რამე მის ცხოვრებაში, იგი თავს გრძნობდა უფრო უარესად, ვიდრე მაშინ როცა ერთხელ მთელი
გზა იარა სან-ფრანცისკოსკენ, თითქმის ორასი მილი, მაშინ ცდილობდა მთელი თვის მანძილზე
ცხოვრებას დიდ ქალაქში, მაგრამ უშედეგოდ.
მას უბრალოდ ასე დაჰყავდა ლიფტის მანქანა ზევით, მეექვსე
სართულზე და ჩამოჰყავდა ქვევით, სულ ქვედა სართულზე; და მეტად აღარ ფიქრობდა ჩემპიონობაზე,
თავს გრძნობდა რა საშინლად მთელი დროის მანძილზე, ხალხსაც არ პასუხობდა, ვისაც ამინდის
შესახებ ჰქონდათ შეკითხვები.
ერთხელ კი მთელი მოულოდნელობით როცა მას ჩამოჰყავდა
მეხუთე სართულიდან ქვევით ერთი ქალბატონი, რომელსაც სუნამო ჰქონდა ნაპკურები, მაშინ
მან უცებ გაანალიზა, რომ ახლო იყო ივნისის თვე და ზაფხული მოდიოდა, მან თავი იგრძნო
ძალიან კარგად; ოჰ ღმერთო, როგორი სიმსუბუქით ჩამოიყვანა მან ლიფტის მანქანა მიწურ
სართულზე და როგორ ირწეოდა მისი კაბინა, როცა ის დაბლა ჩამოვიდა, თითქოს შარშანდელივით,
რა კეთილსურნელება აუდიოდა იმ ქალბატონს. ღმერთო ჩემო, არავინ იყო ამქვეყნად ისეთი,
ვინც ახლა ელმერს შეაჩერებდა თავისი უმაღლესი სკოლის განათლებით პროპაგანდირებაში.
აგვისტოს შუა რიცხვებში იგი ისევ თავის ძველ ფორმაში იყო, უახლოვდებოდა სართულებს ჩინებულად,
შიგნიდან კარებს ნელ-ნელა აღებდა თავდაჯერებულად, თავს უკრავდა მგზავრებს, უკეთებდა
მათ სხვადასხვა სახის სახალისო შენიშვნებს ამინდის შესახებ და ყველაფერს ასეთ რამეეს,
ლიფტის მანქანა ნაზად მოსრიალებდა, ქალაქი მოსჩანდა ლამაზი და პატარა, ჰავა ცხელი იყო
და თავისთავად არაფრად მიაჩნდა რაღაც საგნები მსოფლიოში ყველაფრის ჩემპიონს.