ჰარრი
ავტორი: ვილიამ საროიანი
(ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ბერაძემ)
ეს ბიჭი იყო ყოველთვის მსოფლიოს მძლეველი; ყველაფერს
რასაც ის შეეხებოდა ფულად იქცეოდა, უკვე თოთხმეტი წლის ასაკში მას ჰქონდა დაახლოებით
ექვსასი დოლარი ვალეის ბანკში, ეს ფული მას თავისით ჰქონდა მოპოვებული. იგი იყო დაბადებული
იმისთვის, რომ გაეყიდა ნივთები; რვა თუ ცხრა წლისა უკვე რეკავდა ზარებს კარებზე და
უჩვენებდა დიასახლისებს მშვენიერ ფერად სურათებს: იესო ქრისტეს და სხვა წმინდა ხალხს
– რომელიც იყო წარმოებული ნოველთის მანუფაქტურულ კომპანიაში, ტოლედოში, ოჰაიო. თხუთმეტი
ცენტი ღირდა თითო, ოთხი ცალი მოდიოდა ნახევარ დოლარად. „ქალბატონო“ - იგი ამბობდა ასე
ადრეულ ასაკში. „ეს არის იესო, შეხედე, არ არის განა ეს მშვენიერი სურათი და მხოლოდ
თხუთმეტ ცენტად; ეს არის პავლე, შესაძლოა მოსეც ბიბლიიდან, შენ უკეთ იცი.“
მას ავსებული ჰქონდა ყველა სახლი ამ უცხო უბანში მთლიანად
ამ სურათებით და ბევრს ამ სახლთაგანს კვლავ აქვს შენახული ეს სურათები, ასე რომ შენც
შეგიძლია ნახო ისინი ამ ოჯახებში. იგი ძალ-ღონეს არ იშურებდა ხალხთან ურთიერთობისას
და ახდენდა ერთობ დადებით ზეგავლენას. იგი ბევრს დადიოდა ახლომახლო უბნებში, რათა მიეღო
ხელმოწერები ნამდვილი ამბების ჟურნალისათვის {ნამდვილი ამბების ჟურნალი – პოპულარული
ჟურნალი ქალებისათვის, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ცხოვრებას}, იგი უნდა მდგარიყო წინა
ვერანდაზე და გაეშალა ჟურნალის ასლი დამთვალიერებლისათვის, რათა ეჩვენებინა სხვადასხვა
სურათები. „აი, ეს ქალბატონო“, იგი აუცილებლად იტყოდა „ვინ დაქორწინდა მასზე ოცდაათი
წლით უფროს კაცზე, და შემდეგ კი შეუყვარდა მისი თექვსმეტი წლის ვაჟიშვილი, ქალბატონო
თქვენ რას იზამდით ამგვარ დილემურ მდგომარეობაში? წაიკითხეთ, თუ როგორ მოიქცა ეს ქალბატონი.
ყველა ნამდვილი ამბავია, თხუთმეტი ცალი ასეთი ამბავი ყოველთვიურად; რომანი, ვნება,
საიდუმლოება, ძლიერი გულისთქმა, ყველაფერი ანიდან ჰოემდე; აგრეთვე სარედაქციო წერილები
– ოცნებებზე, ისინი გვიხსნიან თუ თქვენი ოცნებები რას ნიშნავს, თუ შენ მიდიხარ მოგზაურობაში,
თუ ფული მოგდის, ვისზე აპირებ დაქორწინებას, ყველა ნამდვილი მნიშვნელობები, მეცნიერული..
აგრეთვე ლამაზი საიდუმლოებები, როგორ უნდა გამოიყურებოდე ახალგაზრდად ყოველთვის.“
სულ მცირე ორი თვის მანძილზე მან მოახერხა და დაახლოებით
სამოცამდე გათხოვილ ქალბატონს წააკითხა ეს ჟურნალი. შესაძლოა იგი არ იყო პასუხისმგებელი,
თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ბევრი ერთმანეთის შეუთავსებელი მოვლენების მოხდენა დაიწყო იმ
მხარეში. ერთი თუ ორ ქალს ჰქონდა საიდუმლო სიყვარულის ისტორიები სხვა კაცებთან და ეს
გაუგეს მათმა ქმრებმა და სცემეს მათ ანდა გააგდეს სახლებიდან. ნახევარმა დუჟინმა ქალებისამ
დაიწყეს გამოწერა წამწამების კოსმეტიკის, აბაზანის მარილის, ცივი კრემების და ამ სახეობის
სხვა საგნებისა. მთელი ამ უბნის სამეზობლო ცოტათი გაირყვნა, ყველა ქალბატონმა დაიწყო
საცხის წასმა ტუჩებზე, სახეზე პუდრის ფრქვევა, მაღალყელიანი აბრეშუმის წინდების და ტანზე შემოჭერილი სვიტერის ჩაცმა. როდესაც უფრო
ასაკში შევიდა ჰარრიმ დაიწყო მეორადი მანქანების შეძენა: ფორდის, მაქსველის, საქსონსის,
შევროლეს და სხვა მარკის პატარა ზომის მანქანების შეძენა. მოთხოვნის შემთხვევაში იგი
ყიდდა მათ დუჟინობით იძენდა რა მათ იაფად, იგებდა თხუთმეტ, ოც დოლარს თითოზე; იგი აუცილებლად
ცოტას შეაკეთებდა მათ, ანუ შეღებავდა წითელ,
ცისფერ ან სხვა კაშკაშა ფერებად და შემდეგ გაყიდდა ამათ უმაღლესი სკოლის ბიჭებზე, სამჯერ
და ოთხჯერ მეტ ფასად, რამდენიც გადაიხადა მათთვის. მან აავსო ქალაქი წითელი, ცისფერი
და მწვანე ნახმარი ავტომობილებით და მთელი პერიფერია სავსე იყო ამეებით. მაღალი სკოლის
ბიჭებს მიჰყავდათ თავიანთი გოგონები საღამოს სოფლად და კვირაობით შუადღეებზე და არავინ
იცის ეს რას ნიშნავდა, რამდენადმე, ეს იყო კარგი და მშვენიერი რამ ბიჭებისთვის, ბევრი
მათგანი კი დიდი ხნით ადრე დაქორწინდა, სანამ ისინი იშოვნიდნენ სამსახურს ერთმანეთისათვის
და მთელი რიგი სხვა რაღაცეების მოხდა, მხოლოდ ცუდი: ორ თუ სამ გოგონას ჰყავდათ ბავშვები
და არ იცოდნენ ამ ბავშვების მამები ვინ იყვნენ, იმიტომ რომ ორმა თუ სამმა ჭაბუკმა ნახმარი
მანქანებით ერთდროულად შეაბეს ისინი. ალალბედზე მაინც ბევრი გოგონა შოულობს ქმარს თავისთვის.
ჰარრი იმდენად იყო დაკავებული, რამდენადაც გარემოცული
სულ გოგონებით; სულ რაც მას უნდოდა იყო ის, რომ გაეგრძელებინა ფულის კეთება. ამ დროისთვის
ის იყო ჩვიდმეტი წლის და უკვე დაიმსახურა ცოტა იღბალი, ამდროისათვის იგი გამოიყურებოდა
როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცი ქალაქში. თავისი კოსტიუმი მან
იყიდა ბითუმად, რადგან არ ფიქრობდა ვინმეს იძულებას, რომ მისთვის სარგებელი მოეტანათ.
ეს იყო საქმიანობა, თუ კოსტიუმი იყო შეფასებული ოცდაშვიდ ნახევრად, ჰარრი გამყიდველს
აუცილებლად შესთავაზებდა თორმეტ დოლარს. „ნუ მეტყვით“, იგი აუცილებლად ეტყოდა გამყიდველს,
„მე ვიცი რა ღირს ეს ძონძები, თორმეტ დოლარად შენ ნახავ ორი დოლარის სუფთა მოგებას
და თხუთმეტ ცენტსაც და ეს არის საკმარისი ყველასათვის, შენ შეგიძლია აიღო ეს თანხა
ან არც კი შეეხო მას.“
მან საბოლოოდ იშოვა კოსტიუმი თხუთმეტ დოლარად, გადაკეთების
თანხაც მასში შედიოდა, მას უნდა ედავა ერთი საათი ამის გადაკეთებაზეც; თუ პიჯაკი იქნებოდა
ნამდვილად გამოსადეგი და ვაჭარიც ეტყოდა იგივეს, მაშინ ჰარი იფიქრებდა, რომ იგი გადაეყარა
ვიღაც ლაწირაკს, ასე რომ ის დაჟინებით მოითხოვდა რომ სახელოები ყოფილიყო უფრო გრძელი
ანაც მხრები ყოფილიყო უფრო განიერი, მხოლოდ კეთილგონიერი ვაჭრები უთმენდნენ მას (იტანდნენ
მას). მთლიანობაში მას ჰქონდა კარგად-ჩაცმული კაცის რეპუტაცია და მისთვის კოსტიუმის
მიყიდვა ნიშნავდა რომ მიგეღო უამრავი კარგი უფასო რეკლამა. აუცილებლად ის მოიყვანდა
მაღაზიაში ბევრ სხვა ახალგაზრდა ჭაბუკს, ბიჭები რომლებიც აუცილებლად იყიდდნენ კოსტიუმებს
ნორმალურ ფასებში.
სხვათაშორის, ჰარრი იყო აბეზარი ადამიანი; არა მხოლოდ
ეს, ერთხანს მან დაიწყო აღებ-მიცემობა, აპირებდა რომ დაეწყო საუბარი ურთიერთ-თანამშრომლობაზე,
სწორედ რომ ეს იყო საფუძველი ამერიკული ბიზნესისა, მას უნდა დაეწყო ვაჭრობა შემდეგ
საქმეებში: დაზღვევის გაკეთება მიწისძვრის შემთხვევაში, ან ყიდვა-გაყიდვა ახალი ბრენდის
„სტუდებეკერის“ ავტომობილებისა, და უმეტეს დროს მას წარმატებისთვის უნდა მიეღწია. ყველა
ბიზნესზე უფრო ხალხი ეტანებოდა მიწისძვრის წინააღმდეგ დაზღვევას, მხოლოდ იმიტომ რომ
ჰარისთვის ბევრი სასაუბრო არ გაეჩინათ. იგი ყოველთვის ხვეწდა ფასებს, ხოლო შემდეგ ასე
შემუშავებულ ფასებს აწესებდა ბაზარზე და მერე საბოლოოდ რეგულარულ ფასებს დაუბრუნდა
და ამით მის მყიდველს მშვიდად აგრძნობინებდა თავს. მათ ის აკმაყოფილებდათ რომ ფიქრობდნენ
თითქოს ჭკუაში მოუგეს ჰარრის, მაგრამ მას ყოველთვის გააჩნდა საკმაო იუმორის გრძნობა
საკუთარ თავში.
ერთ წელიწადს მთელი სან ხოაკინის ველი {ველი მდინარე
სან ხოაკინზე, კალიფორნიის შტატი} თითქმის განადგურებული იყო მკაცრი ყინვით, მაგრამ
მიუხედავად ამისა, მან მოიწია დიდი მოსავალი გრეიპფრუტის და ფორთოხლისა. ჰარრი ჩაჯდა
თავის სტუდებეკერში და გასწია სოფლისაკენ. ყინვა გადატანილი ფორთოხლები იყო აბსოლიტურად
უვარგისი, იმიტომ რომ ჯანდაცვის ადგილობრივმა განყოფილებამ არ დაუშვა ამ ფორთოხლების
მაღაზიაში მოხვედრა, თუმცა ჰარრის ჰქონდა იდეა: იგი გავიდა ფორთოხლის ბაღებში და შეხედა
ხეებს, რომლებიც დატვირთული იყო ხილით, რაც უკვე გამოცხადებული იყო უვარგისად. იგი
გაესაუბრა ფერმერებს და უთხრა მათ თუ როგორ წუხდა ამის გამო.
შემდეგ მან თქვა: „თუმცა შეიძლება დაგეხმაროთ თქვენ
ცოტათი მაინც, მე შემიძლია გამოვიყენო თქვენი ყინვა-ნაკრავი ფორთოხალი... ღორების და
საქონლის (რქოსნების) საკვებად. ღორები წუნს არ დაგიდებენ თუ ფორთოხალი ყინვა-ნაკრავია
და წვენი კი კარგია მათთვის, ისევე როგორც ადამიანებისათვის... ვიტამინებია. თქვენ
არ მოგიწევთ რამის კეთება, მე თვითონ დავკრიფავ და მანქანაზე ავტვირთავ და თქვენ მოგცემთ
ოცდახუთ დოლარიან ჩეკს, რომელიც არის ხელზე ნაღდი ფული.“ იმ წელს მან გააგზავნა დაახლოებით
ოცი ვაგონი ტვირთი ანუ ყინვა-ნაკრავი ფორთოხალი ლოს-ანჯელესში, ფორთოხლის წვენის დასამზადებელ
ქარხანაში და ასე მას გაეხსნა კიდევ სხვა მცირე იღბალი.
ყველა ამბობდა, რომ მას შეუძლია ყველაფერი გადააქციოს
ფულად, მას შეუძლია ყველასგან დამოუკიდებლად დაგეგმოს მეთოდი ფულის გამომუშავებისათვის.
როდესაც დანარჩენი მსოფლიო იყო ხახამშრალი, ჰარრი წელებზე ფეხს იდგამდა და თავდაუზოგავად
მუშაობდა ლოს-ანჯელესის მიმართულებით, აწოდებდა რა მას ყინვა გადატანილ ფორთოხალს.
იგი არასოდეს იწუხებდა თავს ჰქონოდა საკუთარი ოფისი,
მთელი ქალაქი იყო მისი ოფისი; სადაც მას მოესურვებოდა მისვლა იქ მივიდოდა, დაჯდებოდა
და ილაპარაკებდა; შეეძლო ასულიყო კორის შენობის მეოთხმოცე სართულზე და დამჯდარიყო მისტერ
პეტერსის ოფისში, და ეცოხნა გაზეთის ნაკუწები პასუხისმგებელ პირთან ერთად. იგი ისაუბრებდა
სხვათაშორის რაღაცეებზე, მაგრამ ყოველთვის გამონახავდა საერთო ენას კონტრაქტების დასადებად,
იცოდა რა ხერხი, როგორ მოეყვანა ხალხი ფულით ხელში, თუ როგორ მოეხვეჭა ქონება და ა.შ.
ბევრი ხალხი ეჭვის თვალით უყურებდა მას და იგი კი ფიქრობდა, რომ მიეღო თავისი ფული.
მან გაყიდა ელექტრონული მაცივარი, ვაკუუმით მწმენდავი
მოწყობილობა, რადიო აპარატურა და მრავალი სხვა თანამედროვე ნივთი ადამიანებზე, რომლებიც
თავის თავს არ აძლევდნენ ნებას ეყიდათ ისინი, და
გაყიდა ეს საგნები უბრალოდ, მხოლოდ იმ ხერხით, რომ საუბრობდა მათ შესახებ და
აჩვენებდა კატალოგში მათ სურათებს. კლიენტები იხდიდნენ ფრახტს და ყველაფერ სხვა დანარჩენს;
სულ მხოლოდ რასაც ჰარრი აკეთებდა იყო საუბარი და გაყიდვა. თუ კაცი არ გადაიხდიდა ნაღდ
ფულს რადიოსთვის, ჰარის შეეძლო ხუთი დოლარით მეტი გამოერთმია და მიეღო ბალანსის ბლანკი
მისგან და თუ კაცი ვერ გადაიხდიდა სავალდებულო თანხას, ჰარრის შეეძლო ჩამოერთმია მისთვის
სახლი, ვენახი, ან მისი ავტომობილი, ან მისი ცხენი ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც იმ
კაცს ეკუთვნოდა; და საოცარი ის იყო, რომ არავინ არასოდეს აკრიტიკებდა მას ბიზნესის
ამ მეთოდებისათვის. ის იყო ძალიან თავდაჯერებული, როცა ჩამოართმევდა ხოლმე ადამიანს
მის საკუთრებას, და იგი აუცილებლად აუხსნიდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც
ემორჩილებოდა კანონმდებლობას; რაც კანონი იყო კანონად უნდა აღსრულებულიყო.
არავის შეეძლო ისე დაეგეგმა საქმე და მიეღო ფული, როგორც
ეს ჰარის ძალუცდა. მას უკვე ჰქონდა ფული ბანკში, ჰყავდა დიდი მანქანა და არ იყო დაინტერესებული გოგონებით; მაშინ რისთვის
ინახავდა მთელ ამ ფულს? ზოგიერთი მისი კლიენტი ჰკითხავდა ხოლმე და ჰარრი დაბნეული იყურებოდა კარგა ხანს, რადგან
თავადაც არ იცოდა პასუხი, შემდეგ აუცილებლად
მოვიდოდა და იტყოდა:
„მე მინდა რომ ხელში მოვიგდო ნახევარი მილიონი დოლარი,
ასე რომ მერე შევძლებ დასვენებას (პენსიაზე გასვლას).“
ეს იყო ძალიან სასაცილო, ჰარრი ფიქრობდა პენსიაზე გასვლას
თვრამეტი წლის ასაკში.. უკვე მიატოვა მან უმაღლესი სკოლა პირველ კურსზე, რადგან არ
მოსწონდა აზრი საკლასო ოთახში ჯდომისა და უაზრობის მოსმენის, ერჩივნა საქმის ნულიდან დაწყება, ხანგრძლივი მუშაობა
და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის სარბიელის დასაწყისში იყო, სახავდა გზებს
როგორ ეშოვნა ფული.
ზოგჯერ ხალხი ეკითხებოდა, რითი დაკავდებოდა როცა პენსიაზე
გავიდოდა და ჰარრის ისევ დაბნეული იყურებოდა და ბოლოს ასე უპასუხებდა: „ოჰ, მე ვგონებ,
რომ დავიწყებ მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო.“
„კეთილი, თუ იგი შეძლებს ამას,“ ყველა ფიქრობდა: „ალბათ
გაყიდის რამეებს, ყველგან სადაც წავა, გაყიდის
ძველმანებს მატარებლებში და გემებზე და უცხოეთის ქალაქებში. იგი არ დახარჯავს ერთ წუთს
გარემოს დათვალიერებაში, გახსნის კატალოგს და მიჰყიდის უცხოელებს ყველაფერს, რაც შეიძლება
ადამიანმა წარმოიდგინოს.“
მაგრამ რაღაცეები ხდება სასაცილო გზებით და მწერალი
ვერასოდეს გადმოსცემს იმას, თუ როგორ უყვარდა ხალხს ჰარრი, არავინ არა დაზღვეული იმისგან,
ავად რომ არ გახდება; სიკვდილს და ავადმყოფობას არ ჰყავს ვინმე რჩეული, ის ყველა ადამიანთან
მიდის: პრეზიდენტები, მეფეები და კინო-ვარსკვლავები – ყველანი კვდებიან, ისინი ყველანი
ავად ხდებიან.
თვითონ ჰარრიც ავად გახდა, არა იოლ ფორმებში, არა მარტივად..
რაღაც შემთხვევითი იყო ეს ავადმყოფობა, მსგავსი გრიპისა, რომელიც შეიძლება აიკიდო ერთ
კვირაში და მეორე კვირას კი გახდები ძველებურად ისევ კარგად. ჰარრიმ აიკიდა ტ.ბ. და
ის ცუდი გზით შეეყარა, საწყალი ბავშვი.
ასე რომ ავადმყოფობამ ხელი მოჰკიდა ჰარის, და მთელი
ის ფული, რაც ვალეის ბანკში ჰქონდა ვერ უშველა მას დიდად. რა თქმა უნდა, ვალებიც უნდა
აეღო, ამას კითხვაც არ უნდოდა; იწვა საწოლში, მას უნდა ეცადა და მიეყიდა სიცოცხლის
დაზღვევა თავისი საუკეთესო მეგობრებისთვის. ჰარრის ბიძაშვილმა სიმონ გრეგორიმ მომითხრო
ამის შესახებ; მან მითხრა, რომ ეს იმას არ ნიშნავდა რომ ჰარრის ნამდვილად სჭირდებოდა
მეტი ფული, არამედ იგი უბრალოდ ისე არ გააღებდა პირს, რომ არ დაეწყო საუბრები გაყიდვებზე.
მას არ შეეძლო წარემართა ჩვეულებრივი საუბრები, იმიტომ რომ არ იცოდა რამე სიახლეების
შესახებ, რადგან ამ ავადმყოფობის დროს არაფერი გაუკეთებია არცერთ დარგში: არც დაზღვევის,
არც ავტომობილების ან უძრავი ქონების გაყიდვების საქმეში. თუ ვინმე შეეცდებოდა ესაუბრა
მასთან პოლიტიკაზე ან რელიგიაზე, მაშინ ჰარრი გამოიყურებოდა გაღიზიანებულად და ცდილობდა
როგორმე ეს საუბარი გაყიდვებზე გადაეტანა, მან ჰკითხა კიდეც სიმონ გრეგორის, თუ რამდენი
წლის იყო და როდესაც სიმონმა უპასუხა, რომ ის იყო ოცდაორის, ჰარრი სრულიად აღელდა.
„მისმინე, სიმონ,“ მან უთხრა, „შენ ხარ ჩემი ბიძაშვილი
და მინდა რომ ჩემი რჩეული გაგხადო. შენ არ გექნება ერთი დღეც დასაკარგავი, თუ გადაწყვეტ,
რომ გახდე ფინანსურად დამოუკიდებელი როცა ხარ უკვე სამოცდახუთი წლის. მე მაქვს ისეთი
პოლიტიკა, რაც შენ გჭირდება. ნამდვილად უნდა მისცე შენს თავს უფლება და გადაიხადო ექვსი
დოლარი და ოცდაშვიდი ცენტი ყოველ თვე, მომავალი ორმოცდასამი წლის განმავლობაში, ასე
რომ არ დაგჭირდება დასწრება ბევრ ჩვენებაზე, არამედ იმას დაესწრები, რაც არის უფრო
მნიშვნელოვანი; რათა ნახო ბევრი სულელური კინო-სურათი, ან იყო დამოუკიდებელი უკვე სამოცდახუთი
წლის ასაკში!“
ამან კინაღამ ააყვირა სიმონი, ისმენდა რა ჰარრის საუბარს
ამ ფორმით, ისეთი ავადმყოფისგან, როგორიც ის იყო.
ექიმმა უთხრა ჰარრის ნათესავებს, რომ ჰარრისთვის საჭირო
იყო არიზონაში წასვლა ერთი ან ორი წლით {არიზონას შტატში არის მშრალი ჰავა}. ეს იყო
ერთადერთი იმედი მისი გამოკეთების, მაგრამ როცა ისინი საუბრობდნენ საკითხზე ჰარრის
გარშემო, იგი გაღიზიანდა და თქვა, რომ ეს ექიმი ცდილობდა მისთვის ფული დაეხარჯვინებინა;
ამბობდა, რომ იგი იყო კარგად, მხოლოდ გულ-მკერდი ჰქონდა გაციებული და მან უთხრა თავის
ნათესავებს, რომ ეთხოვათ ექიმისთვის მისთვის თავის დანებება. „მოიყვანეთ სხვა ექიმი“,
მან თქვა. „რატომ უნდა წავიდე მე არიზონაში?“
ყოველთვის ჩვენ ვხედავდით ჰარრის ქალაქში, ვიღაცასთან
ჩქარა ლაპარაკობდა; ცდილობდა გაეყიდა რაღაც, მაგრამ ეს გრძელდებოდა ერთი ან ორი დღე,
შემდეგ იგი ისევ საწოლში წვებოდა. ასე იგი აკეთებდა ორი წლის მანძილზე და შემდეგ შენ
უნდა გენახა ის ცვლილება, რაც განიცადა ამ საწყალმა ბიჭმა. უკვე ნამდვილად საკმარისი
იყო თავის ჩათვლა უვარგისად. მისი შემხედვარე
თქვენ აუცილებლად იფიქრებდით, რომ ის იყო უმარტოსულესი ადამიანი დედამიწის ზურგზე,
მაგრამ საგანი, რაც გულსატკენი იყო ყველაზე უფრო, იყო იმის გააზრება, რომ თუ შენ შეეცდებოდი
მასთან საუბარს, ან თუ ეცდებოდი მასთან მეგობრულად დაახლოებას, იგი შეგათვალიერებდა
და ცდილობდა მოეყიდა შენთვის სიცოცხლის დაზღვევა.
ეს კი გააოცებდა ადამიანს, რომ ცალი ფეხი სამარეში ჰქონდა
და კვლავ უნდოდა მიეყიდა ხალხისთვის სიცოცხლის დაზღვევა. ეს ფაქტი უფრო სევდისმომგვრელი
იყო, ვიდრე სახალისო.
ამგვარად, ერთ დღეს (ეს იყო ერთი წლის უკან) მე ვნახე
სიმონ გრეგორი ქალაქში, იგი ჩანდა ღონემიხდილი. ვკითხე რა გაჭირვებოდა და მან მითხრა,
რომ ჰარრი გარდაიცვალა, როცა საწოლში იწვა და ახლა იგი თავს გრძნობდა უსარგებლოდ. საქმეები,
რაზეც ჰარრი საუბრობდა კვდებოდა; ეს იყო საშინელება, დაზღვევას პირდაპირ ბოლო ეღებოდა:
– ფინანსური დამოუკიდებლობა სამოცდახუთი წლის ასაკში.
ჰარრის ფოტოგრაფი მუშაობდა საღამოს ამბებში და იქ მოთხრობილი
იყო ვრცელი ისტორია მისი ცხოვრებიდან, როგორი ენერგიული იყო ჰარრი, როგორი ამბიციური
და ყველა ამგვარი ხასიათის, მაგრამ სადღაც მაინც გაიჟღერა, რომ ის იყო ერთი გიჟი ტუტუცი,
რომელსაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ დაივიწყებდა.
იგი იყო განსხვავებული, ამას გვერდს ვერ აუვლით; დღეისათვის
იგია კვლავ ლეგენდა ჩვენს შორის, და ბევრი ბავშვია ამ ქალაქში, ვინც დაიბადა ჰარრის სიკვდილის შემდეგ და ახლა მათ
იციან იმდენი მის შესახებ, რამდენიც ჩვენ და შესაძლოა ცოტათი მეტიც.
შენ იფიქრებ, რომ იგი იყო ვიღაც დიდი ისტორიული გმირი,
ვიღაცამ უნდა მოუთხროს ბავშვებს ამაზე, იმ მიზნით რომ გახადოს ისინი ამბიციურნი თუ
რაღაც ამდაგვარი. რა თქმა უნდა, უმეტესი ამბებისა მის შესახებ არის კომიკური, მაგრამ
ზუსტად ამგვარად ისინი აქცევენ მას ნამდვილად დიდ პიროვნებად. ძნელად თუ ვინმე გაიხსენებს
ჩვენი ქალაქის ბოლო მერის სახელს და სხვა არავინ
ყოფილა დიდი კაცი ჩვენი ქალაქიდან, ისე დასამახსოვრებელი, მხოლოდ ჰარრის შესახებ იციან
ამბები ამ კუთხის ბავშვებმა. რა შთამბეჭდავია, როცა გონებაში შენ წარმოიდგენ, რომ იგი
გარდაიცვალა ოცდასამ წლამდე არმისული.
ყოველთვის როცა ჩვენს ქალაქში ვინმეს ხელი მოეცარება
ვაჭრობის საქმეში, მაშინ ხალხი ერთმანეთს ეუბნება: „ჰარრის ეს გამოუვიდოდა“ და ყველა
გაიცინებს, იხსენებენ რა მას. მეთოდი, რომლითაც იგი ყვლეფდა ქალაქს დღესაც აღვიძებს
ხალხს და შთააგონებს, როგორ წაიყვანონ ვაჭრობის საქმე. ორი თვის უკან მაგალითად, ჰიპოდრომის
თეატრის სცენაზე იდგა ერთი მოხეტიალე ჯამბაზი, რომელიც შეეცადა აკრობატული ტრიუკი ჩაეტარებინა
ჰაერში და დამდგარიყო ბაგირზე (მავთულზე), მაგრამ ვერ მოახერხა. იგი უნდა შეხებოდა
მავთულს ფეხებით, მაგრამ დაკარგა წონასწორობა და ისკუპა სცენისკენ; შემდეგ მას უნდა
ეცადა კიდევ ერთხელ, თავიდან, მუსიკაც და რამე სულ თავიდან, დაფდაფებიც ხმაურობდნენ
შემზარავად, რომ გაგრძნობინონ როგორი სახიფათო არის ის. ეს ჯამბაზი შეეცადა შეესრულებინა
ტრიუკი სამჯერ, მაგრამ ჩაფლავდა, და როდესაც იგი კარგავდა ბალანსს მეოთხე ჯერზე, ვიღაცა
ახალგაზრდა ჭაბუკმა ვეღარ მოითმინა და შესძახა ისე ხმამაღლა, როგორც მას შეეძლო: „ჰარრის
მიაკითხე, ჰარრი არის კაცი დაზღვევიდან“, შემდეგ ყველა თეატრში მყოფი ჩაიხოცა სიცილში.
საწყალი აკრობატი გაშეშებული იდგა ამ სიცილის ფონზე და მერე კი შეუკურთხა აუდიენციას
ესპანურად. მან არაფერი იცოდა ჩვენი ქალაქის ამ საკუთარი (კერძო) ხუმრობის შესახებ.
ეს მონაყოლი შეგიქმნით წარმოდგენას, თუ როგორი სახელი
მოიხვეჭა ჰარრიმ თავისთვის, მაგრამ ნამდვილად სახალისო ამბები მის შესახებ არის ის,
რომელიც ალბათ გადაგხდება მომავალში ჰარრისთან ერთად სამოთხეში ან ჯოჯოხეთში; ეს ამბები
იქნება – მიწისძვრის დაზღვევის გაყიდვა, ასევე ავტომობილების და ტანსაცმლის ყიდვა იაფად.
იგი იყო მსოფლიოს მძლეველი, იგი იყო განსხვავებული; ყველას უყვარდა ხუმრობა მასზე,
მაგრამ იმავე ხალხს, მთელ ამ ქალაქს ენატრება იგი. და ჩვენს შორის არ არის ადამიანი,
ვინც მას იცნობდა და ახლა არ ნატრობს, რომ ის იყოს კვლავ ჩვენს გვერდით. იგი იყო კაცი,
რომელიც შემოირბენდა მთელს ქალაქს, საუბრობდა დიდ ბიზნესზე და ყველაფერს რომ ბდღვირს
ადენდა, ის იყო ნამდვილი ამერიკელი შანსი ბიჭი (იღბალა).
2014 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий